სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერენტი გრანელის უცნაური სიყვარულის ამბავი - დღეს პოეტი იუბილარია
ტერენტი გრანელის უცნაური სიყვარულის ამბავი - დღეს პოეტი იუბილარია

"შავი წა­მე­ბი მიჰ­ქ­რი­ან. ისევ ცო­ცხა­ლი ვარ, ისევ ვოც­ნე­ბობ და ისევ ვფიქ­რობ. დიდი ხა­ნია, რაც ერ­თმა­ნე­თი არ გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩვე­ნი გუ­ლე­ბი მა­ინც ახ­ლოს არი­ან. ეხლა უფრო გან­ვიც­დი შენ­თან სი­ახ­ლო­ვეს. შენ თით­ქოს შორს იმ­ყო­ფე­ბი ჩემ­გან და ეს უფრო სა­ში­ნელს ხდის ჩემს მარ­ტო­ო­ბას, მე ხომ ყო­ველ­თვის მარ­ტო­ო­ბის ქვეშ ვი­ფერ­ფლე­ბი, და ეს მარ­ტო­ო­ბა მიყ­ვარს და თან მე­ში­ნია... მე შე­იძ­ლე­ბა მი­წას მალე მოვ­შორ­დე და ზე­ცი­სა­კენ წა­ვი­დე... რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუ­გე­ში, რა­საც ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ეძებს..." - სწერს ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი თა­ვის "უც­ნა­ურ" სიყ­ვა­რულს - თა­მარ ჯა­ფა­რი­ძეს. პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეპი­ზო­დი­სა და უც­ნა­უ­რად მკაც­რი ბე­დის­წე­რის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს, თა­მარ პა­ი­ჭა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ...

- ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო პო­ე­ტი, არა­მედ ზო­გა­დად ფი­გუ­რაა. კი­თხვე­ბი მისი პი­როვ­ნე­ბის, ცხოვ­რე­ბის, ბე­დის­წე­რის გარ­შე­მო ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, რად­გან ფაქ­ტია, ის საკ­მა­ოდ არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ბე­დის პი­როვ­ნე­ბა იყო, მტკივ­ნე­უ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი არ­გუ­ნა ცხოვ­რე­ბამ. სა­ერ­თოდ, როცა ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში მწე­რალს ვა­ფა­სებთ, მის შე­მოქ­მე­დე­ბას დი­ნა­მი­კა­ში გან­ვი­ხი­ლავთ - რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რა მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გარ­და­სახ­ვა მოხ­და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. ტე­რენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ეს პრო­ცე­სი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ერ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და - ის მისი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ყო­ფის ად­რე­ულ ეტაპ­ზე უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ვიდ­რე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რაც მის­მა უმ­ძი­მეს­მა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა ყო­ფამ გა­მო­იწ­ვია. ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით გრა­ნე­ლი ძა­ლი­ან ჰგავ­და ნიკო ფი­როს­მანს - ტე­რენ­ტიც მა­სა­ვით კი­ბის ქვეშ ცხოვ­რობ­და. კი­ბეს ერთი ფარ­ღა­ლა­ლა შე­ჭე­დი­ლი ფიც­რუ­ლი კარი ჰქონ­და, კარს მიღ­მა კი ერთი ჭრი­ა­ლა ტახ­ტი, მა­გი­და, ორი სკა­მი და ერთი ნავ­თის ლამ­ფა იყო. არა­ნა­ი­რი გათ­ბო­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი არ ჰქონ­და.

- რო­გორ გახ­და ტე­რენ­ტი კვირ­კვე­ლია ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი?

- ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი წა­ლენ­ჯი­ხი­დან ერთი აბ­გით ჩა­მო­ვი­და. თან ჰქონ­და გუ­ლის­ხმი­ე­რი მე­ზობ­ლის, ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის - ია­კობ შა­ნა­ვას სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძი­სა და იო­სებ იმე­დაშ­ვი­ლი­სად­მი. მათ შე­ი­ფა­რეს პო­ე­ტი და ლექ­სე­ბის და­ბეჭდ­ვის საქ­მე­შიც უშუ­ამ­დგომ­ლეს. ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ნამ­დვი­ლი გვა­რი "კვირ­კვე­ლია", მე­ო­რე ვერ­სი­ით კი - "კვირ­კვა­ი­აა". თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე პო­ე­ტი ფსევ­დო­ნი­მად "გრა­ნელს" ირ­ჩევს. ამ სი­ტყვის ეტი­მო­ლო­გი­ის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს, თუმ­ცა ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სწო­რი ვერ­სია სი­ტყვის ლა­თი­ნუ­რი წარ­მო­შო­ბით აიხ­სნე­ბა. "გრა­ნუმ" ლა­თი­ნუ­რად, "მარ­ცვალს" ნიშ­ნავს. პო­ე­ტი ხში­რად ამ­ბობ­და: "მეც პა­ტა­რა, ობო­ლი მარ­ცვა­ლი, სამ­ყა­როს უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლი ვარ"...

- ცნო­ბი­ლია მისი უც­ნა­უ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლის შე­სა­ხებ...

- ეს ამ­ბა­ვი მის წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ, ემო­ცი­ურ, ფრთხილ, სა­თუთ და ამას­თა­ნა­ვე, პრინ­ცი­პულ სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს. პო­ე­ტის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, გენო ქელ­ბა­ქი­ა­ნი, ტე­რენ­ტის ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდას და­უ­მე­გობ­რდა. მისი მო­გო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­რენ­ტი გრა­ნელს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის ზე­ნი­ტში ყოფ­ნი­სას უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და.

გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდებ­ში და უამ­რავ წე­რილს იღებ­და. ერთ-ერთი, კი­ე­ვი­დან ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა. ეს იყო თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე - იმ დრო­ი­სათ­ვის კი­ევ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წა­სუ­ლი ოფიც­რის მე­უღ­ლე. წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, გრა­ნე­ლის ლექ­სე­ბის კი­თხვა მის­თვის "ყო­ველ­დღი­ურ სუ­ლი­ერ საზ­რდოდ" ქცე­უ­ლი­ყო. ამ­ბობ­და, რომ თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას სა­ი­დუმ­ლოდ უყ­ვარ­და პო­ე­ტი და ბევ­რი მისი ლექ­სი ზე­პი­რად იცო­და. ტე­რენ­ტი ამ წე­რი­ლით გა­ო­ცე­ბუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. მისი მე­გო­ბა­რი წერს, - რად­გან ის ამ ქალს არ იც­ნობ­და, სა­კითხს ფრთხი­ლად ეკი­დე­ბო­და, თუმ­ცა სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი მის­წე­რა და ამის შემ­დეგ მათი მი­მო­წე­რა რე­გუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მე­გობ­რე­ბი ამ­ჩნევ­დნენ, რომ პო­ე­ტი სხვაგ­ვა­რი გახ­და, სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა­გან ცაში დაფ­რი­ნავ­და. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან და­უ­დე­ვა­რი, მო­უვ­ლე­ლი იყო, ზოგ­ჯერ ზამ­თარ­ში თეთ­რი ტი­ლოს ტან­საც­მე­ლი ეცვა; იმ პე­რი­ოდ­ში კი ამ მხრი­ვაც გა­მო­იც­ვა­ლა - ყო­ველ­თვის სევ­დი­ან­სა და მის­ტი­კურს, თვა­ლებ­შიც სი­ხა­რუ­ლის სხი­ვი ჩა­უდ­გა. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის საგ­რძნო­ბი იყო, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბა მოხ­და. პო­ეტ­მა ერ­თა­დერ­თს - გენო ქელ­ბა­ქი­ანს გა­ან­დო თა­ვი­სი სა­ი­დუმ­ლო. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­წე­რა ლექ­სი "შენს მო­ლო­დინ­ში"... ერთ-ერთ წე­რილ­თან ერ­თად, თა­მარ­მა ტე­რენ­ტის სა­კუ­თა­რი ფო­ტო­სუ­რა­თი გა­მო­უგ­ზავ­ნა. ტე­რენ­ტიმ ის გენო ქელ­ბა­ქი­ანს უჩ­ვე­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, ქალი იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო და ისე­თი მშვე­ნი­ე­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, რომ თა­ვა­დაც მო­ი­ნუს­ხა. ერთხე­ლაც, ტე­რენ­ტიმ თა­მა­რის­გან მი­ი­ღო წე­რი­ლი, რო­მელ­შიც თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნებ­და: მან ოჯა­ხის მი­ტო­ვე­ბა და ტე­რენ­ტის­თან თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა. პო­ე­ტი მო­უთ­მენ­ლად ელო­და ამ დღეს, ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და... დათ­ქმულ დღეს სად­გურ­ზე მი­სულ­მა გე­ნომ და ტე­რენ­ტიმ ხალ­ხის­გან დაც­ლილ ვა­გონ­ში მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­ი­ნა­ხეს, გვერ­დით უზარ­მა­ზა­რი ჩე­მოდ­ნით. როცა გე­ნოს ტე­რენ­ტის­თვის შე­უ­ხე­დავს, სა­ხე­ზე ფერი არ ედო თურ­მე პო­ეტს... მე­გობ­რე­ბი ნელი ნა­ბი­ჯით მი­უ­ახ­ლოვ­დნენ ქალს. თა­მარ­მა პო­ეტს ხელი გა­უ­წო­და და მი­ე­სალ­მა, ტე­რენ­ტი­მაც მი­უ­გო: "გა­მარ­ჯო­ბა". მერე გე­ნოს მი­უბ­რუნ­და და უთხრა: "ჩვენ წა­ვე­დით, გვეჩ­ქა­რე­ბა!" - და ად­გი­ლი­დან მო­წყდა.

გენო ქელ­ბა­ქი­ა­ნი იხ­სე­ნებს: "მე არ მი­ნა­ხავს უფრო ნა­ტან­ჯი სახე, უფრო მწუ­ხა­რე თვა­ლე­ბი, მეც ცრემ­ლი მო­მე­რია. ქალი ჩე­მო­დან­ზე ჩა­მოჯ­და და ცრემ­ლი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა, ამო­იკ­ვნე­სა და, უნდა ით­ქვას, მეც ისე­ვე მეტ­კი­ნა გული, რო­გორც მას. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ეს ქალი იმ წუ­თებ­ში! ნეტა მე მყვა­რე­ბო­და, ნეტა, მე ვყვა­რე­ბო­დი". დაბ­ნე­ულ­მა და შე­წუ­ხე­ბულ­მა გე­ნომ ატი­რე­ბუ­ლი ქალი ეტ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა, იქი­დან მობ­რუ­ნე­ბულ­მა კი მე­გო­ბარს და­უ­წყო ძებ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქან­და­კე­ბა­სა­ვით თეთ­რი და მგლო­ვი­ა­რე პო­ე­ტი ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩის კუ­თხე­ში, ბოძ­ზე მიყრდნო­ბი­ლი და ჩუ­მად მო­ბუტ­ბუ­ტე ნახა... პო­ე­ტი თით­ქოს ცო­ცხლებ­ში აღარ ეწე­რა... მე­გობ­რის საყ­ვე­დუ­რის შემ­დეგ ესღა თქვა: "ვა­ი­მე, რამ­ხე­ლა ჩე­მო­და­ნი ჰქონ­და... სად იყო ის ქალი, მე რომ მიყ­ვარ­და?! რა­ტომ მწერ­და ასეთ ნაზ წე­რი­ლებს? რად მივ­წე­რე მე წე­რი­ლე­ბი? რად დავ­წე­რე ლექ­სი? რად მოვ­ტყუვ­დი? ახ, რად მემ­ტე­რე­ბა ჩემი მუხ­თა­ლი ბედი!" ეს არ მომ­ხდა­რა იმის გამო, რომ ქალი ან ულა­მა­ზო, ან ასა­კო­ვა­ნი იყო. უბ­რა­ლოდ, ტე­რენ­ტის ის სხვაგ­ვა­რი წარ­მო­ედ­გი­ნა, მისი პო­ე­ტუ­რი წარ­მო­სახ­ვა არ და­ემ­თხვა რე­ა­ლო­ბას... ეს ქალ­ბა­ტო­ნი კი­ევ­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში დარ­ჩა. ტე­რენ­ტი სა­დი­ლად ერთ ქალ­ბა­ტონ­თან და­დი­ო­და, რო­მე­ლიც ვე­რის სა­საფ­ლა­ოს­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და. ერთხელ, ამ ქა­ლის სახ­ლის ფან­ჯრი­დან თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე და­უ­ნა­ხავს, ფეხ­ზე წა­მო­იჭ­რა თურ­მე და სხვა ფან­ჯრი­დან მე­ო­რე მხა­რეს გა­დახ­ტა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავს არი­დებ­და თა­მარ­თან შეხ­ვედ­რას და არც არა­სო­დეს ახ­სე­ნებ­და. მხო­ლოდ ამ სტრი­ქო­ნით "გა­მო­ი­ტი­რა": "და სევ­და მი­პყრობს ისევ და ისევ,/ დაბ­ნელ­და ჩემი ოც­ნე­ბის მხა­რე./ არ­ყოფ­ნის ღა­მევ, შენ და­მი­ფა­რე,/ არ­ყოფ­ნის ღა­მევ, შენ და­მი­ფა­რე"./

პო­ე­ტის ამ მო­რა­ლურ ფი­ას­კოს­თან მისი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის მე­ო­რე პე­რი­ო­დის და­სა­წყი­სია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მის ცხოვ­რე­ბა­ში ნელ-ნელა სხვა გარ­და­ტე­ხა და­ი­წყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად­ვე გა­უ­უ­ცხოვ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა. გენო ქელ­ბა­ქი­ან­მა და მის­მა რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მა ტე­რენ­ტის ჩა­ა­კი­თხეს და იქა­ურ აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რეს აუხ­სნეს, რომ ის პო­ე­ტი იყო; სთხო­ვეს, უფრო სა­თუ­თად მო­პყრო­ბოდ­ნენ და მის­თვის გა­სე­ირ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცათ. სწო­რედ ერთ-ერთი სე­ირ­ნო­ბი­სას, ტე­რენ­ტი თბი­ლის­ში გა­მო­ი­პა­რა. უკვე ამის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მეს ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნე­ბენ... ვე­ღა­რა­ვის ცნობ­და - სრუ­ლი­ად მი­უ­სა­ფა­რი, და­დი­ო­და და­ხე­უ­ლი ტან­საც­მლით და ცხოვ­რობ­და ქუ­ჩა­ში, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო 5-6 წელი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იყო ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა. რო­გორც უპატ­რო­ნო მიც­ვა­ლე­ბუ­ლი, მი­ხა­ი­ლის სახ. სა­ა­ვად­მყო­ფოს პრო­ზექ­ტუ­რა­ში მი­ას­ვე­ნეს, სა­დაც პო­ე­ტი ერ­თმა პრაქ­ტი­კან­ტმა იცნო. მწე­რალ­თა კავ­შირს შე­ა­ტყო­ბი­ნეს. დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სი­ას სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მიჰ­ყვე­ბო­და, მათ შო­რის, ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­დაღ­მა, პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ტერენტი გრანელის უცნაური სიყვარულის ამბავი - დღეს პოეტი იუბილარია

ტერენტი გრანელის უცნაური სიყვარულის ამბავი - დღეს პოეტი იუბილარია

"შავი წამები მიჰქრიან. ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ. დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია... მე შეიძლება მიწას მალე მოვშორდე და ზეცისაკენ წავიდე... რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს..." - სწერს ტერენტი გრანელი თავის "უცნაურ" სიყვარულს - თამარ ჯაფარიძეს. პოეტის ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეპიზოდისა და უცნაურად მკაცრი ბედისწერის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორს, თამარ პაიჭაძეს ვესაუბრეთ...

- ტერენტი გრანელი ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში არა მხოლოდ საინტერესო პოეტი, არამედ ზოგადად ფიგურაა. კითხვები მისი პიროვნების, ცხოვრების, ბედისწერის გარშემო ყოველთვის არსებობს, რადგან ფაქტია, ის საკმაოდ არაორდინარული ბედის პიროვნება იყო, მტკივნეული სიურპრიზები არგუნა ცხოვრებამ. საერთოდ, როცა ლიტერატურის ისტორიაში მწერალს ვაფასებთ, მის შემოქმედებას დინამიკაში განვიხილავთ - როგორ ჩამოყალიბდა, რა მეთოდოლოგიური გარდასახვა მოხდა მის შემოქმედებაში. ტერენტის შემთხვევაში, ეს პროცესი ნაკლებად ცნობიერდება, რადგან ყველაფერი პირიქით მოხდა - ის მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი ყოფის ადრეულ ეტაპზე უფრო პოპულარული იყო, ვიდრე მოგვიანებით, რაც მისმა უმძიმესმა ცხოვრებისეულმა ყოფამ გამოიწვია. ყოველდღიური ცხოვრების წესით გრანელი ძალიან ჰგავდა ნიკო ფიროსმანს - ტერენტიც მასავით კიბის ქვეშ ცხოვრობდა. კიბეს ერთი ფარღალალა შეჭედილი ფიცრული კარი ჰქონდა, კარს მიღმა კი ერთი ჭრიალა ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ერთი ნავთის ლამფა იყო. არანაირი გათბობა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდა.

- როგორ გახდა ტერენტი კვირკველია ტერენტი გრანელი?

- ტერენტი გრანელი წალენჯიხიდან ერთი აბგით ჩამოვიდა. თან ჰქონდა გულისხმიერი მეზობლის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის - იაკობ შანავას სარეკომენდაციო წერილი ზაქარია ჭიჭინაძისა და იოსებ იმედაშვილისადმი. მათ შეიფარეს პოეტი და ლექსების დაბეჭდვის საქმეშიც უშუამდგომლეს. ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარი "კვირკველია", მეორე ვერსიით კი - "კვირკვაიაა". თბილისში ჩამოსვლისთანავე პოეტი ფსევდონიმად "გრანელს" ირჩევს. ამ სიტყვის ეტიმოლოგიის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ალბათ ყველაზე სწორი ვერსია სიტყვის ლათინური წარმოშობით აიხსნება. "გრანუმ" ლათინურად, "მარცვალს" ნიშნავს. პოეტი ხშირად ამბობდა: "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარ"...

- ცნობილია მისი უცნაური სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ...

- ეს ამბავი მის წინააღმდეგობრივ, ემოციურ, ფრთხილ, სათუთ და ამასთანავე, პრინციპულ სულიერ სამყაროს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. პოეტის უახლოესი მეგობარი, გენო ქელბაქიანი, ტერენტის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას დაუმეგობრდა. მისი მოგონების მიხედვით, ტერენტი გრანელს თავისი შემოქმედებითი სრულყოფილების ზენიტში ყოფნისას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.

განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში და უამრავ წერილს იღებდა. ერთ-ერთი, კიევიდან ახალგაზრდა ქალმა გამოუგზავნა. ეს იყო თამარ ჯაფარიძე - იმ დროისათვის კიევში საცხოვრებლად წასული ოფიცრის მეუღლე. წერილის მიხედვით, გრანელის ლექსების კითხვა მისთვის "ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ" ქცეულიყო. ამბობდა, რომ თბილისში ყოფნისას საიდუმლოდ უყვარდა პოეტი და ბევრი მისი ლექსი ზეპირად იცოდა. ტერენტი ამ წერილით გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა. მისი მეგობარი წერს, - რადგან ის ამ ქალს არ იცნობდა, საკითხს ფრთხილად ეკიდებოდა, თუმცა საპასუხო წერილი მისწერა და ამის შემდეგ მათი მიმოწერა რეგულარული გახდა. მეგობრები ამჩნევდნენ, რომ პოეტი სხვაგვარი გახდა, სიხარულისა და ბედნიერებისაგან ცაში დაფრინავდა. საერთოდ, ძალიან დაუდევარი, მოუვლელი იყო, ზოგჯერ ზამთარში თეთრი ტილოს ტანსაცმელი ეცვა; იმ პერიოდში კი ამ მხრივაც გამოიცვალა - ყოველთვის სევდიანსა და მისტიკურს, თვალებშიც სიხარულის სხივი ჩაუდგა. გარშემო მყოფებისთვის საგრძნობი იყო, რომ მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა. პოეტმა ერთადერთს - გენო ქელბაქიანს გაანდო თავისი საიდუმლო. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლექსი "შენს მოლოდინში"... ერთ-ერთ წერილთან ერთად, თამარმა ტერენტის საკუთარი ფოტოსურათი გამოუგზავნა. ტერენტიმ ის გენო ქელბაქიანს უჩვენა, რომლის თქმითაც, ქალი იმდენად მომხიბვლელი იყო და ისეთი მშვენიერი თვალები ჰქონდა, რომ თავადაც მოინუსხა. ერთხელაც, ტერენტიმ თამარისგან მიიღო წერილი, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებდა: მან ოჯახის მიტოვება და ტერენტისთან თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა. პოეტი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ადგილს ვერ პოულობდა... დათქმულ დღეს სადგურზე მისულმა გენომ და ტერენტიმ ხალხისგან დაცლილ ვაგონში მარტოდ დარჩენილი ქალბატონი დაინახეს, გვერდით უზარმაზარი ჩემოდნით. როცა გენოს ტერენტისთვის შეუხედავს, სახეზე ფერი არ ედო თურმე პოეტს... მეგობრები ნელი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ქალს. თამარმა პოეტს ხელი გაუწოდა და მიესალმა, ტერენტიმაც მიუგო: "გამარჯობა". მერე გენოს მიუბრუნდა და უთხრა: "ჩვენ წავედით, გვეჩქარება!" - და ადგილიდან მოწყდა.

გენო ქელბაქიანი იხსენებს: "მე არ მინახავს უფრო ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და, უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული, როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი". დაბნეულმა და შეწუხებულმა გენომ ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა, იქიდან მობრუნებულმა კი მეგობარს დაუწყო ძებნა. მოგვიანებით, ქანდაკებასავით თეთრი და მგლოვიარე პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და ჩუმად მობუტბუტე ნახა... პოეტი თითქოს ცოცხლებში აღარ ეწერა... მეგობრის საყვედურის შემდეგ ესღა თქვა: "ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა... სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე ლექსი? რად მოვტყუვდი? ახ, რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი!" ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ქალი ან ულამაზო, ან ასაკოვანი იყო. უბრალოდ, ტერენტის ის სხვაგვარი წარმოედგინა, მისი პოეტური წარმოსახვა არ დაემთხვა რეალობას... ეს ქალბატონი კიევში აღარ დაბრუნებულა, საცხოვრებლად თბილისში დარჩა. ტერენტი სადილად ერთ ქალბატონთან დადიოდა, რომელიც ვერის სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდა. ერთხელ, ამ ქალის სახლის ფანჯრიდან თამარ ჯაფარიძე დაუნახავს, ფეხზე წამოიჭრა თურმე და სხვა ფანჯრიდან მეორე მხარეს გადახტა. მთელი ცხოვრება თავს არიდებდა თამართან შეხვედრას და არც არასოდეს ახსენებდა. მხოლოდ ამ სტრიქონით "გამოიტირა": "და სევდა მიპყრობს ისევ და ისევ,/ დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე./ არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე,/ არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე"./

პოეტის ამ მორალურ ფიასკოსთან მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მეორე პერიოდის დასაწყისია დაკავშირებული. მის ცხოვრებაში ნელ-ნელა სხვა გარდატეხა დაიწყო. საზოგადოებას თავადვე გაუუცხოვდა და მოგვიანებით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. გენო ქელბაქიანმა და მისმა რამდენიმე მეგობარმა ტერენტის ჩააკითხეს და იქაურ აღმასკომის თავმჯდომარეს აუხსნეს, რომ ის პოეტი იყო; სთხოვეს, უფრო სათუთად მოპყრობოდნენ და მისთვის გასეირნების საშუალებაც მიეცათ. სწორედ ერთ-ერთი სეირნობისას, ტერენტი თბილისში გამოიპარა. უკვე ამის შემდეგ მისი ცხოვრების უმძიმეს ეპიზოდებს იხსენებენ... ვეღარავის ცნობდა - სრულიად მიუსაფარი, დადიოდა დახეული ტანსაცმლით და ცხოვრობდა ქუჩაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი ცხოვრების ბოლო 5-6 წელი, ფაქტობრივად, არ იყო ადამიანური ცხოვრება. როგორც უპატრონო მიცვალებული, მიხაილის სახ. საავადმყოფოს პროზექტურაში მიასვენეს, სადაც პოეტი ერთმა პრაქტიკანტმა იცნო. მწერალთა კავშირს შეატყობინეს. დაკრძალვის პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, მათ შორის, ვალერიან გაფრინდაშვილი. საავადმყოფოს გადაღმა, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს