სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ სანიკიძე დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე
თამარ სანიკიძე დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა "პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით არ მომ­ხდა­რა". ამის შე­სა­ხებ თა­მარ სა­ნი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­მი­რე­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

თა­მარ სა­ნი­კი­ძის თქმით, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მშობ­ლე­ბის­თვის აეხ­სნა, თუ რა­ტომ მოხ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტე­ბის მიერ სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ დას­კვნა­ში სე­რი­ო­ზულ გა­დაც­დო­მებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ რო­დე­საც იქ არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე სკო­ლის დი­რექ­ცი­ას შე­კი­თხვით მი­მარ­თა, იზი­ა­რებ­და თუ არა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­დაც­დო­მებ­ზე, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ნაც­ვლად დამ­ფუძ­ნებ­ლებ­ზე მი­უ­თი­თა, რომ­ლე­ბიც უხე­შად ერე­ოდ­ნენ სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და დი­რექ­ტორს აი­ძუ­ლებ­დნენ ხელი მო­ე­წე­რა გა­ყალ­ბე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ძა­ლი­ან ბევ­რი მოს­წავ­ლი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას. კონ­ვე­ი­ე­რუ­ლი წე­სით ხდე­ბო­და ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე-12 კლა­სე­ლი, რო­მელ­საც შე­უდ­გე­ნენ სას­წავ­ლო გეგ­მას და ამ გეგ­მის შედ­გე­ნა და მა­სა­ლის დაძ­ლე­ვა, ერთ დღეს რომ ხდე­ბა. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა. ამას­თან, სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­დის ისე­თი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის დაძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ჩა­ბა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლის მიერ. ასე­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით 87 მოს­წავ­ლის საქ­მე გა­მოვ­ლინ­და, რაც ნიშ­ნავს, რომ საქ­მე­ე­ბის სა­თი­თა­ოდ შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ეს რი­ცხვი ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა. ანუ ამას ჰქონ­და ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დე­მი­რე­ლის სკო­ლა­ში ასე­ვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის კუ­თხით, კერ­ძოდ, სკო­ლის ქო­ნე­ბას ყა­და­ღა აქვს და­დე­ბუ­ლი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, ასე­ვე დე­მი­რე­ლის სკო­ლა­ში ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაც­ვლად ძა­ლი­ან ბევ­რი თურ­ქი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

სა­ნი­კი­ძის თქმით, დე­მი­რე­ლის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნა მათი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე ხვალ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

თა­მარ სა­ნი­კი­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სკო­ლამ ლი­ცენ­ზია 5 წლის წინ მი­ი­ღო და მას შემ­დეგ სხვა­დას­ხვა კუ­თხით შე­მოწ­მდა, თუმ­ცა ერთი წლის წინ დე­მი­რე­ლის სკო­ლა­ში მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბა ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი.

"სკო­ლამ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია ვერ გად­მოგ­ვცა იმ მო­ტი­ვით, რომ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია სწავ­ლობ­და. ამი­ტომ ჩვენ ფი­ზი­კუ­რად მო­ნი­ტო­რინ­გი უფრო ადრე ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დე­მი­რე­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან. სკო­ლას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა კი ერთი წლის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ დე­მი­რე­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 5 სექ­ტემ­ბერს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თამარ სანიკიძე დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე

თამარ სანიკიძე დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის განცხადებით, დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება "პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა". ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს დემირელის სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თამარ სანიკიძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მშობლებისთვის აეხსნა, თუ რატომ მოხდა ავტორიზაციის შეჩერება. მისივე განცხადებით, ექსპერტების მიერ სკოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნაში სერიოზულ გადაცდომებზეა საუბარი.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტორიზაციის საბჭომ როდესაც იქ არსებულ დარღვევებზე სკოლის დირექციას შეკითხვით მიმართა, იზიარებდა თუ არა პასუხისმგებლობას გადაცდომებზე, სკოლის დირექტორმა პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად დამფუძნებლებზე მიუთითა, რომლებიც უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რაც ემსახურებოდა ძალიან ბევრი მოსწავლისათვის განათლების აღიარებას. კონვეიერული წესით ხდებოდა ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის განათლების აღიარება. წარმოიდგინეთ, მე-12 კლასელი, რომელსაც შეუდგენენ სასწავლო გეგმას და ამ გეგმის შედგენა და მასალის დაძლევა, ერთ დღეს რომ ხდება. ეს არის კატასტროფა. ამასთან, სასწავლო გეგმაში შედის ისეთი სასწავლო პროგრამების დაძლევა, რომელიც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ჩაბარებას გულისხმობს თურქულენოვანი მოსწავლის მიერ. ასეთი შერჩევის პრინციპით 87 მოსწავლის საქმე გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ საქმეების სათითაოდ შესწავლის საფუძველზე ეს რიცხვი ბევრად მეტი იქნება. ანუ ამას ჰქონდა ძალიან მასშტაბური ხასიათი", - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, დემირელის სკოლაში ასევე გამოვლენილია საგანმანათლებლო სტანდარტების დარღვევები, პრობლემები ჰქონდათ ინფრასტრუქტურის კუთხით, კერძოდ, სკოლის ქონებას ყადაღა აქვს დადებული და სასწავლო პროცესი შესაძლებელი იყო ნებისმიერ დროს შეჩერებულიყო, ასევე დემირელის სკოლაში ქართველი მასწავლებლების ნაცვლად ძალიან ბევრი თურქი მასწავლებელი იყო გაფორმებული.

სანიკიძის თქმით, დემირელის სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნა მათი ცენტრის ვებგვერდზე ხვალ გამოქვეყნდება.

თამარ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ სკოლამ ლიცენზია 5 წლის წინ მიიღო და მას შემდეგ სხვადასხვა კუთხით შემოწმდა, თუმცა ერთი წლის წინ დემირელის სკოლაში მონიტორინგის ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი.

"სკოლამ საჭირო დოკუმენტაცია ვერ გადმოგვცა იმ მოტივით, რომ ამ დოკუმენტაციას ფინანსური პოლიცია სწავლობდა. ამიტომ ჩვენ ფიზიკურად მონიტორინგი უფრო ადრე ვერ განვახორციელეთ", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, დემირელის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან. სკოლას ავტორიზაციის გავლა კი ერთი წლის შემდეგ შეეძლება.

ცნობილია, რომ დემირელის სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად ავტორიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას 5 სექტემბერს განათლების სამინისტროსთან გააპროტესტებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი