მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში Эхо Москвы-ს ჟურნალისტი დაჭრეს
მოსკოვში Эхо Москвы-ს ჟურნალისტი დაჭრეს

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­ა­ნა ფელ­გენ­გა­უ­ერს უც­ნო­ბი პირი მოს­კოვ­ში, ახა­ლი არ­ბა­ტის ქუ­ჩა­ზე, რე­დაქ­ცი­ის შე­ნო­ბა­ში და­ეს­ხა თავს. მან შე­სას­ვლელ­ში მყო­ფი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, კედ­ლი­დან ჩა­მოხ­სნი­ლი ცე­ცხლმაქ­რით მო­ი­გე­რია და შე­ნო­ბის მე-14 სარ­თულ­ზე მყოფ ჟურ­ნა­ლისტს, სა­მუ­შაო ოთახ­ში შე­უ­ვარ­და და ის და­ნით, ყე­ლის არე­ში დაჭ­რა.

რე­დაქ­ცი­ის დაც­ვამ, მისი და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა და ის პო­ლი­ცი­ას ჩა­ა­ბა­რეს, დაჭ­რი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი კი, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­ა­ნას დაჭ­რა სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მეს არ უკავ­შირ­დე­ბა, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ამის მი­ზე­ზი, პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტია... თავ­დამ­სხმე­ლი 40-45 წლის მა­მა­კა­ცია. სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი მის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტი­ა­ნას, ის რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლეა და 10 წელ­ზე მე­ტია, Эхо Москвы -ში გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად მუ­შა­ობს. ექი­მე­ბის თქმით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, ვსე­ვო­ლოდ ბოგ­და­ნო­ვის თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რუ­სეთ­ში ჟურ­ნა­ლისტს თავს ეს­ხმი­ან, - შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა მათი უსაფრ­თხო­ე­ბა ისე იყოს და­ცუ­ლი, რო­გორც დუ­მის დე­პუ­ტა­ტის. "ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­ა­ყე­ნებს, რაც ზო­გა­დად ჟურ­ნა­ლის­ტის სტა­ტუს­თან ერ­თად, კომ­პლექ­სუ­რად იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი..."- აცხა­დებს ბოგ­და­ნო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, მათი კავ­ში­რი ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რია, ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თით, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია აძ­ლევს მათ, თუმ­ცა, ეს დო­კუ­მენ­ტი რუ­სეთ­ში არა­ფერს ნიშ­ნავს და ჟურ­ნა­ლის­ტი თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლია. 

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

მოსკოვში Эхо Москвы-ს ჟურნალისტი დაჭრეს

მოსკოვში Эхо Москвы-ს ჟურნალისტი დაჭრეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ტატიანა ფელგენგაუერს უცნობი პირი მოსკოვში, ახალი არბატის ქუჩაზე, რედაქციის შენობაში დაესხა თავს. მან შესასვლელში მყოფი დაცვის თანამშრომელი, კედლიდან ჩამოხსნილი ცეცხლმაქრით მოიგერია და შენობის მე-14 სართულზე მყოფ ჟურნალისტს, სამუშაო ოთახში შეუვარდა და ის დანით, ყელის არეში დაჭრა.

რედაქციის დაცვამ, მისი დაკავება მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა და ის პოლიციას ჩააბარეს, დაჭრილი ჟურნალისტი კი, საოპერაციოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ტატიანას დაჭრა სამსახურებრივ საქმეს არ უკავშირდება, ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი, პირადი კონფლიქტია... თავდამსხმელი 40-45 წლის მამაკაცია. სხვა მონაცემები მის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რაც შეეხება ტატიანას, ის რედაქტორის მოადგილეა და 10 წელზე მეტია, Эхо Москвы -ში გადაცემის წამყვანად მუშაობს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ადგილობრივი ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენლის, ვსევოლოდ ბოგდანოვის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში ჟურნალისტს თავს ესხმიან, - შესაბამისად, საჭიროა მათი უსაფრთხოება ისე იყოს დაცული, როგორც დუმის დეპუტატის. "ჟურნალისტთა კავშირი ამ ინიციატივას აუცილებლად წამოაყენებს, რაც ზოგადად ჟურნალისტის სტატუსთან ერთად, კომპლექსურად იქნება განხილული..."- აცხადებს ბოგდანოვი.

მისივე თქმით, მათი კავშირი ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია, ისინი სარგებლობენ სპეციალური ბარათით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია აძლევს მათ, თუმცა, ეს დოკუმენტი რუსეთში არაფერს ნიშნავს და ჟურნალისტი თავისი მოვალეობის შესრულებისას სრულიად დაუცველია. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"