სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება
შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება

ფეს­ტი­ვა­ლი მათ­თვის, ვი­საც ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მისი ის­ტო­რი­ის უკეთ გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი აქვს!

ღვი­ნის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯგუ­ფის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი 15 ოქ­ტომ­ბერს გრან­დი­ო­ზულ ფეს­ტი­ვალს გა­მარ­თა­ვენ - "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" შარ­დე­ნის მო­ე­დან­ზე, 12:00-დან 19:00 სა­ა­თამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და დიდი მეღ­ვი­ნე­ე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს სა­კუ­თარ ღვი­ნო­ებს წა­რუდ­გე­ნენ და ერ­თმა­ნეთს სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა­ში შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან.

ფეს­ტი­ვა­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბით. იგეგ­მე­ბა 40-მდე სა­ხე­ო­ბის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ყვე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი პური, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მუ­სი­კა - ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია, რაც ფეს­ტი­ვალ­ზე დაგ­ხვდე­ბათ და რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვათ.

"მე­ი­დან ჯგუ­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით, AllWine.ge-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით წელს პირ­ვე­ლად ძვე­ლი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გაზ­რდა, რო­გორც ტუ­რის­ტებ­ში, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გვსურს სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რო­გორც კარ­გად ნაც­ნობ მსხვილ ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს, ასე­ვე მცი­რე ღვი­ნის მარ­ნებს, წა­რად­გი­ნონ თა­ვი­ან­თი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ფეს­ტი­ვა­ლი გა­ა­მარ­თლებს, რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ასე­ვე ვი­ზი­ტო­რე­ბის მო­ლო­დინს და ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მას­შტა­ბურ სა­ხეს მი­ი­ღებს" - აცხა­დე­ბენ "მე­ი­დან ჯგუფ­ში".

"ALLWINE.GE ყო­ველ­თვის ზრუ­ნავს ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე და მცი­რე მარ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა რო­გორც ღვი­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­დია პორ­ტა­ლი, ასე­ვე ჩვე­ნი სა­დე­გუს­ტა­ციო კუ­თხე­ე­ბი. გვსურ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შეგ­ვე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ვთვლით რომ ამ­გვა­რი სა­ხის ფეს­ტი­ვა­ლი, ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის კულ­ტუ­რას და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო­ე­ბის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას. მცი­რე მარ­ნებს და კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ წა­რუდ­გი­ნონ მათი ღვი­ნო­ე­ბი, რო­გორც ქარ­თველ, ასე­ვე უცხო­ელ მომ­ხა­რებ­ლებს. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ რომ ეს ფეს­ტი­ვა­ლი თა­ვის ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს და ყო­ველ­წლი­ურ სა­ხეს მი­ი­ღებს.

ამ ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ვი­წყებთ მას­შტა­ბურ პრო­ექტს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მეტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ!" - ასე ჰქვია პრო­ექტს, რო­მე­ლიც რჩე­ულ ქარ­თულ ღვი­ნო­ებს უფრო მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდომს გახ­დის არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა 40-მდე ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც წა­რად­გე­ნენ 1 თეთრ და 1 წი­თელ ღვი­ნოს. წარ­დგე­ნი­ლი 80-მდე სა­ხე­ო­ბი­დან ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მა იქ­ნე­ბა. შემ­დეგ ეტაპ­ზე ხმის მი­ცე­მა ონ­ლა­ინ იწარ­მო­ებს. სა­ბო­ლო­ოდ კი ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი­დან 10 სა­უ­კე­თე­სოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სო­მე­ლი­ე­ე­ბის გუნ­დი გა­მო­ავ­ლენს. სო­მე­ლი­ე­ე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი" - გან­მარ­ტავს allwine.ge-ს დი­რექ­ტო­რი ლაშა შა­რი­ქა­ძე.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­იც­ნო ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და და­ა­გე­მოვ­ნო მცი­რე მარ­ნე­ბის იშ­ვი­ა­თი, უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბი. ეს არ უნდა გა­მოგრჩეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება

შარდენზე 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართება

ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!

ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები 15 ოქტომბერს გრანდიოზულ ფესტივალს გამართავენ - "ქართული ღვინის ფესტივალი" შარდენის მოედანზე, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით. იგეგმება 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

"მეიდან ჯგუფის ინიციატივით, AllWine.ge-სთან თანამშრომლობით წელს პირველად ძველი თბილისის ტერიტორიაზე ჩატარდება ქართული ღვინის ფესტივალი, რომლის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. ფესტივალის ფარგლებში გვსურს საშუალება მივცეთ, როგორც კარგად ნაცნობ მსხვილ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მცირე ღვინის მარნებს, წარადგინონ თავიანთი უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფესტივალი გაამართლებს, როგორც მონაწილეების, ასევე ვიზიტორების მოლოდინს და ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს" - აცხადებენ "მეიდან ჯგუფში".

"ALLWINE.GE ყოველთვის ზრუნავს ღვინის პოპულარიზაციაზე და მცირე მარნების განვითარებაზე. ამ მიზნით შეიქმნა როგორც ღვინის საინფორმაციო მედია პორტალი, ასევე ჩვენი სადეგუსტაციო კუთხეები. გვსურდა მნიშვნელოვანი როლი შეგვეტანა საქართველოში ღვინის განვითარებაში და ვთვლით რომ ამგვარი სახის ფესტივალი, ხელს შეუწყობს საქართველოს ღვინის კულტურას და განსაკუთრებული სახეობის ღვინოების ცნობადობის ამაღლებას. მცირე მარნებს და კომპანიებს საშუალება ეძლევათ წარუდგინონ მათი ღვინოები, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხარებლებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ეს ფესტივალი თავის ადგილს დაიმკვიდრებს და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ამ ფესტივალის ფარგლებში ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს ქართული ღვინის მეტი პოპულარიზაციისთვის - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებიც წარადგენენ 1 თეთრ და 1 წითელ ღვინოს. წარდგენილი 80-მდე სახეობიდან ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იქნება. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იწარმოებს. საბოლოოდ კი ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს. სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიურის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განმარტავს allwine.ge-ს დირექტორი ლაშა შარიქაძე.

"ქართული ღვინის ფესტივალი" საუკეთესო საშუალებაა გაიცნო ქართული ღვინო და დააგემოვნო მცირე მარნების იშვიათი, უნიკალური ღვინოები. ეს არ უნდა გამოგრჩეს!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი