მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ელიან აფხაზები პუტინისგან?
რას ელიან აფხაზები პუტინისგან?

"სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, თუმ­ცა, მთა­ვა­რია, რომ ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს აფხა­ზეთ­თან. აფხა­ზე­თის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის სა­ი­მე­დო გა­რან­ტი ვართ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც" - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რაულ ხა­ჯიმ­ბას­თან შეხ­ვედ­რის დროს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას Вести.Ru ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლას "სა­მუ­შაო ვი­ზიტს" უწო­დებს.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ აფხა­ზე­თი ხელს მო­ა­წერს ორ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, ამის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უკვე არ­სე­ბობს. სწო­რედ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სეთს აფხა­ზეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

პუ­ტი­ნი აფხა­ზეთ­ში ბო­ლოს, 2013 წლის 25 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზე­თის, ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის 5 წლის­თავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე და­პი­რე­ბე­ბი მის­ცა მა­შინ­დელ "პრე­ზი­დენტს" ალექ­სან­დრე ან­ქვაბს, რა­საც შემ­დეგ, 2014 წელს, "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ" რუ­სულ-აფხა­ზუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მოჰ­ყვა, აფხა­ზუ­რი პრო­ტეს­ტი­თა და აქ­ცი­ე­ბით, თუმ­ცა, ბო­ლოს რუ­სე­თი "დათ­მო­ბა­ზე" წა­ვი­და და ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შემ­დეგ, ეტა­პობ­რი­ვად, მისი "რა­ტი­ფი­კა­ცი­აც" მიმ­დი­ნა­რე­ობს...

პუ­ტინ­მა აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო მე­სი­ჯე­ბი და­ტო­ვა, კერ­ძოდ, - მისი გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბის მო­ძებ­ნა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად. ამ სა­კი­თხზე აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მწვა­ვედ რე­ა­გი­რებს, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ მე­გო­ბა­რი რუ­სე­თი შიდა სა­კი­თხებ­ში ერე­ვა;

პუ­ტი­ნი­სა და დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ რაულ ხა­ჯიმ­ბას შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სხდო­მა უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო პრე­მი­ე­რი ბეს­ლან ბარ­ცი­ცი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კის მი­ნის­ტრე­ბი მი­ი­ღებ­დნენ.

შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­თან­ხმე­ბა იმ რუსი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ზღვე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ". ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას უკვე მოჰ­ყვა აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, მათი თქმით, უკვე ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი თე­მაა რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

"სა­კუ­თარ ტყავ­ზე არა­ერ­თხელ გა­მოგ­ვიც­დია იქა­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის "სი­კე­თე­ე­ბი" და ისიც ვი­ცით, რომ იქ ადა­მი­ა­ნი ვერ იკურ­ნე­ბა, ამი­ტო­მაც გარ­ბი­ან ჩვე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში... რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვას, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბით იქ არა­ვინ სარ­გებ­ლობს, რად­გან რო­გორც აფხა­ზეთ­ში ხუმ­რო­ბენ, სა­კუ­თარ სახ­ლშიც შე­გიძ­ლია მოკ­ვდე. კერ­ძო კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი კი ჩვენ არ გვაქვს..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თი­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბა აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას გა­აძ­ლი­ე­რებს.

"თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ აღ­ვნიშ­ნავ­დი, რომ ერ­თობ­ლი­ვი ჯგუ­ფი ძა­ლი­ან კარგ და სო­ლი­დურ ბა­ზა­ზე ვი­თარ­დე­ბა და სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვაქვს შე­თან­ხმე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტთან რაულ ხა­ჯიმ­ბას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და რუ­სე­თი­სა და დე-ფაქ­ტო აფხა­ზე­თის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ორი მხა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო-კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბას ეხე­ბა.

"რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ თა­ვად აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რუ­სე­ბიც და სტუმ­რე­ბი, სა­ი­და­ნაც არ უნდა მო­დი­ოდ­ნენ, მათ შო­რის რუ­სე­თი­დან, უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რომ სა­ი­მე­დო ხელ­ში არი­ან.

ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამ ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბით, აქ მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დონე საგ­რძნობ­ლად აი­წევს", - აღ­ნიშ­ნავს პუ­ტი­ნი. ეს გან­ცხა­დე­ბა, აფხა­ზებ­მა იქ ე.წ. რუ­სე­თის ელ­ჩის გრე­გო­რო­ვის გან­ცხა­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს, რო­მელ­მაც რუსი ტუ­რის­ტის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ თუ აფხა­ზე­თი იქ ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, მა­შინ რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, სხვა ზო­მებს მი­მარ­თოს. 

"ეხო კავ­კა­ზამ" აფხა­ზეთ­ში პუ­ტი­ნის ჩას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა, თუ რას ელი­ან აფხა­ზე­ბი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის­გან, - გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, მათი ნა­წი­ლი, გარ­კვე­უ­ლი სი­კე­თე­ე­ბის მო­ლო­დინ­შია;

კონ­სტან­ტი­ნე ანუა, ექი­მი-ფსი­ქი­ატ­რი: - "მისი ვი­ზი­ტის­გან მხო­ლოდ კარ­გს ვე­ლო­დე­ბი. მან და დმიტ­რი მედ­ვე­დევ­მა მხო­ლოდ კარ­გი გა­ა­კე­თეს აფხა­ზე­თის­თვის და იმე­დი მაქვს, ასე გაგ­რძელ­დე­ბა, თუ ჩვენ ამას და­ვიმ­სა­ხუ­რებთ. მინ­და ჩვენ ყუ­რა­დღე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­როთ და მათი ნდო­ბა არ დავ­კარ­გოთ...

"ეხო კავ­კა­ზას­თან" სა­უ­ბარ­ში ინ­კოგ­ნი­ტო მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ პუ­ტი­ნი, "ბევრ გან­საც­დელ­გა­მოვ­ლილ აფხაზ ხალ­ხს არა­ფერს და­უ­შა­ვებს".

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ივან თარ­ბა, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კა­თედ­რის დოქ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ახლა რუ­სე­თის აქ­ტი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ნატო და და­სავ­ლე­თი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბებს.

ამ კე­თილ­გან­წყო­ბის კვალ­დაკ­ვალ, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, გულ­წრფე­ლი არ არის, აფხა­ზეთ­ში პუ­ტი­ნის ვი­ზიტს და­ძა­ბუ­ლი სი­ჩუ­მი­თაც შეხ­ვდნენ; აფხა­ზე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზე­ბი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის აფხა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ში ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, "სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. არა­და, ეს არის აფხა­ზუ­რი ენის დაც­ვის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მოლ­დო­ვა­ში, USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ი­მარ­თა და რო­მელ­შიც აფხა­ზი მწერ­ლე­ბი და ლინგვის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ეგი­დით მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. მათ ამ ადა­მი­ა­ნებს "და­სავ­ლუ­რი დო­ნო­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლე­ბი" უწო­დეს. აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "უცხო­ე­თის აგენ­ტებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ ე.წ. კა­ნონპ­რო­ექ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნარ­თიც გაჩ­ნდეს, რაც მათ მუ­შა­ო­ბას შე­ზღუ­დავს...

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აფხა­ზეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­სა და რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, 2009 წლის 12 აგ­ვის­ტოს ჩა­ვი­და, ის მა­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე იყო. მისი მე­ო­რე ვი­ზი­ტი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში 2011 წელს შედ­გა. პრე­ზი­დენ­ტის რან­გში კი, პუ­ტი­ნი აფხა­ზეთ­ში 2013 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რას ელიან აფხაზები პუტინისგან?

რას ელიან აფხაზები პუტინისგან?

"საკამათო საკითხები ნამდვილად არსებობს, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აფხაზეთთან. აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის საიმედო გარანტი ვართ და დარწმუნებული ვარ, ასევე გაგრძელდება მომავალშიც" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს. ამ ინფორმაციას Вести.Ru ავრცელებს, რომელიც პუტინის აფხაზეთში ჩასვლას "სამუშაო ვიზიტს" უწოდებს.

რუსული მედია წერს, რომ აფხაზეთი ხელს მოაწერს ორმხრივ ხელშეკრულებას, ამის წინაპირობები უკვე არსებობს. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა პუტინმა, რომ გარკვეული გაუგებრობების მიუხედავად, რუსეთს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.

პუტინი აფხაზეთში ბოლოს, 2013 წლის 25 აგვისტოს, აფხაზეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლისთავზე იმყოფებოდა და დაახლოებით იგივე დაპირებები მისცა მაშინდელ "პრეზიდენტს" ალექსანდრე ანქვაბს, რასაც შემდეგ, 2014 წელს, "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" რუსულ-აფხაზური ხელშეკრულება მოჰყვა, აფხაზური პროტესტითა და აქციებით, თუმცა, ბოლოს რუსეთი "დათმობაზე" წავიდა და ცვლილებების შეტანის შემდეგ, ეტაპობრივად, მისი "რატიფიკაციაც" მიმდინარეობს...

პუტინმა აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის არცთუ სასიამოვნო მესიჯები დატოვა, კერძოდ, - მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების გზების მოძებნა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამ საკითხზე აფხაზური საზოგადოება მწვავედ რეაგირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მეგობარი რუსეთი შიდა საკითხებში ერევა;

პუტინისა და დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფართოებული სხდომა უნდა ჩატარებულიყო, რომელშიც მონაწილეობას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერი ბესლან ბარციცი და სოციალურ-ეკონომიკური ბლოკის მინისტრები მიიღებდნენ.

შეხვედრის ფარგლებში იგეგმება "აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმება იმ რუსი მოქალაქეების დაზღვევის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ". ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა აფხაზური საზოგადოების გამოხმაურება, მათი თქმით, უკვე ყველასთვის ნაცნობი თემაა რუსეთში არსებული ჯანდაცვის კორუფციული სისტემა და სამედიცინო მომსახურება.

"საკუთარ ტყავზე არაერთხელ გამოგვიცდია იქაური სამედიცინო მომსახურების "სიკეთეები" და ისიც ვიცით, რომ იქ ადამიანი ვერ იკურნება, ამიტომაც გარბიან ჩვენები საქართველოში... რაც შეეხება რუსეთის საყოველთაო დაზღვევას, ამ მომსახურებით იქ არავინ სარგებლობს, რადგან როგორც აფხაზეთში ხუმრობენ, საკუთარ სახლშიც შეგიძლია მოკვდე. კერძო კლინიკებში მკურნალობის ხარჯები კი ჩვენ არ გვაქვს..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი მოქმედება აფხაზეთში ტურისტების უსაფრთხოებას გააძლიერებს.

"თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით ჩვენი ერთობლივი მუშაობის შესახებ აღვნიშნავდი, რომ ერთობლივი ჯგუფი ძალიან კარგ და სოლიდურ ბაზაზე ვითარდება და სამომავლო ნაბიჯების შესახებაც გვაქვს შეთანხმებები", - განაცხადა პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ და რუსეთისა და დე-ფაქტო აფხაზეთის შეთანხმების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ორი მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროების საინფორმაციო-კოორდინირებული ცენტრის ორგანიზებას ეხება.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მხედველობაში მაქვს ის, რომ თავად აფხაზეთის მოქალაქეები, რუსებიც და სტუმრები, საიდანაც არ უნდა მოდიოდნენ, მათ შორის რუსეთიდან, უნდა აცნობიერებდნენ, რომ საიმედო ხელში არიან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ერთობლივი სამუშაოებით, აქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოების დონე საგრძნობლად აიწევს", - აღნიშნავს პუტინი. ეს განცხადება, აფხაზებმა იქ ე.წ. რუსეთის ელჩის გრეგოროვის განცხადების გაგრძელებად მიიჩნიეს, რომელმაც რუსი ტურისტის მკვლელობის შემდეგ განაცხადა, რომ თუ აფხაზეთი იქ ტურისტების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ რუსეთი იძულებული გახდება, სხვა ზომებს მიმართოს. 

"ეხო კავკაზამ" აფხაზეთში პუტინის ჩასვლასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა, თუ რას ელიან აფხაზები რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისგან, - გამოკითხვის თანახმად, მათი ნაწილი, გარკვეული სიკეთეების მოლოდინშია;

კონსტანტინე ანუა, ექიმი-ფსიქიატრი: - "მისი ვიზიტისგან მხოლოდ კარგს ველოდები. მან და დმიტრი მედვედევმა მხოლოდ კარგი გააკეთეს აფხაზეთისთვის და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ ამას დავიმსახურებთ. მინდა ჩვენ ყურადღება დავიმსახუროთ და მათი ნდობა არ დავკარგოთ...

"ეხო კავკაზასთან" საუბარში ინკოგნიტო მამაკაცი ამბობს, რომ პუტინი, "ბევრ განსაცდელგამოვლილ აფხაზ ხალხს არაფერს დაუშავებს".

გამოცემასთან საუბარში ივან თარბა, ფილოსოფიური კათედრის დოქტორი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნატო და დასავლეთი აქტიურად ახორციელებენ სამხედრო სწავლებებს.

ამ კეთილგანწყობის კვალდაკვალ, რომელიც სავარაუდოდ, გულწრფელი არ არის, აფხაზეთში პუტინის ვიზიტს დაძაბული სიჩუმითაც შეხვდნენ; აფხაზები მიიჩნევენ, რომ პუტინის ვიზიტის ნამდვილი მიზეზები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ, ის აფხაზები, რომლებიც საერთაშორისო შეხვედრებში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ, "სამშობლოს ღალატში" დაადანაშაულეს. არადა, ეს არის აფხაზური ენის დაცვის პროექტი, რომელიც მოლდოვაში, USAID-ის დაფინანსებით გაიმართა და რომელშიც აფხაზი მწერლები და ლინგვისტები საქართველოს დელეგაციის ეგიდით მონაწილეობდნენ.

აფხაზურ საზოგადოებაში ამ ინფორმაციას აღშფოთება მოჰყვა. მათ ამ ადამიანებს "დასავლური დონორების დაფინანსებულები" უწოდეს. აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ "უცხოეთის აგენტებთან" დაკავშირებით ადგილობრივ ე.წ. კანონპროექტში სპეციალური ჩანართიც გაჩნდეს, რაც მათ მუშაობას შეზღუდავს...         

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ პირველად, 2009 წლის 12 აგვისტოს ჩავიდა, ის მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო. მისი მეორე ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წელს შედგა. პრეზიდენტის რანგში კი, პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?