მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

პარ­ტია "ცენ­ტრის­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლადო ბე­დუ­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­უხ­სნეს. ამის შე­სა­ხებ ბე­დუ­კა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მან გან­მარ­ტა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დაც­ვით გუ­შინ­დე­ლი დღი­დან აღარ სარ­გებ­ლობს.

იხი­ლეთ ვი­დეო| ბე­დუ­კა­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­უხ­სნეს

ბე­დუ­კა­ძის შე­ფა­სე­ბით, მოწ­მე­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლი დაც­ვის მოხ­სნა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში მისი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა 3 წლის წინ, მას შემ­დეგ და­ე­ნიშ­ნა, რაც მას­თან, მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და. ცი­ხის წა­მე­ბის კად­რე­ბის ავ­ტო­რი მოწ­მე­თა დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩას­ვეს და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა და­უ­ნიშ­ნეს.

"მიხ­სნი­ან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვას, ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რომ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­საც ჩა­მო­მარ­თმევ­დნენ... სა­ჯა­როდ ვა­ცხა­დებ, ჩემს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ კრი­მი­ნა­ლურ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს", - და­წე­რა ბე­დუ­კა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

წა­ი­კი­თხეთ: "და­ცუ­ლი მო­ღა­ლა­ტე"

ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ლადო ბედუკაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ამის შესახებ ბედუკაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. როგორც მან განმარტა, მთავარი პროკურატურის მიერ დანიშნული დაცვით გუშინდელი დღიდან აღარ სარგებლობს.

იხილეთ ვიდეო| ბედუკაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

ბედუკაძის შეფასებით, მოწმეთა დაცვის პროგრამის ფარგლებში დანიშნული დაცვის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ბოლო პერიოდში მისი პარტიის საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა 3 წლის წინ, მას შემდეგ დაენიშნა, რაც მასთან, მაშინდელი საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ციხის წამების კადრების ავტორი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.

"მიხსნიან სახელმწიფო დაცვას, ალბათ, საქართველოს კანონმდებლობა რომ ითვალისწინებდეს მოქალაქეობასაც ჩამომართმევდნენ... საჯაროდ ვაცხადებ, ჩემს მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს მთავარ პროკურორს", - დაწერა ბედუკაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წაიკითხეთ: "დაცული მოღალატე"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."