პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა
გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მოძ­რა­ო­ბა "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ რუ­ხა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ძა­ლი­ან მი­ჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგ­რამ მე ვტო­ვებ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ას, რად­გან ეს აღარ არის ბურ­ჭუ­ლა­ძის მოძ­რა­ო­ბა. ეს აღარ არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", არც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის". ეს აღარ არის ძალა, რომ­ლის ლი­დე­რია პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე. ეს არის ძალა, რო­მელ­საც პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი მე­ლა­ძე მარ­თა­ვენ და ემ­სა­ხუ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რესს",- გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ თუ "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­მა­ტე­ბა გახ­დე­ბა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მან აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი გა­ა­ნად­გუ­რა.

"პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ლი­ტი­კურ თა­მაშს თა­მა­შობ­და, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვილ­მა მას ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი არხი ჩა­უ­კე­ტა და შემ­დეგ გა­უხ­სნა ერთი არხი "გირ­ჩის" სა­ხით. ახლა ივა­ნიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, უღირს თუ არა, აღ­ნიშ­ნულ­მა ძა­ლამ ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხოს და რო­გორც კატა თაგ­ვს, ისე ეთა­მა­შე­ბა",- დას­ძი­ნა რუ­ხა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად გი­ორ­გი რუ­ხა­ძის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ის აცხა­დებს, რომ რჩე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. ამის შესახებ რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც "ქართული ოცნების", არც "ნაციონალური მოძრაობის". ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს",- განაცხადა რუხაძემ და დასძინა, რომ თუ "სახელმწიფო ხალხისთვის" ბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში "ქართული ოცნების" დამატება გახდება.

ამის პარალელურად მან აღნიშნა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა.

"პაატა ბურჭულაძე თავდაპირველად დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა, თუმცა ივანიშვილმა მას ყველა ფინანსური არხი ჩაუკეტა და შემდეგ გაუხსნა ერთი არხი "გირჩის" სახით. ახლა ივანიშვილი ფიქრობს, უღირს თუ არა, აღნიშნულმა ძალამ ბარიერი გადალახოს და როგორც კატა თაგვს, ისე ეთამაშება",- დასძინა რუხაძემ.

რაც შეეხება თავად გიორგი რუხაძის სამომავლო გეგმებს, ის აცხადებს, რომ რჩება ძალიან აქტიური საჯარო სივრცეში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."