სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დააბრუნებს კოკოითს?
ვინ დააბრუნებს კოკოითს?

ცხინ­ვალ­ში კო­კო­ი­თის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. დღეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცხინ­ვალ­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ და დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს, რო­მე­ლიც 9 აპ­რი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ედუ­არდ კო­კო­ი­თის კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. 

2017 წლის 4 მარტს ედუ­არდ კო­კო­ი­თის კან­დი­და­ტუ­რა ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ იმ მო­ტი­ვით მოხ­სნა, რომ კო­კო­ი­თი ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ ოსეთ­ში არ ცხოვ­რობ­და. ამას­თან, მან არ წარ­მო­ად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ასე­ვე ცნო­ბა ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

რუ­სუ­ლი და ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 300 ადა­მი­ა­ნი იყო მი­სუ­ლი. მათი დიდი ნა­წი­ლი ცხინ­ვალ­ში, სო­ფელ ხე­თა­გუ­რო­ვი­დან და წი­ნა­გა­რი­დან ჩა­მო­ვი­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­მო­აზ­რე­ნი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ; მათ ხელ­ში რუ­სე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დრო­შე­ბი, ასე­ვე, ედუ­არდ კო­კო­ი­თი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პორ­ტრე­ტე­ბი ეკა­ვათ... იმ დროს მათი რჩე­უ­ლი ე.წ. სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და კონ­სულ­ტა­ცი­ებს მარ­თავ­და. შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი მხარ­დამ­ჭე­რებს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, კა­ნო­ნის დაც­ვი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ქცე­ვის­კენ მო­უ­წო­და...

დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და რე­ფე­რენ­დუ­მი სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის "ალა­ნი­ას" დარ­ქმე­ვის სა­კი­თხზე 2017 წლის 9 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვიც მო­ნა­წი­ლე­ობს.

კო­კო­ი­თის მომ­ხრე­ებ­მა აქ­ცი­ას "სა­ხალ­ხო მარ­ში" უწო­დეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ "ცუდი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" შეც­ვლას ითხო­ვენ... მათი თქმით, კო­კო­ი­თის­თვის კენ­ჭის ყრის უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვით, მათ ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას არ­თმე­ვენ.

"ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მის­თვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­ზღუდ­ვა. თუ ასე­თი მი­უ­ღე­ბე­ლი, ურჩხუ­ლი და კა­ცი­ჭა­მი­აა ეს კაცი, არ მივ­ცემთ ხმას და პრობ­ლე­მაც ამით ამო­ი­წუ­რე­ბა. და­უშ­ვან მისი კან­დი­და­ტუ­რაც და თუ წა­ა­გებს, მივ­ხვდე­ბით, რომ უღირ­სია. რაც მეტს ებ­რძვი­ან, მით მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­უ­ცხა­დებს მას სო­ლი­და­რო­ბას. ეტყო­ბა ეში­ნი­ათ, რომ გა­ი­მარ­ჯვებს..."

რო­გორც ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი ძა­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში დაბ­რუ­ნე­ბა ახა­ლი ტრენ­დია, ან უბ­რა­ლოდ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მათ უკან მდგო­მი ძა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. თი­ბი­ლო­ვის კლანს კო­კო­ი­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შემ­თხვე­ვით არ აღელ­ვებს, მან იცის, რომ არა­ღი­ა­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას ოპო­ზი­ცი­ამ ხმა­თა 80% მი­ი­ღო.

არც კო­კო­ი­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაა შემ­თხვე­ვი­თი. მან თა­ვის მომ­ხრე­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს ამ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა იმე­დე­ბი გა­უც­რუა, რად­გან "მან ვერ შეძ­ლო ოსე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დას­ვლის აღ­კვე­თა" და მისი შეც­ვლის დრო დად­გა. "ჩვენ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ. თი­ბი­ლოვ­მა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან სამ­ხრეთ ოსე­თის ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­ახ­მა­რა... ცალ­კე თე­მაა მისი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ რუ­სე­თის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და სხვა მო­ღა­ლა­ტუ­რი სა­ქი­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც ვე­ღარ მო­ვით­მენთ". კო­კო­ით­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ 14 მარტს და­ნიშ­ნუ­ლი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი­სა და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რა ჩა­ი­შა­ლა. მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რის თა­რიღ­მა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­წია...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს და ვლა­დი­მერ პუ­ტინს ცხინ­ვა­ლის ე.წ. ცალ­კე­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი უნდა გა­ნე­ხი­ლათ...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, ეჭვგა­რე­შეა, რომ რუ­სე­თი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს. რო­გორც თი­ბი­ლო­ვი, ასე­ვე კო­კო­ი­თი მისი ბრძა­ნე­ბის უსი­ტყვო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ისე­ვე რო­გორც აფხა­ზეთ­ში, აქაც ამ ორი პერ­სო­ნის უკან სხვა­დას­ხვა რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი დგა­ნან.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ დააბრუნებს კოკოითს?

ვინ დააბრუნებს კოკოითს?

ცხინვალში კოკოითის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები ცხინვალში უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს განცხადება გააპროტესტეს, რომელიც 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ კოკოითის კანდიდატურის მოხსნის საკითხს განიხილავს. 

2017 წლის 4 მარტს ედუარდ კოკოითის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მოტივით მოხსნა, რომ კოკოითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა. ამასთან, მან არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

რუსული და ოსური მედიის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 300 ადამიანი იყო მისული. მათი დიდი ნაწილი ცხინვალში, სოფელ ხეთაგუროვიდან და წინაგარიდან ჩამოვიდა. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრენი და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ; მათ ხელში რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშები, ასევე, ედუარდ კოკოითისა და ვლადიმერ პუტინის პორტრეტები ეკავათ... იმ დროს მათი რჩეული ე.წ. სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა და კონსულტაციებს მართავდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი მხარდამჭერებს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, კანონის დაცვისა და მშვიდობიანი ქცევისკენ მოუწოდა...

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის "ალანიას" დარქმევის საკითხზე 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს.

კოკოითის მომხრეებმა აქციას "სახალხო მარში" უწოდეს და აღნიშნეს, რომ "ცუდი ხელისუფლების" შეცვლას ითხოვენ... მათი თქმით, კოკოითისთვის კენჭის ყრის უფლების წართმევით, მათ ხმის მიცემის უფლებას ართმევენ.

"ჩვენთვის მიუღებელია მისთვის მონაწილეობის მიღების შეზღუდვა. თუ ასეთი მიუღებელი, ურჩხული და კაციჭამიაა ეს კაცი, არ მივცემთ ხმას და პრობლემაც ამით ამოიწურება. დაუშვან მისი კანდიდატურაც და თუ წააგებს, მივხვდებით, რომ უღირსია. რაც მეტს ებრძვიან, მით მეტი ადამიანი გამოუცხადებს მას სოლიდარობას. ეტყობა ეშინიათ, რომ გაიმარჯვებს..."  

როგორც ბოლოდროინდელი პროცესებიდან ირკვევა, ოკუპირებულ რეგიონებში ყოფილი მმართველი ძალების ხელისუფლების სათავეში დაბრუნება ახალი ტრენდია, ან უბრალოდ, რუსეთის ფედერაციაში მათ უკან მდგომი ძალები აქტიურობენ. თიბილოვის კლანს კოკოითის გააქტიურება შემთხვევით არ აღელვებს, მან იცის, რომ არაღიარებულ აფხაზეთში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისას ოპოზიციამ ხმათა 80% მიიღო.

არც კოკოითის გააქტიურებაა შემთხვევითი. მან თავის მომხრეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, რადგან "მან ვერ შეძლო ოსების საქართველოში სამკურნალოდ გადასვლის აღკვეთა" და მისი შეცვლის დრო დადგა. "ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ. თიბილოვმა ამ წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში გადარიცხული თანხები საკუთარ კეთილდღეობას მოახმარა... ცალკე თემაა მისი მაღალჩინოსნების მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები და სხვა მოღალატური საქიციელი, რომელსაც ვეღარ მოვითმენთ". კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ 14 მარტს დანიშნული ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჩაიშალა. მისივე თქმით, შეხვედრის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია...

რუსული მედიის ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვს და ვლადიმერ პუტინს ცხინვალის ე.წ. ცალკეული დანაყოფების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების საკითხი უნდა განეხილათ...

რუსული მედიის მტკიცებით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში ვითარებას სრულად აკონტროლებს. როგორც თიბილოვი, ასევე კოკოითი მისი ბრძანების უსიტყვო შემსრულებლები არიან, მაგრამ ისევე როგორც აფხაზეთში, აქაც ამ ორი პერსონის უკან სხვადასხვა რუსული ძალები დგანან.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე