საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს
პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე შე­საძ­ლოა, პარ­კი­რე­ბა გა­უქ­მდეს. ამის შე­სა­ხებ, მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ამას­თან, შე­საძ­ლოა პე­კი­ნის ქუჩა ცალ­მხრი­ვიც გახ­დეს.

"პე­კი­ნის ქუჩა დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სატ­რან­სპორ­ტო არ­ტე­რი­აა. ასე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ქუჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს. 1 სა­ათ­ში აქ 6 ათა­სამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლი მოძ­რა­ობს. პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოს გამო დრო­ე­ბი­თი სატ­რან­სპორ­ტო სქე­მა შედ­გა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს სქე­მა კარ­გად მუ­შა­ობს. თუმ­ცა, მას მუდ­მი­ვი სახე რომ მივ­ცეთ, ამას ჯერ მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

ამი­ტომ 10 აგ­ვის­ტოს­თვის მზად გვექ­ნე­ბა პე­კინ­ზე, შარ­ტა­ვა-კოს­ტა­ვა­სა და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე შეც­ვლი­ლი სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის სი­მუ­ლა­ცი­უ­რი სქე­მა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც რე­ა­ლურს 80%-ის სი­ზუს­ტით უახ­ლოვ­დე­ბა, ამ სქე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას შევ­ძლებთ.

პე­კი­ნის ქუ­ჩის გა­ცალ­მხრი­ვე­ბის შე­სა­ხებ, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ამ სა­კი­თხზე ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში შექ­მნილ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში ექ­სპერ­ტებ­თან ვიმ­სჯე­ლებთ. თუმ­ცა, სა­უ­კე­თე­სო ექ­სპერ­ტი, ალ­ბათ, ეს რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა, როცა ქუ­ჩებ­ზე შეც­ვლი­ლია მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ, თუ რო­გორ მუ­შა­ობს დრო­ე­ბი­თი სქე­მა.

ასე­ვე გა­და­სა­წყვე­ტი იქ­ნე­ბა, დარ­ჩე­ბა თუ არა პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე. დღეს იქ სა­ერ­თოდ შე­ზღუ­დუ­ლია პარ­კი­რე­ბა, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია ბე­ქას ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და ყაზ­ბე­გის ქუ­ჩას აკავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან; დღის სა­ა­თებ­შია შე­ზღუ­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კი­რე­ბა შარ­ტა­ვა­სა და ბუ­ლა­ჩა­უ­რის ქუ­ჩებ­ზეც. ეს შე­ზღუდ­ვე­ბი დრო­ე­ბი­თი სქე­მის ნა­წი­ლია, მაგ­რამ იმა­ზეც ვმუ­შა­ობთ, რო­გორ მო­ე­წყო­ბა პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა - გზის ორი­ვე მხა­რეს დარ­ჩე­ბა, მხო­ლოდ ერთი ზოლი იქ­ნე­ბა და სხვ. როცა პე­კი­ნის ქუ­ჩას ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, ღა­მის სა­ა­თებ­ში თითო-ორო­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი იდგა. შე­სა­ბა­მი­სად, აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ვე­გუ­ოთ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას, თუმ­ცა ესეც მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია," - გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს. ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს.

„პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა შედგა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება.

ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე, შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ.

პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტებთან ვიმსჯელებთ. თუმცა, საუკეთესო ექსპერტი, ალბათ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება, როცა ქუჩებზე შეცვლილია მოძრაობის მიმართულება და საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ მუშაობს დროებითი სქემა.

ასევე გადასაწყვეტი იქნება, დარჩება თუ არა პარკირების ადგილები პეკინის ქუჩაზე. დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება, ასევე ავტომობილების გაჩერება შეზღუდულია ბექას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან; დღის საათებშია შეზღუდული ავტომობილების პარკირება შარტავასა და ბულაჩაურის ქუჩებზეც. ეს შეზღუდვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა - გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვ. როცა პეკინის ქუჩას ვაკვირდებოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია,“ - განაცხადა მუმლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი