საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზონანსი - "ყოველი მეშვიდე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება!"
რეზონანსი - "ყოველი მეშვიდე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება!"

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ს სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლი­დან არა­ფე­რი რჩე­ბა. პირ­ვე­ლა­დი ხარ­ჯის გარ­და, რო­მე­ლიც სა­არ­სე­ბო სურ­სა­თის შე­ძე­ნას ხმარ­დე­ბა, მათი შე­მო­სა­ვა­ლი სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის კრე­დი­ტის და­ფარ­ვის­კენ მი­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ყო­ვე­ლი მეშ­ვი­დე ოჯა­ხი კი ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლით იკ­ვე­ბე­ბა.

სტა­ტის­ტი­კო­სე­ბის თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 2016 წელი ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით საკ­მა­ოდ მძი­მე იყო, მო­ნა­ცე­მე­ბიც ასე­თი­ვე სიმ­ძი­მის იქ­ნე­ბა. სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი ფე­ნის ოჯა­ხებ­ში თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო თან­ხის და­ზოგ­ვის შანსს ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იძ­ლე­ვა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი 2017 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ზეც ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას და ამ­ბო­ბენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას წინ "მში­ე­რი თვე­ე­ბი" ელო­დე­ბა. ამის სა­ბაბს მკვეთ­რად გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლარი და გაძ­ვი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვი იძ­ლე­ვა.

2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით (შარ­შან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა), ერთი ადა­მი­ა­ნის თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 284,5 ლარს შე­ად­გენ­და, ერთი ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბის, ანუ ერთი ოჯა­ხი­სა კი - 1022,3 ლარს. ამა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი ოჯა­ხის თვი­უ­რი ხარ­ჯი - 1004,7, ხოლო ერთი ადა­მი­ა­ნის 279,6 ლა­რია. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­მო­სავ­ლებ­სა და ხარ­ჯებს შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფუ­ლის გა­და­დე­ბას სა­ერ­თოდ ვერ ახერ­ხებს. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ზე­და­პი­რუ­ლი გათ­ვლით, მხო­ლოდ 30%-ს გა­აჩ­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ შე­მო­სა­ვალ­სა და ხარჯს შო­რის სხვა­ო­ბა თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­ლებს. თუ 2015 წელს ერთ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე ეს სხვა­ო­ბა 17,6 ლარი იყო, ერთ ადა­მი­ან­ზე კი სულ რა­ღაც 4,9 ლარი, 2014-ში სხვა­ო­ბამ, შე­სა­ბა­მი­სად, 27,7 და 7,7 ლარი შე­ად­გი­ნა.

ემ­პი­რი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მდიდ­რე­ბი და შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი ერ­თად აღე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 10%-ია. აქე­დან, 2-2,5% მდი­და­რია, და­ნარ­ჩე­ნი - შეძ­ლე­ბუ­ლი. სა­შუ­ა­ლო ფე­ნაც ასე­ვე 8-10%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 80%-ის ცხოვ­რე­ბის სტან­დარ­ტი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნე­ბის ნორ­მას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რეზონანსი - "ყოველი მეშვიდე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება!"

რეზონანსი - "ყოველი მეშვიდე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება!"

საქართველოს მოსახლეობის 80%-ს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებსა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისკენ მიიმართება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ყოველი მეშვიდე ოჯახი კი ნასესხები ფულით იკვებება.

სტატისტიკოსების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელი ფინანსური კუთხით საკმაოდ მძიმე იყო, მონაცემებიც ასეთივე სიმძიმის იქნება. საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებში თუნდაც უმნიშვნელო თანხის დაზოგვის შანსს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა არ იძლევა. სპეციალისტები 2017 წლის პირველ ნახევარზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მოსახლეობას წინ "მშიერი თვეები" ელოდება. ამის საბაბს მკვეთრად გაუფასურებული ლარი და გაძვირებული საწვავი იძლევა.

2015 წლის მონაცემებით (შარშანდელი მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა), ერთი ადამიანის თვიური შემოსავალი 284,5 ლარს შეადგენდა, ერთი შინამეურნეობის, ანუ ერთი ოჯახისა კი - 1022,3 ლარს. ამავე მონაცემებით, ერთი ოჯახის თვიური ხარჯი - 1004,7, ხოლო ერთი ადამიანის 279,6 ლარია. ამ შემთხვევაში შემოსავლებსა და ხარჯებს შორის მინიმალური სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფულის გადადებას საერთოდ ვერ ახერხებს. ამის შესაძლებლობა ზედაპირული გათვლით, მხოლოდ 30%-ს გააჩნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა თითქმის ყოველწლიურად იკლებს. თუ 2015 წელს ერთ შინამეურნეობაზე ეს სხვაობა 17,6 ლარი იყო, ერთ ადამიანზე კი სულ რაღაც 4,9 ლარი, 2014-ში სხვაობამ, შესაბამისად, 27,7 და 7,7 ლარი შეადგინა.

ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი