პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ კომ­პა­ნია "იბე­რია ავ­ტო­ცენ­ტრთან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, არის სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, - ამის შე­სა­ხებ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"შსს-სთვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა წარ­მო­ად­გენს სა­პო­ლი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას და მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბულ მოვ­ლე­ნად წარ­მო­ჩე­ნა არის სპე­კუ­ლა­ცია. გვსურს, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ამ კონ­ტრაქ­ტით შს სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს მხო­ლოდ სა­პო­ლი­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნას, რაც პო­ლი­ცი­ის სრულ­ფა­სო­ვან მუ­შა­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

შსს-ს მიერ ტენ­დე­რის გზით, სა­პო­ლი­ციო მიზ­ნე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა 2007 წლი­დან დღემ­დე, ყო­ველ­წლი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­პო­ლი­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი ტექ­ნი­კუ­რი სტან­დარ­ტი (მათ შო­რის, ტექ­ნი­კუ­რი სა­ტენ­დერო მო­თხოვ­ნე­ბის სა­ხით) ჩა­მო­ყა­ლიბ­და 2007 წლი­დან, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სრუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო.

2007 წლი­დან დღემ­დე (გარ­და 2014 წლი­სა), ტენ­დე­რი იმარ­თე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, ერთი და იმა­ვე სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­სა და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. 2017 წელს სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა შე­ტა­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. 2007-2017 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტენ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ერთი და იგი­ვე კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ აქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და რე­სურ­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რად შე­მოჰ­ყავს და სერ­ვისს უწევს პო­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მო­ხერ­ხე­ბულ და ეკო­ნო­მი­ურ ავ­ტო­მო­ბი­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნებს წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს ათო­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი.

ამ­დე­ნად, სა­უ­ბა­რი სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის მორ­გე­ბა­ზე სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კომპანია "იბერია ავტოცენტრთან" გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, არის სრული დეზინფორმაცია, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შსს-სთვის ავტომობილების შეძენა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის განხორციელების აუცილებელ საჭიროებას და მოცემული ფაქტის განსაკუთრებულ მოვლენად წარმოჩენა არის სპეკულაცია. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონტრაქტით შს სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების შეძენას, რაც პოლიციის სრულფასოვან მუშაობას ემსახურება და კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.

შსს-ს მიერ ტენდერის გზით, საპოლიციო მიზნებისთვის ავტომობილების შეძენა 2007 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ხორციელდება.

საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების ერთიანი ტექნიკური სტანდარტი (მათ შორის, ტექნიკური სატენდერო მოთხოვნების სახით) ჩამოყალიბდა 2007 წლიდან, როდესაც საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით სრულად ფუნქციონირება დაიწყო.

2007 წლიდან დღემდე (გარდა 2014 წლისა), ტენდერი იმართება ყოველწლიურად, ერთი და იმავე სატენდერო პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. 2017 წელს სატენდერო პირობებში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა. 2007-2017 წლების განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა ერთი და იგივე კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ აქვს დიდი გამოცდილება და რესურსი, საქართველოში ექსკლუზიურად შემოჰყავს და სერვისს უწევს პოლიციის საქმიანობისთვის ყველაზე მოხერხებულ და ეკონომიურ ავტომობილებს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ავტომანქანებს წარმატებით იყენებს ათობით ევროპული ქვეყნის პოლიციის სამსახურები.

ამდენად, საუბარი სატენდერო პირობების მორგებაზე სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ