მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღებამდე
რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღებამდე

მემ­კვიდ­რე­ო­ბის გამო ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია. რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბამ­დე და რა­ტომ არის კა­ნო­ნის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ამ თე­მა­ზე ად­ვო­კატ ირაკ­ლი უტი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

რო­დე­საც ან­დერ­ძი არ არ­სე­ბობს

ირაკ­ლი უტი­აშ­ვი­ლი: თუ ქო­ნე­ბის მე­პატ­რო­ნემ ან­დერ­ძი და­ტო­ვა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ამ ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, მარ­ტი­ვად წყდე­ბა. უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მა­შინ იწყე­ბა, რო­დე­საც გარ­დაც­ვლილ ნა­თე­სავს - დე­დას, მა­მას ან ახ­ლო­ბელს, ან­დერ­ძი არ აქვს და­წე­რი­ლი. ასეთ დროს, ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა სხვა პი­რებ­ზე კა­ნო­ნის დაც­ვით უნდა მოხ­დეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მემ­კვიდ­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ მისი ქო­ნე­ბა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღონ. 6 თვე ერ­თგვარ ზღვრად არის მიჩ­ნე­უ­ლი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვის­გან შორს ცხოვ­რობ­და და მას იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობ­და, მემ­კვიდ­რედ მა­შინ ჩა­ით­ვლე­ბა, თუ სა­ნო­ტა­რო ბი­უ­რო­ში შე­ი­ტანს გან­ცხა­დე­ბას მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, ან მის გან­კარ­გვას შე­უდ­გე­ბა. ის უნდა მი­დი­ო­დეს, უვ­ლი­დეს და­ტო­ვე­ბულ ქო­ნე­ბას და აღი­ა­რებ­დეს, რომ ამ ქო­ნე­ბა­ზე პრე­ტენ­ზია აქვს. დად­გე­ნი­ლი 6 თვის გას­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე ახლო ნა­თე­სავ­საც კი, ქო­ნე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ერ­თმე­ვა. პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან შვი­ლე­ბი, (მათ შო­რის ის, ვინც ქო­ნე­ბის მე­პატ­რო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და) ასე­ვე - მშობ­ლე­ბი და მე­უღ­ლე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და მათ სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ გარ­დაც­ვლი­ლის ქო­ნე­ბა თა­ნაბ­რად გა­ი­ნა­წი­ლონ.

რო­დე­საც ქო­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე მე­უღ­ლეს­თან გაყ­რი­ლია

სა­და­ვო სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა მა­ში­ნაც, რო­დე­საც მა­მა­კა­ცი (ან ქალი) პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან გაყ­რი­ლია და შვი­ლე­ბი ორი­ვე ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მის ქო­ნე­ბა­ზე თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ შვი­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­უღ­ლეს, მხო­ლოდ ის არის მემ­კვიდ­რე, რო­მელ­თა­ნაც გარ­დაც­ვლი­ლი რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აქ არ იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ეკ­ლე­სიო წე­სით ქორ­წი­ნე­ბა. თუ ქორ­წი­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მე­უღ­ლეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა შვი­ლებს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რო­მე­ლი ცო­ლის­გან ჰყავს შვი­ლი მშო­ბელს - ყვე­ლა თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს - ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა და ასა­კი­სა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღებამდე

რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღებამდე

მემკვიდრეობის გამო ოჯახური კონფლიქტები საკმაოდ ხშირია. რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე და რატომ არის კანონის ცოდნა აუცილებელი, "ბიზნესპრესნიუსი" ამ თემაზე ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა.

როდესაც ანდერძი არ არსებობს

ირაკლი უტიაშვილი: თუ ქონების მეპატრონემ ანდერძი დატოვა, მაშინ ყველაფერი ამ ანდერძის მიხედვით, მარტივად წყდება. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც გარდაცვლილ ნათესავს - დედას, მამას ან ახლობელს, ანდერძი არ აქვს დაწერილი. ასეთ დროს, ქონების გადასვლა სხვა პირებზე კანონის დაცვით უნდა მოხდეს. გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებს უფლება აქვთ მისი ქონება 6 თვის განმავლობაში მიიღონ. 6 თვე ერთგვარ ზღვრად არის მიჩნეული. ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი ნათესავისგან შორს ცხოვრობდა და მას იშვიათად ნახულობდა, მემკვიდრედ მაშინ ჩაითვლება, თუ სანოტარო ბიუროში შეიტანს განცხადებას მემკვიდრეობის მიღების შესახებ, ან მის განკარგვას შეუდგება. ის უნდა მიდიოდეს, უვლიდეს დატოვებულ ქონებას და აღიარებდეს, რომ ამ ქონებაზე პრეტენზია აქვს. დადგენილი 6 თვის გასვლის შემდეგ, ყველაზე ახლო ნათესავსაც კი, ქონების მიღების უფლება ერთმევა. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები, (მათ შორის ის, ვინც ქონების მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა) ასევე - მშობლები და მეუღლე. ეს ადამიანები თანაბარი უფლებით სარგებლობენ და მათ სრული უფლება აქვთ გარდაცვლილის ქონება თანაბრად გაინაწილონ.

როდესაც ქონების მეპატრონე მეუღლესთან გაყრილია

სადავო სიტუაცია იქმნება მაშინაც, როდესაც მამაკაცი (ან ქალი) პირველ მეუღლესთან გაყრილია და შვილები ორივე ქორწინებაში ჰყავს. ამ შემთხვევაში, მის ქონებაზე თანაბარი უფლებით სარგებლობენ შვილები და მშობლები. რაც შეეხება მეუღლეს, მხოლოდ ის არის მემკვიდრე, რომელთანაც გარდაცვლილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. აქ არ იგულისხმება საეკლესიო წესით ქორწინება. თუ ქორწინება სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული, მეუღლეს მემკვიდრეობის მიღების უფლება არა აქვს. რაც შეეხება შვილებს, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ცოლისგან ჰყავს შვილი მშობელს - ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს - ყველას აქვს უფლება მოითხოვოს მემკვიდრეობა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი