სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გონიოში ზღვაში დაკარგული იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო
გონიოში ზღვაში დაკარგული იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო

გო­ნი­ო­ში, გეგ­მუ­რი წვრთნე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის, იაგო შა­რა­ძის დე­დამ, ელე­ნე შა­რა­ძემ შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. რო­გორც ელე­ნე შა­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, თურ­ქუ­ლი სამ­ძებ­რო ხო­მალ­დი თით­ქმის თვალს მი­ე­ფა­რა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­წყდა, თუმ­ცა ოჯა­ხი საქ­მის კურ­სში ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს არ ჩა­უ­ყე­ნე­ბია.

ელე­ნე შა­რა­ძის თქმით, თუ ხვალ დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე ოჯახს ინ­ფორ­მა­ცი­ას არ მი­აწ­ვდი­ან, ისი­ნი გო­ნი­ო­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად ცენ­ტრა­ლურ გზას გა­და­კე­ტა­ვენ.

"მთე­ლი ღამე აქ ვრჩე­ბით! ვე­ლო­დე­ბით, მო­ვი­დეს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ან ვინ­მე ზემ­დგო­მი და გვი­თხრას, რა ხდე­ბა, რა­ტომ წა­ვი­და თურ­ქუ­ლი გემი. გემი თით­ქმის თვალს მი­ე­ფა­რა, აღარ ეძე­ბენ ჩემს შვილს. მე მინ­და ძებ­ნა გა­აგ­რძე­ლონ. ცო­ცხალ შვილს არ ვი­თხოვ, მკვდა­რი შვი­ლის ცხე­და­რი მინ­და, რომ საფ­ლა­ვი მქონ­დეს. უვა­დო შიმ­ში­ლო­ბა და­ვი­წყე, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შიმ­ში­ლო­ბას ვა­ცხა­დებ. თუ ვნა­ხავ, რომ ჩემი შვი­ლი ვერ მი­პო­ვეს, ბენ­ზინს გა­და­ვის­ხამ და და­ვიწ­ვამ თავს. ან აქე­დან ჩემი შვი­ლის ცხედ­რით წა­ვალ ან მეც მკვდარს წა­მი­ღე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა ელე­ნე შა­რა­ძემ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ორი ჯა­რის­კა­ცი გეგ­მუ­რი წვრთნე­ბის დროს გო­ნი­ო­ში ზღვა­ში 16 აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გონიოში ზღვაში დაკარგული იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო

გონიოში ზღვაში დაკარგული იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო

გონიოში, გეგმური წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცის, იაგო შარაძის დედამ, ელენე შარაძემ შიმშილობა დაიწყო. როგორც ელენე შარაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თურქული სამძებრო ხომალდი თითქმის თვალს მიეფარა და, სავარაუდოდ, სამძებრო ღონისძიებები შეწყდა, თუმცა ოჯახი საქმის კურსში ოფიციალურ სტრუქტურებს არ ჩაუყენებია.

ელენე შარაძის თქმით, თუ ხვალ დღის პირველ ნახევრამდე ოჯახს ინფორმაციას არ მიაწვდიან, ისინი გონიოში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

"მთელი ღამე აქ ვრჩებით! ველოდებით, მოვიდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ან ვინმე ზემდგომი და გვითხრას, რა ხდება, რატომ წავიდა თურქული გემი. გემი თითქმის თვალს მიეფარა, აღარ ეძებენ ჩემს შვილს. მე მინდა ძებნა გააგრძელონ. ცოცხალ შვილს არ ვითხოვ, მკვდარი შვილის ცხედარი მინდა, რომ საფლავი მქონდეს. უვადო შიმშილობა დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე შიმშილობას ვაცხადებ. თუ ვნახავ, რომ ჩემი შვილი ვერ მიპოვეს, ბენზინს გადავისხამ და დავიწვამ თავს. ან აქედან ჩემი შვილის ცხედრით წავალ ან მეც მკვდარს წამიღებენ", - აღნიშნა ელენე შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი გეგმური წვრთნების დროს გონიოში ზღვაში 16 აგვისტოს გაუჩინარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი