საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაბანკმა 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო
ტერაბანკმა 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

25 ივ­ლისს ტე­რა­ბანკს და ნი­დერ­ლან­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ნან­სურ კომ­პა­ნი­ას (FMO) შო­რის ხელი მო­ე­წე­რა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. FMO-ს ფი­ნან­სი­რე­ბით 12,5 მლნ დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის და ბიზ­ნეს­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს ტე­რა­ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და FMO-ს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფი­ცერ­მა, იან-ვი­ლემ ჰო­ეკ­მა. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბით იწყე­ბა ტე­რა­ბანკს და ნი­დერ­ლან­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ნან­სურ კომ­პა­ნი­ას შო­რის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც და­ფი­ნან­სე­ბის გარ­და მო­ი­ცავს FMO-ს მხრი­დან ტე­რა­ბან­კის­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვას ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტე­რა­ბან­კი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ზე და ამ სეგ­მენტზე გათ­ვლი­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი საკ­რე­დი­ტო რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ბანკს, რომ კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ოს დაკ­რე­დი­ტე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 14:00-ზე სას­ტუმ­რო ბილტმორ­ში გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი, FMO-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ნი­დერ­ლან­დე­ბის ელჩი, ტე­რა­ბან­კის ბიზ­ნესკლი­ენ­ტე­ბი­და პარტნი­ო­რე­ბი, ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ტე­რა­ბან­კი უკვე 18 წე­ლია რაც ბა­ზარ­ზეა, თუმ­ცა ტე­რა­ბან­კის სა­ხე­ლით მხო­ლოდ რებ­რენ­დინ­გის შემ­დეგ პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­და. ბან­კი არა­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჰოლ­დინგს - დაბი ჯგუფს ეკუთ­ვნის. მისი მთა­ვა­რი აქ­ცი­ო­ნე­რი შე­ი­ხი ნა­ჰა­ი­ან მუ­ბა­რაქ ალ ნა­ჰა­ი­ა­ნია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, სა­ბან­კო და სას­ტუმ­რო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ნი­დერ­ლან­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი კომ­პა­ნია 1970 წელს და­არ­სდა და წარ­მო­ად­გენს სა­ჯა­რო-კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბას. კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის 51%-ს ფლობს ჰო­ლან­დის სა­ხელ­მწი­ფო, ხოლო 49%-ს - კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი, პროფ­კავ­ში­რე­ბი და კერ­ძო სექ­ტო­რის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. FMO აქვს სამ­მა­გი A რე­ი­ტინ­გი რო­გორც Fitch-სა­გან, ასე­ვე Standard & Poor’s-სა­გან.

სტა­ბი­ლუ­რი ზრდის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, FMO ახ­დენს ინ­ვეს­ტი­რე­ბას სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­ში, პრო­ექ­ტებ­სა და ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში, რო­გორც კა­პი­ტა­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, ასე­ვე ცოდ­ნი­სა და კავ­ში­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტერაბანკმა 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

ტერაბანკმა 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

25 ივლისს ტერაბანკს და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO) შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას. FMO-ს ფინანსირებით 12,5 მლნ დოლარი გამოიყო საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და ბიზნესში ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, იან-ვილემ ჰოეკმა. ამ ხელშეკრულების გაფორმებით იწყება ტერაბანკს და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიანი ურთიერთობა, რაც დაფინანსების გარდა მოიცავს FMO-ს მხრიდან ტერაბანკისთვის კონსულტაციების გაწევას ბიზნესში ჩართული ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, ტერაბანკი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ამ სეგმენტზე გათვლილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა შესაძლებლობას მისცემს ბანკს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს დაკრედიტება ამ მიმართულებით.

ღონისძიება 14:00-ზე სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, FMO-ს წარმომადგენლები, ნიდერლანდების ელჩი, ტერაბანკის ბიზნესკლიენტებიდა პარტნიორები, ბანკის მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ტერაბანკი უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებდა. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.

ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია 1970 წელს დაარსდა და წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობას. კომპანიის წილების 51%-ს ფლობს ჰოლანდის სახელმწიფო, ხოლო 49%-ს - კომერციული ბანკები, პროფკავშირები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები. FMO აქვს სამმაგი A რეიტინგი როგორც Fitch-საგან, ასევე Standard & Poor’s-საგან.

სტაბილური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, FMO ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ბიზნესში, პროექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორც კაპიტალის უზრუნველყოფით, ასევე ცოდნისა და კავშირების გაზიარებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი