მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?
რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

სა­ბან­კო სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა ერთჯე­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 17 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა. პროგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რას ნიშ­ნავს სა­ბან­კო სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა?

პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი აშშ დო­ლა­რით დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო სეს­ხე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ლა­რე­ბას, ბანკსა და კლი­ენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

პროგ­რა­მა არის ერთჯე­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი. პრო­ექტს ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი.

მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კურ­სით სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის ხარ­ჯე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს მი­აწ­ვდის გა­ლა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აშშ დო­ლარს და მო­ახ­დენს ლა­რის ლიკ­ვი­დო­ბით მხარ­და­ჭე­რას.

პროგ­რა­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბან­კე­ბის მიერ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვას.

სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია.

ბან­კე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ აც­ნო­ბონ ყვე­ლა მსეს­ხე­ბელს, რო­მელ­მაც ამ დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს და შეს­თა­ვა­ზონ მათ თა­ვი­ან­თი პი­რო­ბე­ბი.

მსეს­ხე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად გა­და­წყვი­ტოს რო­მელ ბან­კში ურ­ჩევ­ნია სეს­ხის გა­ლა­რე­ბა. ამის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გა­ა­უქ­მებს სეს­ხის წი­ნას­წარ და­ფარ­ვის სა­კო­მი­სი­ოს.

რა ტი­პის სეს­ხებს მო­ი­ცავს გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა?

გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის (მათ შო­რის ინდმე­წარ­მე­ე­ბის) უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ აშშ დო­ლა­რის სეს­ხებს. სუბ­სი­დია შე­ე­ხე­ბა იმ ფი­ზი­კურ პი­რებს, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნდათ სა­სეს­ხო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აშშ დო­ლა­რით, რო­გორც 01.01.2015-ის, ასე­ვე 28.11.2016-ის მდგო­მა­რე­ო­ბით და აქვთ მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აშშ დო­ლა­რით გა­ლა­რე­ბის დღეს.

სუბ­სი­დია არ შე­ე­ხე­ბა იმ მსეს­ხე­ბელ ფი­ზი­კურ პი­რებს, რო­მელ­თაც 28.11.2016-ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სეს­ხის ძი­რი­თა­დი თან­ხის ჯა­მუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, ლარ­ში კონ­ვერ­სი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ კო­მერ­ცი­ულ ბან­კში ან პორ­ტი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პორ­ტი­რე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­ბან­კო კრე­დი­ტის/სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე ბან­კში არ აღე­მა­ტე­ბა 100 000 (ასი ათას) აშშ დო­ლარს. ასე­ვე, სუბ­სი­დია არ შე­ე­ხე­ბა იმ პი­რებს, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 2015 ან 2016 წელს 100,000 ლარ­ზე მეტი იყო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

საბანკო სესხების გალარების პროგრამა ერთჯერადი სოციალური პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ. გალარების პროგრამა, სავარაუდოდ, 17 იანვრიდან დაიწყება. პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;

პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას.

სესხების გალარება ნებაყოფლობითია.

ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.

მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

რა ტიპის სესხებს მოიცავს გალარების პროგრამა?

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის სესხებს. სუბსიდია შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ სასესხო დავალიანება აშშ დოლარით, როგორც 01.01.2015-ის, ასევე 28.11.2016-ის მდგომარეობით და აქვთ მიმდინარე დავალიანება აშშ დოლარით გალარების დღეს.

სუბსიდია არ შეეხება იმ მსესხებელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 28.11.2016-ის მდგომარეობით, სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება, ლარში კონვერსიის განმახორციელებელ კომერციულ ბანკში ან პორტირების შემთხვევაში, პორტირებამდე არსებული საბანკო კრედიტის/სესხის მომსახურე ბანკში არ აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 ან 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი