საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა
სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, ოლიმ­პი­ა­დის ძველ­ბერ­ძნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნი­სას, ბა­რო­ნი პიერ დე კუ­ბერ­ტე­ნი იმე­დოვ­ნებ­და, რომ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი მშვი­დო­ბის და ხალ­ხთა ერ­თო­ბის სიმ­ბო­ლო გახ­დე­ბო­და. თუმ­ცა, მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ოლიმ­პი­ა­დაც და მთლი­ა­ნად სპორ­ტიც პრო­პა­გან­დი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის მე­ტად სა­შიშ ია­რა­ღად იქცა...


მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი­დან დღეს 46 წელი გა­ვი­და - 1972 წლის 5 სექ­ტემ­ბე­რი სწო­რედ ის დღეა, როცა პა­ლეს­ტი­ნურ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "შავი სექ­ტემ­ბე­რი" (ფატ­ხის რა­დი­კა­ლუ­რი, გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ფრთა) შემ­ზა­რა­ვი ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მი­უ­ნ­ჰე­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი სის­ხლი­ა­ნი ასო­ე­ბით ჩა­წე­რა არა მარ­ტო სპორ­ტის, არა­მედ მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში.


ტე­რაქ­ტის მზა­დე­ბა

ტე­რაქ­ტის იდეა 1972 წლის 17 ივ­ლისს და­ი­ბა­და "შავი სექ­ტემ­ბრის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის - აბუ და­უ­დის, აბუ აია­დას და ფაკ­რი ალ-უმა­რის შეხ­ვედ­რა­ზე რომ­ში, როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა უარი უთხრა პა­ლეს­ტი­ნის ახალ­გაზ­რდულ ფე­დე­რა­ცი­ას ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. "თუ არ გვე­ძა­ხი­ან, რა გვიშ­ლის ხელს და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად მი­ვი­დეთ?!" - ირო­ნი­უ­ლად იკი­თხა ფაკ­რი ალ-უმა­რიმ და ოლიმ­პი­ე­ლე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნის იდეა წა­მო­ა­ყე­ნა.


"ებ­რა­ე­ლებს სუს­ტი წერ­ტი­ლი უნდა მო­ვუ­ძებ­ნოთ და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბი გა­ვა­ნად­გუ­როთ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა თუ არ გა­მოგ­ვდის, მა­შინ მსა­ხი­ო­ბე­ბი და სპორ­ტსმე­ნე­ბი უნდა დავ­ხო­ცოთ", - და­ე­თან­ხმნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი.



1972 წლის 4 სექ­ტემ­ბერს, მი­უ­ნ­ჰე­ნის სის­ხლი­ა­ნი ტე­რაქ­ტის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და იდე­ო­ლოგ­მა აბუ და­უ­დიმ, "შავი სექ­ტემ­ბე­რის" რვა წევ­რს ბოლო ინ­სტრუქ­ტა­ჟი ჩა­უ­ტა­რა:


"გახ­სოვ­დეთ, ოპე­რა­ცია, რომ­ლის­თვი­საც თქვენ შე­გარ­ჩი­ეს, პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ებ­რა­ე­ლე­ბი ცო­ცხლად უნდა ავიყ­ვა­ნოთ. მარ­თა­ლია, თავ­დაც­ვის მიზ­ნით თქვენ გაქვთ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ეს არა მტრე­ბის ლიკ­ვი­და­ცია, არა­მედ მძევ­ლად აყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­აა. ძა­ლი­ან მალე ჩვენ მათ ჩვენს ძმებ­ში გავ­ცლით, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ში იტან­ჯე­ბი­ან".


მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა

ტე­რაქ­ტი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მე­ო­რე კვი­რას გან­ხორ­ცი­ელ­და. 4 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მოს, ის­რა­ე­ლის დე­ლე­გა­ცია სპექ­ტაკლს"მე­ვი­ო­ლი­ნე სა­ხუ­რევ­ზე" და­ეს­წრო, მი­უ­ნ­ჰე­ნის თე­ატ­რის ვარ­სკვლავ­თან შმულ რო­დენ­სკის­თან ერ­თად ივახ­შმა და ავ­ტო­ბუ­სით ოლიმ­პი­ურ სა­ო­ფელ­ში დაბ­რუნ­და.



ტე­რო­რის­ტე­ბი დი­ლის 4:30-ზე გა­მოჩ­ნდნენ. სპორ­ტულ ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი, რო­მელ­თაც მხარ­ზე ია­რა­ღით და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლით გა­ტე­ნი­ლი ჩან­თე­ბი ჰქონ­დათ გა­და­კი­დუ­ლი, ღო­ბეს­თან კა­ნა­დელ და ამე­რი­კელ სპორ­ტსმე­ნებს გა­და­ა­წყდნენ, რო­მელ­თაც ტე­რო­რის­ტე­ბი კო­ლე­გა-ათ­ლე­ტე­ბად მი­ი­ღეს და ღო­ბე­ზე გა­დაძ­რო­მა­შიც და­ეხ­მარ­ნენ.


იქვე იყ­ვნენ სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. სწო­რედ მათ გა­იხ­სე­ნეს, რო­გორ თა­ვი­სუფ­ლად აღ­მოჩ­დნენ ტე­რო­რის­ტე­ბი ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლებ­მაც ასე­ვე დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე, მო­პა­რუ­ლი გა­სა­ღე­ბით გა­ა­ღეს ის­რა­ე­ლის დე­ლე­გა­ცი­ის სახ­ლი და პირ­ველ - მსა­ჯე­ბის და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ოთახს მი­ად­გნენ.


შემ­თხვე­ვით გაღ­ვი­ძე­ბულ იო­სეფ გუ­ტფ­რო­ინდს კარს იქით უც­ნა­უ­რი ხმა მო­ეს­მა და შე­სა­მოწ­მებ­ლედ ადგა. მსაჯ­მა კარი გა­ა­ღო და პირ­და­პირ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ტე­რო­რის­ტებს შე­ე­ჯა­ხა.


გუ­ტფ­რო­ინდმა ყვი­რი­ლით გა­აღ­ვი­ძა კო­ლე­გე­ბი და მთე­ლი მა­სით მი­აწ­ვა კარს, თუმ­ცა, ტე­რო­რის­ტებ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს ოთახ­ში შეღ­წე­ვა. არე­უ­ლო­ბით ტუ­ვიე სო­კო­ლოვ­სკიმ ისარ­გებ­ლა, რო­მელ­მაც ფან­ჯა­რა ჩა­ამ­ტვრია და გა­იქ­ცა. მოშე ვა­ინ­ბერ­გმა ტე­რო­რის­ტებს ფი­ზი­კუ­რი ძალა და­უ­პი­რის­პი­რა, თუმ­ცა ლო­ყა­ში დაჭ­რეს და ათ­ლე­ტე­ბის ოთა­ხე­ბის ჩვე­ნე­ბა აი­ძუ­ლეს.


მე­ზო­ბელ ოთახ­თან მსაჯ­მა იც­რუა, თით­ქოს იქ სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და იმე­დით, რომ ძა­ლოს­ნე­ბი ტე­რო­რის­ტებ­თან გამ­კლა­ვე­ბას შეძ­ლებ­დნენ, პირ­და­პირ მათ ოთახ­თან მი­იყ­ვა­ნა. თუმ­ცა, ათ­ლე­ტებს ეძი­ნათ, ახალ­გაღ­ვი­ძე­ბუ­ლე­ბი კი, უძ­ლურ­ნი აღ­მოჩ­დნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე...


ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლი

ტრა­გე­დი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გერ­მა­ნულ­მა მე­დი­ამ მსოფ­ლი­ოს ტე­რო­რის­ტე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის და მძევ­ლე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა. ზუს­ტად იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ, მძევ­ლე­ბის ოჯა­ხებ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის 56 წევ­რმა, რომ­ლებ­მაც სწრა­ფად და­შა­ლეს ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი შტა­ბი და გულ­დამ­შვი­დე­ბუ­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ და­სა­ძი­ნებ­ლად.


სი­მარ­თლე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­აშ­კა­რავ­და: "ტე­რო­რის­ტე­ბი კარ­გად იყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნუ­რად მოქ­მე­დებ­დნენ. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, თუმ­ცა, ისი­ნი გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ", - თავი იმარ­თლა მი­უ­ნ­ჰე­ნის პო­ლი­ცი­ის შეფ­მა მანფრედ შნა­ი­ბერ­მა.



მე­ო­რე დღეს ოლიმ­პი­ურ სტა­დი­ონ­ზე სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც 80 000 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 3 000 ათ­ლე­ტი ეს­წრე­ბო­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბი ცე­რე­მო­ნი­ა­ზე არ გა­მო­ცხად­და, ათმა არა­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ კი, უარი თქვა და­ღუ­პუ­ლი ებ­რა­ე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად ეროვ­ნუ­ლი დრო­შის დაშ­ვე­ბა­ზე.


ცე­რე­მო­ნი­ას და­ღუ­პუ­ლი მოშე ვა­ინ­ბერ­გის ბი­ძაშ­ვი­ლი კარ­მელ ელი­ა­ში ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­საც პირ­და­პირ სტა­დი­ონ­ზე მო­უ­ვი­და გუ­ლის შე­ტე­ვა და გარ­და­იც­ვა­ლა.


24-სა­ა­თი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა. თუმ­ცა, საგ­რძნობ­ლად შე­თხე­ლე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რით. მა­ყუ­რე­ბელ­თა ერ­თმა ჯგუფ­მა ტრი­ბუ­ნა­ზე ბა­ნე­რიც კი გა­მო­ფი­ნა, წარ­წე­რით: "17 და­ღუ­პუ­ლი უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლია?", თუმ­ცა, დაც­ვამ მათ ბა­ნე­რიც წა­არ­თვა და სტა­დი­ო­ნიც იძუ­ლე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.


და­ღუ­პუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის ცხედ­რე­ბი მუ­ა­მარ კა­და­ფის მო­თხოვ­ნით ლი­ბან­ში გა­იგ­ზავ­ნა, სა­დაც ისი­ნი გმი­რე­ბად დაკ­რძა­ლეს. ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი გერ­მა­ნი­ის ცი­ხე­ში აღ­მოჩ­დნენ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში პა­ტიმ­რე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, ფატ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა „ლუფ­ტ­ჰან­ზას“ თვითმფრი­ნა­ვი გა­ი­ტა­ცეს.


სულ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბას­თან ერ­თად და­გეგ­მა. ფატ­ხმა სა­კუ­თა­რი მებ­რძო­ლე­ბი და­იბ­რუ­ნა, გერ­მა­ნი­ამ კი - მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პი­რო­ბა მი­ი­ღო.


სხვა­თა­შო­რის, გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვით, რო­მე­ლიც 150 მგზავრს იტევს, მხო­ლოდ 14 ადა­მი­ა­ნი მგზავ­რობ­და, რო­მელ­თა შო­რის არც ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, არც ბავ­შვე­ბი.


ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და იდე­ო­ლო­გი აბუ და­უ­დი პა­რიზ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს 1977 წლის იან­ვარ­ში. ის­რა­ელ­მა მისი გა­და­ცე­მა მო­ი­თხო­ვა და გერ­მა­ნი­ა­საც იგი­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რა, თუმ­ცა ბა­ვა­რი­ის მთავ­რო­ბამ ისე გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ საფ­რან­გე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და აბუ და­უ­დი ალ­ჟირ­ში გა­ეშ­ვა და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის თან­ხაც გა­და­უ­ხა­და.


მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აბუ და­უ­დიმ მხო­ლოდ 1999 წელს აღი­ა­რა, 2010 წელს კი, სი­რი­ა­ში 73 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით.


სის­ხლი­ა­ნი ოლიმ­პი­ა­დის დე­ტა­ლე­ბი იხი­ლეთ Palitranews.ge-ს გა­და­ცე­მა­ში "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი"



რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა

სისხლიანი ოლიმპიადა: ტერაქტი, რომელმაც ისტორია შეცვალა

მე-19 საუკუნის ბოლოს, ოლიმპიადის ძველბერძნული ტრადიციების აღდგენისას, ბარონი პიერ დე კუბერტენი იმედოვნებდა, რომ ოლიმპიური თამაშები მშვიდობის და ხალხთა ერთობის სიმბოლო გახდებოდა. თუმცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ოლიმპიადაც და მთლიანად სპორტიც პროპაგანდისა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის მეტად საშიშ იარაღად იქცა...


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტიდან დღეს 46 წელი გავიდა - 1972 წლის 5 სექტემბერი სწორედ ის დღეა, როცა პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "შავი სექტემბერი" (ფატხის რადიკალური, გასამხედროებული ფრთა) შემზარავი ტერაქტი განახორციელა და მიუნჰენის ოლიმპიური თამაშები სისხლიანი ასოებით ჩაწერა არა მარტო სპორტის, არამედ მსოფლიო ისტორიაში.


ტერაქტის მზადება

ტერაქტის იდეა 1972 წლის 17 ივლისს დაიბადა "შავი სექტემბრის" ხელმძღვანელების - აბუ დაუდის, აბუ აიადას და ფაკრი ალ-უმარის შეხვედრაზე რომში, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი უთხრა პალესტინის ახალგაზრდულ ფედერაციას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. "თუ არ გვეძახიან, რა გვიშლის ხელს დაუპატიჟებლად მივიდეთ?!" - ირონიულად იკითხა ფაკრი ალ-უმარიმ და ოლიმპიელების მძევლად აყვანის იდეა წამოაყენა.


"ებრაელებს სუსტი წერტილი უნდა მოვუძებნოთ და ყველაზე ცნობილები გავანადგუროთ. პოლიტიკოსების ხელში ჩაგდება თუ არ გამოგვდის, მაშინ მსახიობები და სპორტსმენები უნდა დავხოცოთ", - დაეთანხმნენ დანარჩენები.



1972 წლის 4 სექტემბერს, მიუნჰენის სისხლიანი ტერაქტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და იდეოლოგმა აბუ დაუდიმ, "შავი სექტემბერის" რვა წევრს ბოლო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა:


"გახსოვდეთ, ოპერაცია, რომლისთვისაც თქვენ შეგარჩიეს, პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ებრაელები ცოცხლად უნდა ავიყვანოთ. მართალია, თავდაცვის მიზნით თქვენ გაქვთ იარაღის გამოყენების უფლება, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ეს არა მტრების ლიკვიდაცია, არამედ მძევლად აყვანის ოპერაციაა. ძალიან მალე ჩვენ მათ ჩვენს ძმებში გავცლით, რომლებიც ისრაელის ციხეში იტანჯებიან".


მძევლების აყვანა

ტერაქტი ოლიმპიური თამაშების მეორე კვირას განხორციელდა. 4 სექტემბრის საღამოს, ისრაელის დელეგაცია სპექტაკლს"მევიოლინე სახურევზე" დაესწრო, მიუნჰენის თეატრის ვარსკვლავთან შმულ როდენსკისთან ერთად ივახშმა და ავტობუსით ოლიმპიურ საოფელში დაბრუნდა.



ტერორისტები დილის 4:30-ზე გამოჩნდნენ. სპორტულ ფორმაში გამოწყობილი პალესტინელები, რომელთაც მხარზე იარაღით და ასაფეთქებელით გატენილი ჩანთები ჰქონდათ გადაკიდული, ღობესთან კანადელ და ამერიკელ სპორტსმენებს გადააწყდნენ, რომელთაც ტერორისტები კოლეგა-ათლეტებად მიიღეს და ღობეზე გადაძრომაშიც დაეხმარნენ.


იქვე იყვნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. სწორედ მათ გაიხსენეს, როგორ თავისუფლად აღმოჩდნენ ტერორისტები ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, რომლებმაც ასევე დაბრკოლების გარეშე, მოპარული გასაღებით გააღეს ისრაელის დელეგაციის სახლი და პირველ - მსაჯების და ჩინოვნიკების ოთახს მიადგნენ.


შემთხვევით გაღვიძებულ იოსეფ გუტფროინდს კარს იქით უცნაური ხმა მოესმა და შესამოწმებლედ ადგა. მსაჯმა კარი გააღო და პირდაპირ შეიარაღებულ ტერორისტებს შეეჯახა.


გუტფროინდმა ყვირილით გააღვიძა კოლეგები და მთელი მასით მიაწვა კარს, თუმცა, ტერორისტებმა მაინც მოახერხეს ოთახში შეღწევა. არეულობით ტუვიე სოკოლოვსკიმ ისარგებლა, რომელმაც ფანჯარა ჩაამტვრია და გაიქცა. მოშე ვაინბერგმა ტერორისტებს ფიზიკური ძალა დაუპირისპირა, თუმცა ლოყაში დაჭრეს და ათლეტების ოთახების ჩვენება აიძულეს.


მეზობელ ოთახთან მსაჯმა იცრუა, თითქოს იქ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და იმედით, რომ ძალოსნები ტერორისტებთან გამკლავებას შეძლებდნენ, პირდაპირ მათ ოთახთან მიიყვანა. თუმცა, ათლეტებს ეძინათ, ახალგაღვიძებულები კი, უძლურნი აღმოჩდნენ შეიარაღებული პალესტინელების წინაშე...


ტრაგიკული დასასრული

ტრაგედიიდან რამდენიმე საათში გერმანულმა მედიამ მსოფლიოს ტერორისტების ლიკვიდაციის და მძევლების განთავისუფლების შესახებ აცნობა. ზუსტად იგივე ინფორმაცია მიიღო ისრაელის მთავრობამ, მძევლების ოჯახებმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 56 წევრმა, რომლებმაც სწრაფად დაშალეს ანტიკრიზისული შტაბი და გულდამშვიდებულები წავიდნენ დასაძინებლად.


სიმართლე მოგვიანებით გამოაშკარავდა: "ტერორისტები კარგად იყვნენ მომზადებული და საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდნენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, ისინი გამოცდილი მებრძოლები აღმოჩნდნენ", - თავი იმართლა მიუნჰენის პოლიციის შეფმა მანფრედ შნაიბერმა.



მეორე დღეს ოლიმპიურ სტადიონზე სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდა, რომელსაც 80 000 ადამიანი, მათ შორის 3 000 ათლეტი ესწრებოდა. საბჭოთა კავშირის ნაკრები ცერემონიაზე არ გამოცხადდა, ათმა არაბულმა ქვეყანამ კი, უარი თქვა დაღუპული ებრაელი სპორტსმენების პატივსაცემად ეროვნული დროშის დაშვებაზე.


ცერემონიას დაღუპული მოშე ვაინბერგის ბიძაშვილი კარმელ ელიაში ესწრებოდა, რომელსაც პირდაპირ სტადიონზე მოუვიდა გულის შეტევა და გარდაიცვალა.


24-საათიანი პაუზის შემდეგ სპორტული შეჯიბრებები განახლდა. თუმცა, საგრძნობლად შეთხელებული გულშემატკივრით. მაყურებელთა ერთმა ჯგუფმა ტრიბუნაზე ბანერიც კი გამოფინა, წარწერით: "17 დაღუპული უკვე დავიწყებულია?", თუმცა, დაცვამ მათ ბანერიც წაართვა და სტადიონიც იძულებით დაატოვებინა.


დაღუპული ტერორისტების ცხედრები მუამარ კადაფის მოთხოვნით ლიბანში გაიგზავნა, სადაც ისინი გმირებად დაკრძალეს. ცოცხლად გადარჩენილები გერმანიის ციხეში აღმოჩდნენ, თუმცა რამდენიმე თვეში პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით, ფატხის წარმომადგენლებმა „ლუფტჰანზას“ თვითმფრინავი გაიტაცეს.


სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავის გატაცება პალესტინელებმა გერმანიის მთავრობასთან ერთად დაგეგმა. ფატხმა საკუთარი მებრძოლები დაიბრუნა, გერმანიამ კი - მის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების არ განხორციელების პირობა მიიღო.


სხვათაშორის, გატაცებული თვითმფრინავით, რომელიც 150 მგზავრს იტევს, მხოლოდ 14 ადამიანი მგზავრობდა, რომელთა შორის არც ქალები იყვნენ, არც ბავშვები.


ტერაქტის ორგანიზატორი და იდეოლოგი აბუ დაუდი პარიზში დააპატიმრეს 1977 წლის იანვარში. ისრაელმა მისი გადაცემა მოითხოვა და გერმანიასაც იგივე ვალდებულება დააკისრა, თუმცა ბავარიის მთავრობამ ისე გააჭიანურა დოკუმენტების მომზადება, რომ საფრანგეთი იძულებული გახდა აბუ დაუდი ალჟირში გაეშვა და თვითმფრინავის ბილეთის თანხაც გადაუხადა.


მძევლების აყვანაში მონაწილეობა აბუ დაუდიმ მხოლოდ 1999 წელს აღიარა, 2010 წელს კი, სირიაში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.


სისხლიანი ოლიმპიადის დეტალები იხილეთ Palitranews.ge-ს გადაცემაში "არაჩვეულებრივი ისტორიები"



ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე