პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს
"ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ბიბ­ლუ­სი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"15 თე­ბერ­ვალს, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი შე­იჭრ­ნენ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" და უხე­შად ჩა­შა­ლეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. მათ, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას" თა­ნამ­შრომ­ლებს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მათ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა და და­არ­ღვი­ეს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი.

"ბიბ­ლუ­სი" კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ არ შე­ე­გუ­ე­ბა ძა­ლის­მი­ერ და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს მის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი, მარ­თუ­ლი თუ არა­მარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან. ვა­ცხა­დებთ, რომ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ერთი კვი­რის წინ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია თა­ვი­დან­ვე აგე­ბუ­ლი იყო ცრუ ბრალ­დე­ბებ­სა და ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე. "ბიბ­ლუ­სი" ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი გზით და­ი­ცავს მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს და არ და­უშ­ვებს სა­ხე­ლი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლა­ხავ ქმე­დე­ბებს.

გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბა იყო და არის "ბიბ­ლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი. სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კომ­პა­ნი­ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი და დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

ამას­თან, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან, რო­მელ პო­ზი­ცი­ა­ზეც არ უნდა მუ­შა­ობ­დნენ ისი­ნი, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა და ში­და­გა­ნა­წე­სის უხეშ დარ­ღვე­ვას, კო­ლე­გე­ბის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მო­პყრო­ბას და კომ­პა­ნი­ის რე­სურ­სე­ბის არა­მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბას "ბიბ­ლუ­სის" მხრი­დან ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბა სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა. სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვა გახ­და "ბიბ­ლუ­სი­დან" რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი" - ნათ­ქვა­მია "ბიბ­ლუ­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს

"ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს

"ბიბლუსი გალერეაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"15 თებერვალს, "აუდიტორია 115"-ის აქტივისტები შეიჭრნენ "ბიბლუსი გალერეაში" და უხეშად ჩაშალეს სამუშაო პროცესი. მათ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ბიბლუსი გალერეას" თანამშრომლებს, განახორციელეს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაარღვიეს მომხმარებელთა უფლებები.

"ბიბლუსი" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ შეეგუება ძალისმიერ და უკანონო ქმედებებს მის წინააღმდეგ ნებისმიერი, მართული თუ არამართული ძალებისა და ორგანიზაციების მხრიდან. ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ერთი კვირის წინ პროვოცირებული კამპანია თავიდანვე აგებული იყო ცრუ ბრალდებებსა და ცილისწამებაზე. "ბიბლუსი" ყველა კანონიერი გზით დაიცავს მისი თანამშრომლებისა და კომპანიის ინტერესებს და არ დაუშვებს სახელისა და რეპუტაციის შემლახავ ქმედებებს.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, ღირსეული ანაზღაურება და მათი განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო და არის "ბიბლუსის" ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის მრავალწლიანი და დინამიური განვითარება.

ამასთან, თანამშრომლების მხრიდან, რომელ პოზიციაზეც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, შრომითი ხელშეკრულებისა და შიდაგანაწესის უხეშ დარღვევას, კოლეგების მიმართ უპატივცემულოდ მოპყრობას და კომპანიის რესურსების არამართლზომიერად გამოყენებას "ბიბლუსის" მხრიდან ყოველთვის მოჰყვება სათანადო სამართლებრივი რეაგირება. სწორედ ზემოხსენებული პრინციპების დარღვევა გახდა "ბიბლუსიდან" რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი" - ნათქვამია "ბიბლუსის" განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი