პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან მოდის ტერორიზმი?
საიდან მოდის ტერორიზმი?

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია მსოფ­ლიო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ში­შის ფონ­ზე იძი­ნებს და იღ­ვი­ძებს. ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე ასო­ბით და ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი გახ­და, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი... ზუს­ტად რო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით ჩა­დე­ნი­ლი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა და და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც შემ­დეგ ცი­ვი­ლურ­მა მსოფ­ლი­ომ ტე­რო­რიზ­მი უწო­და, გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ერთი ვერ­სი­ით, ტე­რო­რიზმს სა­თა­ვე ჯერ კი­დევ ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე და­ე­დო, თუმ­ცა, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. საქ­მე ის არის, რომ ტე­რო­რის­ტე­ბის "ფან­ტა­ზია" ჯერ კი­დევ ვი­თარ­დე­ბა...

და მა­ინც, სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ეს ყვე­ლას­თვის სა­ში­ში მოძ­რა­ო­ბა, - ის­ტო­რი­კის­თა მო­საზ­რე­ბით, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აზი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებ­და ას­ა­სინ­თა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის იმ­დრო­ინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით, ყვე­ლა­ზე ფარ­თო იყო. მათ, ტე­რო­რის­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბა­ნა­კე­ბი გა­აჩ­ნდათ, სა­დაც ტე­რო­რის­ტე­ბი, გა­მოც­დი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ იწ­ვრთნე­ბოდ­ნენ.

XI სა­კუ­ნე­ში, ირან­ში, ის­მა­ი­ტელ­თა მუ­სულ­მა­ნურ, ში­ი­ტურ სექ­ტა­ში, გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც, შე­იქ­მნა ას­ა­სინ­თა ნე­ო­ის­მა­ი­ტე­ლუ­რი სა­ი­დუმ­ლო სექ­ტან­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. მათ მსხვი­ლი ფე­ო­და­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და აფი­ნან­სებ­დნენ. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რებ­მა სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დეს სუ­ნიტ სელ­ჩუ­კი­ან­თა გავ­ლე­ნი­ან წარ­მო­მად­გენ­ლებს. ძა­ლე­ბი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი იყო, ამი­ტომ მათ სხვა ხერ­ხს მი­მარ­თეს, - ას­ა­სი­ნებს დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ფე­ო­და­ლე­ბი უკ­ვე­თავ­დნენ ამა თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ლიკ­ვი­და­ცი­ას.

გარ­კვვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ისი­ნი უფრო გაძ­ლი­ერ­დნენ და გავ­ლე­ნე­ბი გა­ი­ფარ­თო­ვეს, - XII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ირან­სა და სი­რი­ა­ში თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შექ­მნეს. ას­ა­სი­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბა და ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი თან­და­თან იხ­ვე­წე­ბო­და, - ისი­ნი გა­დაც­მუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სოთ ჩნდე­ბოდ­ნენ ამა თუ იმ ად­გი­ლას და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას გეგ­მავ­დნენ და ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში, სი­რი­ა­ში, ირან­ში, ლი­ბან­ში, ინ­გლის­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და თურ­ქეთ­ში, გა­ურ­კვე­ველ გა­რე­მო­ში, 10-მდე ლი­დე­რი მოკ­ლეს. ყვე­ლა მათ­გა­ნის მვკე­ლო­ბის საქ­მის უკან, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ას­ა­სი­ნე­ბი იდ­გნენ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ას­ა­სი­ნი, შეც­დო­მა უშ­ვებ­და და ესა თუ საქ­მე "ჩა­ვარ­და". ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი შემ­კვე­თებ­მა დრო­უ­ლად აღ­მო­ფხვრეს, - მას ფა­რუ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მის ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­და და შეც­დო­მა ას­ა­სინს სი­ცო­ცხლის ფა­სად უჯ­დე­ბო­და.

ის­ტო­რი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, ას­ა­სი­ნე­ბი XII სა­უ­კუ­ნე­ში, "ჯვა­როს­ნებ­საც" ებ­რძოდ­ნენ. მათ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ისი­ნი ქრის­ტი­ა­ნის ბე­რის კა­ბას იც­ვამ­დნენ და მათ შო­რის ცხოვ­რობ­დნენ... ძა­ლი­ან მალე, ას­ა­სინ ტე­რო­რის­ტთა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და. მათი გავ­ლე­ნა ძლი­ე­რი იყო რო­გორც აზი­ის, ასე­ვე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

XIII სა­უ­კუ­ნე­ში, მონ­ღო­ლებ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მამ­ლუ­ქებ­მა ას­ა­სი­ნე­ბის დი­ნას­ტია ერ­თი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს, მაგ­რამ მათ მიერ ჩა­დე­ნილ საქ­მე­ებს უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია, - მას შემ­დეგ, გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად ქუ­რუ­მე­ბი, კე­ის­რე­ბი, იმ­პე­რა­ტო­რე­ბი და სხვა ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად იყე­ნებ­დნენ ას­ა­სინ ტე­რო­რის­ტთან მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ მე­თო­დებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას სი­ტყვა "ტე­რო­რიზ­მი" ეწო­და და ძა­ლა­დო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ამ­ჟა­მად, ის მხო­ლოდ მუს­ლი­მურ კი არა, მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა, რომ­ლის მი­ზა­ნია არა მო­წი­ნა­აღ­მდე­გი­სად­მი რა­ი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, არა­მედ ში­შის და­ნერგვა, შან­ტა­ჟი. ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­საც ტე­რო­რის­ტე­ბის პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ.

ტე­რო­რიზ­მის ევ­რო­პუ­ლი ვერ­სია

მე­ო­რე ვერ­სი­ით, ტე­რო­რიზ­მი სა­თა­ვეს 1605 წელს იღებს, რო­დე­საც ინ­გლი­სელ ჰაი ფო­უქსმა, მეფე ჯე­იმს I აა­ფეთ­ქა... ასე­ვე, ტე­რო­რის­ტულ­მა ჯგუფ­მა, "ნა­როდ­ნი­კებ­მა", 1881 წელს, რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე II რო­მა­ნო­ვი მოკ­ლეს. ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით, XX სა­უ­კუ­ნე­ში გა­ფარ­თოვ­და, - 1914 წლის 28 ივ­ნისს გახ­და ავ­სტრია-უნ­გრე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ფრანც ფერ­დი­ნან­დი. 1934 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს მარ­სელ­ში მოკ­ლეს იუ­გოს­ლა­ვი­ის მეფე ალექ­სან­დრე და საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ბარ­თუ. დღე­ი­სათ­ვის ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ხმე­ლეთ­ზე თუ ჰა­ერ­ში, უცხო­ე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­თან თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლებ­ში. აქ­ტე­ბი სრულ­დე­ბა, რო­გორც გარ­კვე­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და­ნაღმვით, ასე­ვე წე­რი­ლებ­სა თუ ამა­ნა­თებ­ში გა­ერ­კვე­უ­ლი ფეთ­ქე­ბა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­თავ­სე­ბით.

ზო­გი­ერ­თი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნა, კერ­ძოდ კი ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, ლი­ბია ტე­რო­რიზ­მის ხელ­შემ­წყო­ბად ით­ვლე­ბა და მათ იქ "თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლებს" უწო­დე­ბენ.

კა­მი­კა­ძე – ია­პო­ნე­ლი თვით­მკვლე­ლი

"კა­მი­კა­ძე" (კამი -ღვთა­ე­ბა, კაძე -ქარი) -ღვთა­ებ­რი­ვი ქარი, ტა­ი­ფუ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა, რო­მელ­მაც 1274 და 1281 წლებ­ში ია­პო­ნი­ის ნა­პი­რებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ჩინ­გიზ-ყა­ე­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, ყუ­ბი­ლაი ხა­ნის მონ­ღო­ლუ­რი არ­მა­დის ხო­მალ­დე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა.

XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სი­ტყვა კა­მი­კა­ძე ია­პო­ნე­ლი თვით­მკვლე­ლი პი­ლო­ტე­ბის აღმნიშ­ვნელ სი­ტყვად იქცა, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ბოლო ეტაპ­ზე წყნარ ოკე­ა­ნე­ში გა­მოჩ­ნდნენ. ამას­თა­ნა­ვე, კა­მი­კა­ძე ბევ­რად უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ია­პო­ნუ­რი ტერ­მი­ნის - "ტო­კო­ტა­ის" ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ხა­ლი­სე თვით­მკვლელს აღ­ნიშ­ნავს და არა მხო­ლოდ მფრი­ნა­ვებს.

პირ­ვე­ლი მფრი­ნა­ვი კა­მი­კა­ძე­ე­ბის რაზ­მე­ბის ფორ­მი­რე­ბა 1944 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს სა­ზღვაო ავი­ა­ცი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. მას­ში გა­წევ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებ­და რე­ა­ლო­ბას და მზად იყო, სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვის თავი გა­ე­წი­რა. კა­მი­კა­ძე­ე­ბის პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა 1944 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს ავ­სტრა­ლი­უ­რი ფლო­ტის ფლაგ­მან­ზე, მძი­მე კრე­ი­სერ ავ­სტრა­ლი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და - ბომ­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლის პი­ლო­ტის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია, ხო­მალდს შე­ას­კდა, თუმ­ცა, მა­შინ ბომ­ბი არ აფეთ­ქდა და თავ­დას­ხმას მხო­ლოდ 30-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში, კა­მი­კა­ძეს, ია­პო­ნი­ას­თან მხო­ლოდ სი­ტყვის ის­ტო­რია, აკავ­ში­რებს და თვით­მკვლელ ის­ლა­მის­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, თვით­მკვლელ ის­ლა­მის­ტებს შა­ჰი­დე­ბი ჰქვი­ათ, მაგ­რამ მათ ხში­რად "კა­მი­კა­ძე­ე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

"შა­ჰი­დი "და­დას­ტუ­რე­ბას" ნიშ­ნავს და ის­ლამ­ში ის, რო­გორც სა­სა­მარ­თლოს მოწ­მის, ისე მორ­წმუ­ნე­თა მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მო­წა­მე­ობ­რივ სიკ­ვდილს ეზი­არ­ნენ. თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ თვით­მკვლე­ლი, მხო­ლოდ ტყვი­აა და მთა­ვა­რია ის, ვინც მას ამ ტყვი­ამ­დე მი­იყ­ვანს".

თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბის მე­თო­დი და ხვედ­რი

შა­ჰი­დე­ბის კან­დი­და­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ცდი­ლო­ბენ. პირ­ველ ეტაპ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის აგენ­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბით კან­დი­და­ტებ­ში გა­აღ­ვი­ძონ ემო­ცი­ე­ბი, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ლა­მის­ტუ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. აუხ­სნან ჯი­ჰა­დის კონ­ცეფ­ცია და ამ ქვეყ­ნის ამა­ო­ე­ბა "სხვა კუ­თხი­დან" და­ა­ნახ­ვონ. მა­გა­ლი­თად, სა­უბ­რო­ბენ სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვა­ზე ის­ლა­მის ძვე­ლი დი­დე­ბის აღ­სად­გე­ნად და და­სა­წყი­სის­თვის, თვით­მკვლე­ლო­ბის იდე­ის შთა­გო­ნე­ბას ადა­მი­ა­ნებ­ში ემო­ცი­ურ-რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებ­ზე თა­მა­შით იწყე­ბენ.

თვით­მკვლე­ლის რწმე­ნა­ში გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რე­ბი შა­ჰი­დიზმს, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი გმი­რო­ბას ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თუმ­ცა, ბოლო დროს გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ვა­ლე­ბა­ზე წა­სუ­ლი შა­ჰი­დე­ბი, უკა­ნას­კნელ წამს, სიკ­ვდილ­ზე უარს ამ­ბო­ბენ... ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი ცო­ტა­ო­დენ იმედს იძ­ლე­ვა...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

საიდან მოდის ტერორიზმი?

საიდან მოდის ტერორიზმი?

ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიო ტერორისტული აქტების შიშის ფონზე იძინებს და იღვიძებს. ტერორისტების სამიზნე ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანი გახდა, მათ შორის, ბავშვები... ზუსტად როდიდან იღებს სათავეს პოლიტიკური მიზნით ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობა და დანაშაული, რომელსაც შემდეგ ცივილურმა მსოფლიომ ტერორიზმი უწოდა, გაურკვეველია.

ერთი ვერსიით, ტერორიზმს სათავე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაედო, თუმცა, შუა საუკუნეებში სხვადასხვა მიმართულება შეიძინა. საქმე ის არის, რომ ტერორისტების "ფანტაზია" ჯერ კიდევ ვითარდება...

და მაინც, საიდან იღებს სათავეს ეს ყველასთვის საშიში მოძრაობა, - ისტორიკისთა მოსაზრებით, შუა საუკუნეებში აზიის ტერიტორიაზე მოქმედებდა ასასინთა ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის იმდროინდელი საქმიანობა, თავისი მასშტაბებით, ყველაზე ფართო იყო. მათ, ტერორისტების მოსამზადებლად კარგად ორგანიზებული ბანაკები გააჩნდათ, სადაც ტერორისტები, გამოცდილი სამხედროების მიერ იწვრთნებოდნენ.

XI საკუნეში, ირანში, ისმაიტელთა მუსულმანურ, შიიტურ სექტაში, განხეთქილება მოხდა, რის შედეგადაც, შეიქმნა ასასინთა ნეოისმაიტელური საიდუმლო სექტანტური ორგანიზაცია. მათ მსხვილი ფეოდალები ხელმძღვანელობდნენ და აფინანსებდნენ. ამ ორგანიზაციების წევრებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს სუნიტ სელჩუკიანთა გავლენიან წარმომადგენლებს. ძალები დაუბალანსებელი იყო, ამიტომ მათ სხვა ხერხს მიმართეს, - ასასინებს დამფინანსებელი ფეოდალები უკვეთავდნენ ამა თუ იმ კონკრეტული პირის ლიკვიდაციას.

გარკვვეული დროის შემდეგ, ისინი უფრო გაძლიერდნენ და გავლენები გაიფართოვეს, - XII საუკუნის დასაწყისში, ირანსა და სირიაში თეოკრატიული სახელმწიფო შექმნეს. ასასინების მოქმედება და ბრძოლის მეთოდები თანდათან იხვეწებოდა, - ისინი გადაცმული ტანისამოსოთ ჩნდებოდნენ ამა თუ იმ ადგილას და კონკრეტული ადამიანის მკვლელობას გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. იმ პერიოდში, სირიაში, ირანში, ლიბანში, ინგლისში, გერმანიასა და თურქეთში, გაურკვეველ გარემოში, 10-მდე ლიდერი მოკლეს. ყველა მათგანის მვკელობის საქმის უკან, დაქირავებული ასასინები იდგნენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასასინი, შეცდომა უშვებდა და ესა თუ საქმე "ჩავარდა". ასეთი შემთხვევები შემკვეთებმა დროულად აღმოფხვრეს, - მას ფარულად უთვალთვალებდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა და შეცდომა ასასინს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა.

ისტორიკოსების ვარაუდით, ასასინები XII საუკუნეში, "ჯვაროსნებსაც" ებრძოდნენ. მათზე სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, ისინი ქრისტიანის ბერის კაბას იცვამდნენ და მათ შორის ცხოვრობდნენ... ძალიან მალე, ასასინ ტერორისტთა შესახებ ინფორმაცია არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. მათი გავლენა ძლიერი იყო როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებში.

XIII საუკუნეში, მონღოლებმა, მოგვიანებით კი, მამლუქებმა ასასინების დინასტია ერთიანად გაანადგურეს, მაგრამ მათ მიერ ჩადენილ საქმეებს უკვალოდ არ ჩაუვლია, - მას შემდეგ, გავლენის მოსაპოვებლად ქურუმები, კეისრები, იმპერატორები და სხვა ძალაუფლების მქონე ადამიანები მუდმივად იყენებდნენ ასასინ ტერორისტთან მიერ დამკვიდრებულ მეთოდებს.

მოგვიანებით, მას სიტყვა "ტერორიზმი" ეწოდა და  ძალადობით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდა. ამჟამად, ის მხოლოდ მუსლიმურ კი არა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.

ტერორიზმის ევროპული ვერსია

მეორე ვერსიით, ტერორიზმი სათავეს 1605 წელს იღებს, როდესაც ინგლისელ ჰაი ფოუქსმა, მეფე ჯეიმს I ააფეთქა... ასევე, ტერორისტულმა ჯგუფმა, "ნაროდნიკებმა", 1881 წელს, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II რომანოვი მოკლეს. ტერორისტების სამოქმედო არეალი განსაკუთრებით, XX საუკუნეში გაფართოვდა, - 1914 წლის 28 ივნისს გახდა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი. 1934 წლის 9 ოქტომბერს მარსელში მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბართუ. დღეისათვის ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე თუ ჰაერში, უცხოეთის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოების თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილებში. აქტები სრულდება, როგორც გარკვეული ობიექტების დანაღმვით, ასევე წერილებსა თუ ამანათებში გაერკვეული ფეთქებადი საშუალებების მოთავსებით.

ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა, კერძოდ კი ისლამური სახელმწიფოები, ლიბია ტერორიზმის ხელშემწყობად ითვლება და მათ იქ  "თავისუფლებისათვის მებრძოლებს" უწოდებენ.

კამიკაძე – იაპონელი თვითმკვლელი

"კამიკაძე" (კამი -ღვთაება, კაძე -ქარი) -ღვთაებრივი ქარი, ტაიფუნის სახელწოდებაა, რომელმაც 1274 და 1281 წლებში იაპონიის ნაპირებთან მიახლოებული ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ყუბილაი ხანის მონღოლური არმადის ხომალდები გაანადგურა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში სიტყვა კამიკაძე იაპონელი თვითმკვლელი პილოტების აღმნიშვნელ სიტყვად იქცა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე წყნარ ოკეანეში გამოჩნდნენ. ამასთანავე, კამიკაძე ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე იაპონური ტერმინის - "ტოკოტაის'' ნაწილია, რომელიც ყველა მოხალისე თვითმკვლელს აღნიშნავს და არა მხოლოდ მფრინავებს.

პირველი მფრინავი კამიკაძეების რაზმების ფორმირება 1944 წლის 20 ოქტომბერს საზღვაო ავიაციის ქვედანაყოფის საფუძველზე მოხდა. მასში გაწევრებული ადამიანი აცნობიერებდა რეალობას და მზად იყო, საკუთარი სამშობლოსთვის თავი გაეწირა. კამიკაძეების პირველი შეტევა 1944 წლის 21 ოქტომბერს ავსტრალიური ფლოტის ფლაგმანზე, მძიმე კრეისერ ავსტრალიაზე განხორციელდა - ბომბებით აღჭურვილი თვითმფრინავი, რომლის პილოტის ვინაობა დღემდე უცნობია, ხომალდს შეასკდა, თუმცა, მაშინ ბომბი არ აფეთქდა და თავდასხმას მხოლოდ 30-მდე ადამიანი შეეწირა.

თანამედროვე რეალობაში, კამიკაძეს, იაპონიასთან მხოლოდ სიტყვის ისტორია, აკავშირებს და თვითმკვლელ ისლამისტებთან ასოცირდება. თუმცა, სინამდვილეში, თვითმკვლელ ისლამისტებს შაჰიდები ჰქვიათ, მაგრამ მათ ხშირად "კამიკაძეებად" მოიხსენიებენ.

"შაჰიდი "დადასტურებას" ნიშნავს და ისლამში ის, როგორც სასამართლოს მოწმის, ისე მორწმუნეთა მიმართ გამოიყენება, რომლებიც მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში მოწამეობრივ სიკვდილს ეზიარნენ. თუმცა, ამბობენ, რომ თვითმკვლელი, მხოლოდ ტყვიაა და მთავარია ის, ვინც მას ამ ტყვიამდე მიიყვანს".

თვითმკვლელი ტერორისტების გადაბირების მეთოდი და ხვედრი

შაჰიდების კანდიდატების გადაბირებას ტერორისტული ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ. პირველ ეტაპზე ტერორისტული დაჯგუფების აგენტები ცდილობენ, თავიანთი იდეებით კანდიდატებში გააღვიძონ ემოციები, ჩამოაყალიბონ ჯგუფები, რომლებიც ისლამისტური ფუნდამენტალიზმით არიან დაინტერესებულები. აუხსნან ჯიჰადის კონცეფცია და ამ ქვეყნის ამაოება "სხვა კუთხიდან" დაანახვონ. მაგალითად, საუბრობენ სიცოცხლის გაწირვაზე ისლამის ძველი დიდების აღსადგენად და დასაწყისისთვის, თვითმკვლელობის იდეის შთაგონებას ადამიანებში ემოციურ-რელიგიურ გრძნობებზე თამაშით იწყებენ.

თვითმკვლელის რწმენაში გასაძლიერებლად, სულიერი ლიდერები შაჰიდიზმს, როგორც ეროვნული გმირობას ისე წარმოაჩენენ, თუმცა, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც დავალებაზე წასული შაჰიდები, უკანასკნელ წამს, სიკვდილზე უარს ამბობენ... ამის არაერთი მაგალითი ცოტაოდენ იმედს იძლევა...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე