პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუხიშვილების" ხუთი "ანგელოზი"
"სუხიშვილების" ხუთი "ანგელოზი"

ანა ქო­რი­ძე

"სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" მოხ­ვედ­რა ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცა. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც "სუ­ხიშ­ვი­ლი" ხარ, ბევ­რად სწრა­ფად ცხოვ­რობ, ვიდ­რე სხვე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ იმ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ომ "მერ­ვე სა­ოც­რე­ბა" უწო­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის არ მაქვს. ჩემი ჰობი ცეკ­ვა და მოგ­ზა­უ­რო­ბაა, რო­მე­ლიც, ამავდრო­უ­ლად, ჩემს პრო­ფე­სი­ა­დაც იქცა. მიყ­ვარს კი­თხვა, თხი­ლა­მუ­რე­ბი, თუმ­ცა დრო­ის სიმ­ცი­რის გამო, გან­ტვირ­თვას იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ. სა­უ­კე­თე­სო დას­ვე­ნე­ბა ჩემ­თვის ზღვა და მზეა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა კი, იმ ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა­ში მეხ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხარ­ჯავ.

პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ ყო­ველ­თვის შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო კარ­გი ფი­ზი­კუ­რი ფორ­მა. წო­ნის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია, არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ე­ტა და­მი­ცავს. სხვებ­საც ვურ­ჩევ­დი ივარ­ჯი­შონ, ია­რონ ფე­ხით და იცუ­რა­ონ. თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ლა­მა­ზი ქა­ლის სა­ი­დუმ­ლო მა­ინც მისი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაა - ინ­ტე­ლექ­ტი, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე და ჯან­სა­ღი გა­რე­მო, ყვე­ლა­ზე მე­ტად ალა­მა­ზებს ქალს.

ნა­თია ბა­კუ­რა­ძე

მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ ან­სამ­ბლთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს, ერ­თდრო­უ­ლად, უდი­დე­სი პა­ტი­ვი­ცაა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ან­სამ­ბლის წევ­რო­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ კარ­გად ცეკ­ვას - თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" სა­ხეს წარ­მო­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ კარ­გი ფი­ზი­კუ­რი ფორ­მა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. ამა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ზო­გა­დად, მიყ­ვარს ბუ­ნებ­რი­ო­ბა და ჩემი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლოც ეს გახ­ლავთ, თუმ­ცა, როცა სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს, არც მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­სა და მა­კი­აჟ­ზე ვამ­ბობ უარს. ყვე­ლა ქალ­ბა­ტონს ვურ­ჩევ, იყ­ვნენ ბუ­ნებ­რი­ვე­ბი, ლა­მა­ზე­ბი და მუ­დამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა OK!-ზე და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"სუხიშვილების" ხუთი "ანგელოზი"

"სუხიშვილების" ხუთი "ანგელოზი"

ანა ქორიძე

"სუხიშვილებში" მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად მექცა. ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც "სუხიშვილი" ხარ, ბევრად სწრაფად ცხოვრობ, ვიდრე სხვები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მეამაყება, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელსაც მსოფლიომ "მერვე საოცრება" უწოდა.

თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ჩემი ჰობი ცეკვა და მოგზაურობაა, რომელიც, ამავდროულად, ჩემს პროფესიადაც იქცა. მიყვარს კითხვა, თხილამურები, თუმცა დროის სიმცირის გამო, განტვირთვას იშვიათად ვახერხებ. საუკეთესო დასვენება ჩემთვის ზღვა და მზეა. საყვარელი ადამიანისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა კი, იმ ენერგიის აღდგენაში მეხმარება, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვხარჯავ.

პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ ყოველთვის შევინარჩუნო კარგი ფიზიკური ფორმა. წონის პრობლემა არასოდეს მქონია, არც განსაკუთრებული დიეტა დამიცავს. სხვებსაც ვურჩევდი ივარჯიშონ, იარონ ფეხით და იცურაონ. თუმცა მიმაჩნია, რომ ლამაზი ქალის საიდუმლო მაინც მისი შინაგანი მდგომარეობაა - ინტელექტი, ბედნიერი ოჯახი, საყვარელი საქმე და ჯანსაღი გარემო, ყველაზე მეტად ალამაზებს ქალს.

ნათია ბაკურაძე

მთელი ჩემი ცხოვრება ამ ანსამბლთანაა დაკავშირებული. ეს, ერთდროულად, უდიდესი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ანსამბლის წევრობა არ ნიშნავს მხოლოდ კარგად ცეკვას - თითოეული ჩვენგანი "სუხიშვილების" სახეს წარმოადგენს, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ კარგი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. ამაში ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მეხმარება. ზოგადად, მიყვარს ბუნებრიობა და ჩემი სილამაზის საიდუმლოც ეს გახლავთ, თუმცა, როცა საჭიროება მოითხოვს, არც მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მაკიაჟზე ვამბობ უარს. ყველა ქალბატონს ვურჩევ, იყვნენ ბუნებრივები, ლამაზები და მუდამ შეყვარებულები  განაგრძეთ კითხვა OK!-ზე და დაათვალიერეთ ფოტოები

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს