პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
წელს საბანკო სექტორს მინიმუმ 2 ბანკი გამოაკლდება
წელს საბანკო სექტორს მინიმუმ 2 ბანკი გამოაკლდება

ბან­კებს აშ­კა­რად ლიკ­ვი­დო­ბის პრობ­ლე­მა აქვთ. მარ­თა­ლია, ფი­ნან­სურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ამას არ აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა სა­ბან­კო სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კომ­ბან­კე­ბის გა­სა­ჭირ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად სა­უბ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ კა­პი­ტალ­ში ზა­რა­ლის პრობ­ლე­მა­საც გა­ნიც­დის. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ბან­კო სექ­ტო­რი მი­ნი­მუმ 2 ბან­კით შემ­ცირ­დეს.

ფი­ნან­სის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიკ­ვი­დო­ბის პრობ­ლე­მა ერთ-ერთ მსხვილ ბანკს უკვე შე­ე­ხო, თუმ­ცა მისი და­სა­ხე­ლე­ბის­გან შეგ­ნე­ბუ­ლად იკა­ვე­ბენ თავს. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხის ზრდა ადას­ტუ­რებს პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბას, რაც დღეს­დღე­ო­ბით მთლი­ა­ნად სექ­ტორ­შია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვერ­სია არას­წო­რია. ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ გვა­სა­ლია პროგ­რა­მუ­ლი სქე­მის გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ გა­ცე­მუ­ლია რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი ლა­რის რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხე­ბი. რე­ა­ლუ­რად სა­უ­ბა­რია ერ­თკვი­რი­ან სეს­ხზე და მე­ქა­ნი­კუ­რად და­ჯა­მე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლურ სუ­რათს, რად­გან ჯამ­ში ასა­ხუ­ლის ნა­წი­ლი უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია. ასე­ვე არას­წო­რია ვერ­სია ბან­კე­ბის ლიკ­ვი­დო­ბის უკ­მა­რი­სო­ბა­ზე, როცა სექ­ტორს საკ­მა­რის­ზე მეტი ლიკ­ვი­დო­ბა აქვს", - ამ­ბობს გვა­სა­ლია და დას­ძენს, რომ გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა შე­ამ­ცი­რებს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე ზე­წო­ლას, თა­ვად მსეს­ხებ­ლებს კი სა­ვა­ლუ­ტო რისკს მო­უხ­სნის.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი ღიად აცხა­დე­ბენ, რომ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლია. თსუ-ს პრო­ფე­სო­რი და­ვით ას­ლა­ნიშ­ვი­ლი ეროვ­ნულ ბანკს მო­უ­წო­დებს, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს ინ­ფორ­მა­ცია და და­ა­სა­ხე­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი ბან­კი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც ის რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სესხს და­უ­დევ­რად გას­ცემს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წელს საბანკო სექტორს მინიმუმ 2 ბანკი გამოაკლდება

წელს საბანკო სექტორს მინიმუმ 2 ბანკი გამოაკლდება

ბანკებს აშკარად ლიკვიდობის პრობლემა აქვთ. მართალია, ფინანსურ სტრუქტურებში ამას არ აღიარებენ, თუმცა საბანკო სფეროს სპეციალისტები კომბანკების გასაჭირზე დამაჯერებლად საუბრობენ. ზოგიერთი ორგანიზაციის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ კაპიტალში ზარალის პრობლემასაც განიცდის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აქედან გამომდინარე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე წელს საბანკო სექტორი მინიმუმ 2 ბანკით შემცირდეს.

ფინანსისტების ინფორმაციით, ლიკვიდობის პრობლემა ერთ-ერთ მსხვილ ბანკს უკვე შეეხო, თუმცა მისი დასახელებისგან შეგნებულად იკავებენ თავს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რეფინანსირების სესხის ზრდა ადასტურებს პრობლემის არსებობას, რაც დღესდღეობით მთლიანად სექტორშია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვერსია არასწორია. ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია პროგრამული სქემის გამართულობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"არასწორი ინტერპრეტაციაა, როდესაც ამბობენ, რომ გაცემულია რამდენიმე მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხები. რეალურად საუბარია ერთკვირიან სესხზე და მექანიკურად დაჯამება არ შეესაბამება რეალურ სურათს, რადგან ჯამში ასახულის ნაწილი უკან დაბრუნებულია. ასევე არასწორია ვერსია ბანკების ლიკვიდობის უკმარისობაზე, როცა სექტორს საკმარისზე მეტი ლიკვიდობა აქვს", - ამბობს გვასალია და დასძენს, რომ გალარების პროგრამა შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, თავად მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის.

სპეციალისტები კი ღიად აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკებში მდგომარეობა ფორსმაჟორულია. თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია და დაასახელოს კონკრეტული ბანკი, რომლის გადასარჩენადაც ის რეფინანსირების სესხს დაუდევრად გასცემს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი