მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ითვისებენ სოხუმს რუსები
როგორ ითვისებენ სოხუმს რუსები

აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა სო­ხუმ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის ვი­ზი­ტი იზე­ი­მა. აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტ რაულ ხა­ჯიმ­ბას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აფხა­ზე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ი­მე­დო გა­რან­ტი­აა.

"ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი შე­თან­ხმე­ბე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბით, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მი­მარ­თავს, რათა გა­რე­დან აგ­რე­სია აღარ გან­მე­ორ­დეს", - აღ­ნიშ­ნა სერ­გეი ლავ­როვ­მა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ლავ­როვს ჰკი­თხეს კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აფხა­ზე­თის შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზეც ლავ­როვ­მა უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თი ასეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, თუმ­ცა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რის, ან მეთ­ვალ­ყუ­რის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ქვეყ­ნის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა. აქვე ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზეთს შო­რის ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის, იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია.

"ე.წ. ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ას შე­დე­გი მო­აქვს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რე­ა­ლუ­რია ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვის" - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი ლავ­როვ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი "სა­ელ­ჩოს" ახა­ლი კომ­პლექ­სი იყო, რო­მე­ლიც სერ­გეი ლავ­როვ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნა, ის 14 ათასს კვად­რა­ტულ მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­ბის "სა­ელ­ჩო" სო­ხუ­მის გულ­ში, ზღვას­თან ახ­ლოს, ფრუნ­ზე­სა და ლა­კო­ბას ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში, დამ­წვა­რი სას­ტუმ­რო "აფხა­ზე­თის" გვერ­დით გა­იხ­სნა. რთულ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ კომ­პლექსს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის კუ­ჩე­რენ­კოს სა­ხე­ლო­ბის სამ­შე­ნებ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა და­აპ­რო­ექ­ტა, 11 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უკა­ვია და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შვიდ ნა­გე­ბო­ბას­თან ერ­თად, დიდი სა­ცუ­რაო აუ­ზიც აქვს. მას თით­ქმის 4 წელი აშე­ნებ­დნენ.

ამას გარ­და, და­მა­ტე­ბით 3 ათა­სი კვ.მ. მიწა, რუ­სე­თის "ელ­ჩის" "რე­ზი­დენ­ცი­ის­თვის" აფხა­ზებ­მა სი­ნოპ­ში, თბი­ლი­სის გზატ­კე­ცილ­ზე გა­მოყ­ვეს, რო­მელ­საც ახლა კო­დო­რის "შოსე" უწო­დეს და 3 სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე აა­გეს.

რუ­სეთ­მა 2,5 ჰექ­ტა­რი მიწა სო­ხუმ­ში, 2010 წელს - 99-წლი­ა­ნი "იჯა­რით" აიღო. "იჯა­რის" ფასი წე­ლი­წად­ში, სიმ­ბო­ლუ­რად 1 რუ­სუ­ლი რუბ­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ 99 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ხუ­მის ბი­უ­ჯეტ­ში და­ახ­ლო­ე­ბით - 4 ლარი შევა. პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ასე­თი კომ­პლექ­სის ფასი 5 მი­ლი­არდ რუ­სულ რუბლს (90 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს) აღე­მა­ტე­ბა. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, სო­ხუმ­ში რუ­სე­თის სახ­სრე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბად ით­ვლე­ბა.

რუ­სე­თის "სა­ელ­ჩოს" ახა­ლი, გრან­დი­ო­ზუ­ლი შე­ნო­ბის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში - აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ რუ­სუ­ლი "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კომ­პლექ­სის" მას­შტა­ბე­ბი, რომ­ლის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი, რა­ტომ­ღაც "ქვე­ყა­ნას" არ ეტყო­ბა, სო­ხუ­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რას ამა­ხინ­ჯებს.

აფხა­ზე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია კი­დევ ერ­თმა ფაქ­ტმა - "სა­ელ­ჩო­სა" და "რე­ზი­დენ­ცი­ის" მშე­ნებ­ლო­ბის დროს რუ­სებ­მა იქვე, ლა­კო­ბა-ფრუნ­ზეს ქუ­ჩი­სა და თბი­ლი­სის გზატ­კე­ცილ­თან არ­სე­ბუ­ლი ტრო­ტუ­ა­რიც აით­ვი­სეს. ეს ის ად­გი­ლე­ბია, სა­დაც 1933 წელს გა­შე­ნე­ბუ­ლი ვა­შინგტო­ნის ცნო­ბი­ლი პალ­მე­ბი ხა­რობს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­ბი "სა­ელ­ჩოს" უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აპი­რე­ბენ მთლი­ა­ნად ჩა­კე­ტონ ფრუნ­ზეს ქუ­ჩის და­სა­წყი­სი, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის ცნო­ბილ სა­ნა­პი­რო­ზე გა­დის. გა­ა­უქ­მონ ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას აუკ­რძა­ლონ ფრუნ­ზე­დან სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "ნარ­თა­ში" შეს­ვლა და იქ ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბა. ეს რეს­ტო­რა­ნი სო­ხუმ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე 1968 წლი­დან არის გახ­სნი­ლი...

ამ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ამ ქუ­ჩი­დან გა­სას­ვლე­ლი აღარ იქ­ნე­ბა. სა­ნა­პი­რო­ზე გა­სას­ვლე­ლად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბით მო­უ­წევთ სი­ა­რუ­ლი. "თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის კა­ნო­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მივ­ხვდე­ბით, რომ ეს არც ისე უსაფრ­თხოა...თუმ­ცა, ჩვე­ნი სუს­ტი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, ისი­ნი აქა­უ­რო­ბას ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ით­ვი­სე­ბენ", - წე­რენ აფხა­ზე­ბი, თუმ­ცა, მათ უთხრეს, რომ პრო­ექ­ტი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ვე­რა­ფერს შეც­ვლი­ან.

მე­ო­რე ნა­წი­ლის თქმით, მათი სა­ი­მე­დო საყ­რდე­ნი რუ­სე­თია, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს აფხა­ზე­თის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას". ამის დას­ტუ­რია ლავ­რო­ვის ჟეს­ტი, რო­მელ­მაც "სო­ხუმ­ში აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კო".

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

როგორ ითვისებენ სოხუმს რუსები

როგორ ითვისებენ სოხუმს რუსები

აფხაზური საზოგადოების ერთმა ნაწილმა სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი იზეიმა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აფხაზეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა.

"ჩვენი ურთიერთობა გამყარებულია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით და კონკრეტული ზომებით, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მიმართავს, რათა გარედან აგრესია აღარ განმეორდეს", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

პრესკონფერენციაზე ლავროვს ჰკითხეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში აფხაზეთის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი ასეთ თანამშრომლობას მიესალმება, თუმცა, სრულფასოვანი წევრის, ან მეთვალყურის სტატუსის მიღებას ორგანიზაციაში გაერთიანებული ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება. აქვე ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის ხელმოწერა სრულიად რეალურია.

"ე.წ. ჟენევის დისკუსიას შედეგი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულნი ვართ, რომ უახლოეს მომავალში რეალურია ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმება, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიზეზი "საელჩოს" ახალი კომპლექსი იყო, რომელიც სერგეი ლავროვმა ოფიციალურად გახსნა, ის 14 ათასს კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, რუსების "საელჩო" სოხუმის გულში, ზღვასთან ახლოს, ფრუნზესა და ლაკობას ქუჩების კუთხეში, დამწვარი სასტუმრო "აფხაზეთის" გვერდით გაიხსნა. რთულ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც რუსეთის კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ინსტიტუტმა დააპროექტა, 11 ათასი კვადრატული მეტრი უკავია და სხვადასხვა დანიშნულების შვიდ ნაგებობასთან ერთად, დიდი საცურაო აუზიც აქვს. მას თითქმის 4 წელი აშენებდნენ.

ამას გარდა, დამატებით 3 ათასი კვ.მ. მიწა, რუსეთის "ელჩის" "რეზიდენციისთვის" აფხაზებმა სინოპში, თბილისის გზატკეცილზე გამოყვეს, რომელსაც ახლა კოდორის "შოსე" უწოდეს და 3 სართულიანი სასახლე ააგეს.

რუსეთმა 2,5 ჰექტარი მიწა სოხუმში, 2010 წელს - 99-წლიანი "იჯარით" აიღო. "იჯარის" ფასი წელიწადში, სიმბოლურად 1 რუსული რუბლია, რაც ნიშნავს, რომ 99 წლის განმავლობაში, სოხუმის ბიუჯეტში დაახლოებით - 4 ლარი შევა. პროექტის ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია. ექსპერტების აზრით, ასეთი კომპლექსის ფასი 5 მილიარდ რუსულ რუბლს (90 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება. შეთანხმების მიხედვით, სოხუმში რუსეთის სახსრებით აშენებული ყველა უძრავი ქონება რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება.

რუსეთის "საელჩოს" ახალი, გრანდიოზული შენობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა აფხაზურ საზოგადოებაში - აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული "დიპლომატიური კომპლექსის" მასშტაბები, რომლის მუშაობის შედეგი, რატომღაც "ქვეყანას" არ ეტყობა, სოხუმის არქიტექტურას ამახინჯებს.

აფხაზების მწვავე რეაქცია გამოიწვია კიდევ ერთმა ფაქტმა - "საელჩოსა" და "რეზიდენციის" მშენებლობის დროს რუსებმა იქვე, ლაკობა-ფრუნზეს ქუჩისა და თბილისის გზატკეცილთან არსებული ტროტუარიც აითვისეს. ეს ის ადგილებია, სადაც 1933 წელს გაშენებული ვაშინგტონის ცნობილი პალმები ხარობს.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსები "საელჩოს" უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებენ მთლიანად ჩაკეტონ ფრუნზეს ქუჩის დასაწყისი, რომელიც სოხუმის ცნობილ სანაპიროზე გადის. გააუქმონ ავტობუსის გაჩერება და მოსახლეობას აუკრძალონ ფრუნზედან სანაპიროზე მდებარე რესტორან "ნართაში" შესვლა და იქ ავტომანქანის პარკირება. ეს რესტორანი სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე 1968 წლიდან არის გახსნილი...

ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე გასასვლელად საავტომობილო გზებით მოუწევთ სიარული. "თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის კანონის მიმართ დამოკიდებულებას, მივხვდებით, რომ ეს არც ისე უსაფრთხოა...თუმცა,  ჩვენი სუსტი პროტესტის ფონზე, ისინი აქაურობას ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ", - წერენ აფხაზები, თუმცა, მათ უთხრეს, რომ პროექტი უკვე დასრულებულია და ვერაფერს შეცვლიან.

მეორე ნაწილის თქმით, მათი საიმედო საყრდენი რუსეთია, რომელიც პატივს სცემს აფხაზეთის "დამოუკიდებლობას". ამის დასტურია ლავროვის ჟესტი, რომელმაც "სოხუმში აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე