პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად
დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად

დინდგე­ლის (იმა­ვე პრო­პო­ლი­სის) ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ფარ­თოდ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რომ ის იმუ­ნი­ტე­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ცალ­კე­უ­ლი რგო­ლე­ბის ფუნ­ქცი­ა­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას, ას­ტი­მუ­ლი­რებს იმუ­ნი­ტე­ტის რო­გორც სპე­ცი­ფი­კურ, ასე­ვე არას­პე­ცი­ფი­კურ ფაქ­ტო­რებს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნი­კა­ლურ იმუ­ნო­მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სპე­ცი­ფი­კურ იმუ­ნი­ტეტს გა­ნა­პი­რო­ბებს ორ­გა­ნიზ­მის ლიმ­ფო­ი­დუ­რი სის­ტე­მა, ხოლო ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცავ არას­პე­ცი­ფი­კურ ფაქ­ტო­რებს ქმნის კანი, კუ­ჭის წვე­ნის მჟა­ვე ბა­რი­ე­რი, სის­ხლის დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ის სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მი. დინდგე­ლი ყვე­ლა ამ ფაქ­ტორ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს და ამი­ტომ უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად. დინდგე­ლი წმენ­დს უჯრე­დებს, ხელს უწყობს მათი მემ­ბრა­ნე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, აღად­გენს და­ზი­ა­ნე­ბულ ქსო­ვი­ლებს (ანუ უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ რე­გე­ნე­რა­ცი­ას), ას­ტი­მუ­ლი­რებს ფა­გო­ცი­ტე­ბის (მშთან­თქა­ვი უჯრე­დე­ბის) ფუნ­ქცი­ას, ზრდის გამა გლო­ბუ­ლი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

მისი გავ­ლე­ნით აქ­ტი­ურ­დე­ბა ღვიძ­ლის უჯრე­დე­ბის (ჰე­პა­ტო­ცი­ტე­ბის) ფუნ­ქცია, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ალ­ბუ­მი­ნე­ბი­სა და გლო­ბუ­ლი­ნე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა. დინდგე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­ბი­ო­ტი­კია, თა­ნაც უნი­კა­ლუ­რი, რად­გან დღემ­დე არ არის ნა­პოვ­ნი ბაქ­ტე­რია, რო­მე­ლიც ამ ნივ­თი­ე­რე­ბა­ში გამ­რავ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას შეძ­ლებ­და. დინდგე­ლი ოქ­როს­ფერ სტა­ფი­ლო­კოკ­საც კი ანად­გუ­რებს - ბაქ­ტე­რი­ას, რო­მე­ლიც გამ­ძლეა უახ­ლე­სი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ. პრო­პო­ლი­სი დამ­ღუპ­ვე­ლად მოქ­მე­დებს ვირუ­სებ­სა და სო­კო­ებ­ზეც. ეპი­დე­მი­ის დროს თა­ვის და­სა­ცა­ვად საკ­მა­რი­სია, დინდგე­ლის სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბურ­თუ­ლა კვი­რა­ში ორ­ჯერ და­ღე­ჭოთ.

თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკი­ვათ და ავად ხდე­ბით, ძი­ლის წინ აუ­ცი­ლებ­ლად და­ღე­ჭეთ პრო­პო­ლი­სი (ასან­თის ღე­რის თა­ვი­სო­დე­ნა 2-3 ბურ­თუ­ლა). მე­ო­რე დი­ლით თავს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად იგ­რძნობთ და ყვე­ლა სიმპტო­მი გა­გივ­ლით. დინდგე­ლი ააქ­ტი­უ­რებს ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცვე­ლო­ბით მე­ქა­ნიზ­მებს, ზრდის მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მისი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის უნარს, ბო­ჭავს ბაქ­ტე­რი­ულ შხა­მებს (ტოქ­სი­ნებს) და გა­მო­დევ­ნის მათ ორ­გა­ნიზ­მი­დან. ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის დროს დინდგე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ორ­ჯერ შემ­ცირ­დეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დოზა სა­თა­ნა­დო ეფექ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

არ­სე­ბობს დინდგე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დე­გი ფორ­მე­ბი:

სპირ­ტი­ა­ნი ნა­ყე­ნი;

წყლი­ა­ნი ნა­ყე­ნი;

პრო­პო­ლი­სის წყალ­ხსნა­რი;

პრო­პო­ლი­სის მა­ლა­მო;

პრო­პო­ლი­სის სან­თლე­ბი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად

დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად

დინდგელის (იმავე პროპოლისის) ანტიმიკრობული თვისებები ფართოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის იმუნიტეტის შემადგენელი ცალკეული რგოლების ფუნქციაზეც ახდენს გავლენას, ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს და, აქედან გამომდინარე, უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ სპეციფიკურ იმუნიტეტს განაპირობებს ორგანიზმის ლიმფოიდური სისტემა, ხოლო ორგანიზმის დამცავ არასპეციფიკურ ფაქტორებს ქმნის კანი, კუჭის წვენის მჟავე ბარიერი, სისხლის დამცველობითი ფუნქციის სხვადასხვა მექანიზმი. დინდგელი ყველა ამ ფაქტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამიტომ უნიკალური საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად. დინდგელი წმენდს უჯრედებს, ხელს უწყობს მათი მემბრანების სტაბილიზაციას, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს (ანუ უზრუნველყოფს მათ რეგენერაციას), ასტიმულირებს ფაგოციტების (მშთანთქავი უჯრედების) ფუნქციას, ზრდის გამა გლობულინების რაოდენობას.

მისი გავლენით აქტიურდება ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) ფუნქცია, უმჯობესდება ალბუმინებისა და გლობულინების თანაფარდობა. დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს - ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. პროპოლისი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც. ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ.

თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა). მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით.

არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:

სპირტიანი ნაყენი;

წყლიანი ნაყენი;

პროპოლისის წყალხსნარი;

პროპოლისის მალამო;

პროპოლისის სანთლები... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს