სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზი 10 თეთრით გაძვირდება?
გაზი 10 თეთრით გაძვირდება?

ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­და­სა­ხა­დი ძვე­ლი და ახა­ლი აბო­ნენ­ტე­ბის­თვის გა­თა­ნაბრდე­ბა. ცვლი­ლე­ბა მას შემ­დეგ მოხ­დე­ბა, რაც გა­ზის ტა­რი­ფე­ბი სე­მე­კის სრულ რე­გუ­ლა­ცი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ძვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი გა­იზ­რდე­ბა, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ კი­დეც. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში გა­ზის გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ.

ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სექ­ტორ­ში გა­ზის ტა­რი­ფე­ბის სრულ რე­გუ­ლი­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ირი­ნა მი­ლო­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, რამ­დე­ნა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფე­ბის გა­და­ან­გა­რი­შე­ბი­სას, ე. წ. ახა­ლი აბო­ნენ­ტე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის მიღ­მა და­ტო­ვე­ბა სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი იყო.

რას გა­მო­იწ­ვევს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა? აბო­ნენ­ტთა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ამ­ჟა­მად კო­მუ­ნა­ლუ­რი ტა­რი­ფი 45 თეთ­რია, 2008 წლის აგ­ვის­ტო­დან ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბულ­თათ­ვის კი - 55-59 თეთ­რი (მათ პირ­და­პირ გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია უწე­სებს ტა­რიფს). ხომ არ ნიშ­ნავს ეს, რომ ძვე­ლი აბო­ნენ­ტე­ბის­თვის გა­და­სა­ხა­დი გა­იზ­რდე­ბა და ახა­ლი აბო­ნენ­ტე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ ტა­რიფს გა­უ­თა­ნაბრდე­ბა? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, გა­ზა­ფხუ­ლი­დან 1 კბ/მ გაზი 55-60 თეთ­რამ­დე გაძ­ვირ­დეს.

ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რი გოჩა შო­ნია აცხა­დებს, რომ ყვე­ლა აბო­ნენ­ტის­თვის გა­ნაკ­ვე­თის წესი ერ­თნა­ი­რი იქ­ნე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს მხო­ლოდ სე­მე­კის პო­ზი­ცი­აა. იგი იმე­დოვ­ნებს, რომ ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას სე­მე­კის მო­საზ­რე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო სექ­ტორ­ში და­რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი გა­უქ­მდეს. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სია ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მომ­ხმა­რე­ლებს და­უდ­გენს ტა­რიფს, რაც იქ­ნე­ბა ერთი მთლი­ა­ნი რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სექ­ტო­რი. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ერ­თნა­ი­რი გა­ნაკ­ვე­თის წესი იმოქ­მე­დებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

გაზი 10 თეთრით გაძვირდება?

გაზი 10 თეთრით გაძვირდება?

ბუნებრივი აირის გადასახადი ძველი და ახალი აბონენტებისთვის გათანაბრდება. ცვლილება მას შემდეგ მოხდება, რაც გაზის ტარიფები სემეკის სრულ რეგულაციაში დაბრუნდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მოსალოდნელია, რომ ძველი მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზრდება, რასაც სპეციალისტები ვარაუდობენ კიდეც. მარეგულირებელ კომისიაში გაზის გადასახადის გაძვირების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო სექტორში გაზის ტარიფების სრულ რეგულირებაში დაბრუნების საკითხი განიხილება. ირინა მილორავას განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი, რამდენადაც ბუნებრივი გაზის ტარიფების გადაანგარიშებისას, ე. წ. ახალი აბონენტების რეგულირების მიღმა დატოვება სრულიად გაუმართლებელი იყო.

რას გამოიწვევს ასეთი გადაწყვეტილება? აბონენტთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამჟამად კომუნალური ტარიფი 45 თეთრია, 2008 წლის აგვისტოდან ქსელზე მიერთებულთათვის კი - 55-59 თეთრი (მათ პირდაპირ გამანაწილებელი კომპანია უწესებს ტარიფს). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ძველი აბონენტებისთვის გადასახადი გაიზრდება და ახალი აბონენტებისთვის განსაზღვრულ ტარიფს გაუთანაბრდება? ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაზაფხულიდან 1 კბ/მ გაზი 55-60 თეთრამდე გაძვირდეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია აცხადებს, რომ ყველა აბონენტისთვის განაკვეთის წესი ერთნაირი იქნება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ სემეკის პოზიციაა. იგი იმედოვნებს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სემეკის მოსაზრებას გაითვალისწინებს.

"ჩვენი მიზანია, რომ სამომხმარებლო სექტორში დარეგულირების მექანიზმი გაუქმდეს. შესაბამისად, კომისია ყველა კატეგორიის მომხმარელებს დაუდგენს ტარიფს, რაც იქნება ერთი მთლიანი რეგულირებული სექტორი. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ერთნაირი განაკვეთის წესი იმოქმედებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი