Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ
იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

იუ­მო­რისტ და­ვით როს­ტო­მაშ­ვილს თავს და­ესხნენ. როს­ტო­მაშ­ვი­ლი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დრო­ის­თვის შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს სწავ­ლო­ბენ, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტო­მაშ­ვილს თავ­ში ბე­ის­ბო­ლის ბიტა ჩა­არ­ტყეს.

როს­ტო­მაშ­ვილს ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით არ სა­უბ­რო­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ოჯა­ხი ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­დი­ის­თვის გა­ცე­მის წი­ნა­აღ­მდე­გია.

ცოტა ხნის წინ კლი­ნი­კა­ში როს­ტო­მაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იუ­მო­რის­ტმა ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­ვით როს­ტო­მაშ­ვი­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

"მი­თხრეს, რომ კარ­გად არის, ნა­ხეს. კონ­ტაქ­ტუ­რია. სხვა არა­ფე­რი ვიცი", - აღ­ნიშ­ნა ბე­რუ­ლაშ­ვილ­მა.

მუ­სი­კოს გია ბა­ღაშ­ვი­ლის თქმით კი, როს­ტო­მაშ­ვილს თავ­ში ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყეს. "ამ ეტაპ­ზე ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. 5 წუ­თია, რაც გა­ვი­გე. მი­თხრეს, რომ თავ­ში ჩა­არ­ტყეს ბლაგ­ვი სა­გა­ნი", - აღ­ნიშ­ნა ბა­ღაშ­ვილ­მა.

ფო­ტოს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან "ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი" ავ­რცე­ლებს

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ. როსტომაშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

სამინისტროში ამ დროისთვის შემთხვევის დეტალებს სწავლობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს.

როსტომაშვილს ინგოროყვას კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოჯახი ინფორმაციის მედიისთვის გაცემის წინააღმდეგია.

ცოტა ხნის წინ კლინიკაში როსტომაშვილის ახლობლები და მეგობრები მივიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა განუცხადა, დავით როსტომაშვილი თავს კარგად გრძნობს.

"მითხრეს, რომ კარგად არის, ნახეს. კონტაქტურია. სხვა არაფერი ვიცი", - აღნიშნა ბერულაშვილმა.

მუსიკოს გია ბაღაშვილის თქმით კი, როსტომაშვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. "ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. 5 წუთია, რაც გავიგე. მითხრეს, რომ თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი", - აღნიშნა ბაღაშვილმა.

ფოტოს შემთხვევის ადგილიდან "ჯორჯიან თაიმსი" ავრცელებს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია