მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაჩუქარ დარბაზს კბილი გაესინჯებაო?!
ნაჩუქარ დარბაზს კბილი გაესინჯებაო?!

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

ფონდმა "ქარ­თუმ" 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი Black Sea Arena სა­ხელ­მწი­ფოს გა­დას­ცა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მის უპ­რე­ცე­დენ­ტო ქველ­მოქ­მე­დე­ბას" და ფონ­დი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს მთლი­ა­ნად ჩუქ­ნის სა­ხელ­მწი­ფოს.

ერთი შე­ხედ­ვით პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბა­ვია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან დიდ თან­ხას ზო­გავს და იღებს სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს, სა­დაც უამ­რა­ვი მა­ღა­ლი დო­ნის ვარ­სკვლა­ვის ჩა­მოყ­ვა­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას. გარ­და ამი­სა, ერ­თგვარ რეკ­ლა­მა­საც გა­უ­წევს ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

ჩუ­ქე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე (პრინ­ციპ­ში ჩუ­ქე­ბამ­დეც), გა­მოჩ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ჩუ­ქა­რი და­ი­წუ­ნა. უშუ­ა­ლოდ დარ­ბა­ზის ავ-კარ­გზე არა­ფე­რი თქვეს (ან არ იცი­ან შიგ­ნი­დან რო­გო­რია, ან კი­დევ იცი­ან და ისე­თი კარ­გია, რომ გა­ჩუ­მე­ბას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ) და იმა­ზე ჩი­ვილს მოყ­ვნენ, ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფომ რა­ტომ უნდა იხა­დოს ფული დარ­ბა­ზის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­შიო (მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა თვე­ში 20 000 ლა­რი­დან 40 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს). რა ჯო­ბია, რო­დე­საც ადა­მი­ანს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა აქვს და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ზედ­მე­ტად გა­დახ­დილ 1 თეთ­რსაც კი ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა არის ერთი დიდი "მაგ­რამ" - მა­შინ, როცა დარ­ბა­ზის აშე­ნე­ბა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და, რა­ტომ­ღაც ეს აღ­შფო­თე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხბოს აღ­ტა­ცე­ბით უს­მენ­და და დარ­ბა­ზის აშე­ნე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვად მი­იჩ­ნევ­და. მა­შინ თვე­ში გა­და­სახ­დე­ლი 20-40 ათა­სი ლა­რიც არ ჩან­და დიდ ფუ­ლად და დარ­ბა­ზის აშე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო 200 მი­ლი­ო­ნი ხომ "კა­პი­კე­ბი" სულ იყო. დღეს კი გაგ­ვი­ჭირ­და და არა­თუ 200 მი­ლი­ო­ნი აღარ გვაქვს, შე­სა­ნა­ხად სა­ჭი­რო 40 000 ლა­რიც სა­წუ­წუ­ნო გაგ­ვიხ­და.

კარ­გად მახ­სოვს, არც თუ ისე დი­დიხ­ნის წინ, "ჩუ­ქე­ბე­ბის" ბუმი ატყდა. ყვე­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი ღა­მის სა­ა­თებ­ში ხვდე­ბო­და, რომ თუ სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას არ აჩუ­ქებ­და, შთა­მო­მავ­ლო­ბის წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვე იქ­ნე­ბო­და, ჰოდა ჩუქ­ნიდ­ნენ. ზოგი შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერთ წყა­რო­საც კი, სა­მა­გი­ე­როდ "მშვი­დად" ეძი­ნათ. უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ამ "სა­ჩუქ­რის" დაბ­რუ­ნე­ბა ახლა უწევს სა­ხელ­მწი­ფოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ ჩვე­ნი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯი­ბი­დან ხდე­ბა. მა­შინ­დე­ლი სა­ჩუ­ქა­რი ალა­ლი იყო და ალ­ბათ ამი­ტო­მაც უხა­რო­და ერს.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, სა­ჩუქ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა უმე­ტე­სო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრეა და რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კურ­მა სიმ­პა­ტი­ებ­მა კარ­გის და ცუ­დის გარ­ჩე­ვის უნა­რი და­ა­კარ­გვი­ნა მათ. უბე­დუ­რე­ბა ისაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" რო­მე­ლი­მე ლი­დერს რომ გა­კე­თე­ბი­ნა მსგავ­სი ჩუ­ქე­ბის აქტი, "მე­ოც­ნე­ბე­ნიც" გა­მო­ძებ­ნიდ­ნენ სა­ლა­პა­რა­კოს. ასე­თი მიდ­გო­მე­ბი კი სექ­ტის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­დე­საც შენი "ღმერ­თის" ყვე­ლა ქმე­დე­ბა მოგ­წონს, თუმ­ცა იგი­ვეს სხვა "ღმერ­თებს" არ პა­ტი­ობ. სექ­ტან­ტო­ბა, მხო­ლოდ ჩან­თით და ფე­რად-ფე­რა­დი ჟურ­ნა­ლე­ბით სი­ა­რუ­ლი არაა. ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა "ფე­ის­ბუ­ქი­ა­ნელ­თა" სექ­ტა­ში იყო და მარკ ცუკრბერგს სცემ­დეს თაყ­ვანს, ვი­ღაც პარ­ტი­ა­ში და ლი­დერს ეთაყ­ვა­ნე­ბო­დეს.

არ ვიცი "ქარ­თუს" მიერ აშე­ნე­ბულ დარ­ბაზ­ში რო­დის მო­მი­წევს მის­ვლა, მაგ­რამ ჩემ­თვის, რო­გორც ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის, სა­სი­ხა­რუ­ლოა რომ ქვე­ყა­ნას მსოფ­ლიო დო­ნის სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე შე­ე­მა­ტა, სა­დაც თუ სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეს­წრე­ბი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტებს და მათ, ვინც იმას ან­გა­რი­შობთ, რა და­უჯ­დე­ბა ქვე­ყა­ნას დარ­ბა­ზის შე­ნახ­ვა, კონ­ცერ­ტი­დან გა­მო­სუ­ლი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გად­მოგ­ცემთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს.

პ.ს. უი, მარ­თლა, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი გვი­რაბ­ში შე­ე­ტია.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ნაჩუქარ დარბაზს კბილი გაესინჯებაო?!

ნაჩუქარ დარბაზს კბილი გაესინჯებაო?!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

ფონდმა "ქართუმ" 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena სახელმწიფოს გადასცა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "პროექტის განხორციელება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას" და ფონდი საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს.

ერთი შეხედვით პოზიტიური ამბავია, როდესაც სახელმწიფო ძალიან დიდ თანხას ზოგავს და იღებს სუპერთანამედროვე საკონცერტო დარბაზს, სადაც უამრავი მაღალი დონის ვარსკვლავის ჩამოყვანაა შესაძლებელი, რაც ბუნებრივია, დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. გარდა ამისა, ერთგვარ რეკლამასაც გაუწევს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩუქებიდან ძალიან მალე (პრინციპში ჩუქებამდეც), გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ივანიშვილის საჩუქარი დაიწუნა. უშუალოდ დარბაზის ავ-კარგზე არაფერი თქვეს (ან არ იციან შიგნიდან როგორია, ან კიდევ იციან და ისეთი კარგია, რომ გაჩუმებას ამჯობინებენ) და იმაზე ჩივილს მოყვნენ, ეს როგორ შეიძლება, სახელმწიფომ რატომ უნდა იხადოს ფული დარბაზის მოვლა-პატრონობაშიო (მოვლა-პატრონობა თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე მერყეობს). რა ჯობია, როდესაც ადამიანს მოქალაქეობრივი თვითშეგნება აქვს და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად გადახდილ 1 თეთრსაც კი ბოლომდე მიჰყვება, თუმცა არის ერთი დიდი "მაგრამ" - მაშინ, როცა დარბაზის აშენებაზე მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, რატომღაც ეს აღშფოთებული საზოგადოება ხბოს აღტაცებით უსმენდა და დარბაზის აშენებას თანამედროვე საქართველოს მიღწევად მიიჩნევდა. მაშინ თვეში გადასახდელი 20-40 ათასი ლარიც არ ჩანდა დიდ ფულად და დარბაზის აშენებისთვის საჭირო 200 მილიონი ხომ "კაპიკები" სულ იყო. დღეს კი გაგვიჭირდა და არათუ 200 მილიონი აღარ გვაქვს, შესანახად საჭირო 40 000 ლარიც საწუწუნო გაგვიხდა.

კარგად მახსოვს, არც თუ ისე დიდიხნის წინ, "ჩუქებების" ბუმი ატყდა. ყველა ბიზნესმენი ღამის საათებში ხვდებოდა, რომ თუ სახელმწიფოს საკუთარ ქონებას არ აჩუქებდა, შთამომავლობის წინაშე დამნაშავე იქნებოდა, ჰოდა ჩუქნიდნენ. ზოგი შემოსავლის ერთადერთ წყაროსაც კი, სამაგიეროდ "მშვიდად" ეძინათ. უბედურება ისაა, რომ ამ "საჩუქრის" დაბრუნება ახლა უწევს სახელმწიფოს და ეს ყველაფერი ისევ ჩვენი, მოქალაქეების ჯიბიდან ხდება. მაშინდელი საჩუქარი ალალი იყო და ალბათ ამიტომაც უხაროდა ერს.

უნდა აღინიშნოს, საჩუქრით უკმაყოფილოთა უმეტესობა "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეა და როგორც ჩანს, პოლიტიკურმა სიმპატიებმა კარგის და ცუდის გარჩევის უნარი დააკარგვინა მათ. უბედურება ისაა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "ნაციონალურ მოძრაობის" რომელიმე ლიდერს რომ გაკეთებინა მსგავსი ჩუქების აქტი, "მეოცნებენიც" გამოძებნიდნენ სალაპარაკოს. ასეთი მიდგომები კი სექტისთვისაა დამახასიათებელი, როდესაც შენი "ღმერთის" ყველა ქმედება მოგწონს, თუმცა იგივეს სხვა "ღმერთებს" არ პატიობ. სექტანტობა, მხოლოდ ჩანთით და ფერად-ფერადი ჟურნალებით სიარული არაა. ვიღაც შეიძლება "ფეისბუქიანელთა" სექტაში იყო და მარკ ცუკრბერგს სცემდეს თაყვანს, ვიღაც პარტიაში და ლიდერს ეთაყვანებოდეს.

არ ვიცი "ქართუს" მიერ აშენებულ დარბაზში როდის მომიწევს მისვლა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, სასიხარულოა რომ ქვეყანას მსოფლიო დონის საკონცერტო სივრცე შეემატა, სადაც თუ საშუალება მექნება, აუცილებლად დავესწრები მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს და მათ, ვინც იმას ანგარიშობთ, რა დაუჯდება ქვეყანას დარბაზის შენახვა, კონცერტიდან გამოსული დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ შთაბეჭდილებებს.

პ.ს. უი, მართლა, ორსართულიანი მატარებელი გვირაბში შეეტია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი