სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წმინდა" სოფლები საქართველოში
"წმინდა" სოფლები საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი სო­ფე­ლია, მათ შო­რის არის ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც წმინ­და­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი აქვთ, ან სა­ეკ­ლე­სიო სი­ტყვე­ბი ჰქვია. ეს იმის დას­ტუ­რია, რომ ქვე­ყა­ნა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის სოფ­ლებ­სა თუ რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში წა­აყ­დე­ბით.

მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ნი­ნოწ­მინ­და და გი­ორ­გიწ­მინ­და, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამ წმინ­და­ნებს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს მი­ა­გებს. თი­თო­ე­ულ სო­ფელს დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს და გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე მოკ­ლე ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებს:

ნი­ნოწ­მინ­და

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია და 1991 წლამ­დე ბოგ­და­ნოვ­კა ერ­ქვა. მდე­ბა­რე­ობს ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე, ახალ­ქა­ლა­ქის პლა­ტოს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ხან­ჩა­ლის ტბის აღ­მო­სავ­ლე­თით, ზღვის დო­ნი­დან 1940 მ-ზე. სა­ხე­ლი ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულს ცხა­დია, წმინ­და ნი­ნოს პა­ტივ­სა­ცე­მად და­ერ­ქვა, რად­გა­ნაც სწო­რედ ამ ად­გი­ლი­დან შე­მო­ვი­და ქვეყ­ნის გა­მაქ­რის­ტი­ა­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ნი­ნოწ­მინ­და­შია ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს ეპარ­ქი­ის რე­ზი­დენ­ცია და ასე­ვე ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ნი­ნოწ­მინ­და - სო­ფე­ლი სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გან­ლა­გე­ბუ­ლია გომ­ბო­რის ქე­დის სამ­ხრე­თით (ზღვის დო­ნი­დან 800 მ) და სა­გა­რე­ჯო­დან 2 კი­ლო­მეტრში. სო­ფელ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია გა­ლა­ვან­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი.

გი­ორ­გიწ­მინ­და

სო­ფე­ლია ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც ფერ­სას თემ­ში მდე­ბა­რე­ობს. გან­ლა­გე­ბუ­ლია მდი­ნა­რე­ე­ბის - წი­ნუბ­ნის­წყლი­სა და წვე­რუკ­ნის­ღე­ლის წყალ­გამ­ყო­ფის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით (ზღვის დო­ნი­დან 940 მ), ახალ­ცი­ხი­დან 12 კმ-ში. სო­ფელ­ში დგას ეკ­ლე­სია. სოფ­ლი­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით 3 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს ახალ­ცი­ხის აქა­ტის სა­ბა­დო­ე­ბი.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი გი­ორ­გიწ­მინ­და, სო­ფე­ლი სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. მდე­ბა­რე­ობს გომ­ბო­რის ქე­დის სახმრეთ მთის­წი­ნეთ­ში, მდი­ნა­რე წიფ­ლის­ხე­ვის მარ­ცხე­ნა მხა­რეს (ზღვის დო­ნი­დან 750 მ), სა­გა­რე­ჯო­დან 3 კი­ლო­მეტრში. სო­ფელ­ში ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლია - ერ­თნა­ვი­ა­ნი ეკ­ლე­სია. შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე ამოკ­ვე­თი­ლი წარ­წე­რი­დან ჩანს, რომ ეკ­ლე­სია მღვდელ ივა­ნე კევ­ლიშ­ვილს 1800 წელს აუ­გია. შე­მორ­ჩე­ნი­ლია რი­ყის ქვით ნა­გე­ბი ორი მრგვა­ლი კოშ­კიც (თი­თო­ე­უ­ლი XVIII სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა). გი­ორ­გიწ­მინ­და ასე­ვე სო­ფელ თმოგ­ვის მახ­ლობ­ლა­დაც (ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) ყო­ფი­ლა, ახლა იქ ნა­სოფ­ლა­რი გი­ორ­გიწ­მინ­დაა, სა­დაც ახლა VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ერ­თნა­ვი­ა­ნი ეკ­ლე­სი­აა.

ამაღ­ლე­ბა

სო­ფე­ლი ამაღ­ლე­ბა ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია. იმე­რე­თის დაბ­ლობ­ზე მდი­ნა­რე კვინ­წყა­ლის ორი­ვე ნა­პირ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. სო­ფელ­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ორი ეკ­ლე­სია დგას, მათ შო­რის, ერთი 1619 წელს არის აშე­ნე­ბუ­ლი. 1926 წლის­თვის ამაღ­ლე­ბის თემი სამ სო­ფელს მო­ი­ცავ­და და თე­მის მო­სახ­ლე­ო­ბა 4992 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და. დღე­ის­თვის სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600 კომ­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლია, იქ ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გვა­რე­ბია: ხურ­ცი­ძე­ე­ბი, ხე­ლა­ძე­ე­ბი... სო­ფე­ლი წარ­მო­ად­გენს ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტს, რისი მი­ზე­ზიც იქ არ­სე­ბუ­ლი თერ­მუ­ლი წყლე­ბია, რომ­ლე­ბი­თაც არა­ერთ და­ა­ვა­დე­ბას მკურ­ნა­ლო­ბენ.

ამაღ­ლე­ბა (ყო­ფი­ლი გა­ნახ­ლე­ბა) ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლიც არის. გან­ლა­გე­ბუ­ლია გუ­რი­ის ქე­დის სამ­ხრე­თით, ზღვის დო­ნი­დან 200 მ. (სო­ფელ­ში და­ი­ბა­და ფი­რა­ლი სი­მო­ნა დო­ლი­ძე და იქვე სო­ფელ­ში­ვე დგას მისი ძეგლი).

ღვთის­მშო­ბე­ლი

სო­ფე­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის. მდე­ბა­რე­ობს თო­რის ქვა­ბულ­ში, გვირ­გვი­ნას ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე გუ­ჯა­რე­თის­წყლის (მტკვრის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დი) მარ­ჯვე­ნა მხა­რეს (ზღვის დო­ნი­დან 1560 მ), ღვთის­მშო­ბე­ლი ბორ­ჯო­მი­დან 31 კი­ლო­მეტრშია. 2002 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, იქ 17 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და.

მი­რონ­წმინ­და

მი­რონ­წმინ­და (ყო­ფი­ლი წი­თელ­ხე­ვი) ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლია. მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე ყარ­ნე­ბის (ჩხე­რი­მე­ლის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დი) ხე­ო­ბა­ში (ზღვის დო­ნი­დან 560 მ), ხა­რა­გა­უ­ლი­დან 6 კი­ლო­მეტ­რით არის და­ცი­ლე­ბუ­ლი. ამ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით VI.

ცი­ხის­ჯვა­რი

ცი­ხის­ჯვა­რი ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლია. თო­რის ქვა­ბულ­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი, მდი­ნა­რე შა­ვი­წყლის ნა­პი­რებ­ზე (ზღვის დო­ნი­დან 1640 მ), ბორ­ჯო­მი­დან 41 კი­ლო­მეტრში. ცი­ხის­ჯვა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის კლი­მა­ტურ-ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტია. სო­ფელ­ში დგას შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პლექ­სის: ცი­ხე­სი­მაგ­რე ცი­ხის­ჯვა­რი, ნა­დარ­ბა­ზე­ვი და ეკ­ლე­სია.

სა­მე­ბა

სო­ფე­ლი სა­მე­ბა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია, რო­მე­ლიც ამაღ­ლე­ბის თემ­ში მდე­ბა­რე­ობს. გან­ლა­გე­ბუ­ლია მდი­ნა­რე სუფ­სის ხე­ო­ბა­ში, მის მარ­ჯვნივ, გუ­რი­ის სე­რის სამ­ხრეთ ფერ­დობ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 220 მ. სოფ­ლის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლია მთა სა­მე­ბა (522 მ). სა­მე­ბა ასე­ვე სო­ფე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში (ახალ­შე­ნის თემ­ში). მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე ბარ­ცხა­ნის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვის დო­ნი­დან 80 მეტრზე.

ილი­აწ­მინ­და

სო­ფე­ლი ილი­აწ­მინ­და (ყო­ფი­ლი ახა­ლი ალექ­სან­დროვ­კა, ული­ა­ნოვ­კა) სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია, ივ­რის ზეგ­ნის ჩრდი­ლო­ეთ-აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე (ზღვის დო­ნი­დან 630 მ). სიღ­ნა­ღი­დან 20 კი­ლო­მეტრშია. ილი­აწ­მინ­და ბოდ­ბის ეპარ­ქი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სო­ფელ­ში ცხოვ­რო­ბენ ფშა­ვი­სა და ქი­ზი­ყის სოფ­ლე­ბი­დან გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მა­ლაკ­ნე­ბი და ბო­შე­ბი სახ­ლობ­დნენ.

აიაზ­მა

სო­ფე­ლი აიაზ­მა (წმინ­და წყა­ლი) ყო­ფი­ლი თეთ­რი­წყა­როა წალ­კის რა­ი­ონ­ში, წალ­კის ქვა­ბუ­ლის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, წალ­კი­დან 18 კმ-ში, მდი­ნა­რე ქცი­ის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს (ზღვის დო­ნი­დან 1580 მ). სო­ფელ­ში ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­აა. აიაზ­მა ის­ტო­რი­უ­ლი თრი­ა­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის რუ­კა­ზე (XVIII ს.) თეთ­რი­წყა­როს სა­ხე­ლი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი. აიაზ­მა XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში შე­აქ­ვეს იქ ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა ბერ­ძნებ­მა. აიაზ­მა­ში VI-VII სს-ის მიჯ­ნის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლი დგას, ღვთის­მშობ­ლის ერ­თნა­ვი­ა­ნი ეკ­ლე­სია - აიაზ­მის ეკ­ლე­სია. ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზე, კა­რის თავ­ზე წარ­წე­რა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდ­გე­ნი­ათ. აქვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კა­თა­ლი­კო­სი ოქ­რო­პი­რი (მოღ­ვა­წე­ობ­და ბაგ­რატ IV-ის დროს). სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეკ­ლე­სი­ის ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი ქვის ფი­ლე­ბის ქვეშ წყა­ლუხ­ვი წყა­რო მო­ე­დი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­ლე­ბით გო­რა­კის ფერ­დობ­ზე მო­წყო­ბილ აუზ­ში ჩა­დის.

ოწა­მე­თა

მო­წა­მე­თა - იმე­რე­თის მხა­რის ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლია. მდე­ბა­რე­ობს იმე­რე­თის ჩრდი­ლო­ეთ მთის­წი­ნეთ­ში, მდი­ნა­რე წყალ­წი­თე­ლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს (ზღვის დო­ნი­დან 450 მ), ტყი­ბუ­ლი­დან 33 კი­ლო­მეტრში. სოფ­ლის მი­და­მო­ებ­შია მო­წა­მე­თას სა­მო­ნას­ტრო ან­სამ­ბლი. სო­ფელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად იმარ­თე­ბა სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი მო­წა­მე­თო­ბა.

ავტორი:

"წმინდა" სოფლები საქართველოში

"წმინდა" სოფლები საქართველოში

საქართველოში უამრავი სოფელია, მათ შორის არის ისეთები, რომლებსაც წმინდანების სახელები აქვთ, ან საეკლესიო სიტყვები ჰქვია. ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანა მართლმადიდებლურია. აღნიშნული დასახელების სოფლებსა თუ რაიონულ ცენტრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წააყდებით.

მაგალითად, ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ნინოწმინდა და გიორგიწმინდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ წმინდანებს ქვეყნის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. თითოეულ სოფელს დიდი ხნის ისტორია აქვს და გთავაზობთ რამდენიმე მათგანზე მოკლე ისტორიულ ცნობებს:

ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია და 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ-ზე. სახელი ამ ადმინისტრაციულ ერთეულს ცხადია, წმინდა ნინოს პატივსაცემად დაერქვა, რადგანაც სწორედ ამ ადგილიდან შემოვიდა ქვეყნის გამაქრისტიანებელი საქართველოში. ნინოწმინდაშია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია და ასევე ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი.

არსებობს კიდევ ერთი ნინოწმინდა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. განლაგებულია გომბორის ქედის სამხრეთით (ზღვის დონიდან 800 მ) და საგარეჯოდან 2 კილომეტრში. სოფელში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი.

გიორგიწმინდა

სოფელია ახალციხის მუნიციპალიტეტში, რომელიც ფერსას თემში მდებარეობს. განლაგებულია მდინარეების - წინუბნისწყლისა და წვერუკნისღელის წყალგამყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთით (ზღვის დონიდან 940 მ), ახალციხიდან 12 კმ-ში. სოფელში დგას ეკლესია. სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ში მდებარეობს ახალციხის აქატის საბადოები.

არსებობს კიდევ ერთი გიორგიწმინდა, სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სახმრეთ მთისწინეთში, მდინარე წიფლისხევის მარცხენა მხარეს (ზღვის დონიდან 750 მ), საგარეჯოდან 3 კილომეტრში. სოფელში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია - ერთნავიანი ეკლესია. შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს აუგია. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები ორი მრგვალი კოშკიც (თითოეული XVIII საუკუნის დასასრულს განეკუთვნება). გიორგიწმინდა ასევე სოფელ თმოგვის მახლობლადაც (ასპინძის მუნიციპალიტეტი) ყოფილა, ახლა იქ ნასოფლარი გიორგიწმინდაა, სადაც ახლა VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიაა.

ამაღლება

სოფელი ამაღლება ვანის მუნიციპალიტეტშია. იმერეთის დაბლობზე მდინარე კვინწყალის ორივე ნაპირზეა განლაგებული. სოფელში შუა საუკუნეების ორი ეკლესია დგას, მათ შორის, ერთი 1619 წელს არის აშენებული. 1926 წლისთვის ამაღლების თემი სამ სოფელს მოიცავდა და თემის მოსახლეობა 4992 ადამიანს შეადგენდა. დღეისთვის სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 600 კომლია. მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, იქ ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ხურციძეები, ხელაძეები... სოფელი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტს, რისი მიზეზიც იქ არსებული თერმული წყლებია, რომლებითაც არაერთ დაავადებას მკურნალობენ.

ამაღლება (ყოფილი განახლება) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელიც არის. განლაგებულია გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 200 მ. (სოფელში დაიბადა ფირალი სიმონა დოლიძე და იქვე სოფელშივე დგას მისი ძეგლი).

ღვთისმშობელი

სოფელი ღვთისმშობელი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მდებარეობს თორის ქვაბულში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს (ზღვის დონიდან 1560 მ), ღვთისმშობელი ბორჯომიდან 31 კილომეტრშია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, იქ 17 ადამიანი ცხოვრობდა.

მირონწმინდა

მირონწმინდა (ყოფილი წითელხევი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელია. მდებარეობს მდინარე ყარნების (ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში (ზღვის დონიდან 560 მ), ხარაგაულიდან 6 კილომეტრით არის დაცილებული. ამ სოფელში დაიბადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით VI.

ციხისჯვარი

ციხისჯვარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელია. თორის ქვაბულშია განლაგებული, მდინარე შავიწყლის ნაპირებზე (ზღვის დონიდან 1640 მ), ბორჯომიდან 41 კილომეტრში. ციხისჯვარი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. სოფელში დგას შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსის: ციხესიმაგრე ციხისჯვარი, ნადარბაზევი და ეკლესია.

სამება

სოფელი სამება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია, რომელიც ამაღლების თემში მდებარეობს. განლაგებულია მდინარე სუფსის ხეობაში, მის მარჯვნივ, გურიის სერის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 220 მ. სოფლის უმაღლესი წერტილია მთა სამება (522 მ). სამება ასევე სოფელია საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (ახალშენის თემში). მდებარეობს მდინარე ბარცხანის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე.

ილიაწმინდა

სოფელი ილიაწმინდა (ყოფილი ახალი ალექსანდროვკა, ულიანოვკა) სიღნაღის მუნიციპალიტეტშია, ივრის ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე (ზღვის დონიდან 630 მ). სიღნაღიდან 20 კილომეტრშია. ილიაწმინდა ბოდბის ეპარქიას ექვემდებარება. სოფელში ცხოვრობენ ფშავისა და ქიზიყის სოფლებიდან გადასახლებულები, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში მალაკნები და ბოშები სახლობდნენ.

აიაზმა

სოფელი აიაზმა (წმინდა წყალი) ყოფილი თეთრიწყაროა წალკის რაიონში, წალკის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, წალკიდან 18 კმ-ში, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს (ზღვის დონიდან 1580 მ). სოფელში ღვთისმშობლის ეკლესიაა. აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) თეთრიწყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა XIX საუკუნის 20-იან წლებში შეაქვეს იქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმაში VI-VII სს-ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია - აიაზმის ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (მოღვაწეობდა ბაგრატ IV-ის დროს). საინტერესოა, რომ ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ წყალუხვი წყარო მოედინება, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.

ოწამეთა

მოწამეთა - იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელია. მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის მარჯვენა მხარეს (ზღვის დონიდან 450 მ), ტყიბულიდან 33 კილომეტრში. სოფლის მიდამოებშია მოწამეთას სამონასტრო ანსამბლი. სოფელში პერიოდულად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

კოკა ყანდიაშვილი მასთან დაკავშირებული ფეისბუქ-ანგარიშების წაშლას განცხადებით ეხმაურება

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე

"როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს გაფრთხილებაა, ეს არის მოქცევა!" - პატრიარქი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე