მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ოპერაციის" დასაწყისი ერაყში...
"დიდი ოპერაციის" დასაწყისი ერაყში...

ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის სამ­ხედ­რო შე­ნა­ერთ "პეშ­მერ­გას" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერა­ყის არ­მი­ამ ქურ­თის­ტან­ში, კერ­ძოდ, ნავ­თო­ბით მდი­დარ ქა­ლაქ კირ­კუკ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ქურ­თე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე, სა­არ­ტი­ლე­რიო შე­ტე­ვა წა­მო­ი­წყო.

"ეს არის ქურთ ხალ­ხზე თავ­დას­ხმა, რო­მელ­საც სულ მალე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი მოჰ­ყვე­ბა... საქ­მე ის არის, რომ ერა­ყელ მე­ომ­რებ­თან, ერ­თად თავ­დას­ხმა­ში ში­ი­ტი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რო­მელ­საც ირა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ალ-აბა­დის ამ ქმე­დე­ბის­თვის, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რის გა­დახ­და მო­უ­წევს და ძა­ლი­ან მალე, რაც ბაღ­და­დის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად რე­გი­ო­ნებ­ში ექოდ გა­მოვ­ლინ­დე­ბა..." - ნათ­ქვა­მია "პეშ­მერ­გას" მე­თა­უ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში...

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის ბრძა­ნე­ბა პრე­მი­ერ-მინ­სიტრმა აბა­დიმ გას­ცა... ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებ­და, რომ არა­ვი­თა­რი თავ­დას­ხმე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი არ იქ­ნე­ბო­და, - "რად­გან ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აპი­რებს, სა­კუ­თარ ხალ­ხის წი­ნა­აღ­დეგ ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს" - მა­თი­ვე თქმით, ახლა ერაყს გა­ცი­ლე­ბით მძი­მე პრობ­ლე­მა აქვს, - საფრ­თხე, რო­მე­ლიც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" მო­დის...

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერა­ყის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა უკვე აი­ღეს კონ­ტრო­ლი კირ­კუკ­ში, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქურ­თე­ბი პო­ზი­ცი­ებს დათ­მო­ბენ და უკან და­ი­ხე­ვენ.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ერაყ­ში კი­დევ ერთი ახა­ლი ომი, ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი მსჯე­ლო­ბენ, რო­მელ­თა თქმი­თაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ნავ­თობ­ზე კონ­ტრო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე ია­ტაკ­ქვე­შა ომია... შე­სა­ბა­მი­სად, ისე­დაც ცნო­ბი­ლი იყო, რომ ბაღ­და­დის მოთ­მი­ნე­ბა და ლო­ი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი დიდ­ხანს და მით უფრო, უსას­რუ­ლოდ ვერ გაგ­რძელ­დე­ბო­და. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ქურ­თის­ტა­ნის რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ, მან უკვე იწ­ვნია ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­კარ­გი, რად­გან კირ­კუკ­ზე და ასე­ვე, ნავ­თო­ბით მდი­დარ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ზე, კონ­ტრო­ლი და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და...

მა­თი­ვე თქმით, ერა­ყის მე-9 კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ერაყს უფ­ლე­ბა არ აქვს, ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ეს არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია. ამის შე­სა­ხებ, შუა აზი­ი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი­რილ ვერ­ტი­ა­ე­ვი სა­უბ­რობს, რომ­ლის თქმი­თაც, მე­ო­რეს მხრივ, იგი­ვე კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ერა­ყის ქურ­თის­თან­საც არ ჰქონ­და რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა.

ბაღ­და­დის მიერ "დიდი ოპე­რა­ცი­ის" და­წყე­ბას ვა­შინგტო­ნიც ეხ­მი­ა­ნე­ბა, - ამე­რი­კამ ერა­ყელ და ქურთ ლი­დე­რებს მო­უ­წო­და დას­ხდნენ დი­ა­ლო­გის მა­გი­დას­თან, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ და­მა­ტე­ბი­თი ეს­კა­ლა­ცია და მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნონ ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხრი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ზე.

აშშ-ის სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ვა­შინგტო­ნი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მხარს უჭერს "ერ­თი­ან ერაყს" და მო­უ­წო­დებს მხა­რე­ებს, რათა სა­დაო სა­კი­თხე­ბი დი­ა­ლო­გის გზით მო­აგ­ვა­რონ... და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ, ერა­ყის ქურ­თის­ტან­მა რე­ფე­რენ­დუ­მი გა­მარ­თა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­სე­ლო­ბამ მხა­რი რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და­უ­ჭი­რა. ბაღ­დად­მა კი რე­ფე­რენ­დუმს უკა­ნო­ნო უწო­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"დიდი ოპერაციის" დასაწყისი ერაყში...

"დიდი ოპერაციის" დასაწყისი ერაყში...

ერაყის ქურთისტანის სამხედრო შენაერთ "პეშმერგას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის არმიამ ქურთისტანში, კერძოდ, ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკში განლაგებული ქურთების პოზიციებზე, საარტილერიო შეტევა წამოიწყო.

"ეს არის ქურთ ხალხზე თავდასხმა, რომელსაც სულ მალე ადეკვატური პასუხი მოჰყვება... საქმე ის არის, რომ ერაყელ მეომრებთან, ერთად თავდასხმაში შიიტი დაქირავებულებიც მონაწილეობდნენ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს... ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პრემიერ-მინისტრ ალ-აბადის ამ ქმედებისთვის, გაცილებით ძვირის გადახდა მოუწევს და ძალიან მალე, რაც ბაღდადის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ექოდ გამოვლინდება..." - ნათქვამია "პეშმერგას" მეთაურობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში...

მათივე ინფორმაციით, ამის ბრძანება პრემიერ-მინსიტრმა აბადიმ გასცა... ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ერაყის ხელისუფლება აცხადებდა, რომ არავითარი თავდასხმები და შეიარაღებული კონფლიქტი არ იქნებოდა, - "რადგან ერაყის ხელისუფლება არ აპირებს, საკუთარ ხალხის წინააღდეგ იარაღი გამოიყენოს" - მათივე თქმით, ახლა ერაყს გაცილებით მძიმე პრობლემა აქვს, - საფრთხე, რომელიც "ისლამური სახელმწიფოსგან" მოდის...

ბოლო ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე აიღეს კონტროლი კირკუკში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქურთები პოზიციებს დათმობენ და უკან დაიხევენ.

მოსალოდნელია თუ არა ერაყში კიდევ ერთი ახალი ომი, ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტები მსჯელობენ, რომელთა თქმითაც ეს ყველაფერი ნავთობზე კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარე იატაკქვეშა ომია... შესაბამისად, ისედაც ცნობილი იყო, რომ ბაღდადის მოთმინება და ლოიალური განცხადებები დიდხანს და მით უფრო, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ქურთისტანის რეფერენდუმის შემდეგ, მან უკვე იწვნია ეკონომიკური დანაკარგი, რადგან კირკუკზე და ასევე, ნავთობით მდიდარ რამდენიმე ქალაქზე, კონტროლი დაკარგული ჰქონდა...

მათივე თქმით, ერაყის მე-9 კონსტიტუციის თანახმად, ერაყს უფლება არ აქვს, ფედერაციის სუბიექტის წინააღმდეგ შეიარაღებული ღონისძიბები განახორციელოს, ეს არაკონსტიტუციურია. ამის შესახებ, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი კირილ ვერტიაევი საუბრობს, რომლის თქმითაც, მეორეს მხრივ, იგივე კონსტიტუციის თანახმად, ერაყის ქურთისთანსაც არ ჰქონდა რეფერენდუმის ჩატარების უფლება.

ბაღდადის მიერ "დიდი ოპერაციის" დაწყებას ვაშინგტონიც ეხმიანება, - ამერიკამ ერაყელ და ქურთ ლიდერებს მოუწოდა დასხდნენ დიალოგის მაგიდასთან, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ესკალაცია და მთელი ყურადღება გადაიტანონ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან მომდინარე საფრთხეზე.

აშშ-ის სამხედრო სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი კვლავინდებურად მხარს უჭერს "ერთიან ერაყს" და მოუწოდებს მხარეებს, რათა სადაო საკითხები დიალოგის გზით მოაგვარონ... დაახლოებით სამი კვირის წინ, ერაყის ქურთისტანმა რეფერენდუმი გამართა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავსელობამ მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ბაღდადმა კი რეფერენდუმს უკანონო უწოდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე