საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაალ უდუმაშვილის პირველი კომენტარი მერობის სავარაუდო კანდიდატობაზე
ზაალ უდუმაშვილის პირველი კომენტარი მერობის სავარაუდო კანდიდატობაზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნი ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მათი სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო.

რო­გორც უდუ­მაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია და მო­სა­ფიქ­რებ­ლად დრო ითხო­ვა.

უდუ­მაშ­ვი­ლი კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მი­სი­ვე თქმით, პარ­ტი­ის ლი­დე­რებს, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა.

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ვა­დას­ტუ­რებ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" მაქვს შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა და­ვა­ყე­ნო თბი­ლი­სის მე­რის პოსტზე და მი­ვი­ღო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ალ­ბათ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­ვა­ცხა­დებ.

უკ­რა­ი­ნა­ში მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­თან, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან.

მე ავი­ღე გარ­კვე­უ­ლი დრო მო­სა­ფიქ­რებ­ლად. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­მი­ღია არც იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თოდ ვიყ­რი თუ არა კენ­ჭს და არ მი­მი­ღია არც იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვიქ­ნე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თუ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი", - აღ­ნიშ­ნა ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

ზა­ა­ალ უდუ­მაშ­ვი­ლის მიერ თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შე­საძ­ლო კენ­ჭისყ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღეს გავ­რცელ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზაალ უდუმაშვილის პირველი კომენტარი მერობის სავარაუდო კანდიდატობაზე

ზაალ უდუმაშვილის პირველი კომენტარი მერობის სავარაუდო კანდიდატობაზე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და "კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერის არჩევნებში მათი სახელით მონაწილეობის შეთავაზება მიიღო.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთავაზებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

უდუმაშვილი კიევში იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, პარტიის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

"სამწუხაროდ, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, "ნაციონალური მოძრაობისგან" მაქვს შეთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას ალბათ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ.

უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან.

მე ავიღე გარკვეული დრო მოსაფიქრებლად. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს და არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, ვიქნები "ნაციონალური მოძრაობის" თუ დამოუკიდებელი კანდიდატი", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ზააალ უდუმაშვილის მიერ თბილისის მერის თანამდებობაზე შესაძლო კენჭისყრის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."