პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ
ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ

სა­უ­დის არა­ბე­თი, ეგ­ვიპ­ტე, ბაჰ­რე­ი­ნი და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი ყა­ტარ­თან დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას წყვე­ტენ. ამის მი­ზე­ზი, რე­გი­ონ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­მო­ტა­ნაა. მათი გან­ცხა­დე­ბით, ყა­ტა­რი ტე­რი­როს­ტულ ჯგუ­ფებს, მათ შო­რის ე.წ. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" აფი­ნან­სებს.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­დის არა­ბეთ­მა და­ხუ­რა და გა­ამ­კაც­რა სა­ზღვრის კონ­ტრო­ლი ყა­ტარ­თან, რის გა­მოც, ის იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცია. სა­უ­დის არა­ბე­თის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა იყო. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო ქმე­დე­ბა და დღემ­დე ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ამავდრო­უ­ლად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახლო მო­კავ­ში­რე­ე­ბი არი­ან.

სა­ზღვრის და­კეტ­ვამ­დე 2 კვი­რით ადრე ოთხი­ვე ქვე­ყა­ნამ დაბ­ლო­კა ყა­ტა­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბი... ამას­თან, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ა­მი­რო­ებ­მა ყა­ტა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ დიპ­ლო­მა­ტებს ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად 48 სა­ა­თი მის­ცა. აბუ და­ბიმ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დოჰა, ტე­რო­რიზ­მი­სა და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და და­ფი­ნან­სე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

თა­ვის მხრივ, ყა­ტა­რის სა­ხელ­მწი­ფო კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან მისი მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ბრალ­დე­ბებს ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლია ყა­ტა­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ყა­ტა­რის სა­ხელ­მწი­ფო სპარ­სე­თის ყუ­რეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის საბ­ჭოს მოქ­მე­დი წევ­რია, იცავს მის წეს­დე­ბას, პა­ტივს სცემს სხვა ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და არ ერე­ვა მათ შიდა საქ­მე­ებ­ში, აგ­რეთ­ვე ას­რუ­ლებს თა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ტე­რო­რიზ­მი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ ყა­ტა­რის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი ბრალ­დე­ბე­ბი ად­რეც არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და. მა­შინ და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ მსოფ­ლიო რა­ტომ­ღაც დუმს ყა­ტა­რის გარ­შე­მო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­შე­მო, არა­და, ყა­ტა­რი უხე­შად არ­ღვევს გა­ე­როს მიერ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ეხე­ბა. მა­შინ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­კრე­ტუ­ლად დოჰა აფი­ნან­სებს მათ გეგ­მებს.

მა­შინ­დელ პრე­სას მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავ­და 2013 წლის ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტი, სა­დაც სა­უ­დის არა­ბე­თის "ვა­ჰა­ბის­ტე­ბის" კვა­ლი იკ­ვე­თე­ბო­და, რომ­ლის ფი­ნან­სურ და იდე­ურ მხარ­და­ჭე­რა­საც, ყა­ტა­რი­დან იღებ­დნენ. ისი­ნი ის­ტო­რი­ულ პა­რა­ლე­ლე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტში მო­ნა­წილწ სა­უ­დე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის, გავ­ლე­ნი­ა­ნი ყა­ტა­რე­ლი ოჯა­ხის ალ თა­ნის მხარ­და­ჭე­რას იხ­სე­ნებ­დნენ..

ცოტა უფრო, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ შედ­გე­ნილ სი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მში ჩარ­თულ ქვეყ­ნებს შო­რის, ყა­ტარს "სა­პა­ტიო ად­გი­ლი" ეჭი­რა... გარ­და ამი­სა, "ვი­კი­ლიქ­სის" მა­სა­ლებს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფოს დე­პა­რა­ტა­მენტს ძა­ლი­ან ბევ­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა ჰქონ­და იმის შე­სა­ხებ, რომ ყა­ტა­რი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში "სა­ჭი­რო წერ­ტი­ლე­ბის" მო­ძი­ე­ბა­სა და იქ ტე­რაქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებს...

2010 წელს, დო­ჰა­ში ამე­რი­კის ელჩმა ლე­ბა­რონს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და ტე­ლეგ­რა­მა, სა­დაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია იყო და­ტა­ნი­ლი­და რომ­ლის შემ­დე­გაც ამე­რი­კის ელჩმა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ყა­ტა­რი ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბას გა­ნაგ­რძობ­და. მა­შინ ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მა "პე­ნინ­სი­უ­ლა­სა" და ამე­რი­კის ელჩს შო­რის, მთე­ლი დრა­მა გან­ვი­თარ­და... ყვე­ლა­ფე­რი კი, იმით დას­რულ­და, რომ ვა­შინგტონ­მა ყა­ტა­რი­დან თა­ვი­სი ელჩი გა­იწ­ვია და ეს საქ­მე ჩა­ფარ­ცხა.

ყა­ტა­რის და­ფი­ნან­სე­ბის კვალს ხე­დავ­და რუ­სე­თიც "ჩეჩ­ნურ სე­პა­რა­ტის­ტულ" მოძ­რა­ო­ბებ­ში. რუ­სუ­ლი პრე­სის მტკი­ცე­ბით, ის უხ­ვად აფი­ნან­სებ­და და შემ­დეგ ანა­წი­ლებ­და ჩე­ჩენ ბო­ე­ვი­კებს, რათა არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში და­გეგ­მილ ტე­რაქ­ტებ­ში, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გან­ლა­გე­ბულ რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "რო­დე­საც ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რუ­სეთ­მა ჩეჩ­ნეთ­სა და და­ნარ­ჩენ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, სის­ხლში ჩა­ახ­შო და "მო­ჯა­ჰე­დე­ბი" პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა, ყა­ტა­რის ემირ­მა იჩ­ქე­რი­ის "თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი" რეს­პუბ­ლი­კი­დან დევ­ნი­ლი ლი­დე­რი, იან­დარ­ბა­ე­ვი, თა­ვის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მცვე­ლებ­თან ერ­თად, დიდი პა­ტი­ვით მი­ი­ღო და და­ა­საქ­მა კი­დეც..."- წერს რუ­სუ­ლი პრე­სა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყა­ტარ­მა ტე­რი­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და ის­ლა­მურ ექ­სტრე­მის­ტებ­თან ფი­ნან­სუ­რი კავ­ში­რი, ფორ­მა­ლუ­რად გა­წყვი­ტა და და­ა­ფუძნა ის­ლა­მუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, "ყა­ტარ ალ-ხე­ი­რი­ას ჯა­მი­ა­თი", ასე­ვე, "შე­ი­ხი იდდ ალ-ჰე­ი­რია", ასე­ვე ყა­ტა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ე.წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ ან­გა­რი­შის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებ-გვერ­დზე, რო­მელ­თაც ფო­ნად შიმ­ში­ლის­გან სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­სუ­ლი სო­მა­ლე­ლი ბავ­შვე­ბი, ასე­ვე, აზი­ა­სა და აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში მუდ­მი­ვი ომე­ბის­გან კა­ტას­ტრო­ფის პი­რას მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს აგ­რო­ვებ­დნენ...

ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი რექს ტი­ლერ­სო­ნი ყა­ტა­რის სკან­და­ლის გარ­შე­მო შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას აფა­სებს და ქვეყ­ნებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. "ჩვენ ქვეყ­ნებს მო­ვუ­წო­დებთ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდნენ, რათა რა­ი­მე სა­ხის შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ონ და თუ ამა­ში ამე­რი­კას რა­ი­მე რო­ლის შე­ტა­ნა შე­ეძ­ლე­ბა, უკან არ და­ვი­ხევთ. რად­გან მსოფ­ლი­ოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არა­ბულ სა­ხელ­მწო­ფო­ებს შო­რის მში­ვოდ­ბა იყოს"- გა­ნა­ცხა­და ტი­ლერ­სონ­მა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ

ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებენ

საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტენ. ამის მიზეზი, რეგიონში დესტაბილიზაციის შემოტანაა. მათი განცხადებით, ყატარი ტერიროსტულ ჯგუფებს, მათ შორის ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" აფინანსებს.

BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა დახურა და გაამკაცრა საზღვრის კონტროლი ყატართან, რის გამოც, ის იზოლაციაში მოექცია. საუდის არაბეთის მაღალჩინოსნების განცხადებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო. გამოცემის ინფორმაციით, - ეს არის უპრეცედენტო ქმედება და დღემდე ყველაზე სერიოზული განხეთქილება სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის, რომლებიც ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეები არიან.

საზღვრის დაკეტვამდე 2 კვირით ადრე ოთხივე ქვეყანამ დაბლოკა ყატარის საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდები... ამასთან, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატარის წარმომადგენელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა. აბუ დაბიმ ოფიციალური დოჰა, ტერორიზმისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების მხარდაჭერასა და დაფინანსებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ყატარის სახელმწიფო კატეგორიულად უარყოფს არაბული სახელმწიფოების მხრიდან მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებს ტერორიზმის მხარდაჭერის შესახებ. აღნიშნულია ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ყატარის სახელმწიფო სპარსეთის ყურეს თანამშრომლობის საბჭოს მოქმედი წევრია, იცავს მის წესდებას, პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ერევა მათ შიდა საქმეებში, აგრეთვე ასრულებს თავის პასუხისმგებლობას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

თუმცა, ცნობილია, რომ ყატარის წინააღმდეგ ასეთი ბრალდებები ადრეც არაერთხელ გაჟღერდა. მაშინ დასავლურ მედიაში წერდნენ, რომ მსოფლიო რატომღაც დუმს ყატარის გარშემო გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის გარშემო, არადა, ყატარი უხეშად არღვევს გაეროს მიერ რეზოლუციას, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. მაშინ არსებული ინფორმაციით, კონკრეტულად დოჰა აფინანსებს მათ გეგმებს.

მაშინდელ პრესას მაგალითად მოჰყავდა 2013 წლის ბოსტონის ტერაქტი, სადაც საუდის არაბეთის "ვაჰაბისტების" კვალი იკვეთებოდა, რომლის ფინანსურ და იდეურ მხარდაჭერასაც, ყატარიდან იღებდნენ. ისინი ისტორიულ პარალელებით ხელმძღვანელობდნენ და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილწ საუდელი ტერორისტების, გავლენიანი ყატარელი ოჯახის ალ თანის მხარდაჭერას იხსენებდნენ..

ცოტა უფრო, ამერიკის სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის მიერ შედგენილ სიაში, საერთაშორისო ტერორიზმში ჩართულ ქვეყნებს შორის, ყატარს "საპატიო ადგილი" ეჭირა... გარდა ამისა, "ვიკილიქსის" მასალებს თუ დავუჯერებთ, ამერიკის სახელმწიფოს დეპარატამენტს ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა ჰქონდა იმის შესახებ, რომ ყატარი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყანაში "საჭირო წერტილების" მოძიებასა და იქ ტერაქტების განხორციელების გზებს...

2010 წელს, დოჰაში ამერიკის ელჩმა ლებარონს ხელში ჩაუვარდა ტელეგრამა, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო დატანილიდა რომლის შემდეგაც ამერიკის ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტს შეატყობინა, რომ ყატარი ტერორიზმის დაფინანსებას განაგრძობდა. მაშინ ადგილობრივ გამოცემა "პენინსიულასა" და ამერიკის ელჩს შორის, მთელი დრამა განვითარდა... ყველაფერი კი, იმით დასრულდა, რომ ვაშინგტონმა ყატარიდან თავისი ელჩი გაიწვია და ეს საქმე ჩაფარცხა.

ყატარის დაფინანსების კვალს ხედავდა რუსეთიც "ჩეჩნურ სეპარატისტულ" მოძრაობებში. რუსული პრესის მტკიცებით, ის უხვად აფინანსებდა და შემდეგ ანაწილებდა ჩეჩენ ბოევიკებს, რათა არაბულ ქვეყნებში დაგეგმილ ტერაქტებში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულ რუსულ შეიარაღებულ ძალების წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა. "როდესაც ეს წინააღმდეგობა რუსეთმა ჩეჩნეთსა და დანარჩენ ჩრდილოეთ კავკასიაში, სისხლში ჩაახშო და "მოჯაჰედები" პრაქტიკულად გაანადგურა, ყატარის ემირმა იჩქერიის "თვითაღიარებული" რესპუბლიკიდან დევნილი ლიდერი, იანდარბაევი, თავის მრავალრიცხოვან მცველებთან ერთად, დიდი პატივით მიიღო და დაასაქმა კიდეც..."- წერს რუსული პრესა.

მოგვიანებით, ყატარმა ტერირისტულ ორგანიზაციებთან და ისლამურ ექსტრემისტებთან ფინანსური კავშირი, ფორმალურად გაწყვიტა და დააფუძნა ისლამური საქველმოქმედო ფონდი, "ყატარ ალ-ხეირიას ჯამიათი", ასევე, "შეიხი იდდ ალ-ჰეირია", ასევე ყატარის საზოგადოება, რომელიც ე.წ. საერთაშორისო აქციებში მონაწილეობდა. მათ ანგარიშის ნახვა შეიძლებოდა მსხვილი სავაჭრო ორგანიზაციების ვებ-გვერდზე, რომელთაც ფონად შიმშილისგან სიკვდილის პირას მისული სომალელი ბავშვები, ასევე, აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მუდმივი ომებისგან კატასტროფის პირას მყოფი მოსახლეობის ფოტოები ჰქონდა და წლების განმავლობაში მილიონობით დოლარს აგროვებდნენ...

ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ყატარის სკანდალის გარშემო შექმნილ სიტუაციას აფასებს და ქვეყნებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. "ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, რათა რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ და თუ ამაში ამერიკას რაიმე როლის შეტანა შეეძლება, უკან არ დავიხევთ. რადგან მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, არაბულ სახელმწოფოებს შორის მშივოდბა იყოს"- განაცხადა ტილერსონმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე