საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაიბარეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში დაკითხვაზე
რატომ დაიბარეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში დაკითხვაზე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, დე­პუ­ტატ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი გა­მო­ცხად­და.

რო­გორც ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის იმ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის გამო და­ი­ბა­რეს და­კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც მე­გობ­რებ­თან ერ­თად შექ­მნა. მისი თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბის სა­ხე­ლით" არა­ვი­თა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არაა და მხო­ლოდ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დია, რო­მელ­ზეც აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის, რო­გო­რი­ცაა დე­ო­კუ­პა­ცია, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და ა.შ.

ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მისი და­ბა­რე­ბა მის მე­უღ­ლე­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მოხ­დე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლე­ბის სა­ხე­ლით" ასე­თი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი მე­გობ­რებ­მა შევ­ქმე­ნით. ეს არაა რა­ი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია და არც არა­ფე­რი. ამ გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ვცდი­ლობთ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, რო­გო­რი­ცაა დე­ო­კუ­პა­ცია, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და ა.შ. არას­დროს არ ვყო­ფილ­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში და არც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში არ მი­მუ­შა­ვია. ერ­თა­დერ­თი ჩემი მე­უღ­ლეა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მიზ­ნით და­მი­ბა­რეს და­კი­თხვა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ილია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ის მას­ხა­რის ქუ­დით მო­ვი­და, ვი­ნა­ი­დან ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ქვე­ყა­ნა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი ცირკს და­ამ­სგავ­სა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ქვე­ყა­ნა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ამ­სგავ­სა ცირკს და ამი­ტომ მო­ვე­დი მას­ხა­რის ქუ­დით, მინ­და სიმ­ბო­ლუ­რად ფოს­ტით გა­ვუგ­ზავ­ნო ივა­ნიშ­ვილს თა­ვის შუ­შის კოლ­ბა­ში. სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი მარ­თავს ქვე­ყა­ნას. მას გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ჰგო­ნია შეთ­ქმუ­ლე­ბა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ილია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ დაიბარეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში დაკითხვაზე

რატომ დაიბარეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე სუს-ში დაკითხვაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი გამოცხადდა.

როგორც ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმ ფეისბუქგვერდის გამო დაიბარეს დაკითხვაზე, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმნა. მისი თქმით, "საქართველოს ერთგულების სახელით" არავითარი ორგანიზაცია არაა და მხოლოდ ფეისბუქგვერდია, რომელზეც აქტუალიზაცია ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ.

ილია ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაბარება მის მეუღლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ემსახურება.

"საქართველოს ერთგულების სახელით" ასეთი ფეისბუქგვერდი მეგობრებმა შევქმენით. ეს არაა რაიმე ორგანიზაცია და არც არაფერი. ამ გვერდის საშუალებით ვცდილობთ ისეთი პრობლემების აქტუალიზაციას, როგორიცაა დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ. არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკაში და არც საჯარო სამსახურში არ მიმუშავია. ერთადერთი ჩემი მეუღლეა პარლამენტის წევრი და სავარაუდოდ, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიბარეს დაკითხვაზე", - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ის მასხარის ქუდით მოვიდა, ვინაიდან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები ცირკს დაამსგავსა.

"ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები დაამსგავსა ცირკს და ამიტომ მოვედი მასხარის ქუდით, მინდა სიმბოლურად ფოსტით გავუგზავნო ივანიშვილს თავის შუშის კოლბაში. სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანი მართავს ქვეყანას. მას გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ყველაფერი ჰგონია შეთქმულება და გადატრიალება", - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."