პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იგავში დაბრუნება
იგავში დაბრუნება

იგა­ვი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მო­ცუ­ლო­ბით პა­ტა­რა ფორ­მაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მომ­სახ­ვე­ლი და მრა­ვალშრი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს მა­ყუ­რე­ბელ­ზე ყო­ველ­გვარ ძალ­და­ტა­ნე­ბას (ში­ნა­არ­სის დო­ნე­ზეც კი) და იწყო­ბა რა­ი­მე სა­ხის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი გან­სა­ზღვრე­ბე­ბის, სტან­დარ­ტუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბის გა­რე­შე. ის არ­ღვევს სტე­რე­ო­ტი­პებს, თუმ­ცა, მათ­გან დის­ტან­ცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გარ­კვე­ულ სქე­მებ­სა და ნორ­მებს ინარ­ჩუ­ნებს, ჟან­რის კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

თა­ნა­მედ­რო­ვე იგა­ვი ფორ­მას კი­დევ უფრო თა­ვი­სუფ­ლად უდ­გე­ბა. ამა­ვე დროს, ის შე­იძ­ლე­ბა მო­ექ­ცეს კო­მე­დი­ის, ტრა­გი­კო­მე­დი­ის, დრა­მის, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის, დე­ტექ­ტი­ვის, მე­ლოდ­რა­მი­სა და ა.შ. მოკ­ლედ, ნე­ბის­მი­ე­რი ჟან­რი­სა თუ ქვეჟან­რის გან­ზო­მი­ლე­ბა­ში. და "მსუ­ბუქ ჟან­რებ­ში" გა­მო­ხატ­ვის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, არ და­კარ­გოს არც სიმ­ძაფ­რე და არც პირ­ვე­ლა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

კი­ნო­ი­გავ­ში ყო­ველ­თვის იქ­მნე­ბა გარ­კვე­უ­ლი სიმ­ბო­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო, ხში­რად, სამ­ყა­როს ძა­ლი­ან რე­ა­ლურ სა­ზღვრებ­ში და ამ პი­რო­ბით კავ­შირ­ში ყვე­ლა­ფე­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბი­სა და მე­ტა­ფო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გად­მო­ი­ცე­მა.

იგა­ვი ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გით სრულ­დე­ბა ან პრო­ცეს­ში ახალ მო­უ­ლოდ­ნელ მი­მარ­თუ­ლე­ბას იძენს. ამა­ვე დროს, გარ­კვე­ულ პუნ­ქტამ­დე, მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან, გარ­დამ­ტეხ ეტა­პამ­დე ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზიგ­ზა­გე­ბი­სა და მკვეთ­რი გარ­და­სახ­ვე­ბის (გა­დახ­ვე­ვე­ბის) გა­რე­შე მი­დის.

ხში­რად სი­უ­ჟეტს, პერ­სო­ნა­ჟებს ტი­პუ­რი და გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბი აქვთ. იქ­მნე­ბა ატ­მოს­ფე­რო, რო­მე­ლიც პი­რო­ბი­თი და ქვე­ტექ­სტუ­რი არ­სი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის შემ­ცვე­ლია. თან შე­ი­ცავს გზავ­ნილ­თა სის­ტე­მას მა­ყუ­რებ­ლის­კენ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­სე­უ­ლი პო­ზი­ცია გა­აჩ­ნია. ის მი­ა­ნიშ­ნებს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ იძ­ლე­ვა გან­მარ­ტე­ბას. აქვს ფა­რუ­ლი აზრი, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლო­თა სის­ტე­მით გად­მო­ი­ცე­მა. არ ძა­ლა­დობს მა­ყუ­რე­ბელ­ზე და ახ­სნის სა­კუ­თარ პი­რო­ბას სთა­ვა­ზოს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლიო კი­ნო­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა მის­წრა­ფე­ბა იგა­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბის თუ დამ­კვიდ­რე­ბის არა, აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ, რო­მელ­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი აქვს დი­დაქ­ტი­კუ­რი ჟღე­რა­დო­ბა და უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სო­ცი­უ­მის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს, ცხოვ­რე­ბის არ­სის, ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლე­ბე­ბის (შე­ნარ­ჩე­ნე­ბუ­ლი თუ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი) "ფი­ლო­სო­ფი­უ­რი" გან­სჯის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

იგავში დაბრუნება

იგავში დაბრუნება

იგავი, როგორც ცნობილია, მოცულობით პატარა ფორმაა, მაგრამ ძალიან გამომსახველი და მრავალშრიანი, რომელიც გამორიცხავს მაყურებელზე ყოველგვარ ძალდატანებას (შინაარსის დონეზეც კი) და იწყობა რაიმე სახის აკვიატებული განსაზღვრებების, სტანდარტული ჩარჩოების გარეშე. ის არღვევს სტერეოტიპებს, თუმცა, მათგან დისტანცირების პარალელურად, გარკვეულ სქემებსა და ნორმებს ინარჩუნებს, ჟანრის კანონის ფარგლებში.

თანამედროვე იგავი ფორმას კიდევ უფრო თავისუფლად უდგება. ამავე დროს, ის შეიძლება მოექცეს კომედიის, ტრაგიკომედიის, დრამის, საშინელებათა ფილმის, დეტექტივის, მელოდრამისა და ა.შ. მოკლედ, ნებისმიერი ჟანრისა თუ ქვეჟანრის განზომილებაში. და "მსუბუქ ჟანრებში" გამოხატვის მიუხედავადაც კი, არ დაკარგოს არც სიმძაფრე და არც პირველადი მნიშვნელობა.

კინოიგავში ყოველთვის იქმნება გარკვეული სიმბოლური ატმოსფერო, ხშირად, სამყაროს ძალიან რეალურ საზღვრებში და ამ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა და მეტაფორების საშუალებით გადმოიცემა.

იგავი ხშირად მოულოდნელი შედეგით სრულდება ან პროცესში ახალ მოულოდნელ მიმართულებას იძენს. ამავე დროს, გარკვეულ პუნქტამდე, მოვლენათა განვითარების მნიშვნელოვან, გარდამტეხ ეტაპამდე ყველაფერი მშვიდად, განსაკუთრებული ზიგზაგებისა და მკვეთრი გარდასახვების (გადახვევების) გარეშე მიდის.

ხშირად სიუჟეტს, პერსონაჟებს ტიპური და განზოგადებული ხასიათები აქვთ. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითი და ქვეტექსტური არსისა და მნიშვნელობის შემცველია. თან შეიცავს გზავნილთა სისტემას მაყურებლისკენ და განსაკუთრებული ავტორისეული პოზიცია გააჩნია. ის მიანიშნებს, მაგრამ ბოლომდე არ იძლევა განმარტებას. აქვს ფარული აზრი, რომელიც სიმბოლოთა სისტემით გადმოიცემა. არ ძალადობს მაყურებელზე და ახსნის საკუთარ პირობას სთავაზოს.

ბოლო პერიოდში, მსოფლიო კინოში შეინიშნება მისწრაფება იგავის თანამედროვე ფორმების თუ დამკვიდრების არა, აქტიური გამოყენებისკენ, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამოცილებული აქვს დიდაქტიკური ჟღერადობა და უფრო თანამედროვე სოციუმის, საზოგადოების შინაგანი სამყაროს, ცხოვრების არსის, ზოგადად ცხოვრებისეული ღირებულებებისა და დღეს საზოგადოების წინაშე არსებული ფასეულებების (შენარჩენებული თუ გაუფასურებული) "ფილოსოფიური" განსჯისკენაა მიმართული.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება