სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია "გათხოვილის დღიურში"?
რა წერია "გათხოვილის დღიურში"?

"გა­თხო­ვი­ლის დღი­ურს" თით­ქმის ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლი ჰყავ­და... თი­ნე­ი­ჯე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი," - გვე­უბ­ნე­ბა უკვე წიგ­ნის "გა­თხო­ვი­ლის დღი­უ­რე­ბის" ავ­ტო­რი თეა ინა­სა­რი­ძე, რო­მელ­საც ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ექცა და სა­კუ­თა­რი ბლო­გი წიგ­ნად გა­მოს­ცა. ოც­ნე­ბა კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა აუხ­დი­ნა. თუმ­ცა, დღეს "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­ში შე­სულს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სიზ­მა­რი ჰგო­ნია, არა­და, ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია და ამ სი­ცხა­დე­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბ­რე­ბა.

- "გა­თხო­ვი­ლის დღი­უ­რი" - წიგ­ნის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხელ­წო­დე­ბაა, მგო­ნი, ასე­თი სა­ხე­ლით არა­ვის შე­უქ­მნია არა­ფე­რი?

- არც მე მახ­სენ­დე­ბა მსგავ­სი სა­თა­უ­რით რა­ი­მე წიგ­ნი. "გა­თხო­ვი­ლის დღი­ურს" კი პა­ტა­რა პრე­ის­ტო­რია აქვს... რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც ჟურ­ნალ "...და ქალ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რე­დაქ­ტო­რებ­მა - ნინო ტუ­რაშ­ვილ­მა და ლელა მო­დე­ბა­ძემ პორ­ტალ მა­რაო.გე-სთვის ბლო­გის და­წე­რა მთხო­ვეს... იყო იდეა, რომ შექ­მნი­ლი­ყო - გა­სა­თხო­ვა­რის, გა­თხო­ვი­ლის და გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლის დღი­უ­რე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რი და­წერ­და. ისე მოხ­და, რომ მხო­ლოდ მე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ეს იდეა და "გა­თხო­ვი­ლის დღი­უ­რე­ბის" წერა სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე ... წიგ­ნის­თვის სა­თა­ურ­მა ოდ­ნა­ვი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და. "დღი­უ­რე­ბი" - "დღი­უ­რით" ჩა­ვა­ნაც­ვლეთ. სი­ტყვა - "გა­თხო­ვი­ლი", რო­გო­რე­ბა­დაც ხში­რად და­ო­ჯა­ხე­ბულ ქა­ლებს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე, ჩემი მე­გობ­რე­ბის წრე­ში ხში­რად ხუმ­რო­ბის თემა ყო­ფი­ლა.

- ე.ი. თა­ვი­დან იყო ბლო­გი, რო­მელ­საც ბევ­რი მკი­თხვე­ლი გა­უჩ­ნდა. რა იწ­ვევ­და მკი­თხვე­ლის და­ინ­ტერ­სე­ბას, ანუ რა არის მისი მთა­ვა­რი თე­მა­ტი­კა?

- დიახ, ეს პრო­ექ­ტი თა­ვი­დან ბლო­გის სა­ხით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­საც ანო­ნი­მუ­რი ავ­ტო­რი ჰყავ­და. ამან მკი­თხველ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ალ­ბათ არც მე და არც სა­ი­ტის რე­დაქ­ტო­რე­ბი არ ვე­ლო­დით, რომ ეპი­ზო­დებს ასე­თი კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და... მახ­სოვს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დი და­ი­დო, უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. ყვე­ლა გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვ­და... ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მკი­თხვე­ლებს შო­რის მა­მა­კა­ცე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე... კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რი კი­თხუ­ლობ­და, რო­დის და­ი­დე­ბო­და გაგ­რძე­ლე­ბა, ამი­ტომ მათ­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­მიხ­და. იმის გამო, რომ ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ მსურ­და, მკი­თხველს "ავ­ტო­რის" სა­ხე­ლით ვპა­სუ­ხობ­დი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ისი­ნიც "ავ­ტო­რო"-თი მომ­მარ­თავ­დნენ. დღემ­დე ასე მე­ძა­ხი­ან. რა­ღაც­ნა­ი­რად, მეტ­სა­ხე­ლი­ვით შემ­რჩა.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­მა­ტი­კას, წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია ახალ­გაზ­რდა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თის შე­სა­ხებ. მთა­ვარ გმირს ჰყავს ქმა­რი, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და არის დი­ა­სახ­ლი­სი. ერთხე­ლაც, აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ იმ­დე­ნად მო­იც­ვა რუ­ტი­ნამ, რომ სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის და­კარ­გვის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას... აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ჭა­ობ­შია და თუ არ გა­ცუ­რავს, უბ­რა­ლოდ, და­იხ­რჩო­ბა... ამი­ტომ, ცდი­ლობს ჩა­კე­ტი­ლი წრე გა­არ­ღვი­ოს და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს. ძა­ლი­ან უყ­ვარს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და გა­დახ­დე­ბა კი­დეც... და ალ­ბათ, და­უმ­ტკი­ცებს, პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს, რომ რო­გორც წი­ნათ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ძლი­ე­რი ქა­ლია, რო­მე­ლიც ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხვე­ბის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სურ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო. ალ­ბათ სწო­რედ თე­მა­ტი­კა გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი და მისი ის­ტო­რია ბევ­რმა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და სა­კუ­თარ თავ­თან გა­ა­ი­გი­ვა... გა­მო­ვი­ყე­ნე თხრო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი სტი­ლი, რის გა­მოც ბევ­რმა აღიქ­ვა რო­გორც ჩემი პი­რა­დი დღი­უ­რი და არა რო­გორც ფიქ­ცია...

- სა­ერ­თოდ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წერთ აქ­ტი­უ­რად, გა­ტა­ცე­ბით და რა არის წე­რის­თვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია?

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჟან­რე­ბია: მის­ტი­კა, თრი­ლე­რი, ფან­ტას­ტი­კა... "გა­თხო­ვი­ლის დღი­უ­რე­ბის" შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი კი­დევ დავ­წე­რე... "ოც­და­მე­ხუ­თეს ეფექ­ტი" (დე­ტექ­ტი­ვი, თრი­ლე­რის ელე­მენ­ტე­ბით), "მდუ­მა­რე სას­ტუმ­რო" (ფენ­ტე­ზი, დე­ტექ­ტი­ვის ელე­მენ­ტე­ბით), "ლა­ბი­რინ­თი" - ესეც დე­ტექ­ტი­ვი იყო, რომ­ლე­ბიც ეპი­ზო­დე­ბად ასე­ვე "მა­რაო.გე"-ზე იტ­ვირ­თე­ბო­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ვწერ იმას, რა­საც თა­ვა­დაც ინ­ტე­რე­სით წა­ვი­კი­თხავ­დი... მომ­წონს, რო­დე­საც რა­ღაც სა­ი­დუმ­ლოს ვხდი ფარ­დას... ჟურ­ნალ­ში რუბ­რი­კაც მქონ­და "შე­ნო­ბის ის­ტო­რია", სა­დაც თბი­ლი­სის ძვე­ლი სახ­ლე­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე ვწერ­დი... შემ­დეგ, მი­წის­ქვე­შე­თის სამ­ყა­რომ მომ­ხიბ­ლა ძა­ლი­ან და ბუნ­კე­რებ­სა და გვი­რა­ბებ­შიც ვი­მოგ­ზა­უ­რე... რამ­დე­ნი­მე სი­უ­ჟე­ტიც გა­და­ვი­ღე, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბაც ვცა­დე... ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმი­რე­ბიც ყო­ველ­თვის რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან... დიდი სტი­მუ­ლი ჩემი მკი­თხვე­ლის ემო­ცი­ე­ბია, რო­დე­საც ჩემს ნა­წე­რებს კი­თხუ­ლო­ბენ... მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ, რომ დღემ­დე ჩემ გვერ­დით არი­ან და უხა­რი­ათ ჩემი წარ­მა­ტე­ბა, ეს ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, შევ­ქმნა რა­ღაც ახა­ლი.

- რო­დე­საც ბლოგს წერ­დით, ფიქ­რობ­დით, რომ ის წიგ­ნად შე­იკვრე­ბო­და და როცა უკვე რე­ა­ლუ­რად წიგ­ნიც არ­სე­ბობს, რა გრძნო­ბაა ეს?

- მა­შინ ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­მედ­გი­ნა ეს. უბ­რა­ლოდ, წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზე არ მქონ­და ამ­ბი­ცია... იმა­საც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემს ბლოგს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი წა­ი­კი­თხავ­და... ვწერ­დი რე­ა­ლურ დრო­ში, კვი­რა­ში ორ ეპი­ზოდს, თა­ვა­დაც არ ვი­ცო­დი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და სი­უ­ჟე­ტი. გზა­დაგ­ზა მი­წევ­და ფიქ­რი ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც, არ და­გი­მა­ლავთ და საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო... რამ­დე­ნი ღამე გა­მი­თე­ნე­ბია, რომ ეპი­ზო­დი დი­ლის­თვის და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა... რამ­დენ­ჯერ­მე "გავ­ჭე­დილ­ვარ" და მი­ტი­რია კი­დეც, რად­გან არ მინ­დო­და, ჩემი მკი­თხვე­ლის­თვის იმე­დი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა. თხრო­ბის სტი­ლი ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქია და უხ­ვა­დაა იუ­მო­რი, რო­მე­ლიც და­სა­წე­რად არ იყო მარ­ტი­ვი... ხა­რის­ხი­ა­ნი იუ­მო­რის შექ­მნა­საც ბევ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

ახლა, რო­დე­საც "ბიბ­ლუ­სის" წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში შევ­დი­ვარ და თა­რო­ზე ჩემს წიგნს ვხე­დავ, მგო­ნია, მძი­ნავს და გა­მეღ­ვი­ძე­ბა... ძნე­ლია, სი­ტყვე­ბით აღვწე­რო ის შეგ­რძნე­ბა და ემო­ცია, რო­მე­ლიც მაქვს! ეს არის ჩემი ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბად იქცა! და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა, მგო­ნი, არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა...

- ეს პირ­ვე­ლი წიგ­ნია?

- წიგ­ნი არა, მაგ­რამ ადრე, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის მო­თხრო­ბა "ღა­მუ­რე­ბის სახ­ლი" დავ­წე­რე, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­იტ­ზე გან­თავ­სდა. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ჩემი მო­თხრო­ბა ერთ პრო­ექ­ტში მოხ­ვდა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც დამ­წყე­ბი მწერ­ლე­ბის მო­თხრო­ბა­თა კრე­ბუ­ლი გა­მო­ი­ცა - ერთ ეგ­ზემპლა­რად. იმ წიგ­ნის ნახ­ვა სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა ციფ­რულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი...

- თა­ვად და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

- დიახ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ, მყავს ორი შვი­ლი.

- ამ წიგ­ნით რას ეუბ­ნე­ბით მკი­თხველს და რა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის ის გან­კუთ­ვნი­ლი?

- წიგ­ნი სა­ერ­თოდ გან­ტვირ­თვის და გარ­თო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჩემი წიგ­ნიც ალ­ბათ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მკი­თხვე­ლი გა­ხა­ლის­დე­ბა და ისი­ა­მოვ­ნებს. წე­რის დროს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი არ მქო­ნია, მეს­წავ­ლე­ბი­ნა ვინ­მეს­თვის რამე და მო­მეხ­ვია სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი. უბ­რა­ლოდ, გად­მო­ვე­ცი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იმა­ზე, თუ რო­გო­რი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ან­ზე ზო­გა­დად ქორ­წი­ნე­ბამ, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, რუ­ტი­ნად იქ­ცე­ვა. ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა აქვს, იბ­რძო­ლოს თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის და ქორ­წი­ნე­ბა არ ხდის ცოლ-ქმარს ერ­თმა­ნე­თის სა­კუთ­რე­ბად. შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეს, ყო­ველ­გვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შეც...

"გა­თხო­ვი­ლის დღი­უ­რის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა 25 ივ­ლისს, 19:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სი, კან­დე­ლა­კის #7-ში მდე­ბა­რე "ბიბ­ლუ­სი" გა­ლე­რე­ა­ში გა­ი­გეთ მეტი აქ

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რა წერია "გათხოვილის დღიურში"?

რა წერია "გათხოვილის დღიურში"?

"გათხოვილის დღიურს" თითქმის ყველა ასაკის მკითხველი ჰყავდა... თინეიჯერიდან დაწყებული, ასაკოვანი ქალბატონებით დამთავრებული," - გვეუბნება უკვე წიგნის "გათხოვილის დღიურების" ავტორი თეა ინასარიძე, რომელსაც ოცნება რეალობად ექცა და საკუთარი ბლოგი წიგნად გამოსცა. ოცნება კი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა აუხდინა. თუმცა, დღეს "ბიბლუსის" მაღაზიაში შესულს ყველაფერი მაინც სიზმარი ჰგონია, არადა, ყველაფერი ცხადია და ამ სიცხადეზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრება.

- "გათხოვილის დღიური" - წიგნისთვის საინტერესო სახელწოდებაა, მგონი, ასეთი სახელით არავის შეუქმნია არაფერი?

- არც მე მახსენდება მსგავსი სათაურით რაიმე წიგნი. "გათხოვილის დღიურს" კი პატარა პრეისტორია აქვს... რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჟურნალ "...და ქალში" ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, რედაქტორებმა - ნინო ტურაშვილმა და ლელა მოდებაძემ პორტალ მარაო.გე-სთვის ბლოგის დაწერა მთხოვეს... იყო იდეა, რომ შექმნილიყო - გასათხოვარის, გათხოვილის და განქორწინებულის დღიურები, რომლებსაც სხვადასხვა ავტორი დაწერდა. ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე განვახორციელე ეს იდეა და "გათხოვილის დღიურების" წერა საკუთარ თავზე ავიღე ... წიგნისთვის სათაურმა ოდნავი ცვლილება განიცადა. "დღიურები" - "დღიურით" ჩავანაცვლეთ. სიტყვა - "გათხოვილი", როგორებადაც ხშირად დაოჯახებულ ქალებს მოიხსენიებენ ხოლმე, ჩემი მეგობრების წრეში ხშირად ხუმრობის თემა ყოფილა.

- ე.ი. თავიდან იყო ბლოგი, რომელსაც ბევრი მკითხველი გაუჩნდა. რა იწვევდა მკითხველის დაინტერსებას, ანუ რა არის მისი მთავარი თემატიკა?

- დიახ, ეს პროექტი თავიდან ბლოგის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ანონიმური ავტორი ჰყავდა. ამან მკითხველში დიდი ინტერესი გამოიწვია. ალბათ არც მე და არც საიტის რედაქტორები არ ველოდით, რომ ეპიზოდებს ასეთი კარგი გამოხმაურება ექნებოდა... მახსოვს, როდესაც პირველი ეპიზოდი დაიდო, უამრავი კომენტარი დაიწერა. ყველა გაგრძელებას ითხოვდა... ჩემდა გასაკვირად, მკითხველებს შორის მამაკაცებიც აღმოვაჩინე... კომენტარებში ბევრი კითხულობდა, როდის დაიდებოდა გაგრძელება, ამიტომ მათთვის პასუხის გაცემა მომიხდა. იმის გამო, რომ ვინაობის გამხელა არ მსურდა, მკითხველს "ავტორის" სახელით ვპასუხობდი და მოგვიანებით, ისინიც "ავტორო"-თი მომმართავდნენ. დღემდე ასე მეძახიან. რაღაცნაირად, მეტსახელივით შემრჩა.

რაც შეეხება თემატიკას, წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული მონაკვეთის შესახებ. მთავარ გმირს ჰყავს ქმარი, ორი მცირეწლოვანი შვილი და არის დიასახლისი. ერთხელაც, აცნობიერებს, რომ იმდენად მოიცვა რუტინამ, რომ საკუთარი პერსონის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას... აცნობიერებს, რომ ჭაობშია და თუ არ გაცურავს, უბრალოდ, დაიხრჩობა... ამიტომ, ცდილობს ჩაკეტილი წრე გაარღვიოს და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ძალიან უყვარს თავგადასავლები და გადახდება კიდეც... და ალბათ, დაუმტკიცებს, პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ როგორც წინათ, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია, რომელიც ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, სხვებისთვისაც შეიძლება იყოს სასურველი და საინტერესო. ალბათ სწორედ თემატიკა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს პერსონაჟი და მისი ისტორია ბევრმა გულთან ახლოს მიიტანა და საკუთარ თავთან გააიგივა... გამოვიყენე თხრობის ბუნებრივი სტილი, რის გამოც ბევრმა აღიქვა როგორც ჩემი პირადი დღიური და არა როგორც ფიქცია...

- საერთოდ, რა მიმართულებით წერთ აქტიურად, გატაცებით და რა არის წერისთვის მთავარი მოტივაცია?

- ჩემი საყვარელი ჟანრებია: მისტიკა, თრილერი, ფანტასტიკა... "გათხოვილის დღიურების" შემდეგ, რამდენიმე რომანი კიდევ დავწერე... "ოცდამეხუთეს ეფექტი" (დეტექტივი, თრილერის ელემენტებით), "მდუმარე სასტუმრო" (ფენტეზი, დეტექტივის ელემენტებით), "ლაბირინთი" - ესეც დეტექტივი იყო, რომლებიც ეპიზოდებად ასევე "მარაო.გე"-ზე იტვირთებოდა და ყველა მათგანი არანაკლებ წარმატებული იყო. ვწერ იმას, რასაც თავადაც ინტერესით წავიკითხავდი... მომწონს, როდესაც რაღაც საიდუმლოს ვხდი ფარდას... ჟურნალში რუბრიკაც მქონდა "შენობის ისტორია", სადაც თბილისის ძველი სახლების ისტორიებზე ვწერდი... შემდეგ, მიწისქვეშეთის სამყარომ მომხიბლა ძალიან და ბუნკერებსა და გვირაბებშიც ვიმოგზაურე... რამდენიმე სიუჟეტიც გადავიღე, ჟურნალისტური გამოძიებაც ვცადე... ჩემი ნაწარმოებების გმირებიც ყოველთვის რაღაც საინტერესოს ძიების პროცესში არიან... დიდი სტიმული ჩემი მკითხველის ემოციებია, როდესაც ჩემს ნაწერებს კითხულობენ... მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ დღემდე ჩემ გვერდით არიან და უხარიათ ჩემი წარმატება, ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა, შევქმნა რაღაც ახალი.

- როდესაც ბლოგს წერდით, ფიქრობდით, რომ ის წიგნად შეიკვრებოდა და როცა უკვე რეალურად წიგნიც არსებობს, რა გრძნობაა ეს?

- მაშინ ნამდვილად არ წარმომედგინა ეს. უბრალოდ, წიგნის გამოცემაზე არ მქონდა ამბიცია... იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ბლოგს ამდენი ადამიანი წაიკითხავდა... ვწერდი რეალურ დროში, კვირაში ორ ეპიზოდს, თავადაც არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა სიუჟეტი. გზადაგზა მიწევდა ფიქრი ყველაფერზე, რაც, არ დაგიმალავთ და საკმაოდ რთული იყო... რამდენი ღამე გამითენებია, რომ ეპიზოდი დილისთვის დამესრულებინა... რამდენჯერმე "გავჭედილვარ" და მიტირია კიდეც, რადგან არ მინდოდა, ჩემი მკითხველისთვის იმედი გამეცრუებინა. თხრობის სტილი ძალიან მსუბუქია და უხვადაა იუმორი, რომელიც დასაწერად არ იყო მარტივი... ხარისხიანი იუმორის შექმნასაც ბევრი მუშაობა სჭირდება.

ახლა, როდესაც "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში შევდივარ და თაროზე ჩემს წიგნს ვხედავ, მგონია, მძინავს და გამეღვიძება... ძნელია, სიტყვებით აღვწერო ის შეგრძნება და ემოცია, რომელიც მაქვს! ეს არის ჩემი ოცნება, რომელიც რეალობად იქცა! და ეს ბედნიერების განცდა, მგონი, არასოდეს მთავრდება...

- ეს პირველი წიგნია?

- წიგნი არა, მაგრამ ადრე, სტუდენტობის პერიოდში ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა "ღამურების სახლი" დავწერე, რომელიც ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე განთავსდა. სრულიად შემთხვევით, ჩემი მოთხრობა ერთ პროექტში მოხვდა, რომლის ფარგლებშიც დამწყები მწერლების მოთხრობათა კრებული გამოიცა - ერთ ეგზემპლარად. იმ წიგნის ნახვა საჯარო ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ციფრულ განყოფილებაშია შესაძლებელი...

- თავად დაოჯახებული ხართ?

- დიახ, დაოჯახებული ვარ, მყავს ორი შვილი.

- ამ წიგნით რას ეუბნებით მკითხველს და რა ასაკის ადამიანებისთვის არის ის განკუთვნილი?

- წიგნი საერთოდ განტვირთვის და გართობის ძალიან კარგი საშუალებაა. ჩემი წიგნიც ალბათ ამ მიზანს ემსახურება. გამიხარდება, თუ მკითხველი გახალისდება და ისიამოვნებს. წერის დროს რაიმე განსაკუთრებული მიზანი არ მქონია, მესწავლებინა ვინმესთვის რამე და მომეხვია საკუთარი აზრები. უბრალოდ, გადმოვეცი ჩემი შეხედულებები იმაზე, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე ზოგადად ქორწინებამ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, რუტინად იქცევა. ყველა ადამიანს თანაბარი უფლება აქვს, იბრძოლოს თავისი ბედნიერებისთვის და ქორწინება არ ხდის ცოლ-ქმარს ერთმანეთის საკუთრებად. შეიძლება გიყვარდეს, ყოველგვარი ვალდებულებებისა და გარანტიების გარეშეც...

"გათხოვილის დღიურის" პრეზენტაცია გაიმართება 25 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისი, კანდელაკის #7-ში მდებარე "ბიბლუსი" გალერეაში გაიგეთ მეტი აქ

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი