სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ემზადება კახა კალაძე?
რისთვის ემზადება კახა კალაძე?

"კახი კა­ლა­ძეს ყვე­ლა­ზე სუს­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი სტარ­ტი ჰქონ­და, თუმ­ცა მან სპორ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა - ცდი­ლობს, გან­ვი­თარ­დეს და ის­წავ­ლოს, მაგ­რამ მას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­სა, რო­მელ­საც დიდი შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვერ გა­და­ახ­ტე­ბა"

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა იყო ტვირ­თი, რომ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც მას ძვი­რი და­უჯ­და და რა­ტომ უნდა უნ­დო­დეს ამ მის­თვის აუ­წე­ვე­ლი ტვირ­თის კი­დევ ერთხელ ზიდ­ვა, გა­უ­გე­ბა­რია"

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კახი კა­ლა­ძე­ზე შე­თან­ხმდა. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი პოსტს და­ტო­ვებს და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ემ­ზა­დე­ბა. ვის რა პო­ზი­ცია და პო­ლი­ტი­კუ­რი წონა აქვს რო­გორც მმარ­თველ გუნდში, ისე ოპო­ზი­ცი­ა­ში, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხუთი თვით ადრე, "კვი­რის პა­ლიტ­რას" პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­ ესა­უბ­რე­ბა:

- თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კახი კალ­აძის კან­დი­და­ტუ­რა­ზე შიდა გან­ხილ­ვებ­ში­ მა­ინც ორ­ჭო­ფობ­და, დღეს უკვე თბი­ლი­სის მე­რად კა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლია. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არა მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", არა­მედ კა­ლა­ძის არა­ლო­გი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­მაჩ­ნია - რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ის თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცი­ით, გა­საკ­ვი­რია.

- რა­ტომ, თბი­ლი­სის მერი ხომ უფრო მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის თა­ნამ­დე­ბო­ბაა, ვიდ­რე ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის პოს­ტი?

- თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტი მის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გრძელ­ვა­დი­ან პო­ლი­ტი­კურ თა­მაშს იწყებს.

თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად თბი­ლი­სის მე­რის სტა­ტუ­სი ბევ­რად არ აღე­მა­ტე­ბა ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის პოსტს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კია და მას­ზე წას­ვლას მხო­ლოდ ორ შემ­თხვე­ვა­ში აქვს ახ­სნა: ან და­ა­ვალ­დე­ბუ­ლეს, ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა (თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, კა­ლა­ძეს და­ა­სა­ხე­ლებს კან­დი­და­ტად თუ ვინ­მე სხვას, რად­გან გუნდში არა­ვი­ნაა ლი­დე­რი და გა­მარ­ჯვე­ბაც მხო­ლოდ პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი), ან კახი კა­ლა­ძემ სა­კუ­თა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლის და­საგ­რო­ვებ­ლად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი თა­მა­ში და­ი­წყო. ბუ­ნებ­რი­ვია, თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს ზრდის, რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლით გა­მოს­ვლა სცა­დოს. თუმ­ცა სხვა საქ­მეა, რომ მის ამ­ბი­ცი­ებს რე­სურ­სე­ბი არ ემ­თხვე­ვა­ - თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კა­ლა­ძეს ყვე­ლა­ზე სუს­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი სტარ­ტი ჰქონ­და, თუმ­ცა მან სპორ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა - ცდი­ლობს, გან­ვი­თარ­დეს და ის­წავ­ლოს, მაგ­რამ მას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­სა, რო­მელ­საც დიდი შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვერ გა­და­ახ­ტე­ბა­ - შე­საძ­ლოა, ამ­ბი­ცია აქვს, მაგ­რამ კა­ლა­ძის ეროვ­ნულ ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ სის­ტე­მუ­რი მუ­შა­ო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რიც უნდა იყო, რისი "აკ­რე­ფაც" კა­ლა­ძეს არ შე­უძ­ლია - მან წარ­სულ­ში ბევ­რი პა­რა­მეტ­რი და­კარ­გა. შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კა­ში რა­ღაც ის­წავ­ლო, თუმ­ცა სწავ­ლა ბი­ოგ­რა­ფი­ის და­სა­წყი­სი­დან იწყე­ბა - ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შო, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი პო­ლი­ტი­კა­ში ეროვ­ნულ ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­ა­ლიო, არ გა­მო­ვა. თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ, თა­ვად ამის ილუ­ზია ჰქონ­დეს და უფრო მას­შტა­ბუ­რი თა­მა­შის წა­მო­სა­წყე­ბად ემ­ზა­დე­ბო­დეს.

- და ფიქ­რობთ, მმარ­თვე­ლი გუნ­დი კა­ლა­ძის და­მო­უ­კი­დე­ბელ მო­თა­მა­შედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რისკს ვერ ხე­დავს?

- შე­საძ­ლოა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ერ­თგვა­რი ბა­ლან­სის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში კი­დევ ერთი კან­დი­და­ტუ­რა შე­მოგ­ვთა­ვა­ზოს. ამ­ბო­ბენ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პერ­სო­ნაც გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თა­მაშ­ში გა­მოყ­ვა­ნა უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა - ერთ მდი­ნა­რე­ში ორ­ჯერ არ შე­დი­ან. შე­საძ­ლოა, თა­ვად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს სურს თა­მაშ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის, ისე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის","ეს უდი­დე­სი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა იყო ტვირ­თი, რომ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც მას ძვი­რი და­უჯ­და, რა­ტომ უნდა უნ­დო­დეს ამ მის­თვის აუ­წე­ვე­ლი ტვირ­თის კი­დევ ერთხელ ზიდ­ვა, გა­უ­გე­ბა­რია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რისთვის ემზადება კახა კალაძე?

რისთვის ემზადება კახა კალაძე?

"კახი კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპორტული ხასიათი გამოავლინა - ცდილობს, განვითარდეს და ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელსაც დიდი შრომის მიუხედავად, მაინც ვერ გადაახტება"

"ღარიბაშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო ტვირთი, რომლისგან გათავისუფლებაც მას ძვირი დაუჯდა და რატომ უნდა უნდოდეს ამ მისთვის აუწეველი ტვირთის კიდევ ერთხელ ზიდვა, გაუგებარია"

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატურაზე "ქართული ოცნება" კახი კალაძეზე შეთანხმდა. ამბობენ იმასაც, რომ უახლოეს დღეებში ენერგეტიკის მინისტრი პოსტს დატოვებს და არჩევნებისთვის ოფიციალურად მოემზადება. ვის რა პოზიცია და პოლიტიკური წონა აქვს როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში, არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი­ ესაუბრება:

- თუ "ქართული ოცნება" კახი კალ­აძის კანდიდატურაზე შიდა განხილვებში­ მაინც ორჭოფობდა, დღეს უკვე თბილისის მერად კალაძის კანდიდატურა საბოლოოდ გადაწყვეტილია. პირადად ჩემთვის ეს არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ კალაძის არალოგიკურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია - რატომ დაინტერესდა ის თბილისის მერის პოზიციით, გასაკვირია.

- რატომ, თბილისის მერი ხომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობაა, ვიდრე ენერგეტიკის მინისტრის პოსტი?

- თბილისის მერის პოსტი მისთვის შეიძლება საინტერესო იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშს იწყებს.

თანამდებობრივად თბილისის მერის სტატუსი ბევრად არ აღემატება ენერგეტიკის მინისტრის პოსტს, თუმცა მნიშვნელოვანი რისკია და მასზე წასვლას მხოლოდ ორ შემთხვევაში აქვს ახსნა: ან დაავალდებულეს, ეს გაეკეთებინა (თუმცა "ქართული ოცნებისთვის" არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, კალაძეს დაასახელებს კანდიდატად თუ ვინმე სხვას, რადგან გუნდში არავინაა ლიდერი და გამარჯვებაც მხოლოდ პარტიის პოლიტიკური კაპიტალის საფუძველზეა შესაძლებელი), ან კახი კალაძემ საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად მიზანმიმართული თამაში დაიწყო. ბუნებრივია, თბილისის მერის პოზიცია პოლიტიკური ფიგურის დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის, რადგან შესაძლებლობას აძლევს, არჩევნებისთვის საკუთარი პოლიტიკური ძალით გამოსვლა სცადოს. თუმცა სხვა საქმეა, რომ მის ამბიციებს რესურსები არ ემთხვევა­ - თავდაპირველად, ხელისუფლებაში კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპორტული ხასიათი გამოავლინა - ცდილობს, განვითარდეს და ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელსაც დიდი შრომის მიუხედავად, მაინც ვერ გადაახტება­ - შესაძლოა, ამბიცია აქვს, მაგრამ კალაძის ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. ამის მისაღწევად მხოლოდ სისტემური მუშაობა საკმარისი არ არის, პოლიტიკური ლიდერიც უნდა იყო, რისი "აკრეფაც" კალაძეს არ შეუძლია - მან წარსულში ბევრი პარამეტრი დაკარგა. შესაძლოა, პოლიტიკაში რაღაც ისწავლო, თუმცა სწავლა ბიოგრაფიის დასაწყისიდან იწყება - ნახევარი ცხოვრება ფეხბურთი ითამაშო, მეორე ნახევარი კი პოლიტიკაში ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბებას შეალიო, არ გამოვა. თუმცა არ გამოვრიცხავ, თავად ამის ილუზია ჰქონდეს და უფრო მასშტაბური თამაშის წამოსაწყებად ემზადებოდეს.

- და ფიქრობთ, მმართველი გუნდი კალაძის დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბების რისკს ვერ ხედავს?

- შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ერთგვარი ბალანსისთვის არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატურა შემოგვთავაზოს. ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერსონაც განიხილება, თუმცა ღარიბაშვილის თამაშში გამოყვანა უცნაურად მეჩვენება - ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. შესაძლოა, თავად ირაკლი ღარიბაშვილს სურს თამაშში დაბრუნება, მაგრამ როგორც ღარიბაშვილისთვის, ისე "ქართული ოცნებისთვის","ეს უდიდესი შეცდომა იქნება. ღარიბაშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო ტვირთი, რომლისგან გათავისუფლებაც მას ძვირი დაუჯდა, რატომ უნდა უნდოდეს ამ მისთვის აუწეველი ტვირთის კიდევ ერთხელ ზიდვა, გაუგებარია.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."