პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Baby Sleep - ქართული სტარტაპი, რომელიც თქვენი შვილის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს
Baby Sleep - ქართული სტარტაპი, რომელიც თქვენი შვილის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს

სა­ბავ­შვო თეთ­რე­უ­ლი, საბ­ნე­ბი, პლე­დე­ბი, გა­მო­საყ­ვა­ნი კონ­ვერ­ტე­ბი, სა­წო­ლის კომ­პლექ­ტე­ბი, აბა­ზა­ნის და სა­წო­ლის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რბი­ლი ასო­ე­ბი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბა­ლი­შე­ბი, რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი - ეს სტარ­ტა­პი Baby Sleep-ია, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა დე­დამ დადუ ჭო­ლა­ძემ გა­სულ წელს შექ­მნა.

"ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნას­თვის მინ­დო­და შე­მე­ძი­ნა სა­წო­ლის კომ­პლექ­ტი და აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრო­დუქ­ცია არ მზად­დე­ბო­და. სწო­რედ ეს გახ­და ჩემი მო­ტი­ვა­ტო­რი, რომ თა­ვად შე­მექ­მნა მსგავ­სი ნივ­თე­ბი. კერ­ვა და ქარ­გვა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. როცა სტარ­ტა­პის და­არ­სე­ბა და ბიზ­ნე­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი და კერ­ვის კურ­სებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რად­გან მოვ­ხვდი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვთვლი, რომ გა­მი­მარ­თლა, რად­გან ვა­კე­თებ იმას, რაც მსი­ა­მოვ­ნებს," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პე­რი დადუ ჭო­ლა­ძე.

ამ­ჟა­მად სტარ­ტა­პი მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენტს, რაც მათი პა­ტა­რე­ბის უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტულ ძილს უზ­რუნ­ველ­ყოფს. პრო­დუქ­ცია უნი­კა­ლუ­რია, რად­გან ის ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლია. მე­ო­რე მხრივ კი, თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იქ­მნე­ბა.

"თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვქმნით მო­თხოვ­ნა­დია. ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­თხოვ­ნა­დია ქარ­გვაც" - ამ­ბობს დადუ.

კომ­პა­ნი­ა­ში ფა­სე­ბი საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მომ­ხმა­რებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­ცი­ე­ბი. სტარ­ტა­პი პე­რი­ო­დუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ვებგ­ვერდთან, რომ­ლე­ბიც ფას­დაკ­ლე­ბის კუ­პო­ნებს სთა­ვა­ზო­ბენ კლი­ენ­ტებს.

"ამ­ჟა­მად ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დია. თუმ­ცა მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით სტარ­ტა­პის და­წყე­ბა რთუ­ლი იყო. ეს სირ­თუ­ლეც გა­დავ­ლა­ხეთ, რად­გან ძა­ლი­ან მალე გა­ვით­ქვით სა­ხე­ლი და ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბიც გა­იზ­რდა. თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პერ­შიც" ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. შარ­შან ჩა­ვერ­თეთ პროგ­რა­მა­ში, რა­საც საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გო ჩვენ შე­სა­ხებ, გვწერ­დნენ, გვი­რე­კავ­დნენ. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს პრო­ექ­ტი და მინ­და, მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს. კარგ საქ­მეს აკე­თე­ბენ და ჩვენ, დამ­წყებ სტარ­ტა­პე­რებს ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან ამით," -ამ­ბობს სტარ­ტა­პე­რი.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Baby Sleep - ქართული სტარტაპი, რომელიც თქვენი შვილის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს

Baby Sleep - ქართული სტარტაპი, რომელიც თქვენი შვილის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს

საბავშვო თეთრეული, საბნები, პლედები, გამოსაყვანი კონვერტები, საწოლის კომპლექტები, აბაზანის და საწოლის აქსესუარები, რბილი ასოები, დეკორატიული ბალიშები, რბილი სათამაშოები - ეს სტარტაპი Baby Sleep-ია, რომელიც ახალგაზრდა დედამ დადუ ჭოლაძემ გასულ წელს შექმნა.

"ჩემი პატარა გოგონასთვის მინდოდა შემეძინა საწოლის კომპლექტი და აღმოჩნდა, რომ საქართველოში მსგავსი პროდუქცია არ მზადდებოდა. სწორედ ეს გახდა ჩემი მოტივატორი, რომ თავად შემექმნა მსგავსი ნივთები. კერვა და ქარგვა ყოველთვის მიყვარდა. როცა სტარტაპის დაარსება და ბიზნესად ჩამოყალიბება გადავწყვიტე, საქმეს სერიოზულად მივუდექი და კერვის კურსებზე დავიწყე სიარული. ძალიან გამიმართლა, რადგან მოვხვდი არაჩვეულებრივ ადამიანთან, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს," - განმარტავს სტარტაპერი დადუ ჭოლაძე.

ამჟამად სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს, რაც მათი პატარების უსაფრთხო და კომფორტულ ძილს უზრუნველყოფს. პროდუქცია უნიკალურია, რადგან ის ანტიალერგიულია. მეორე მხრივ კი, თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად იქმნება.

"თითქმის ყველაფერი, რასაც ვქმნით მოთხოვნადია. ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია ქარგვაც" - ამბობს დადუ.

კომპანიაში ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ სხვადასხვა სახის აქციები. სტარტაპი პერიოდულად თანამშრომლობს სხვადასხვა ვებგვერდთან, რომლებიც ფასდაკლების კუპონებს სთავაზობენ კლიენტებს.

"ამჟამად ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია. თუმცა მცირე ბიუჯეტით სტარტაპის დაწყება რთული იყო. ეს სირთულეც გადავლახეთ, რადგან ძალიან მალე გავითქვით სახელი და ჩვენი შემოსავლებიც გაიზრდა. თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერშიც" ვმონაწილეობთ. შარშან ჩავერთეთ პროგრამაში, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენ შესახებ, გვწერდნენ, გვირეკავდნენ. ძალიან მომწონს ეს პროექტი და მინდა, მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე მუშაობს. კარგ საქმეს აკეთებენ და ჩვენ, დამწყებ სტარტაპერებს ძალიან გვეხმარებიან ამით," -ამბობს სტარტაპერი.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

Ashley Homestore-ში   საგაზაფხულო  40%-მდე ფასდაკლებები დაიწყო

REDMED-ი ყველა მომხმარებელს ექიმის უფასო აუდიო რჩევას სთავაზობს

„სოკარი“ გაძლევთ შანსს, დაესწროთ ევრო 2020-ის გახსნას რომში - კომპანიამ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო