მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლება
ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლება

იცო­დით, რომ ინ­გლი­სის დე­დო­ფალ ელი­სა­ბედს კა­რის პი­რა­დი პო­ე­ტი ჰყავს, რო­მე­ლიც ხელ­ფასს ღვი­ნით იღებს? ან კი­დევ ის, რომ დე­დო­ფალს ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა გედი ეკუთ­ვნის და მას შე­უძ­ლია ავ­სტრა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით მოხ­სნას პოს­ტე­ბი­დან?

ამ სტა­ტი­ა­ში, ელი­სა­ბედ II-ის ფა­რუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს მო­გი­თხრობთ:

გე­დე­ბი

ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ფლობს გე­დებს "თემ­ზი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე", მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი არა­მარ­კი­რე­ბუ­ლი გედი, რო­მე­ლიც სხვა ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდე­ბა, გარ­და თემ­ზი­სა, ელი­სა­ბე­დის კუთ­ვნი­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

თევ­ზი

1324 წლი­დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თის წყლე­ბის ყვე­ლა ბი­ნა­და­რი - იქ­ნე­ბა ეს დელ­ფი­ნი, ზუ­თხი თუ ვე­შა­პი, კა­ნო­ნით დე­დო­ფალს ეკუთ­ვნის. 2004 წელს პო­ლი­ცი­ამ მე­თევ­ზე და­ა­კა­ვა, რო­მელ­მაც ქვი­რი­თო­ბის ჟამს 10-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ზუ­თხი და­ი­ჭი­რა. ბრალ­დე­ბა მას დე­დოფ­ლის სა­ხე­ლით წა­უ­ყე­ნეს.

მარ­თვის მოწ­მო­ბა და პას­პორ­ტი

დე­დო­ფალს მის სა­ხელ­ზე გა­მო­წე­რი­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბა აქვს, მაგ­რამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ის მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ისე­ვე რო­გორც მან­ქა­ნის სა­ნომ­რე ნი­შა­ნი. ცნო­ბის­თვის, დე­დო­ფალ­მა მან­ქა­ნის მარ­თვა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ის­წავ­ლა - ის სა­ნი­ტა­რუ­ლი მან­ქა­ნის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და.

1998 წელს ელი­სა­ბედ II-მ ძალ­ზედ გა­ა­ო­ცა სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე (იმ დროს ჯერ კი­დევ პრინ­ცი), რო­დე­საც მან­ქა­ნით გა­ა­სე­ირ­ნა. მემ­კვიდ­რე პრინ­ცი მძღო­ლის გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე მო­კა­ლათ­და, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე - თარ­ჯი­მა­ნი, დე­დო­ფა­ლი კი, არა­ბე­ბის გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი მზე­რის თან­ხლე­ბით - მძღო­ლის ად­გი­ლას.

სა­უ­დის არა­ბეთ­ში ქა­ლებს მან­ქა­ნის ტა­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ, მით უმე­ტეს, მო­ხუ­ცი დე­დოფ­ლის­გან ამას არა­ვინ მო­ე­ლო­და. პრინ­ცი ანერ­ვი­ულ­და, რო­დე­საც ელი­სა­ბედ­მა შოტ­ლან­დი­ურ ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში სიჩ­ქა­რეს უმა­ტა. თარ­ჯი­მა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ემუ­და­რე­ბო­და მას, ფრთხი­ლად ეტა­რე­ბი­ნა.

სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ელი­სა­ბედს არ აქვს პას­პორ­ტი, რად­გან პას­პორ­ტს "დე­დოფ­ლის სა­ხე­ლით" გას­ცე­მენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­დო­ფა­ლი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოგ­ზა­უ­რობს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

დე­დო­ფალს ორი და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ფაქ­ტი­უ­რად, ის 21 აპ­რილს და­ი­ბა­და, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, დიდი ბრი­ტა­ნე­თი დე­დოფ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს ივ­ნის­ში აღ­ნიშ­ნავს. სა­მე­ფო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, მო­ნარ­ქე­ბის და­ბა­დე­ბის დღეს ზა­ფხულ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ აღ­ლუ­მი­თა და ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით.

კა­რის პო­ე­ტი

დე­დო­ფალს კა­რის პო­ე­ტი ჰყავს, რომ­ლის კან­დი­და­ტუ­რა­საც თა­ვად ამ­ტკი­ცებს. პო­ე­ტის ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად "ერის უდი­დეს მიღ­წე­ვად" მი­იჩ­ნე­ვა. რო­დე­საც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა პირ­ვე­ლად და­ი­ნიშ­ნა, პო­ეტს ხელ­ფა­სის სა­ხით 200 ფუნ­ტსა და 400 ლიტრ ღვი­ნოს უხ­დიდ­ნენ. ამ­ჟა­მად პო­ე­ტებს 1 კასრ ხე­რესს უხ­დი­ან.

დე­დო­ფა­ლი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კა

დე­დოფ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ბრალ­დე­ბას, რო­გორც წესი, დე­დოფ­ლის სა­ხე­ლით უყე­ნე­ბენ. ასე­ვე, მას არ შე­უძ­ლია ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა სა­სა­მარ­თლო­ში, არ შე­უძ­ლია, იყოს მოწ­მე. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ნე­ბით იხ­დის ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს.

2011 წლამ­დე დე­დო­ფალს პარ­ლა­მენ­ტის დაშ­ლი­სა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ გა­მო­ცე­მუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მას ამის გა­კე­თე­ბა თემ­თა პა­ლა­ტის 2/3-ის მხარ­და­ჭე­რით შე­უძ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­დო­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს ეყ­რდნო­ბა, არის ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­მე­ლიც მას მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბის სა­კუ­თარ ხელ­ში აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა "მძი­მე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კრი­ზი­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია", მო­ნარ­ქს უფ­ლე­ბა აქვს, მი­ნის­ტრე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი ჯერ არ მომ­ხდა­რა, ამი­ტომ ბო­ლომ­დე ნა­თე­ლი არ არის, რას წარ­მო­ად­გენს ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

ავ­სტრა­ლია

რო­გორც ავ­სტრა­ლი­ის დე­დო­ფალს, ელი­სა­ბედს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს და­შა­ლოს პარ­ლა­მენ­ტი. პრე­ცე­დენ­ტი 1975 წელს და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც დე­დოფ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ავ­სტრა­ლი­ა­ში, გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სერ ჯონ კე­რიმ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, 2-3 სა­ათ­ში კი მთე­ლი პარ­ლა­მენ­ტი.

ახლა კი დე­დოფ­ლის ყვე­ლა­ზე ოდი­ო­ზუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ: ქა­ლა­ქი ჰან­გერ­ფორ­დი ვალ­დე­ბუ­ლია მი­არ­თვას დე­დო­ფალს წი­თე­ლი ვარ­დი ახ­ლომ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში თევ­ზის და­ჭე­რის უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად (რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, თევ­ზი მო­ნარ­ქს ეკუთ­ვნის)

ატო­ლის ჰერ­ცო­გი ვალ­დე­ბუ­ლია მო­ნარ­ქს მი­არ­თვას ვარ­დე­ბი პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ. ბო­ლოს მსგავ­სი რამ დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რი­ას მმარ­თვე­ლო­ბის დროს მოხ­და, ვარ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი არ არის.

მარ­კი­ზი ეილსბე­რი ვალ­დე­ბუ­ლია ჩაჰ­ყვი­როს მო­ნა­დი­რის საყ­ვირ­ში, ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც მო­ნარ­ქი მის სამ­ფლო­ბე­ლოს გვერდს ჩა­უვ­ლის. ბო­ლოს მსგავ­სი რამ 1943 წელს მოხ­და.

ზო­გი­ერ­თი მი­წათ­მფლო­ბე­ლი ძვე­ლი კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად ვალ­დე­ბუ­ლია, ის­ტო­რი­უ­ლი უჩ­ვე­უ­ლო გა­და­სა­ხა­დი გა­და­უ­ხა­დოს მო­ნარ­ქს: სა­სახ­ლე სოჰლე­მუ­რის მფლო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე სამი ჭიქა წი­თე­ლი ღვი­ნო დად­გას ჯე­იმს IV შოტ­ლან­დი­ე­ლის (1474-1513წწ) საყ­ვა­რე­ლი ბე­ბი­ის სა­ხელ­ზე.

ფო­უ­ლი­სის მფლო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით შუა ზა­ფხულ­ში თოვ­ლის გუნ­და შეკ­რას.

ქა­ლა­ქი გლოს­ტე­რი სა­მე­ფო მი­წე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით უზარ­მა­ზარ ღვე­ზელს იხ­დის.

ჰერ­ცო­გი ვე­ლინგტო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, 19 ივ­ნისს, ვა­ტერ­ლო­ოს ბრძო­ლის წლის­თავ­ზე შუ­ა­დღემ­დე ფრან­გუ­ლი დრო­შა მი­არ­თვას.

ელი­სა­ბე­დის მმარ­თვე­ლო­ბა ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდა, სულ ახ­ლა­ხან მან პირ­ვე­ლო­ბა მის დიდ ბე­ბი­ას, დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას ჩა­მო­არ­თვა.

ელი­სა­ბე­დის სი­ცო­ცხლე­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის 16 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, აშშ-ის 15 პრე­ზი­დენ­ტი და საფ­რან­გე­თის 12 პრე­ზი­დენ­ტი შე­იც­ვა­ლა.

მემ­კვიდ­რე­ო­ბა

ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა სტა­ტი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ დე­დო­ფალს სურს, პრინც ჩარლ­ზის ავ­ლით გვირ­გვი­ნი საყ­ვა­რელ შვი­ლიშ­ვილს, უი­ლი­ამს გა­დას­ცეს, მაგ­რამ ასე­თი რამ ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია. თა­ვად პრინცმა უი­ლი­ამ­მა ამ ჭო­რებ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა, რომ "ეს არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა".

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი უკვე 93 წლი­საა და ბრი­ტა­ნე­ლებს ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბა მალე დას­რულ­დე­ბა. რა ელის ბრი­ტა­ნეთს ელი­სა­ბე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ?

პირ­ვე­ლი 12 დღე - გარ­დაც­ვა­ლე­ბა­სა და დაკ­რძალ­ვას შო­რის - მთელ ბრი­ტა­ნეთს გლო­ვა მო­ი­ცავს. ბრი­ტა­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კა მი­ლი­არ­დი­ან ზა­რალს გა­ნიც­დის: ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ბან­კი და სა­ფონ­დო ბირ­ჟა და­ი­ხუ­რე­ბა.

დაკ­რძალ­ვა და მემ­კვიდ­რის კო­რო­ნა­ცია ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც ქვეყ­ნის ჯი­ბე­ზე მსუ­ყედ აი­სა­ხე­ბა (წი­ნას­წა­რი დათ­ვლით, დაკ­რძალ­ვი­სა და კო­რო­ნა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1,2-დან 6 მი­ლი­არდ ფუნტ სტერ­ლინ­გამ­დე დაჯ­დე­ბა). გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით და­ი­ხუ­რე­ბა კო­მე­დი­უ­რი შო­უ­ე­ბი/არ­ხე­ბი.

ბრი­ტა­ნეთ­ში შე­იც­ვლე­ბა ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი, რად­გან "ღმერ­თო, და­ი­ცა­ვი დე­დო­ფა­ლი!" აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ იქ­ნე­ბა.

ბრი­ტა­ნე­ლე­ბის არა­ერ­თგზის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად, მათ არც კი იცი­ან, რო­გორ იცხოვ­რე­ბენ დე­დოფ­ლის გა­რე­შე და აცხა­დე­ბენ, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დად­გე­ბა "გა­ურ­კვევ­ლო­ბის ჟამი".

გა­საკ­ვი­რიც არ არის, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ელი­სა­ბე­დის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­ბა­და - სხვა მო­ნარ­ქი მის ად­გი­ლას მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ აბაშიძე
7

კარგი ნამუშავერია

მადლობა დუდანას

( კიდევ ერთხელ )

ავიღოთ მაგალითი
2

რეალობა ისაა რო სამეფო ოჯახს და დედოფალს უდიდესი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვთ და მართლა უყვართ თავიანთი ქვეყანა. დედოფალმა მართვა იმიტომ ისწავლა რო ომუს დროს სანიტარული მანქანის მძღოლად მუშაობდა. ამას რო მივხდებით ქართველები რა არის მერე გვეშველება.

ავტორი:

ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლება

ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლება

იცოდით, რომ ინგლისის დედოფალ ელისაბედს კარის პირადი პოეტი ჰყავს, რომელიც ხელფასს ღვინით იღებს? ან კიდევ ის, რომ დედოფალს ბრიტანეთის ყველა გედი ეკუთვნის და მას შეუძლია ავსტრალიის ხელისუფლება მთელი შემადგენლობით მოხსნას პოსტებიდან?

ამ სტატიაში, ელისაბედ II-ის ფარული ძალაუფლების შესახებ საინტერესო ფაქტებს მოგითხრობთ:

გედები

ბრიტანეთის დედოფალი ოფიციალურად ფლობს გედებს "თემზისა და მისი შენაკადების გარკვეულ მონაკვეთებზე", მაგრამ ნებისმიერი არამარკირებული გედი, რომელიც სხვა ადგილას აღმოჩნდება, გარდა თემზისა, ელისაბედის კუთვნილებად მიიჩნევა.

თევზი

1324 წლიდან, დიდი ბრიტანეთის წყლების ყველა ბინადარი - იქნება ეს დელფინი, ზუთხი თუ ვეშაპი, კანონით დედოფალს ეკუთვნის. 2004 წელს პოლიციამ მეთევზე დააკავა, რომელმაც ქვირითობის ჟამს 10-კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირა. ბრალდება მას დედოფლის სახელით წაუყენეს.

მართვის მოწმობა და პასპორტი

დედოფალს მის სახელზე გამოწერილი მართვის მოწმობა აქვს, მაგრამ კანონის მიხედვით, ის მისთვის აუცილებელი არ არის, ისევე როგორც მანქანის სანომრე ნიშანი. ცნობისთვის, დედოფალმა მანქანის მართვა მეორე მსოფლიო ომის დროს ისწავლა - ის სანიტარული მანქანის მძღოლად მუშაობდა.

1998 წელს ელისაბედ II-მ ძალზედ გააოცა საუდის არაბეთის მეფე (იმ დროს ჯერ კიდევ პრინცი), როდესაც მანქანით გაასეირნა. მემკვიდრე პრინცი მძღოლის გვერდით სავარძელზე მოკალათდა, უკანა სავარძელზე - თარჯიმანი, დედოფალი კი, არაბების განცვიფრებული მზერის თანხლებით - მძღოლის ადგილას.

საუდის არაბეთში ქალებს მანქანის ტარება ეკრძალებოდათ, მით უმეტეს, მოხუცი დედოფლისგან ამას არავინ მოელოდა. პრინცი ანერვიულდა, როდესაც ელისაბედმა შოტლანდიურ ვიწრო ქუჩებში სიჩქარეს უმატა. თარჯიმანის მეშვეობით ემუდარებოდა მას, ფრთხილად ეტარებინა.

სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, ელისაბედს არ აქვს პასპორტი, რადგან პასპორტს "დედოფლის სახელით" გასცემენ. მიუხედავად ამისა, დედოფალი შეუფერხებლად მოგზაურობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დედოფალს ორი დაბადების დღე აქვს. ფაქტიურად, ის 21 აპრილს დაიბადა, მაგრამ ოფიციალურად, დიდი ბრიტანეთი დედოფლის დაბადების დღეს ივნისში აღნიშნავს. სამეფო კოდექსის მიხედვით, მონარქების დაბადების დღეს ზაფხულში აღნიშნავენ აღლუმითა და ფოიერვერკებით.

კარის პოეტი

დედოფალს კარის პოეტი ჰყავს, რომლის კანდიდატურასაც თავად ამტკიცებს. პოეტის ყველა ნამუშევარი ავტომატურად "ერის უდიდეს მიღწევად" მიიჩნევა. როდესაც ეს თანამდებობა პირველად დაინიშნა, პოეტს ხელფასის სახით 200 ფუნტსა და 400 ლიტრ ღვინოს უხდიდნენ. ამჟამად პოეტებს 1 კასრ ხერესს უხდიან.

დედოფალი, მართლმსაჯულება და პოლიტიკა

დედოფლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეუძლებელია, რადგან ბრალდებას, როგორც წესი, დედოფლის სახელით უყენებენ. ასევე, მას არ შეუძლია ჩვენებების მიცემა სასამართლოში, არ შეუძლია, იყოს მოწმე. კანონის თანახმად, ის გათავისუფლებულია გადასახადებისგან, მაგრამ საკუთარი ნებით იხდის ქონების გადასახადს.

2011 წლამდე დედოფალს პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლება ჰქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოცემული კანონის თანახმად, მას ამის გაკეთება თემთა პალატის 2/3-ის მხარდაჭერით შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი თავის გადაწყვეტილებებზე მინისტრთა საბჭოს ეყრდნობა, არის ერთი გამონაკლისი, რომელიც მას მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღების საშუალებას აძლევს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა "მძიმე კონსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაშია", მონარქს უფლება აქვს, მინისტრების თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები. მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ მომხდარა, ამიტომ ბოლომდე ნათელი არ არის, რას წარმოადგენს ეს ძალაუფლება და გადაწყვეტილებები.

ავსტრალია

როგორც ავსტრალიის დედოფალს, ელისაბედს სრული უფლება აქვს დაშალოს პარლამენტი. პრეცედენტი 1975 წელს დაფიქსირდა, როდესაც დედოფლის წარმომადგენელმა ავსტრალიაში, გენერალ-გუბერნატორმა სერ ჯონ კერიმ პრემიერ-მინისტრი გაათავისუფლა თანამდებობიდან, 2-3 საათში კი მთელი პარლამენტი.

ახლა კი დედოფლის ყველაზე ოდიოზური უფლებების შესახებ: ქალაქი ჰანგერფორდი ვალდებულია მიართვას დედოფალს წითელი ვარდი ახლომდებარე რაიონებში თევზის დაჭერის უფლების მოსაპოვებლად (როგორც უკვე აღვნიშნეთ, თევზი მონარქს ეკუთვნის)

ატოლის ჰერცოგი ვალდებულია მონარქს მიართვას ვარდები პირველი მოთხოვნის შემდეგ. ბოლოს მსგავსი რამ დედოფალი ვიქტორიას მმართველობის დროს მოხდა, ვარდების რაოდენობაზე ცნობილი არ არის.

მარკიზი ეილსბერი ვალდებულია ჩაჰყვიროს მონადირის საყვირში, ყოველ ჯერზე, როდესაც მონარქი მის სამფლობელოს გვერდს ჩაუვლის. ბოლოს მსგავსი რამ 1943 წელს მოხდა.

ზოგიერთი მიწათმფლობელი ძველი კანონების თანახმად ვალდებულია, ისტორიული უჩვეულო გადასახადი გადაუხადოს მონარქს: სასახლე სოჰლემურის მფლობელი ვალდებულია საახალწლო სუფრაზე სამი ჭიქა წითელი ღვინო დადგას ჯეიმს IV შოტლანდიელის (1474-1513წწ) საყვარელი ბებიის სახელზე.

ფოულისის მფლობელი ვალდებულია მოთხოვნის მიხედვით შუა ზაფხულში თოვლის გუნდა შეკრას.

ქალაქი გლოსტერი სამეფო მიწების სარგებლობისთვის გადასახადის სახით უზარმაზარ ღვეზელს იხდის.

ჰერცოგი ველინგტონი ვალდებულია, 19 ივნისს, ვატერლოოს ბრძოლის წლისთავზე შუადღემდე ფრანგული დროშა მიართვას.

ელისაბედის მმართველობა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, სულ ახლახან მან პირველობა მის დიდ ბებიას, დედოფალ ვიქტორიას ჩამოართვა.

ელისაბედის სიცოცხლეში დიდი ბრიტანეთის 16 პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის 15 პრეზიდენტი და საფრანგეთის 12 პრეზიდენტი შეიცვალა.

მემკვიდრეობა

ხშირად ქვეყნდება სტატიები იმის თაობაზე, რომ დედოფალს სურს, პრინც ჩარლზის ავლით გვირგვინი საყვარელ შვილიშვილს, უილიამს გადასცეს, მაგრამ ასეთი რამ ძნელად წარმოსადგენია. თავად პრინცმა უილიამმა ამ ჭორებზე კომენტარი გააკეთა, რომ "ეს არც კი განიხილება".

დედოფალი ელისაბედი უკვე 93 წლისაა და ბრიტანელებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მისი მმართველობა მალე დასრულდება. რა ელის ბრიტანეთს ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ?

პირველი 12 დღე - გარდაცვალებასა და დაკრძალვას შორის - მთელ ბრიტანეთს გლოვა მოიცავს. ბრიტანული ეკონომიკა მილიარდიან ზარალს განიცდის: ამ პერიოდში ყველა ბანკი და საფონდო ბირჟა დაიხურება.

დაკრძალვა და მემკვიდრის კორონაცია ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდება, რომლის ორგანიზაციაც ქვეყნის ჯიბეზე მსუყედ აისახება (წინასწარი დათვლით, დაკრძალვისა და კორონაციის ხარჯები დაახლოებით 1,2-დან 6 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე დაჯდება). გაურკვეველი ვადით დაიხურება კომედიური შოუები/არხები.

ბრიტანეთში შეიცვლება ეროვნული ჰიმნი, რადგან "ღმერთო, დაიცავი დედოფალი!" აქტუალური აღარ იქნება.

ბრიტანელების არაერთგზის გამოკითხვის შედეგად, მათ არც კი იციან, როგორ იცხოვრებენ დედოფლის გარეშე და აცხადებენ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ დადგება "გაურკვევლობის ჟამი".

გასაკვირიც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობა ელისაბედის მმართველობის პერიოდში დაიბადა - სხვა მონარქი მის ადგილას მათთვის წარმოუდგენელია...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ