მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის სამხედრო წვრთნები თუ ოკუპაციის გეგმის ნაწილი?
რუსეთის სამხედრო წვრთნები თუ ოკუპაციის გეგმის ნაწილი?

რუ­სეთ­მა ბე­ლო­რუს­ში და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი და­ი­წყო. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და წვრთნე­ბის გამო, ნა­ტოს რამ­დე­ნი­მე წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო შეშ­ფოთ­და. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბით, წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 12, 700 სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლი, 70 თვითმფრი­ნა­ვი, 250 ტან­კი და 10 საბ­რძო­ლო გემი მი­ი­ღებს და ექვს ად­გი­ლას გა­ი­მარ­თე­ბა.

თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და­სავ­ლუ­რი მე­დია - სამ­ხედ­რო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწავ­ლე­ბა­ში სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით მეტი, 100 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს, რაც, რა თქმა უნდა, საფრ­თხე­ებს ზრდის...

საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის რე­ა­ლურ გეგ­მებ­ზე თა­ვად რუ­სუ­ლი მე­დი­აც წერს. ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სად, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ვი­და რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, თუმ­ცა რა­ო­დე­ნო­ბა მათ­თვი­საც უც­ნო­ბია... კონ­კრე­ტუ­ლად, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის, რომ ეს სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია, ლე­გენ­დაა; ისე­ვე, რო­გორც ლე­გენ­დაა, თით­ქოს სა­ზღვრის გამ­ყა­რე­ბას ან პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ასე­ვე მი­თია ისიც, რომ ეს სწავ­ლე­ბე­ბი სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა...

სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც იქ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­დას­რო­ლით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა... "რუ­სე­თი ცდი­ლობს, შემ­დე­გი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის სამ­ხედ­რო პლაც­დარ­მი მო­ი­წყოს",- წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა InformNapalm 2008 წლის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო წვრთნა Кавказ-2008 -ს იხ­სე­ნებს და შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს და მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია, თუმ­ცა, რუ­სე­თის მი­მართ კი­თხვე­ბი შემ­თხვე­ვით არ ჩნდე­ბა, - ის ბო­ლომ­დე არას­დროს ხსნის ინ­ფორ­მა­ცი­ას და არ­ცერ­თი წვრთნა გამჭვირ­ვა­ლედ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. "წარ­სულ­ში არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე ჯა­რე­ბის შე­სა­ხებ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­უვრცე­ლე­ბია..." - აცხა­დებს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის შფო­თის ერთ-ერთი მი­ზე­ზი რუ­სე­თის ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩვე­ვაა, სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მათ სა­ზღვარ­თან და­ტო­ვოს სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი.

ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, მა­იკლ ფა­ლო­ნის გან­ცხა­დე­ბით, "რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის, "ზა­პად – 2017"-ის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და მათი თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მოც­და, ამი­ტო­მაც არის სა­ჭი­რო, ამ მხრივ სხვა ქვეყ­ნე­ბიც ძლი­ე­რი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის სამხედრო წვრთნები თუ ოკუპაციის გეგმის ნაწილი?

რუსეთის სამხედრო წვრთნები თუ ოკუპაციის გეგმის ნაწილი?

რუსეთმა ბელორუსში დაანონსებული სამხედრო წვრთნები დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსი სამხედროების რაოდენობისა და წვრთნების გამო, ნატოს რამდენიმე წევრი სახელმწიფო შეშფოთდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებით, წვრთნებში მონაწილეობას 12, 700 სამხედრო პერსონალი, 70 თვითმფრინავი, 250 ტანკი და 10 საბრძოლო გემი მიიღებს და ექვს ადგილას გაიმართება.

თუმცა, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია - სამხედრო ოფიციალური პირებისა და ექსპერტების ინფორმაციით, სწავლებაში სინამდვილეში შესაძლოა, გაცილებით მეტი, 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდეს, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხეებს ზრდის...

საქმე ის არის, რომ რუსეთის რეალურ გეგმებზე თავად რუსული მედიაც წერს. ისინი დეტალურად აქვეყნებენ ინფორმაციას, სად, რა მიმართულებით შევიდა რუსული სამხედრო ტექნიკა, თუმცა რაოდენობა მათთვისაც უცნობია... კონკრეტულად, რუსული მედიის ინფორმაციით, ის, რომ ეს სამხედრო წვრთნები ნატოს გაფართოებული ამბიციების პირდაპირპროპორციულია, ლეგენდაა; ისევე, როგორც ლეგენდაა, თითქოს საზღვრის გამყარებას ან პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებას ისახავს მიზნად. ასევე მითია ისიც, რომ ეს სწავლებები სამხედრო თანამშრომლობის გაუმჯობესებას ემსახურება...

სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ემსახურება, რაც იქ სამხედრო ტექნიკის გადასროლით გამოიხატება... "რუსეთი ცდილობს, შემდეგი მოქმედებებისთვის სამხედრო პლაცდარმი მოიწყოს",- წერს რუსული მედია.

ინტერნეტ გამოცემა InformNapalm 2008 წლის რუსეთის სამხედრო წვრთნა Кавказ-2008 -ს იხსენებს და შემდეგ, საქართველოსთან ომის მაგალითი მოჰყავს და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების ჩატარება ყველა სახელმწიფოს შეუძლია, თუმცა, რუსეთის მიმართ კითხვები შემთხვევით არ ჩნდება, - ის ბოლომდე არასდროს ხსნის ინფორმაციას და არცერთი წვრთნა გამჭვირვალედ არ ჩაუტარებია. "წარსულში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც რუსეთის ფედერაციას წვრთნებში მონაწილე ჯარების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაუვრცელებია..." - აცხადებს სტოლტენბერგი.

მეზობელი ქვეყნების შფოთის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ტრადიციული ჩვევაა, სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, მათ საზღვართან დატოვოს სამხედრო ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფალონის განცხადებით, "რუსეთის სამხედრო სწავლების, "ზაპად – 2017"-ის მიზანს წარმოადგენს მეზობელი სახელმწიფოების პროვოცირება და მათი თავდაცვითი შესაძლებლობის გამოცდა, ამიტომაც არის საჭირო, ამ მხრივ სხვა ქვეყნებიც ძლიერი და მომზადებული იყვნენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე