საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენი სამყაროს ყველაზე გამორჩეული გალაქტიკები
ჩვენი სამყაროს ყველაზე გამორჩეული გალაქტიკები

ყვე­ლას გი­ნა­ხავთ გა­ლაქ­ტი­კის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, მაგ­რამ ხში­რად ყვე­ლა მათ­გა­ნი ერ­თმა­ნეთს გავს. წარ­მო­გიდ­გენთ იმ გა­ლაქ­ტი­კებს, რომ­ლე­ბიც და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

სომ­ბრე­როს გა­ლაქ­ტი­კა

სომ­ბრე­როს გა­ლაქ­ტი­კას ეს სა­ხე­ლი იმი­ტომ და­ერ­ქვა, რომ სომ­ბრე­როს ქუდს ძა­ლი­ან წა­ა­გავს. მას გა­ნი­ე­რი ღრმუ­ლი აქვს, თით­ქოს გი­გან­ტუ­რი თა­ვის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ახ­ლო­დან რომ და­ვაკ­ვირ­დეთ, გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად ის სხვა­დას­ხვა ვარ­სკვლა­ვის­გან შედ­გე­ბა და არა ერთი დიდი ვარ­სკვლა­ვის­გან. მეც­ნი­ე­რე­ბი ვე­რაფ­რით ხვდე­ბი­ან, მის ირ­გვლივ რო­გორ მოხ­და ბეჭ­დის წარ­მოქ­მნა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სომ­ბრე­როს გა­ლაქ­ტი­კის შუ­ა­გულ­ში მა­სი­უ­რი შავი ხვრე­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

შავი თვა­ლის გა­ლაქ­ტი­კა

შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ლაქ­ტი­კა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს? ეს ისე­თი გა­ლაქ­ტი­კაა, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა ის ბო­რო­ტი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც ფილ­მებ­ში გვი­ნა­ხავს. შავი თვა­ლის გა­ლაქ­ტი­კა, რო­მელ­საც მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის გა­ლაქ­ტი­კა­საც უწო­დე­ბენ, სავ­სეა წი­თე­ლი ფე­რის შემ­ცვე­ლე­ბით. ეს წი­თე­ლი ფერი აღ­ნიშ­ნავს წყალ­ბა­დის სი­უხ­ვეს, რაც წარ­მოქ­მნის ვარ­სკვლა­ვებს.

უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბი და წი­თე­ლი ფე­რის აირი ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბრუ­ნავს, არა­და მის ირ­გვლივ შე­მორ­ტყმუ­ლი ნის­ლის ღრუბ­ლე­ბი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ.

ენ­ჯი­სი 60

ეს იშ­ვი­ა­თი სა­ხის გა­ლაქ­ტი­კაა, რო­მელ­საც პო­ლა­რუ­ლი ბეჭ­დის გა­ლაქ­ტი­კას ეძა­ხი­ან. აღ­მო­ჩე­ნი­ლია ათე­უ­ლო­ბით ასე­თი გა­ლაქ­ტი­კა. მხო­ლოდ ერთი მათ­გა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და ამ ერთ კადრში 10 000 გა­ლაქ­ტი­კაა თავ­მოყ­რი­ლი. ამ გა­ლაქ­ტი­კებს აქვთ ბეჭ­დე­ბი, მტვე­რი და სხვა გა­ლაქ­ტი­კის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

ენ­ჯი­სი 474

ენ­ჯი­სი 474 იმ უც­ნა­ურ მე­დუ­ზებს გავს, ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ში რომ ლივ­ლი­ვე­ბენ და ანა­თე­ბენ. ას­ტრო­ნავ­ტე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რა იწ­ვევს ასე­თი დიდი ენერ­გი­ის სა­ბა­დოს. თუმ­ცა არ­სე­ბობს თე­ო­რია, რომ ეს გა­ლაქ­ტი­კა მის უკან მყოფ გა­ლაქ­ტი­კას­თან შე­დის კავ­შირ­ში და ერ­თმა­ნეთ­ში შერ­წყმის პრო­ცეს­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

კენ­ტავ­რი ა

შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ვერ იტყვი, რომ კენ­ტავ­რი ა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ რო­დე­საც კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბი, მიხ­ვდე­ბი, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა. კენ­ტავ­რი ა გა­ლაქ­ტი­კის სტან­დარ­ტე­ბის­თვი­საც კი მა­სი­უ­რია. ას­ტრო­ნო­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მტვრის ფარ­დის უკან გა­ლაქ­ტი­კას სპი­რა­ლი გა­აჩ­ნია, რაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რად­გან გა­ლაქ­ტი­კებს ან სპი­რა­ლი აქვთ, ან მტვე­რი. არა­ვინ იცის, რა ხდე­ბა ამ გა­ლაქ­ტი­კა­ში და რო­გორ წარ­მო­იქ­მნა იქ ორი­ვე მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა სხვა გა­ლაქ­ტი­კას ის ერთი აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩვენი სამყაროს ყველაზე გამორჩეული გალაქტიკები

ჩვენი სამყაროს ყველაზე გამორჩეული გალაქტიკები

ყველას გინახავთ გალაქტიკის ამსახველი ფოტოები, მაგრამ ხშირად ყველა მათგანი ერთმანეთს გავს. წარმოგიდგენთ იმ გალაქტიკებს, რომლებიც დანარჩენებისგან გამოირჩევიან.

სომბრეროს გალაქტიკა

სომბრეროს გალაქტიკას ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ სომბრეროს ქუდს ძალიან წააგავს. მას განიერი ღრმული აქვს, თითქოს გიგანტური თავისთვის გამზადებული.

ახლოდან რომ დავაკვირდეთ, გამოჩნდება, რომ რეალურად ის სხვადასხვა ვარსკვლავისგან შედგება და არა ერთი დიდი ვარსკვლავისგან. მეცნიერები ვერაფრით ხვდებიან, მის ირგვლივ როგორ მოხდა ბეჭდის წარმოქმნა. ვარაუდობენ, რომ სომბრეროს გალაქტიკის შუაგულში მასიური შავი ხვრელია მოთავსებული.

შავი თვალის გალაქტიკა

შესაძლებელია გალაქტიკა ბოროტად გამოიყურებოდეს? ეს ისეთი გალაქტიკაა, საიდანაც ყველა ის ბოროტი უცხოპლანეტელი შეიძლება გამოვიდეს, რომელიც ფილმებში გვინახავს. შავი თვალის გალაქტიკა, რომელსაც მძინარე მზეთუნახავის გალაქტიკასაც უწოდებენ, სავსეა წითელი ფერის შემცველებით. ეს წითელი ფერი აღნიშნავს წყალბადის სიუხვეს, რაც წარმოქმნის ვარსკვლავებს.

უცნაური ისაა, რომ ვარსკვლავები და წითელი ფერის აირი ერთი მიმართულებით ბრუნავს, არადა მის ირგვლივ შემორტყმული ნისლის ღრუბლები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.

ენჯისი 60

ეს იშვიათი სახის გალაქტიკაა, რომელსაც პოლარული ბეჭდის გალაქტიკას ეძახიან. აღმოჩენილია ათეულობით ასეთი გალაქტიკა. მხოლოდ ერთი მათგანის გამოსახულება არსებობს და ამ ერთ კადრში 10 000 გალაქტიკაა თავმოყრილი. ამ გალაქტიკებს აქვთ ბეჭდები, მტვერი და სხვა გალაქტიკის მახასიათებლები.

ენჯისი 474

ენჯისი 474 იმ უცნაურ მედუზებს გავს, ოკეანის სიღრმეში რომ ლივლივებენ და ანათებენ. ასტრონავტები ვერ ხვდებიან, რა იწვევს ასეთი დიდი ენერგიის საბადოს. თუმცა არსებობს თეორია, რომ ეს გალაქტიკა მის უკან მყოფ გალაქტიკასთან შედის კავშირში და ერთმანეთში შერწყმის პროცესში იმყოფებიან.

კენტავრი ა

შეუიარაღებელი თვალით ვერ იტყვი, რომ კენტავრი ა რაიმე განსაკუთრებული მახასიათებლით გამოირჩევა, მაგრამ როდესაც კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. კენტავრი ა გალაქტიკის სტანდარტებისთვისაც კი მასიურია. ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მტვრის ფარდის უკან გალაქტიკას სპირალი გააჩნია, რაც ძალიან უცნაურია, რადგან გალაქტიკებს ან სპირალი აქვთ, ან მტვერი. არავინ იცის, რა ხდება ამ გალაქტიკაში და როგორ წარმოიქმნა იქ ორივე მახასიათებელი, მაშინ, როდესაც ყველა სხვა გალაქტიკას ის ერთი აქვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს