სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება
აჭარაში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება

ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მზარ­დია რე­გი­ონ­ში ბე­ლო­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზღვრის კვე­თის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის რვა თვე­ში ბე­ლო­რუ­სი ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭა­რა­ში 19,73% -ით გა­ი­ზარ­და. აჭა­რის­თვის ბე­ლო­რუ­სი წელ­საც რჩე­ბა ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტუ­რის­ტულ ბაზ­რად, სა­დაც რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი მარ­ტი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი დე­პარ­ტა­მენ­ტმა ბე­ლო­რუ­სი­ის დე­და­ქა­ლაქ მისკსა და ბრეს­ტში გარე რეკ­ლა­მით და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებ­ზე 61 ბილ­ბორ­დი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ვევ­და ბე­ლო­რუ­სე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით. გარ­და სტან­დარ­ტუ­ლი ბილ­ბორ­დე­ბი­სა, მინ­სკის ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ბილ­ბორ­დი, რო­მელ­ზეც ყო­ველ­დღე ახ­ლდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია ბა­თუმ­ში იმ დღეს არ­სე­ბუ­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზის შე­სა­ხებ. 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბილ­ბორ­დე­ბის სა­ერ­თო წვდო­მამ 1 500 000 000 შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა პიარ აქ­ტი­ვო­ბებს, ბე­ლო­რუს­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო "აჭა­რის დღე", რო­მელ­საც მინკში პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ტურ­სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ­მა ფოლკ­ლორ­მა, სამ­ზა­რე­უ­ლომ და მას­ტერკლა­სებ­მა სტუმ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რაც შემ­დგომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ში აი­სა­ხა. აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და მინ­სკში დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პიარ კამ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ბეჭ­დურ და ონ­ლა­ინ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის, ბლო­გე­ბი­სა და ტელე-რა­დიო სი­უ­ჟე­ტე­ბის სა­ერ­თო წვდო­მამ 7 685 000 მი­აღ­წია.

რო­გორც აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ო­ნი ასე­ვე წა­რად­გი­ნა ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე Отдых, სა­დაც ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბით შექ­მნილ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სტენ­დზე გარ­და სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი, კერ­ძე­ბი და ღვი­ნო იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პი­არ­კამ­პა­ნი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა აჭა­რის ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი რუ­კაც, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებ-გვერ­დზე gobatumi.com გან­თავ­სდე­ბა. რუკა სა­მე­ნო­ვა­ნია და მას­ზე აჭა­რა­ში არ­სე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და რე­ცეპ­ტე­ბი, ასე­ვე ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და მარ­შრუ­ტე­ბი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით ბე­ლო­რუს­ში, ონ­ლა­ინ სირ­ცე­ში ჩა­ტარ­და ფო­ტო­კონ­კურ­სე­ბიც, რო­მელ­შიც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. რე­გი­ონ­ში გას­ტო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რო­ბის მიზ­ნით დე­პარ­ტა­მენ­ტმა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია პრეს­ტურს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აჭა­რას პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტუმ­რობ­დნენ. პრეს­ტუ­რის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ 12-ზე მეტი ტე­ლე­სი­უ­ჟე­ტი და სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა ონ­ლა­ინ-ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში. სტა­ტი­ე­ბი­სა და სი­უ­ჟე­ტე­ბის სა­ერ­თო წვდო­მამ კი 4 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.

აჭა­რის შე­სა­ხებ სტა­ტი­ე­ბი­სა და სი­უ­ჟე­ტე­ბის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ბმულ­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

აჭარაში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება

აჭარაში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება

ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია რეგიონში ბელორუსი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის რვა თვეში ბელორუსი ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 19,73% -ით გაიზარდა. აჭარისთვის ბელორუსი წელსაც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად, სადაც რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარტიდან ახორციელებს.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, სარეკლამო კამპანიები დეპარტამენტმა ბელორუსიის დედაქალაქ მისკსა და ბრესტში გარე რეკლამით დაიწყო. აღნიშნული ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე 61 ბილბორდი 2 თვის განმავლობაში იწვევდა ბელორუსების დაინტერესებას რეგიონის ტურისტული პროდუქტებით. გარდა სტანდარტული ბილბორდებისა, მინსკის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე განთავსებული იყო ბილბორდი, რომელზეც ყოველდღე ახლდებოდა ინფორმაცია ბათუმში იმ დღეს არსებული ამინდის პროგნოზის შესახებ. 1 თვის განმავლობაში ბილბორდების საერთო წვდომამ 1 500 000 000 შეადგინა.

რაც შეეხება პიარ აქტივობებს, ბელორუსში ჩატარებული ღონისძიებებიდან გამორჩეული იყო „აჭარის დღე“, რომელსაც მინკში პოპულარული მედიასაშუალებებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ფოლკლორმა, სამზარეულომ და მასტერკლასებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რაც შემდგომ ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში აისახა. აჭარის ტურისტული პოტენციალისა და მინსკში დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პიარ კამპანიების შესახებ რადიოში, ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო სიუჟეტების საერთო წვდომამ 7 685 000 მიაღწია.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, დეპარტამენტმა რეგიონი ასევე წარადგინა ტურისტულ გამოფენაზე Отдых, სადაც ქართული მოტივებით შექმნილ ინდივიდუალურ სტენდზე გარდა სარეკლამო მასალებისა, ქართული ფოლკლორი, კერძები და ღვინო იყო წარმოდგენილი. პიარკამპანიების ფარგლებში შეიქმნა აჭარის ინტერაქტიური რუკაც, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე gobatumi.com განთავსდება. რუკა სამენოვანია და მასზე აჭარაში არსებული რესტორნები, ქართული კერძები და რეცეპტები, ასევე ტურისტული ღირშესანიშნაობები და მარშრუტები იქნება განთავსებული.

მათივე ცნობით, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით ბელორუსში, ონლაინ სირცეში ჩატარდა ფოტოკონკურსებიც, რომელშიც ასობით ადამიანი იყო ჩართული. რეგიონში გასტონომიული ტურიზმის პოპულარობის მიზნით დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია პრესტურს, რომლის ფარგლებშიც აჭარას პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში, ქართული სამზარეულოს შესახებ 12-ზე მეტი ტელესიუჟეტი და სტატია გამოქვეყნდა ონლაინ-ბეჭდურ მედიაში. სტატიებისა და სიუჟეტების საერთო წვდომამ კი 4 მილიონს გადააჭარბა.

აჭარის შესახებ სტატიებისა და სიუჟეტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი