თანამედროვე სამყაროში უამრავი დიეტა არსებობს. დიეტოლოგები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ შეადგინონ მაქსიმალურად მარტივი კვების რეჟიმი იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, აიხდინოს სანუკვარი ოცნება - მოიშოროს ზედმეტი კილოგრამები და გახდეს უფრო ჯანმრთელი.
წონის დაკლება ყველაზე მეტად ტკბილეულის მოყვარულებს უჭირთ, რადგან ძნელია, უარი თქვა საყვარელ სასუსნავზე. სწორედ ამიტომ გახდა ძალიან პოპულარული - "შოკოლადის დიეტა".
დიახ, არსებობს შოკოლადის დიეტა!
ის არ ჰგავს სხვა დიეტებს და არ გამორიცხავს მთავარ "ტაბუს" (ტკბილეულს), როგორც უმრავლესობა დიეტებისა. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადის ფილა და ყავა, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა მაინც მოგიწევთ.
დიეტის ხანგრძლივობა 3-დან 7 დღემდეა. შეგიძლიათ ყოველ 2 თვეში ერთხელ გაიმეოროთ. ერთ კვირაში თქვენ შეძლებთ 7 კგ-მდე დაკლებას.
მწარე შოკოლადს გასაოცარი ჰარმონიული გემო აქვს, ორგანიზმისთვის მრავალ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს და განწყობასაც ამაღლებს.
დასაწყისისთვის, რაციონიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ ტკბილი. მათ შორის, შაქარი. შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ 70% (ან უფრო ზემოთ) შავი შოკოლადი. რა თქმა უნდა, წონის დაკლებას მხოლოდ შოკოლადის ჭამით ვერ შეძლებთ. თქვენ უნდა
მიეჩვიოთ საკვების ხშირად მიღებას
(დღეში 5-ჯერ), მაგრამ მცირე ულუფებით.
ყოველი ჭამის წინ, რამდენიმე წუთით ადრე, მიირთვით 2-3 ნატეხი შავი შოკოლადის ფილა. ის შიმშილის გრძნობას კლავს.