მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცენზურის ბედი პოსტსაბჭოთა კინოში
ცენზურის ბედი პოსტსაბჭოთა კინოში

საბ­ჭო­თა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობდ ა სათ­ქმე­ლის შე­ფარ­ვის, მე­ტა­ფო­რე­ბით მე­ტყვე­ლე­ბის ხერ­ხი - ე.წ. ეზო­პეს ენა- ერ­თგვა­რი პა­სუ­ხი იმ შიშ­სა და­რეპ­რე­სი­ებ­ზე, რომ­ლებ­საც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ინა­კა­მის­ლი­ეს" (ოფი­ცი­ა­ლუ­რი დოქ­ტრი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა) წი­ნა­აღ­მდეგ, 1920-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იყე­ნებ­და. დახ­ვრე­ტე­ბი­სა და ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბე­ბის ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში, დეს­ტა­ლი­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო. თუმ­ცა მა­ლე­ვე, პი­როვ­ნე­ბის კულ­ტის მთა­ვარ­მა მამ­ხი­ლე­ბელ­მა, ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვ­მა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში პოსტსტა­ლი­ნუ­რი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს "პი­და­რა­სე­ბი" და"მძღნე­რე­ბი" უწო­და. სა­ჭი­რო გახ­და სა­შუ­ა­ლო, კომ­პრო­მი­სუ­ლი ენის გა­მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და "სხვაგ­ვა­რად მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი­სა" და ცენ­ზუ­რის მო­თხოვ­ნებს.

მე­ტა­ფო­რა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი შრე გა­აჩ­ნია. ქარ­თუ­ლი კი­ნოს კლა­სი­კუ­რი პე­რი­ო­დის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე ალე­გო­რი­ას­თან გვაქვს. ეს უკანსკნე­ლი სიმ­ბო­ლოს­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ მხო­ლოდ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

სა­კი­თხზე ძა­ლი­ან ზუსტ მსჯე­ლო­ბას ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის "როცა აყ­ვავ­და ნუშ­ში" (1972) ვა­წყდე­ბით - მთა­ვა­რი გმი­რი­სა და მას­წავ­ლებ­ლის დი­ა­ლოგ­ში. ზურა (ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე) ამ­ბობს, რომ ვაჟა-ფშა­ვე­ლას ლექსში "არ­წი­ვი" მრა­ვა­ლი იდე­აა ნა­გუ­ლის­ხმე­ბი, მაგ­რამ ის - არ­წი­ვი - ამა­ვე დროს, სა­კუ­თარ თავ­საც გა­მო­ხა­ტავს. საბ­ჭო­თა "ეზო­პეს ენა" კი, ძი­რი­თა­დად, ტრა­დი­ცი­უ­ლი იგა­ვის ფორ­მას იმე­ო­რებ­და, სა­დაც "კუ" ზარ­მაც ადა­მი­ანს აღ­ნიშ­ნავ­და და არა­ფერს მეტს (სულ­ხან-სა­ბას იგავ-არა­კი "კუ და მო­რი­ე­ლი").

საქ­მე იქამ­დეც კი მი­ვი­და, რომ რუს­მა კი­ნომ­ცოდ­ნე იური ბო­გო­მო­ლოვ­მა ჟურ­ნალ "ის­კუს­ტვო კი­ნო­ში" წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­თა­უ­რით: "ქარ­თუ­ლი კინო: ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ნამ­დვი­ლეს­თან" (#11, 1978), რო­მელ­შიც ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებს ეკ­რან­ზე რე­ა­ლო­ბის არა­სახ­ვა­ში დას­დო ბრა­ლი. მა­შინ იმა­საც კი ამ­ბობ­დნენ, რომ სტა­ტია შეკ­ვე­თი­ლი იყო, რად­გან მოს­კოვს აღარ სი­ა­მოვ­ნებ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა.

ასეა თუ ისე, კი­ნო­ში იგა­ვურ­მა თხრო­ბამ, რე­ა­ლო­ბის ასახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი მარ­თლაც შექ­მნა. ის, რაც ხრუშ­ჩო­ვის პე­რი­ოდ­ში ლო­გი­კუ­რად აღიქ­მე­ბო­და, ლე­ო­ნიდ ბრეჟნე­ვის მმარ­თვე­ლო­ბის დროს სრუ­ლე­ბით აზრსმოკ­ლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - "ეზო­პეს ენის" გა­სა­ღებს კარ­გად ფლობ­და რო­გორც პუბ­ლი­კა, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ცენ­ზუ­რა. მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად "ან­ტი­საბ­ჭო­თა" ფილ­მებ­ზე იცი­ნოდ­ნენ სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო­ე­ბი­სა და კი­ნო­კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც (საბ­ჭო­თა კი­ნო­ცენ­ზუ­რის ორი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი).

უკვე 1985 წლის­თვის, იგორ ლი­გა­ჩოვ­მა, ნი­კო­ლაი რიჟ­კოვ­მა და მი­ხა­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა წა­მო­ი­წყეს მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­ის, "დაჩ­ქა­რე­ბის" პო­ლი­ტი­კა, რა­საც მა­ლე­ვე "პე­რესტრო­ი­კი­სა" და "გლას­ნოს­ტის" ეპო­ქა მოჰ­ყვა, მათ კი, ბოლო წლე­ბის შე­და­რე­ბით სუს­ტი ცენ­ზუ­რის კი­დევ უფრო შერ­ბი­ლე­ბა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­ლაფ­სის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნი­კა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. აკ­რძალ­ვე­ბით გა­ჯე­რე­ბულ სივ­რცე­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის არარ­სე­ბო­ბა უსა­ზღვრო თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. მაგ­რამ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ეს ფან­ჯა­რა უღიმ­ღა­მოდ გა­მო­ი­ყე­ნეს და პი­რი­ქით, ახა­ლი ფორ­მის, სტი­ლი­სა და ენის ძი­ე­ბას წარ­სულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა ამ­ჯო­ბი­ნეს.

ძვე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი კო­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კონ­ფლიქ­ტის არარ­სე­ბო­ბა გახ­და, რის გა­მოც, გარ­დაქ­მნე­ბის პე­რი­ოდ­ში, არ მოხ­და მა­მე­ბი­სა და შვი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა.

თუმ­ცა, არ ვიქ­ნე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი, თუ არ აღ­ვნიშ­ნავთ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში გა­ჩე­ნილ მოძ­რა­ო­ბას, რო­მე­ლიც, მარ­თა­ლია, არ იყო "ახა­ლი ტალ­ღა", მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ენის, სტი­ლი­სა და თე­მა­ტი­კის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობ­და. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს ეხე­ბა რე­ლი­გი­ის რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ის სა­კი­თხსა და ყვე­ლა იმ აკ­რძა­ლულ თე­მას, რა­ზეც საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა, ფორ­მა­ლუ­რად თუ არა­ფორ­მა­ლუ­რად, ვრცელ­დე­ბო­და.

პრო­ცე­სი არ და­წყე­ბუ­ლა 1991 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან. მისი ნიშ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით ადრე გაჩ­ნდა, გან­სხვა­ვე­ბულ კონ­ტექ­სტსა და ვი­თა­რე­ბა­ში.

1980-იანი წლე­ბის სა­ხელ­წი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­და­ცე­მებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, აღ­მო­ვა­ჩენთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბას: საბ­ჭო­თა პა­თე­ტი­კურ ტექ­სტებს უკვე სა­ეკ­ლე­სიო გა­ლო­ბე­ბის ფონ­ზე კი­თხუ­ლო­ბენ; ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ "ქარ­თვე­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბას", "ღმერ­თსა" და "მამა-პა­პას".

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ნელ-ნელა გა­მოჩ­ნდა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა, ფილ­მე­ბი და სხვ. "საბ­ჭო­თა ჯაზს", რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით ად­რინ­დე­ლი მოვ­ლე­ნაა, "საბ­ჭო­თა როკი" მოჰ­ყვა, "პე­რესტრო­ი­კის" პე­რი­ოდ­ში­ვე გაჩ­ნდა "საბ­ჭო­თა პან­კუ­რი მოდა" და "საბ­ჭო­თა ერო­ტი­კაც" კი ("პა­ტა­რა ვერა" - რე­ჟი­სო­რი ვა­სი­ლი პი­ჩუ­ლი, 1988. თუმ­ცა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა ფილ­მი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით "თა­მამ" სცე­ნებს შე­ი­ცავ­და, იყო ან­დრეი სმირ­ნო­ვის "შე­მოდ­გო­მა", 1974).

სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დის­გან გას­ხვა­ვე­ბით, "პე­რესტრო­ი­კის"ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ტალ­ღა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მათ შო­რის ცენ­ზუ­რა, თა­ვად აღ­მოჩ­ნდნენ არა­ფორ­მა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და არა­სის­ტე­მუ­რი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, დამ­კვე­თიც კი.

გაგ­რძე­ლე­ბა იხი­ლეთ აქ http://www.gnfc.ge/geo/25years-in/15

ცენზურის ბედი პოსტსაბჭოთა კინოში

ცენზურის ბედი პოსტსაბჭოთა კინოში

საბჭოთა ხელოვნებაში არსებობდ ა სათქმელის შეფარვის, მეტაფორებით მეტყველების ხერხი - ე.წ. ეზოპეს ენა- ერთგვარი პასუხი იმ შიშსა დარეპრესიებზე, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლება "ინაკამისლიეს" (ოფიციალური დოქტრინისგან განსხვავებული აზროვნება) წინააღმდეგ, 1920-იანი წლებიდან მოყოლებული იყენებდა. დახვრეტებისა და ციმბირში გადასახლებების ეპოქის დასრულებისთანავე, ხელოვნებაში, ისევე როგორც პოლიტიკაში, დესტალინიზაციის პროცესი დაიწყო. თუმცა მალევე, პიროვნების კულტის მთავარმა მამხილებელმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა ხელოვნებაში პოსტსტალინური ლიბერალიზაციის მოძრაობის მონაწილეებს "პიდარასები" და"მძღნერები" უწოდა. საჭირო გახდა საშუალო, კომპრომისული ენის გამოძებნა, რომელიც ერთნაირად დააკმაყოფილებდა "სხვაგვარად მოაზროვნეებისა" და ცენზურის მოთხოვნებს.

მეტაფორა ხელოვნებაში გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც მრავალი შრე გააჩნია. ქართული კინოს კლასიკური პერიოდის შემთხვევაში, საქმე ალეგორიასთან გვაქვს. ეს უკანსკნელი სიმბოლოსგან იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს.

საკითხზე ძალიან ზუსტ მსჯელობას ლანა ღოღობერიძის "როცა აყვავდა ნუშში" (1972) ვაწყდებით - მთავარი გმირისა და მასწავლებლის დიალოგში. ზურა (ზურაბ ყიფშიძე) ამბობს, რომ ვაჟა-ფშაველას ლექსში "არწივი" მრავალი იდეაა ნაგულისხმები, მაგრამ ის - არწივი - ამავე დროს, საკუთარ თავსაც გამოხატავს. საბჭოთა "ეზოპეს ენა" კი, ძირითადად, ტრადიციული იგავის ფორმას იმეორებდა, სადაც "კუ" ზარმაც ადამიანს აღნიშნავდა და არაფერს მეტს (სულხან-საბას იგავ-არაკი "კუ და მორიელი").

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსმა კინომცოდნე იური ბოგომოლოვმა ჟურნალ „ისკუსტვო კინოში" წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: „ქართული კინო: ურთიერთობა სინამდვილესთან" (#11, 1978), რომელშიც ქართველ რეჟისორებს ეკრანზე რეალობის არასახვაში დასდო ბრალი. მაშინ იმასაც კი ამბობდნენ, რომ სტატია შეკვეთილი იყო, რადგან მოსკოვს აღარ სიამოვნებდა საერთაშორისო ფესტივალებზე ქართული ფილმების განსაკუთრებული წარმატება.

ასეა თუ ისე, კინოში იგავურმა თხრობამ, რეალობის ასახვასთან დაკავშირებით, გარკვეული წინაღობები მართლაც შექმნა. ის, რაც ხრუშჩოვის პერიოდში ლოგიკურად აღიქმებოდა, ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს სრულებით აზრსმოკლებული აღმოჩნდა - "ეზოპეს ენის" გასაღებს კარგად ფლობდა როგორც პუბლიკა, ისე ხელისუფლება და ცენზურა. მაყურებელთან ერთად „ანტისაბჭოთა" ფილმებზე იცინოდნენ სამხატვრო საბჭოებისა და კინოკომიტეტის წარმომადგენლებიც (საბჭოთა კინოცენზურის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი).

უკვე 1985 წლისთვის, იგორ ლიგაჩოვმა, ნიკოლაი რიჟკოვმა და მიხაილ გორბაჩოვმა წამოიწყეს მოდერნიზაციიის, "დაჩქარების" პოლიტიკა, რასაც მალევე "პერესტროიკისა" და "გლასნოსტის" ეპოქა მოჰყვა, მათ კი, ბოლო წლების შედარებით სუსტი ცენზურის კიდევ უფრო შერბილება.

საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, საზოგადოება უნიკალური რეალობის წინაშე აღმოჩნდა. აკრძალვებით გაჯერებულ სივრცეში სახელმწიფოებრიობის არარსებობა უსაზღვრო თავისუფლების საშუალებას იძლეოდა. მაგრამ კინემატოგრაფისტებმა შესაძლებლობების ეს ფანჯარა უღიმღამოდ გამოიყენეს და პირიქით, ახალი ფორმის, სტილისა და ენის ძიებას წარსულზე ორიენტირებულობა ამჯობინეს.

ძველი კულტურული კოდების დაბრუნების მთავარი მიზეზი კონფლიქტის არარსებობა გახდა, რის გამოც, გარდაქმნების პერიოდში, არ მოხდა მამებისა და შვილების მნიშვნელოვანი დაპირისპირება.

თუმცა, არ ვიქნებით სამართლიანები, თუ არ აღვნიშნავთ კინემატოგრაფში გაჩენილ მოძრაობას, რომელიც, მართალია, არ იყო "ახალი ტალღა", მაგრამ განსხვავებული ენის, სტილისა და თემატიკის დამკვიდრებას ცდილობდა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რელიგიის რეპრეზენტაციის საკითხსა და ყველა იმ აკრძალულ თემას, რაზეც საბჭოთა ცენზურა, ფორმალურად თუ არაფორმალურად, ვრცელდებოდა.

პროცესი არ დაწყებულა 1991 წელს, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დღიდან. მისი ნიშნები გაცილებით ადრე გაჩნდა, განსხვავებულ კონტექსტსა და ვითარებაში.

1980-იანი წლების სახელწიფო ტელევიზიის გადაცემებს რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ მნიშვნელოვან გარემოებას: საბჭოთა პათეტიკურ ტექსტებს უკვე საეკლესიო გალობების ფონზე კითხულობენ; ხშირად ახსენებენ "ქართველების უნიკალურობას", "ღმერთსა" და "მამა-პაპას".

ამავე პერიოდში, საჯარო სივრცეში ნელ-ნელა გამოჩნდა ალტერნატიული ხელოვნება, მუსიკა, ფილმები და სხვ. "საბჭოთა ჯაზს", რომელიც გაცილებით ადრინდელი მოვლენაა, "საბჭოთა როკი" მოჰყვა, "პერესტროიკის" პერიოდშივე გაჩნდა "საბჭოთა პანკური მოდა" და "საბჭოთა ეროტიკაც" კი ("პატარა ვერა" - რეჟისორი ვასილი პიჩული, 1988. თუმცა, ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმი, რომელიც შედარებით „თამამ“ სცენებს შეიცავდა, იყო ანდრეი სმირნოვის "შემოდგომა", 1974).

სტალინის გარდაცვალების შემდგომი ლიბერალიზაციის ხანმოკლე პერიოდისგან გასხვავებით, "პერესტროიკის"ლიბერალიზაციის ტალღაში ხელისუფლება და მათ შორის ცენზურა, თავად აღმოჩნდნენ არაფორმალური ხელოვნებისა და არასისტემური იდეოლოგიების წამახალისებელი, რიგ შემთხვევებში, დამკვეთიც კი.

გაგრძელება იხილეთ აქ http://www.gnfc.ge/geo/25years-in/15

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი