მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა პენსიას აღარ გაზრდის?
მთავრობა პენსიას აღარ გაზრდის?

მომ­დევ­ნო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სი­ის გაზ­რდა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ამის შე­სა­ხებ არც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებ­ში თქმუ­ლა რამე და არც 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, რამ­დე­ნა­დაც ქვე­ყა­ნა დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის მო­დე­ლის და­ნერგვა­ზე გა­დას­ვლას იწყებს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რე­ფორ­მის გა­მო­ი­სო­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი პენ­სი­ის გაზ­რდა­ზე მთავ­რო­ბამ უარი თქვას. პენ­სი­ის თუნ­დაც 20 ლა­რით მო­მა­ტე­ბის­თვის, წე­ლი­წად­ში 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რია სა­ჭი­რო. ბი­უ­ჯეტს ამ ეტაპ­ზე ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს.

არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტია პენ­სი­ის ზრდა­ზე და­მა­ი­მე­დებ­ლად ვერ სა­უბ­რობს. მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი, რო­გორც ჩანს, სა­პენ­სიო რე­ფორ­მა­ზეა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ისა­უბ­რა. მისი თქმით, მთავ­რო­ბა მზა­დაა, რომ 2017 წლის მე­სა­მე კვარ­ტა­ლი­დან ქვე­ყა­ნა­ში აა­მოქ­მე­დოს დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა, რის­თვი­საც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პენ­სი­ის გაზ­რდას, რო­გორც ხუნ­და­ძე გან­მარ­ტავს, "ეს პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვი და ეკო­ნო­მი­კის ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან თან­მხვედ­რი უნდა იყოს".

2017 წლის ბი­უ­ჯე­ტი 4%-იან ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზეა გათ­ვლი­ლი. თუკი გა­მარ­თლდა, პენ­სი­ის მო­მა­ტე­ბის­თვი­საც გა­მო­ი­ძებ­ნე­ბა რე­სურ­სი. ერ­თია ის, რომ მშპ-ს და­სა­ხუ­ლი ნიშ­ნუ­ლის მიღ­წე­ვა ყო­ველ­თვის ჭირს და თა­ნაც პენ­სი­ის მა­ტე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაც სა­ჭი­როა, რაც დღეს­დღე­ო­ბით არ იკ­ვე­თე­ბა.

ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, სოსო არჩვა­ძის აზ­რით, არას­წო­რი იქ­ნე­ბა, თუკი სა­პენ­სიო რე­ფორ­მის გამო, სო­ცი­ა­ლუ­რი პენ­სი­ის ზრდა­ზე მთავ­რო­ბა უარს იტყვის.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მთავრობა პენსიას აღარ გაზრდის?

მთავრობა პენსიას აღარ გაზრდის?

მომდევნო წლებში საქართველოში პენსიის გაზრდა ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებებში თქმულა რამე და არც 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაშია აღნიშნული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რამდენადაც ქვეყანა დაგროვებითი პენსიის მოდელის დანერგვაზე გადასვლას იწყებს, გამორიცხული არ არის, რეფორმის გამოისობით სოციალური პენსიის გაზრდაზე მთავრობამ უარი თქვას. პენსიის თუნდაც 20 ლარით მომატებისთვის, წელიწადში 200 მილიონი ლარია საჭირო. ბიუჯეტს ამ ეტაპზე ამის საშუალება არ აქვს.

არჩევნებში გამარჯვებული პარტია პენსიის ზრდაზე დამაიმედებლად ვერ საუბრობს. მთავარი აქცენტი, როგორც ჩანს, საპენსიო რეფორმაზეა, რომლის შესახებაც "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა მზადაა, რომ 2017 წლის მესამე კვარტალიდან ქვეყანაში აამოქმედოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზა უკვე შემუშავებულია. რაც შეეხება ამჟამინდელი სოციალური პენსიის გაზრდას, როგორც ხუნდაძე განმარტავს, "ეს პროცესი ეტაპობრივი და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან თანმხვედრი უნდა იყოს".

2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. თუკი გამართლდა, პენსიის მომატებისთვისაც გამოიძებნება რესურსი. ერთია ის, რომ მშპ-ს დასახული ნიშნულის მიღწევა ყოველთვის ჭირს და თანაც პენსიის მატებისთვის პოლიტიკური ნებაც საჭიროა, რაც დღესდღეობით არ იკვეთება.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის აზრით, არასწორი იქნება, თუკი საპენსიო რეფორმის გამო, სოციალური პენსიის ზრდაზე მთავრობა უარს იტყვის.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი