ლეო ბოკერია ცნობილი ექიმია, პროფესორი, უძლიერესი კარდიოქირურგი. წარმოშობით ოჩამჩირელი ექიმი წლებია რუსეთში მოღვაწეობს. პაციენტებზე მზრუნველმა ექიმმა საფუძვლიანად შეისწავლა ადამიანის ორგანიზმის ყველა თავისებურება და მას მის საქმიანობაში ყოველდღიურად იყენებს.
ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში, 77 წლის ლეო ბოკერიამ პაციენტებს ის 5 პრინციპი გააცნო, რომელსაც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის წლებია იცავს:
1. იმოძრავეთ!
- არამხოლოდ მე, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანმა უნდა გადადგას არანაკლებ 10 000 ნაბიჯი ყოველდღიურად - ეს დაახლოებით 40-წუთიანი შეუჩერებელი სიარულია. ამასთან, არ არის აუცილებელი იჩქაროთ, სეირნობა უნდა იყოს მშვიდ ტემპში. იდეალურია, თუ მოძრაობის დაწყებამდე გაისინჯავთ პულსსა და წნევას. მსგავსი სეირნობა დადებითად მოქმედებს სუნთქვაზე, გულის რიტმზე, ავარჯიშებს კუნთებსა და სისხლძარღვებს.
2. იყავით ოპტიმისტი
- ყოველ დილას ვიწყებ ღიმილით! შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სისულელეა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ამართლებს - მალევე გიქმნის საჭირო განწყობას, რომელიც მერე მთელ დღეს მიგყვება. გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში, გაღიმეთ ახლობლებს და მეგობრებ და განწყობა მაშინვე გაგიუმჯობესდებათ. მე მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია, უყვარს და ენდობა ერთმანეთს. ძალიან მახარებს რომ ჩემი ორივე ქალიშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, ისინიც და ჩემი შვილიშვილებიც დიდი ოპტიმისტები არიან. დამტკიცებულია: ოპტიმისტები ცხოვრობენ უფრო დიდხანს.
3. გვერდით იყოლიეთ მეგობრები
- მეგობრები ყველაზე საუკეთესო რამაა, რაც ჩვენს არეულ ცხოვრებაში არსებობს. ჩემს ცხოვრებაში არის რამდენიმე მეგობარი, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის გვერდით დამიდგეს. დროდადრო ეს ძალიან გამშვიდებს და მხარდაჭერას გაგრძნობინებს.
4. აკონტროლეთ წონა
- 60-იანი წლების დასაწყისში, ასპირანტურის შემდეგ, ატელიეში კოსტიუმებს ვიკერავდი. ცოტა ხნის წინ, ნივთების გადალაგების დროს აღმოვაჩინე ძველი კოსტიუმები. ხუმრობით გავიფიქრე, მოვიცვამმეთქი და საოცრება, მომერგო! სამსახურშიც კი ჩავიცვი რამდენჯერმე. რა მინდა ამით ვთქვა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, თქვენი წონა ერთ ნიშნულზე შეინარჩუნოთ. ზომიერი, მრავალფეროვანი კვება, რომ შეინარჩუნოთ ფორმა და თქვენი გული მადლობას გეტყვით
5. აირჩიეთ ცხოვრების საქმე
- მე უკვე 40 წელია არ ვიცვლი პროფესიას. მიყვარს ის და ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებშია, რომ ბავშვთა კარდიოლოგიაში ყველაფერი წესრიგში იყოს. ძალიან მახარებს, რომ ჩემმა შვილიშვილებმა იციან ჯანსაღი გულის, კარდიოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნების შესახებ. მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების საქმით, ჩემი შთამომავლებიც ამაყობენ ამით. ეს მაძლევს ძალას ცხოვრების გაგრძელების, ბრძოლის გაგრძელების იმ პატარების სიცოცხლისათვის, რომელთაც გულის პრობლემები აქვთ.