მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს
სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხზე არ მი­უ­მარ­თავს.

"რა მოხ­დე­ბა თუ რუსი ოლი­გარ­ქის, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მი­მარ­თავს მას? მზად ხართ უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვით უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის გა­და­ცე­მა გა­ნი­ხი­ლოთ? ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, შეც­ვა­ლეთ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში თქვე­ნი მრჩევ­ლე­ბი", - და­წე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმა­ზეც, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის და­სახ­ვედ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გა­აგ­ზავ­ნა.

"ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას ერთი შემ­თხვე­ვაც არ ყო­ფი­ლა, რომ არ დავ­ხვედ­რო­დი და არ გა­მე­ცი­ლე­ბი­ნა აე­რო­პორ­ტში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. სა­ქარ­თვე­ლოს ამ არაფ­რის მაქ­ნის­მა მთავ­რო­ბამ კი პო­რო­შენ­კოს და­სახ­ვედ­რად გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გა­აგ­ზავ­ნა. მე, რო­გორც ორი­ვე ქვეყ­ნის პატ­რი­ოტს არ მომ­წონს, რო­დე­საც ასე ცდი­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის დამ­ცი­რე­ბას", - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ გუ­შინ, თბი­ლის­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას უკ­რა­ი­ნის­თვის არ მი­უ­მარ­თავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ა­მოწ­მა. "გა­და­ვა­მოწ­მე, უკ­რა­ი­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა და მო­ი­თხო­ვა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია", - აღ­ნიშ­ნა პო­რო­შენ­კომ.

სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს

სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ მიუმართავს.

„რა მოხდება თუ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მიმართავს მას? მზად ხართ უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინის მოქალაქის გადაცემა განიხილოთ? ბატონო პრეზიდენტო, შეცვალეთ იურიდიულ საკითხებში თქვენი მრჩევლები“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ უკრაინის პრეზიდენტის დასახვედრად საქართველოს მთავრობამ განათლების მინისტრი გააგზავნა.

„ჩემი პრეზიდენტობისას ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ არ დავხვედროდი და არ გამეცილებინა აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ამ არაფრის მაქნისმა მთავრობამ კი პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გააგზავნა. მე, როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს არ მომწონს, როდესაც ასე ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის დამცირებას“, - დასძინა სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ, თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. მოგვიანებით კი, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა. ”გადავამოწმე, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია”, - აღნიშნა პოროშენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."