პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს
გიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მო­დის, რო­გორ უნდა და­ი­ზო­გოს 1-1,5 მი­ლი­არ­დი ლარი ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის გა­სა­ნუ­ლებ­ლად და ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე "ფე­ი­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო ფბ მე­გობ­რე­ბო, რად­გან მა­ინც მი­წევს პი­რად მი­მო­წე­რა­ში ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი პო­ზი­ცია იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც უნდა გა­ტარ­დეს:

თემა 1. მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბა (ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლი)

ა. მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბა არ უნდა შე­ე­ხოს ფი­ნან­სურ (სა­ბან­კო, და­ზღვე­ვის, მისო-ბი) და ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტო­რებს. ეს ინ­დუსტრი­ე­ბი ისე­დაც არ იხი­დი­ან არა­ნა­ირ გა­და­სა­ხადს, გარ­და მო­გე­ბი­სა და მათი სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თი ისე­დაც მი­ნი­მა­ლუ­რია.

ბ. ასე­ვე არ უნდა შე­ე­ხოს ბუ­ნებ­რივ მო­ნო­პო­ლი­ებს (თე­ლა­სი, თბი­ლი­სის წყა­ლი, ენერ­გო პრო და ა.შ.), ვი­ნა­ი­დან ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბი­ან კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში მო­გე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

გ. მით უფრო გა­უ­გე­ბა­რია ასე­თი ინ­დუსტრი­ე­ბის მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან არი­დე­ბა საწ­ვავ­ზე და თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თის ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად. გა­მო­დის, რომ მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­იხ­დის ბი­უ­ჯეტ­ში იმ და­ნაკ­ლისს, რო­მელ­საც ეს კომ­პა­ნი­ე­ბი აღარ გა­და­იხ­დი­ან. ასე­თი მიდ­გო­მა არ არის არც მე­მარ­ჯვე­ნე­ო­ბა და არც მე­მარ­ცხე­ნე­ო­ბა, უბ­რა­ლოდ გა­უ­გებ­რო­ბაა. მყი­სი­ე­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო ეფექ­ტი: 150-200 მი­ლი­ო­ნი ლარი.

პ.ს. შემ­დე­გი თემა - ჯან­დაც­ვა. სულ 10 თემა იქ­ნე­ბა. კო­მენ­ტა­რებს და შე­ნიშ­ვნებს ყუ­რა­დღე­ბით და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვეც­ნო­ბი", - წერს გი­ორ­გი ქა­და­გი "ფე­ის­ბუქ­ზე".

გიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

გიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რეკომენდაციით გამოდის, როგორ უნდა დაიზოგოს 1-1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"პატივცემულო ფბ მეგობრებო, რადგან მაინც მიწევს პირად მიმოწერაში ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს:

თემა 1. მოგების გადასახადის გაუქმება (ესტონური მოდელი)

ა. მოგების გადასახადის გაუქმება არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მისო-ბი) და ფარმაცევტულ სექტორებს. ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხიდიან არანაირ გადასახადს, გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.

ბ. ასევე არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს (თელასი, თბილისის წყალი, ენერგო პრო და ა.შ.), ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში მოგების მიღების პროცესში.

გ. მით უფრო გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად. გამოდის, რომ მთელი მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს, რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან. ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა, უბრალოდ გაუგებრობაა. მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი: 150-200 მილიონი ლარი.

პ.ს. შემდეგი თემა - ჯანდაცვა. სულ 10 თემა იქნება. კომენტარებს და შენიშვნებს ყურადღებით და სიამოვნებით გავეცნობი", - წერს გიორგი ქადაგი "ფეისბუქზე".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."