პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობას" - რუსკა მაყაშვილი პირველი შვილის მოლოდინში
 "ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობას" - რუსკა მაყაშვილი პირველი შვილის მოლოდინში

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტი დგას. მსა­ხი­ო­ბი დღე-დღე­ზე დედა გახ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხრა თვის ფეხ­მძი­მეა, ჩვე­უ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბი­თა და ენერ­გი­ით აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და არ­ცერთ პრო­ექტს არ აკ­ლდე­ბა. ის "ტე­ლე­ი­მედ­ზე" "ნი­ჭი­ე­რის" ახალ სე­ზონ­ზე ჟი­უ­რის წევ­რია. მსა­ხი­ობს ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი" ესა­უბ­რა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი: უკვე მე­სა­მე წე­ლია, "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში ვზი­ვარ. რო­გორც ყო­ველ­თვის, წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნიც ყო­ველ­გვარ სა­ზღვრებს სცდე­ბა თა­ვი­სი მაშს­ტა­ბე­ბით, შარ­შან­დე­ლიც ხომ კარ­გი იყო, მა­რამ წელს ორ­მა­გად მა­გა­რია.

- ჟი­უ­რი­ში ახა­ლი წევ­რე­ბი გყავთ.

- კი, სტე­ფა­ნე და ბა­ხუ­ტა ჩვე­ნი ახა­ლი წევ­რე­ბი არი­ან. სტე­ფა­ნე, გარ­და იმი­სა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის მუ­სი­კო­სია. მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ოც­რად სა­მარ­თლი­ა­ნი და გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, იუ­მო­რის კარ­გი გრძნო­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ხუ­ტას, ის უკვე დიდი ხა­ნია ჩემი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რია. მოკ­ლედ, წლე­ვან­დელ ჟი­უ­რი­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. მა­კას­თან სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს - პირ­ვე­ლი ლე­დია და ძა­ლი­ან ახლო და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ასე რომ, ყვე­ლა­ზე დიდ კომ­ფორ­ტში ვარ (იცი­ნის). არ ვამ­ბობ, რომ წინა წლებ­ში არ მქონ­და კომ­ფორ­ტი, მაგ­რამ წელს მა­ინც სხვაა.

- არა­ერ­თი ნი­უ­სი შემ­ხვედ­რია სა­თა­უ­რით "ფეხ­მძი­მე რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი სცე­ნა­ზე ჩვე­ულ სი­გი­ჟე­ებს სჩა­დის". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე-დღე­ზე ბავ­შვს ელო­დე­ბი...

- ფეხ­მძი­მო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი და ჩვე­ულ რიტ­მში ვაგ­რძე­ლებ­დი ცხოვ­რე­ბას. პი­რი­ქით, უფრო მე­ტა­დაც გა­ვაქ­ტი­ურ­დი. მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვთამ­შა­ობ­დი სპექ­ტაკ­ლებს: წა­ვიყ­ვა­ნე "X ფაქ­ტო­რი" თა­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი­ან-ლა­ი­ვე­ბი­ა­ნად; ვი­თა­მა­შე ფილმში და ჩავ­წე­რე "ნი­ჭი­ე­რის" ქას­თინ­გე­ბი. არ­ცერ­თი წამი არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. არა­ნა­ი­რი პოზა არ და­მი­ჭე­რია. ჩემი აზ­რით, ფეხ­მძი­მო­ბი­სას კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი უნდა იყო. ცუ­დია ამ მდგო­მა­რე­ო­ბას რო­გორც ავად­მყო­ფო­ბას, ისე რომ უდ­გე­ბი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი მწერს, რო­გორ ახერ­ხებ ამ­დენს, მე აუზ­შიც ვერ ჩავ­დი­ვარ, მე ეს უფრო მიკ­ვირს.

- ექი­მის­გან არ გქონ­და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა. აქ მარ­ტო ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხიც არაა, გო­ნე­ბაც უნდა ჩარ­თო. მთა­ვა­რია, შენ რო­გორ მი­უდ­გე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. სამი კა­ტეგ­რი­ის ფეხ­მძი­მე არ­სე­ბობს. ორ­სუ­ლი, რომ­ლის­თვი­საც ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­ნა­ი­რე­ბი და "პო­ზა­ში მყო­ფე­ბი" - ვი­თომ, რომ ეში­ნი­ათ და ზედ­მეტ ნა­ბიჯს არ დგა­მენ, რაც შემ­დგომ უფრო არ­თუ­ლებს მდგო­მა­რე­ო­ბას. მე მგო­ნია, რომ თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე გაქვს, ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლო, რა­საც მა­ნამ­დე აკე­თებ­დი. შე­მიძ­ლია და რა­ტომ არ უნდა გა­ვა­კე­თო?!

- უკვე გა­მოც­დი­ლი დე­და­სა­ვით ლა­პა­რა­კობ. არა­და, რო­გორც წესი, პირ­ველ­ზე უფრო ეში­ნი­ათ და ყვე­ლა­ფერს ერი­დე­ბი­ან. შენ­სა­ვით თა­მა­მე­ბი არ არი­ან ხოლ­მე.

- ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლია და რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, გან­ვიც­დი, მინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იყოს, მაგ­რამ, მგო­ნი, ჩვე­უ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე სწო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს მშო­ბი­ა­რო­ბა­შიც და­მეხ­მა­რე­ბა და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერ­ში. ჩემი ექი­მი ძა­ლი­ან მა­ქებს, მე­უბ­ნე­ბა, რომ კარ­გად ვიქ­ცე­ვი (იცი­ნის).

- ორი ფეხ­მძი­მე ხართ ჟი­უ­რი­ში, ალ­ბათ, ბი­ჭე­ბი გა­ნე­ბივ­რე­ბენ.

- კი, რა­ღაც საყ­ვა­რე­ლი დამ­თხვე­ვა გა­მო­ვი­და. მხო­ლოდ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი კი არა, ყვე­ლა თან გვყვე­ბა, მთე­ლი პრო­დაქ­შე­ნი. "ნი­ჭი­ე­რი" ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნი­ას და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სე­ბი არი­ან. სულ იმას ვამ­ბობ, რომ ეს გუნ­დი მტკვარ­ში რომ გა­დახ­ტეს, იქაც გა­დავ­ყვე­ბი, ნო­მერ პირ­ვე­ლე­ბი არი­ან.

- შენი და პირ­ვე­ლი ლე­დის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მინ­და გკი­თხო. ორი­ვე ფეხ­მძი­მედ ხართ, მაგ­რამ ის უკვე გა­მოც­დი­ლი დე­დაა. გაძ­ლევს ხოლ­მე რჩე­ვებს?

- ორ­სუ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე და რჩე­ვებ­საც მაძ­ლევს, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვით­ვა­ლის­წი­ნებ. თვი­თონ მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბა, ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ჩემ­ნა­ი­რი ფეხ­მძი­მეა, ისიც ასე­თი­ვე აქ­ტი­უ­რია.

- რო­დის ელო­დე­ბი ბავ­შვს?

- რვა ოქ­ტომ­ბერს. მაგ­რამ, 38 კვი­რი­დან, შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღე და­ი­ბა­დოს - ორი კვი­რით ადრე ან გვი­ან. კვი­რას ვხდე­ბი ორ­მო­ცი კვი­რის. რაც მთა­ვა­რია, ქას­თინ­გე­ბი უკვე ჩა­წე­რი­ლია და ახლა, მშვი­დად, წყნა­რად ვე­ლო­დე­ბით პა­ტა­რა ბიჭს.

- რო­გო­რია მო­ლო­დი­ნი?

- სა­ო­ცა­რი, მთე­ლი ოჯა­ხი ელო­დე­ბა. თან 17-20 წლის ასაკ­ში ხომ არ ვხდე­ბი დედა, რაც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ად­რეა. უკვე ზრდას­რუ­ლი, 30 წლის ვარ და ამ დროს მარ­თლა აც­ნო­ბი­ე­რებ, რა სირ­თუ­ლე­ებ­თან მო­გი­წევს გამ­კლა­ვე­ბა. გრძნობ, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გე­კის­რე­ბა, რა­საც პა­ტა­რა ასაკ­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად უყუ­რებ.

- მერე რას აპი­რებ, პრო­ექ­ტში რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი?

- ძი­ძის აყ­ვა­ნას ჯერ არ ვა­პი­რებ. მინ­და, ცოტა ხანს ბავ­შვი ჩემს ხელ­ში იყოს. მგო­ნია, რისი გა­კე­თე­ბაც გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ას­წრებ, მე ამის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. შევ­ხე­დავ სი­ტუ­ა­ცი­ას, პრო­ექტს, რა თქმა უნდა, არ გა­მო­ვაკ­ლდე­ბი. ბევ­რი ოჯა­ხის წევ­რი მყავს და და­მეხ­მა­რე­ბი­ან: ზო­გა­დად, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ისე­თია, რომ დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით ხან­გრძლი­ვად ვერ ისარ­გებ­ლებ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვა­რი ბავ­შვია, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხებ, რომ არა­ფერს მო­ვაკ­ლდე.

- მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე მე­უღ­ლე უნდა და­ის­წრო?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ჩემი აზ­რით, ეს უდი­დე­სი შეც­დო­მაა. ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს, მაგ­რამ ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რია, რომ ქმარ­მა უყუ­როს ცო­ლის არა­ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ასე რომ, ქმარს არას­დროს და­ვას­წრებ მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცესს.

- ბუ­ნებ­რი­ვად აპი­რებ გა­ჩე­ნას?

- კი, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი აქეთ მი­დის (იცი­ნის).

(ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია ხუთ ოქ­ტომ­ბერს)

შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობას" - რუსკა მაყაშვილი პირველი შვილის მოლოდინში

 "ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობას" - რუსკა მაყაშვილი პირველი შვილის მოლოდინში

რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას. მსახიობი დღე-დღეზე დედა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ცხრა თვის ფეხმძიმეა, ჩვეული აქტიურობითა და ენერგიით აგრძელებს ცხოვრებას და არცერთ პროექტს არ აკლდება. ის "ტელეიმედზე" "ნიჭიერის" ახალ სეზონზე ჟიურის წევრია. მსახიობს ჟურნალი "თბილისელები" ესაუბრა.

რუსკა მაყაშვილი: უკვე მესამე წელია, "ნიჭიერის" ჟიურიში ვზივარ. როგორც ყოველთვის, წლევანდელი სეზონიც ყოველგვარ საზღვრებს სცდება თავისი მაშსტაბებით, შარშანდელიც ხომ კარგი იყო, მარამ წელს ორმაგად მაგარია.

- ჟიურიში ახალი წევრები გყავთ.

- კი, სტეფანე და ბახუტა ჩვენი ახალი წევრები არიან. სტეფანე, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ძალიან მაღალი დონის მუსიკოსია. მაღალი პროფესიონალიზმის პარალელურად, საოცრად სამართლიანი და გულიანი ადამიანია, იუმორის კარგი გრძნობით, რაც შეეხება ბახუტას, ის უკვე დიდი ხანია ჩემი კოლეგა და მეგობარია. მოკლედ, წლევანდელ ჟიურიში ძალიან გამიმართლა. მაკასთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს - პირველი ლედია და ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ასე რომ, ყველაზე დიდ კომფორტში ვარ (იცინის). არ ვამბობ, რომ წინა წლებში არ მქონდა კომფორტი, მაგრამ წელს მაინც სხვაა.

- არაერთი ნიუსი შემხვედრია სათაურით "ფეხმძიმე რუსკა მაყაშვილი სცენაზე ჩვეულ სიგიჟეებს სჩადის". მიუხედავად იმისა, რომ დღე-დღეზე ბავშვს ელოდები...

- ფეხმძიმობის პირველივე წუთიდან აქტიური ვიყავი და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ცხოვრებას. პირიქით, უფრო მეტადაც გავაქტიურდი. მთელი ორსულობის განმავლობაში ვთამშაობდი სპექტაკლებს: წავიყვანე "X ფაქტორი" თავის ჩანაწერებიან-ლაივებიანად; ვითამაშე ფილმში და ჩავწერე "ნიჭიერის" ქასთინგები. არცერთი წამი არ გავჩერებულვარ. არანაირი პოზა არ დამიჭერია. ჩემი აზრით, ფეხმძიმობისას კიდევ უფრო აქტიური უნდა იყო. ცუდია ამ მდგომარეობას როგორც ავადმყოფობას, ისე რომ უდგებიან, ძალიან ბევრი მწერს, როგორ ახერხებ ამდენს, მე აუზშიც ვერ ჩავდივარ, მე ეს უფრო მიკვირს.

- ექიმისგან არ გქონდა გარკვეული სახის შეზღუდვები?

- აბსოლუტურად არა. აქ მარტო ჯანმრთელობის საკითხიც არაა, გონებაც უნდა ჩართო. მთავარია, შენ როგორ მიუდგები ამ მდგომარეობას. სამი კატეგრიის ფეხმძიმე არსებობს. ორსული, რომლისთვისაც ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ჩემნაირები და "პოზაში მყოფები" - ვითომ, რომ ეშინიათ და ზედმეტ ნაბიჯს არ დგამენ, რაც შემდგომ უფრო ართულებს მდგომარეობას. მე მგონია, რომ თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს, ყველაფრის კეთება უნდა გააგრძელო, რასაც მანამდე აკეთებდი. შემიძლია და რატომ არ უნდა გავაკეთო?!

- უკვე გამოცდილი დედასავით ლაპარაკობ. არადა, როგორც წესი, პირველზე უფრო ეშინიათ და ყველაფერს ერიდებიან. შენსავით თამამები არ არიან ხოლმე.

- ჩემი პირველი შვილია და რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი, მინდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყოს, მაგრამ, მგონი, ჩვეული აქტიურობა ყველაზე სწორი მდგომარეობაა. ეს მშობიარობაშიც დამეხმარება და საერთოდ, ყველაფერში. ჩემი ექიმი ძალიან მაქებს, მეუბნება, რომ კარგად ვიქცევი (იცინის).

- ორი ფეხმძიმე ხართ ჟიურიში, ალბათ, ბიჭები განებივრებენ.

- კი, რაღაც საყვარელი დამთხვევა გამოვიდა. მხოლოდ ჟიურის წევრები კი არა, ყველა თან გვყვება, მთელი პროდაქშენი. "ნიჭიერი" ჩემი მეორე ოჯახია. ეს ადამიანები, გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძის მეთაურობით, ჩემთვის უახლოესები არიან. სულ იმას ვამბობ, რომ ეს გუნდი მტკვარში რომ გადახტეს, იქაც გადავყვები, ნომერ პირველები არიან.

- შენი და პირველი ლედის ურთიერთობის შესახებ მინდა გკითხო. ორივე ფეხმძიმედ ხართ, მაგრამ ის უკვე გამოცდილი დედაა. გაძლევს ხოლმე რჩევებს?

- ორსულობაზე ვსაუბრობთ ხოლმე და რჩევებსაც მაძლევს, რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებ. თვითონ მესამე შვილს ელოდება, ძალიან მაგარი გოგოა და აბსოლუტურად, ჩემნაირი ფეხმძიმეა, ისიც ასეთივე აქტიურია.

- როდის ელოდები ბავშვს?

- რვა ოქტომბერს. მაგრამ, 38 კვირიდან, შეიძლება ყოველდღე დაიბადოს - ორი კვირით ადრე ან გვიან. კვირას ვხდები ორმოცი კვირის. რაც მთავარია, ქასთინგები უკვე ჩაწერილია და ახლა, მშვიდად, წყნარად ველოდებით პატარა ბიჭს.

- როგორია მოლოდინი?

- საოცარი, მთელი ოჯახი ელოდება. თან 17-20 წლის ასაკში ხომ არ ვხდები დედა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ადრეა. უკვე ზრდასრული, 30 წლის ვარ და ამ დროს მართლა აცნობიერებ, რა სირთულეებთან მოგიწევს გამკლავება. გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გეკისრება, რასაც პატარა ასაკში ძალიან მარტივად უყურებ.

- მერე რას აპირებ, პროექტში როდის დაბრუნდები?

- ძიძის აყვანას ჯერ არ ვაპირებ. მინდა, ცოტა ხანს ბავშვი ჩემს ხელში იყოს. მგონია, რისი გაკეთებაც გინდა, აუცილებლად მოასწრებ, მე ამის გამოცდილება მაქვს. შევხედავ სიტუაციას, პროექტს, რა თქმა უნდა, არ გამოვაკლდები. ბევრი ოჯახის წევრი მყავს და დამეხმარებიან: ზოგადად, მსახიობის პროფესია ისეთია, რომ დეკრეტული შვებულებით ხანგრძლივად ვერ ისარგებლებ. ამ შემთხვევაში, მთავარი ბავშვია, მაგრამ მოვახერხებ, რომ არაფერს მოვაკლდე.

- მშობიარობაზე მეუღლე უნდა დაისწრო?

- არავითარ შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს უდიდესი შეცდომაა. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, რომ ქმარმა უყუროს ცოლის არანორმალურ მდგომარეობას. ასე რომ, ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობის პროცესს.

- ბუნებრივად აპირებ გაჩენას?

- კი, ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის (იცინის).

(ინტერვიუ ჩაწერილია ხუთ ოქტომბერს)

შემოკლებული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება