მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო - ჩემი ახალი სამშობლო
საქართველო - ჩემი ახალი სამშობლო

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტი­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით 2015 წელს ქვე­ყა­ნა­ში 92 560 იმიგ­რან­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა მათი და­საქ­მე­ბის აღ­რი­ცხვა სა­თა­ნა­დოდ არ ხდე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ 2015 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 5 578 კაცი შე­ად­გი­ნა. მათ მიერ ყვე­ლა­ზე ხში­რად და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნა­წილ­და:

მშე­ნებ­ლო­ბა - 1714 ადა­მი­ა­ნი

ვაჭ­რო­ბა - 1468 ადა­მი­ა­ნი;

ოპე­რა­ცი­ე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით, იჯა­რა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა - 501 ადა­მი­ა­ნი;

ტრან­სპორ­ტი და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა - 471 ადა­მი­ა­ნი;

სას­ტუმ­რო­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი - 460 ადა­მი­ა­ნი;

გა­ნათ­ლე­ბა - 192 ადა­მი­ა­ნი.

ზოე პერე, 33 წლის: 2006 წელს საფ­რან­გეთ­ში კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ფეს­ტი­ვა­ლი იყო და იქ გა­ვი­ცა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი. მა­ნამ­დე კვლე­ვას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი ქარ­თულ ხალ­ხურ მუ­სი­კა­ზე. იმ წელსვე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ერთი წლით დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. მას შემ­დეგ კი­დევ ერთ წელს ვა­მა­ტებ ხოლ­მე და აი უკევ ათი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ. ბევ­რი რამ მა­კავ­შრებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ქარ­თულ ხალ­ხურ ან­სამ­ბლში ვმღე­რი და უკვე 2 წელ­ზე მე­ტია მაქვს ჩემი ბარი "ზო­ეს­თან". უპირ­ვე­ლე­სად, სიმ­ღე­რის გამო დავ­რჩი. ამ პე­რი­ოდ­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლოშ ვარ, ახალ­გაზ­რდე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტი და აზ­როვ­ნე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა და ევ­რო­პულს და­ემ­სგავ­სა. ნა­ხე­ვა­რი თა­ო­ბა გა­ვი­და მას შემ­დეგ, მაგ­რამ თით­ქოს ორი წე­ლია გა­სუ­ლი. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა მე არ ვამ­ბობ, რომ სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი უნდა და­ი­ვი­წყონ. თა­ო­ბე­ბი საფ­რან­გეთ­ში ძა­ლი­ან გა­ყო­ფი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ასე არაა, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. ხელ­გაშ­ლი­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ქარ­თვე­ლე­ბი. თუმ­ცა ქარ­თვე­ლებს სა­კუ­თა­რი თვი­სე­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბით შე­ფა­სე­ბა და სხვე­ბის არ­და­ფა­სე­ბა უყ­ვართ. ეს ნამ­დვი­ლად არ მომ­წონს და მინ­და სა­კუ­თარ­თან ერ­თად, სხვე­ბის და­ფა­სე­ბაც იცოდ­ნენ. ბიზ­ნე­სის კე­თე­ბაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ქვე­ყა­ნა­ში. პრო­ცე­დუ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ელექტრო­ნუ­ლია. საფ­რან­გეთ­ში ელექტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბი ამ დო­ნე­ზე ნამ­დვი­ალდ არაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­სვე­ლებს ვურ­ჩევ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა. ასე­ვევ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და სურპრი­ზე­ბის­თვის მზად იყ­ვნენ."

რო­გორც სტა­ტის­ტი­კა გვაჩ­ვე­ნებს, ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი იმიგ­რან­ტია. მათ შო­რი­საა 27 წლის და­რია ხო­ლო­დი­ლი­ნა.

და­რია ხო­ლო­დი­ლი­ნა, 27 წლის: "დო­ნეცკ­ში, უკ­რა­ი­ნი­ა­ში მი­ვი­ღე გა­ნათ­ლე­ბა, შემ­დეგ კი იზ­მირ­ში, ბერ­ლინ­სა და ბონ­ში ვცხო­ვობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2012 წელს ჩა­მო­ვე­დი. ბერ­ლინ­ში განცნო­ბილ მე­გობ­რებს ვეს­ტუმ­რე. ეს ვი­ზი­ტი მხო­ლოდ ერთი კვი­რა გაგ­რძელ­და. შემ­დეგ 2013 წელს ივ­ნის­სა და აგ­ვის­ტო­ში ჩა­მო­ვე­დი. სა­ბო­ლო­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში გად­მო­ვე­დი. სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ 2014 წლის მარ­ტი­დან. მა­ნამ­დე სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი იქ. 2016 წელს GEM Fest–ის ოგა­ნი­ზა­ტორ­თა ჯგუფ­შიც ვი­ყა­ვი. ამან ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა გა­რე­მო, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, პერ­სპექ­ტი­ვაა, რო­მე­ლიც გა­რე­მოს, ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის. ძა­ლი­ან მომ­წონს ბუ­ნე­ბა და არ მომ­წონს ის ხალ­ხი, ვინც ამ გა­რე­მოს აზი­ა­ნებს. ასე­ვე, არ მომ­წონს ის ხალ­ხი, ვინც თვრე­ბა და ამ­ბობს რომ ამას ქვეყ­ნის­თვის აკე­თებს. ზო­გა­დად, ხალ­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად სა­ურ­თი­ერ­თო­ბო და გულ­წრფე­ლია. იმე­დი მაქვს, მალე გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ აურ­ზა­უ­რი და სი­ბინ­ძუ­რე, რო­მელ­საც ისი­ნი იწ­ვე­ვენ, ცუ­დია. უცხო­ე­ლებს, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას აპი­რებს, ვურ­ჩევ მო­ემ­ზა­დონ, რომ ბევ­რის ჭამა, და­ლე­ვა და მან­ქა­ნის მარ­თვა მო­უ­წევთ. ან ფე­ხით უნდა ია­რონ ბევ­რი. იცოდ­ნენ, რომ ბიზ­ნე­სის რე­გის­ტრა­ცია მარ­ტი­ვია, მაგ­რამ ამ ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა, რომ ქარ­თუ­ლი ენა ეს­მო­დეთ ან სან­დო ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი ყავ­დეთ. ასე­ვე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ უმუ­შევ­რო­ბის დონე ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბის გარ­და, ბევ­რი უცხო­ე­ლი სწავ­ლის მი­სა­ღე­ბა­დაც ჩა­მო­დის. ერას­მუს­მის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში წლე­ბია ევ­რო­პე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სტი­ტე­ტია ერთ–ერ­თია მათ შო­რის, ვინც ერას­მუ­სის გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის მა­რი­ამ რაზ­მა­ძის გან­მარ­ტე­ბით, უფრო მეტი წას­ვლის მსურ­ვე­ლია, ვიდ­რე აქ ჩა­მომ­სვლე­ლი. მათი მი­ღე­ბა სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა.

"შე­მოდ­გო­მის სე­მესტრში 13 სტუ­დენ­ტი გვყავ­და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან, გა­ზა­ფხუ­ლის სე­მესტრში კი 10–ს ვე­ლო­დე­ბით. ძი­რი­თა­დად არი­ან გერ­მა­ნი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან, ლიტ­ვა­დან, ლატ­ვი­ი­დან, ეს­ტო­ნე­თი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან და ჩე­ხე­თი­დან. სწავ­ლა შე­უძ­ლი­ათ სო­ცი­ა­ლურ–პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. პროგ­რა­მე­ბი უმე­ტე­სად სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხურ­ზეა. ერ­თობ­ლი­ვად ცხად­დე­ბა თსუ–სა და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის კონ­კურ­სი. მსურ­ვე­ლებ­მა ჯერ სა­კუ­თარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სში და უმაღ­ლე­ს­ქუ­ლი­ა­ნე­ბი ჩვენ­თან გა­დი­ან კონ­კურსს. თუ მათ მიერ მო­თხოვ­ნი­ლი საგ­ნე­ბი ჩვენ­თან სა­თა­ნა­დოდ ის­წვა­ლე­ბა, რომ მათ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა აღი­ა­როს ის კრე­დი­ტე­ბი," – გან­მარ­ტავს რაზ­მა­ძე.

სტუ­დენ­ტებს შო­რის ერთ–ერ­თია 29 წლის კარლ ბრუ­ნინ­გი. ის იე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მო­ვი­და ერთი სე­მესტრით. ის სო­ცი­ა­ლურ–პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

კარლ ბრუ­ნინ­გი, 29 წლის: "რომ ჩა­მო­ვე­დი, კულ­ტუ­რუ­ლი შოკი მი­ვი­ღე. თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფერს შე­ვე­ჩიე და ყვე­ლას ვურ­ჩევ, ჩა­მო­ვიდ­ნენ. თუმ­ცა ჩა­მოს­ვლამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ მოგ­ვა­რონ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის სა­კი­თხი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი შე­და­რე­ბით ხმა­უ­რი­ნი ხალ­ხია. სწავ­ლის ხა­რის­ხი მომ­წონს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ლექ­ტო­რე­ბი შე­ფა­სე­ბი­სას ნაკ­ლე­ბად სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი არი­ან. ჩემი აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში ხელვნე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა. მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი არი­ან. ვა­ფა­სებ, მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ლი­გი­უ­რო­ბას. თუმ­ცა, მგო­ნია, რომ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ხშრად მა­ტყუ­ე­ბენ. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს მარ­კე­ტებ­ში ვყი­დუ­ლობ,სა­დაც ფა­სე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლია."

იმიგ­რა­ცი­ის კა­ნო­ნი

სა­ქარ­თვე­ლოშ 2014 წელს იმიგ­რა­ცი­ის კა­ნო­ნი და ვი­ზის გა­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად უპირ­ვე­ლეს სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და არ­სე­ბუ­ლი სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და მათი შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უცხო­ელ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სა და ყოფ­ნის სა­ფუძ­ვლე­ბის გა­და­ხედ­ვა. სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რეთ­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ძე­ვე­ბის ქმე­დი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა, რაც აქამ­დე სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. კა­ნო­ნი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბას კი არ ისა­ხავს მიზ­ნად, არა­მედ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­მა­ვალ უცხო­ელ­თა ნა­კა­დე­ბის უკე­თე­სი მარ­თვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზი­სა და მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნას. 2014 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზე­ბი, ძი­რი­თა­დად, გა­ი­ცე­მო­და სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტებ­ზე, რაც მრა­ვალ სირ­თუ­ლეს ქმნის უცხო­ელ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კუ­თხით. კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კა შე­იც­ვა­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზე­ბის გა­ცე­მა, ძი­რი­თა­დად, სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხდე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა სა­ვი­ზო გა­ნა­ცხა­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხილ­ვი­სა და მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით. სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის ვადა გა­ნი­სა­ზღვრა 180-დღი­ან პე­რი­ოდ­ში 90 დღით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, კერ­ძოდ კი, შენ­გე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სივ­რცე­ში არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კას. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბით გა­ი­ცე­მა უცხო­ელ­ზე, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არა­ნაკ­ლებ 300 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია "სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­მარ­ტი­ვე­ბულ პრო­ცე­დუ­რებს. კერ­ძოდ, ინ­ვეს­ტორს შე­უძ­ლია, უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნოს მი­მარ­თოს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ვი­ზით სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მი­სათ­ვის.

საქართველო - ჩემი ახალი სამშობლო

საქართველო - ჩემი ახალი სამშობლო

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015 წელს ქვეყანაში 92 560 იმიგრანტია რეგისტრირებული. თუმცა მათი დასაქმების აღრიცხვა სათანადოდ არ ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელმა 5 578 კაცი შეადგინა. მათ მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:

მშენებლობა - 1714 ადამიანი

ვაჭრობა - 1468 ადამიანი;

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - 501 ადამიანი;

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 471 ადამიანი;

სასტუმროები და რესტორნები - 460 ადამიანი;

განათლება - 192 ადამიანი.

ზოე პერე, 33 წლის: 2006 წელს საფრანგეთში კავკასიის ხალხთა ფესტივალი იყო და იქ გავიცანი ქართველები. მანამდე კვლევას ვახორციელებდი ქართულ ხალხურ მუსიკაზე. იმ წელსვე ჩამოვედი საქართველოში და ერთი წლით დარჩენა გადავწყვიტე. მას შემდეგ კიდევ ერთ წელს ვამატებ ხოლმე და აი უკევ ათი წელია საქართველოში ვარ. ბევრი რამ მაკავშრებს საქართველოსთან. ქართულ ხალხურ ანსამბლში ვმღერი და უკვე 2 წელზე მეტია მაქვს ჩემი ბარი "ზოესთან". უპირველესად, სიმღერის გამო დავრჩი. ამ პერიოდში, რაც საქართველოშ ვარ, ახალგაზრდების მენტალიტეტი და აზროვნება ძალიან შეიცვალა და ევროპულს დაემსგავსა. ნახევარი თაობა გავიდა მას შემდეგ, მაგრამ თითქოს ორი წელია გასული. ეს ძალიან კარგია, თუმცა მე არ ვამბობ, რომ საკუთარი კულტურა და ტრადიციები უნდა დაივიწყონ. თაობები საფრანგეთში ძალიან გაყოფილია. საქართველოში კი ასე არაა, რაც ძალიან მომწონს. ხელგაშლილები არიან ძალიან ქართველები. თუმცა ქართველებს საკუთარი თვისებების გადაჭარბებით შეფასება და სხვების არდაფასება უყვართ. ეს ნამდვილად არ მომწონს და მინდა საკუთართან ერთად, სხვების დაფასებაც იცოდნენ. ბიზნესის კეთებაც ძალიან მარტივია ქვეყანაში. პროცედურების უმეტესობა ელექტრონულია. საფრანგეთში ელექტრონული სერვისები ამ დონეზე ნამდვიალდ არაა განვითარებული. საქართველოში ჩამომსველებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ისწავლონ ქართული ენა. ასევევ, გაითვალისწინონ, რომ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და სურპრიზებისთვის მზად იყვნენ."

როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, ქვეყანაში ბევრი იმიგრანტია. მათ შორისაა 27 წლის დარია ხოლოდილინა.

დარია ხოლოდილინა, 27 წლის: "დონეცკში, უკრაინიაში მივიღე განათლება, შემდეგ კი იზმირში, ბერლინსა და ბონში ვცხოვობდი. საბოლოოდ საქართველოში დასახლება გადავწყვიტე. საქართველოში პირველად 2012 წელს ჩამოვედი. ბერლინში განცნობილ მეგობრებს ვესტუმრე. ეს ვიზიტი მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა. შემდეგ 2013 წელს ივნისსა და აგვისტოში ჩამოვედი. საბოლოოს საქართველოში 2013 წლის ნოემბერში გადმოვედი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ასოციაციაში ვმუშაობ 2014 წლის მარტიდან. მანამდე სტაჟიორი ვიყავი იქ. 2016 წელს GEM Fest–ის ოგანიზატორთა ჯგუფშიც ვიყავი. ამან ძალიან კარგი გამოცდილება მომცა. საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე, რადგან ძალიან მომეწონა გარემო, თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს, პერსპექტივაა, რომელიც გარემოს, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლის. ძალიან მომწონს ბუნება და არ მომწონს ის ხალხი, ვინც ამ გარემოს აზიანებს. ასევე, არ მომწონს ის ხალხი, ვინც თვრება და ამბობს რომ ამას ქვეყნისთვის აკეთებს. ზოგადად, ხალხი ძალიან მარტივად საურთიერთობო და გულწრფელია. იმედი მაქვს, მალე გააცნობიერებენ, რომ აურზაური და სიბინძურე, რომელსაც ისინი იწვევენ, ცუდია. უცხოელებს, ვინც საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, ვურჩევ მოემზადონ, რომ ბევრის ჭამა, დალევა და მანქანის მართვა მოუწევთ. ან ფეხით უნდა იარონ ბევრი. იცოდნენ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია, მაგრამ ამ ბიზნესის წარმატებით ოპერირებისთვის საჭიროა, რომ ქართული ენა ესმოდეთ ან სანდო ქართველი პარტნიორი ყავდეთ. ასევე, გაითვალისწინონ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაღალია.

საქართველოში საქმიანობის დაწყების გარდა, ბევრი უცხოელი სწავლის მისაღებადაც ჩამოდის. ერასმუსმის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წლებია ევროპელი სტუდენტები საქართველოში იღებენ განათლებას. საქართველოს სახელმწიფო უნივერსტიტეტია ერთ–ერთია მათ შორის, ვინც ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. გაცვლითი პროგრამის კოორდინატორის მარიამ რაზმაძის განმარტებით, უფრო მეტი წასვლის მსურველია, ვიდრე აქ ჩამომსვლელი. მათი მიღება სემესტრულად ხდება.

"შემოდგომის სემესტრში 13 სტუდენტი გვყავდა ევროპის უნივერსიტეტებიდან, გაზაფხულის სემესტრში კი 10–ს ველოდებით. ძირითადად არიან გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. სწავლა შეუძლიათ სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ეკონომიკაზე. პროგრამები უმეტესად სამაგისტრო საფეხურზეა. ერთობლივად ცხადდება თსუ–სა და პარტნიორ უნივერსიტეტს შორის კონკურსი. მსურველებმა ჯერ საკუთარ უნივერსიტეტში უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და უმაღლესქულიანები ჩვენთან გადიან კონკურსს. თუ მათ მიერ მოთხოვნილი საგნები ჩვენთან სათანადოდ ისწვალება, რომ მათმა უნივერსიტეტმა აღიაროს ის კრედიტები," – განმარტავს რაზმაძე.

სტუდენტებს შორის ერთ–ერთია 29 წლის კარლ ბრუნინგი. ის იენის უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოვიდა ერთი სემესტრით. ის სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს.

კარლ ბრუნინგი, 29 წლის: "რომ ჩამოვედი, კულტურული შოკი მივიღე. თუმცა ახლა ყველაფერს შევეჩიე და ყველას ვურჩევ, ჩამოვიდნენ. თუმცა ჩამოსვლამდე, აუცილებლად წინასწარ მოგვარონ საცხოვრებელი ადგილის საკითხი და გაითვალისწინონ, რომ ქართველები შედარებით ხმაურინი ხალხია. სწავლის ხარისხი მომწონს, მაგრამ ზოგჯერ ლექტორები შეფასებისას ნაკლებად სამართლიანები არიან. ჩემი აზრით, ქვეყანაში ხელვნება მაღალ დონეზეა. მშვიდობისმოყვარე ხალხი არიან. ვაფასებ, მოსახლეობის რელიგიურობას. თუმცა, მგონია, რომ გამყიდველები ხშრად მატყუებენ. ამიტომ ყველაფერს მარკეტებში ვყიდულობ,სადაც ფასები მითითებულია."

იმიგრაციის კანონი

საქართველოშ 2014 წელს იმიგრაციის კანონი და ვიზის გაცემის პროცედურები შეიცვალა. ოფიციალური პირების განმარტებით, შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად უპირველეს საჭიროებას წარმოადგენდა არსებული სავიზო პოლიტიკის შეცვლა, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებითა და მათი შესრულების მიზნით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების გადახედვა. საჭირო ცვლილებებიდან გამომდინარე, აგრეთვე, აუცილებელი გახდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაძევების ქმედითი მექანიზმების შემოღება, რაც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. კანონი სავიზო რეჟიმის გამკაცრებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ქვეყანაში შემომავალ უცხოელთა ნაკადების უკეთესი მართვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების შექმნას. 2014 წლამდე საქართველოს ვიზები, ძირითადად, გაიცემოდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, რაც მრავალ სირთულეს ქმნის უცხოელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირების კუთხით. კანონის ცვლილების შემდეგ, აღნიშნული პრაქტიკა შეიცვალა და საქართველოს ვიზების გაცემა, ძირითადად, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სავიზო განაცხადების ეფექტიანი განხილვისა და მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა განისაზღვრა 180-დღიან პერიოდში 90 დღით. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ევროკავშირში, კერძოდ კი, შენგენის ხელშეკრულების სივრცეში არსებულ პრაქტიკას. ახალი კანონის მიხედვით, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს გამარტივებულ პროცედურებს. კერძოდ, ინვესტორს შეუძლია, უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს ნებისმიერი ტიპის ვიზით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი