თბილისში არსებული "ზებრა" გადასასვლელი ბრიტანულ "გარდიანში" მოხვდა, მსოფლიოში არსებულ კრეატიულ გადასასვლელებს შორის. გამოცემის ინტერესი ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულმა გადასასვლელმა მიიქცია, რომლის მოხატვაზე სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩებში უამრავი "ზებრა" გადასასვლელი მოიხატა.
გთავაზობთ რამდენიმე "ზებრა" გადასასვლელს, რომელიც ყველაზე კრეატიულ გადასასვლელებს შორის მოხვდა:
"ზებრა" გადასასვლელი პოლონეთის დედაქალაქში, რომელზეც ფორტეპიანოს კლავიშების გამოსახულებაა
"ზებრა" გადასასვლელი შვეიცარიის უდიდეს ქალაქ ციურიხში, რომელიც კომპანია "მაკდონალდსმა" მოახატინა
ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ეს გადასასვლელი 2009 წელს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოახატინეს
სანფრანცისკოში არსებული "ზებრა" გადასასვლელი, რომელიც ცისარტყელას ფერებშია, ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად მოხატეს