Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთი ამერიკულ ბაზა "ინჯირლიკს" დახურავს?
თურქეთი ამერიკულ ბაზა "ინჯირლიკს" დახურავს?

ბოლო ხა­ნებ­ში, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ინ­ჯირ­ლი­კის სა­ჰა­ე­რო ბა­ზის და­ხურ­ვა­ზე. თურ­ქე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ კო­ა­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც სი­რი­ის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ბა­ზაა, შე­საძ­ლოა, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რონ. ამის შე­სა­ხებ, 5 იან­ვარს თურ­ქე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა ვე­ი­სი კა­ი­ნაკ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თურ­ქეთ­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ბაზა "ინ­ჯირ­ლიკს" კო­ა­ლი­ა­ცია იყე­ნებს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ, მა­შინ რო­დე­საც მათი მო­კავ­ში­რე სი­რი­ელ ქურთთა რაზ­მე­ბი ხმე­ლეთ­ზე ებ­რძვი­ან ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას. თუმ­ცა, თურ­ქე­თი "ტე­რო­რის­ტე­ბად" თვლის კო­ა­ლა­ცი­ის მო­კავ­ში­რე ქურ­თებს, რად­გან მი­იჩ­ნევს რომ მათ გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი აქვთ ქურთ სე­პა­რა­ტის­ტთა ჯგუ­ფე­ბებ­თან, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმე­ბი თურ­ქეთ­ში და ეს პრო­ცე­სი, თურ­ქე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­კვე­თოს ტე­არ­ქტე­ბი, გრძელ­დე­ბა.

"თა­ვის დაბრმა­ვე­ბა შე­დეგს ვერ მოგ­ვი­ტანს... აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­სა­უბ­როთ იმ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე, რომ თურქ ხალ­ხს კი­თხვე­ბი აქვს ინ­ჯირ­ლი­კის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ბა­ზა­ზე ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე რომ, ეს სა­კი­თხი მთავ­რო­ბის დღის წეს­რიგ­ში დგას. რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­ი­ხე­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბე­ბი. ღიად ვამ­ბობთ: თუ ვა­ღი­ა­რებთ, რომ არ­სე­ბობს ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ყვე­ლამ ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ მის წი­ნა­აღ­მდეგ. თუ ერ­თად არ იბ­რძვით და ბრძო­ლის ველ­ზე ჩვენ ვიბ­რძვით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს მა­ინც ნუ შეგ­ვიქ­მნით. ამე­რი­კის პო­ზი­ცია კი, გა­ურ­კვე­ვე­ლია და უამ­რავ კი­თხვას აჩენს" - გა­ნა­ცხა­და ვე­ი­სი კა­ი­ნაკ­მა ერთ-ერთ თურ­ქულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­ვის მხრივ, ინ­ჯირ­ლი­კის ბა­ზის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბას, უკვე მოჰ­ყვა ამე­რი­კის­გან გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. პენ­ტა­გონ­მა ინ­ჯირ­ლი­კის ბა­ზას ფას­და­უ­დე­ბე­ლი უწო­და. "ჩვენ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვართ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რის უარ­ყო­ფი­თი მიდ­გო­მით, ინ­ჯირ­ლი­კის სამ­ხედ­რო ბა­ზის გა­ქი­რა­ვე­ბის­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც იყე­ნებს რო­გორც ამე­რი­კა, ისე და კო­ა­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბი" - გა­ნა­ცხა­და სი­რი­ა­ში მოქ­მე­დი კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის პრეს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ამე­რი­კელ­მა პოლ­კოვ­ნიკ­მა ჯონ დო­რი­ან­მა, რომ­ლის თქმი­თაც, ინ­ჯირ­ლი­კის სამ­ხედ­რო ბა­ზას ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი შე­აქვს კო­ა­ლი­ცი­ის მხრი­დან სი­რი­ა­ში და ერაყ­ში წარ­მა­ტე­ბით წარ­მო­ე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ბრძო­ლა­ში. მი­სი­ვე თქმით, იქი­დან აფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი ბომ­ბა­ვენ რო­გორც სი­რი­ა­ში და ერაყ­ში მოქ­მე­დი ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე­ებს, ასე­ვე სა­დაზ­ვერ­ვო ფრე­ნებს და ლო­გის­ტი­კურ დახ­მა­რე­ბებ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

პენ­ტა­გო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ა­შის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ კარ­გად იცის ინ­ჯირ­ლი­კის ფასი და მისი წვლი­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ბრძო­ლა­ში, რის­თვი­საც დი­დად მად­ლო­ბელ­ნი არი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რი­სა და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კო­ა­ლი­ცია აღ­ნიშ­ნულ ბა­ზას შემ­დეგ­შიც გა­მო­ი­ყე­ნებს.

თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ბა­ზის და­ხურ­ვის ან გა­ქი­რა­ვე­ბის თემა. თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ფიქ­რი იშიქ­მა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუტ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ გა­ნა­ცხა­დეს, რომ კო­ა­ლი­ცია არ ეხ­მა­რე­ბა ან­კა­რას სი­რი­ა­ში წარ­მო­ე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ბრძო­ლა­ში , რის გა­მოც, სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, თუ დღის წეს­რიგ­ში ინ­ჯირ­ლი­კის სამ­ხედ­რო ბა­ზის და­ხურ­ვის სა­კი­თხი დად­გე­ბა.

თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის გა­ნაგ­რძო­ბენ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის აღ­კვე­თა­სა და უკვე მომ­ხდარ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­დი­ა­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და მათ დას­ჯას.

იზ­მი­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით, თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის ელ­ჩის, ან­დრეი კარ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კი­დევ ხუთი პირი და­ა­კა­ვე, - ოთხი მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ის სკო­ლის კურ­სან­ტია, სა­დაც თა­ვად მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მევ­ლუთ ალ­ტინ­ტა­ში სწავ­ლობ­და. მე­ხუ­თე და­კა­ვე­ბუ­ლი კი, სუ­ლე­ი­მან ერ­გე­ნია, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­ლა­მის მქა­და­გებ­ლის ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტია.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ის სტუ­დენ­ტებს არე­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ოპო­ზი­ცი­უ­რად გა­ნა­წყობ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­კა­რა­ში რუ­სე­თის ელ­ჩის, ან­დრეი კარ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და ნა­ქი­რა­ვებ ოთახ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კი­სას ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ-ქა­ი­დას" და ფე­თუ­ლა გი­უ­ლე­ნის წიგ­ნე­ბი იპო­ვეს.

ამას­თან, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ, ჯონ კე­რის­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ან­კა­რა­ში რუ­სე­თის ელ­ჩის, ან­დრეი კარ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბის უკან მქა­და­გე­ბე­ლი და ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ფე­თუ­ლა გი­უ­ლე­ნი დგას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

თურქეთი ამერიკულ ბაზა "ინჯირლიკს" დახურავს?

თურქეთი ამერიკულ ბაზა "ინჯირლიკს" დახურავს?

ბოლო ხანებში, თურქეთის ხელისუფლებაში ძალიან ხშირად საუბრობენ ინჯირლიკის საჰაერო ბაზის დახურვაზე. თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რომელიც სირიის საზღვართან მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-საჰაერო ბაზაა, შესაძლოა, უფლებამოსილება შეუჩერონ. ამის შესახებ, 5 იანვარს თურქეთის ვიცე-პრემიერმა ვეისი კაინაკმა უკვე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზა "ინჯირლიკს" კოალიაცია იყენებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მათი მოკავშირე სირიელ ქურთთა რაზმები ხმელეთზე ებრძვიან ექსტრემისტულ დაჯგუფებას. თუმცა, თურქეთი "ტერორისტებად" თვლის კოალაციის მოკავშირე ქურთებს, რადგან მიიჩნევს რომ მათ გარკვეული კავშირები აქვთ ქურთ სეპარატისტთა ჯგუფებებთან, რომლებმაც განახორციელეს სისხლიანი თავდასხმები თურქეთში და ეს პროცესი, თურქეთის უსაფრთხოების ძალების ძალისხმევის მიუხედავად, აღკვეთოს ტეარქტები,  გრძელდება.

"თავის დაბრმავება შედეგს ვერ მოგვიტანს... აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ მეტად მნიშვნელოვან თემაზე, რომ თურქ ხალხს კითხვები აქვს ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ნატოელი მოკავშირეების ყოფნასთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს საკითხი მთავრობის დღის წესრიგში დგას. რა თქმა უნდა, აუცილებელია გადაიხედოს საერთაშორისო შეთანხმებები. ღიად ვამბობთ: თუ ვაღიარებთ, რომ არსებობს ტერორისტული ორგანიზაცია, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. თუ ერთად არ იბრძვით და ბრძოლის ველზე ჩვენ ვიბრძვით, წინააღმდეგობებს მაინც ნუ შეგვიქმნით. ამერიკის პოზიცია კი, გაურკვეველია და უამრავ კითხვას აჩენს" - განაცხადა ვეისი კაინაკმა ერთ-ერთ თურქულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

თავის მხრივ, ინჯირლიკის ბაზის შესაძლო გაუქმებას, უკვე მოჰყვა ამერიკისგან გამოხმაურება. პენტაგონმა ინჯირლიკის ბაზას ფასდაუდებელი უწოდა. "ჩვენ გაოცებული ვართ, ოფიციალური ანკარის უარყოფითი მიდგომით, ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გაქირავებისთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებს როგორც ამერიკა, ისე და კოალიციის ძალები" - განაცხადა სირიაში მოქმედი კოალიციური ძალების პრეს წარმომადგენელმა, ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა, რომლის თქმითაც, ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს კოალიციის მხრიდან სირიაში და ერაყში წარმატებით წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში. მისივე თქმით, იქიდან აფრენილი თვითმფრინავები ბომბავენ როგორც სირიაში და ერაყში მოქმედი ტერორისტების სამიზნეებს, ასევე სადაზვერვო ფრენებს და ლოგისტიკურ დახმარებებსაც ახორციელებენ.

პენტაგონის ოფიციალური ინფორმაციით, დეაშის წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ კარგად იცის ინჯირლიკის ფასი და მისი წვლილი ანტიტერორისტულ ბრძოლაში, რისთვისაც დიდად მადლობელნი არიან ოფიციალური ანკარისა და იმედოვნებენ, რომ კოალიცია აღნიშნულ ბაზას შემდეგშიც გამოიყენებს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის მთავრობაში აქტიურად განიხილება ბაზის დახურვის ან გაქირავების თემა. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადეს, რომ კოალიცია არ ეხმარება ანკარას სირიაში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში , რის გამოც, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ დღის წესრიგში ინჯირლიკის სამხედრო ბაზის დახურვის საკითხი დადგება.

თავის მხრივ, თურქეთის უსაფრთხოების ძალების განაგრძობენ ტერორისტული აქტების აღკვეთასა და უკვე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ამდიანების გამოვლენას და მათ დასჯას.

იზმირის პროკურატურის მოთხოვნით, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი კიდევ ხუთი პირი დააკავე, - ოთხი მათგანი პოლიციის სკოლის კურსანტია, სადაც თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილი მევლუთ ალტინტაში სწავლობდა. მეხუთე დაკავებული კი, სულეიმან ერგენია, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, ისლამის მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის აქტივისტია.

გამოძიების ვერსიით, ის სტუდენტებს არესებული ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განაწყობდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში და ნაქირავებ ოთახში ჩატარებული ჩხრეკისას ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" და ფეთულა გიულენის წიგნები იპოვეს.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან მქადაგებელი და ისლამური სამყაროს გავლენიანი საზოგადო მოღვაწე, ფეთულა გიულენი დგას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე