სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინეიჯერული ლიტერატურის გემო
თინეიჯერული ლიტერატურის გემო

ჟურ­ნალ "ინ­დი­გოს" სტა­ტია თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე, თი­ნე­ი­ჯე­რულ წიგ­ნებ­ზე და წიგ­ნებ­ზე თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის შე­სა­ხებ

"15 წლის ჰა­რი­ეტ მა­ნერ­სი ნამ­დვი­ლი გი­კია", - ამო­ი­კი­თხა მა­მა­ჩემ­მა წიგ­ნის უკა­ნა ყდა­ზე და სათ­ვა­ლი­დან ამო­ი­ხე­და: - ეს "გიკი" რა არის? ნი­ცას გა­ე­ცი­ნა: - გიკი რა, - უპა­სუ­ხა, - ყვე­ლა­ფე­რი რომ იცის, ეგე­თი - გე­ნი­ო­სა.

- ჟიულ ვერ­ნი წა­ი­კი­თხე, ჟიულ ვერ­ნი. და "გრა­ფი მონ­ტე კრის­ტო", - მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ უთხრა მა­მა­ჩემ­მა და ოთა­ხი­დან გა­ვი­და.

ეს "გიკი" ნაღ­დად არ მო­ე­წო­ნა. ნი­ცამ თვა­ლე­ბი აატ­რი­ა­ლა. ასე აკე­თე­ბენ 12 წლის გო­გო­ე­ბი, როცა რა­ღა­ცას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. სოუ ბო­ო­რინგ, - გა­აგ­რძე­ლა მერე (ანუ ისე მო­სა­წყე­ნი­აო) და აი­პედ­ში ჩაძ­ვრა. იქ­ნებ, მა­ინც "80 000 კი­ლო­მეტ­რი წყალ­ქვეშ" წა­გე­კი­თხხხხ... - შევ­თა­ვა­ზე­სა­ვით, მაგ­რამ ეგ­რე­ვე მივ­ხვდი, დამ­თავ­რე­ბას აზრი არ ჰქონ­და. ამ დროს ის უკვე ზოი სა­გის "ონ­ლა­ინ­გო­გო­ში" იყო თა­ვით გა­დაშ­ვე­ბუ­ლი და დრო­დად­რო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ჭყლო­პი­ნებ­და. მგო­ნი, გუ­შინ რა­ღაც მის­წე­რა ტვი­ტერ­ზე და იმან და­უ­ლა­ი­ქა. "გეს­მის, ხო, რა ხდე­ბა? იმა­ზე წერს, რაც მეც ვიცი. ტექ­სტში "კოკა კო­ლას" ახ­სე­ნებს და "აი­პედს" და ისეთ სი­ტყვებს და ნივ­თებს, რაც აქაც არის, ჩვენც ვი­ცით, ხვდე­ბი? - მიხ­სნის, - წარ­მო­იდ­გი­ნე, სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს დის­ტან­ცია".

წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე ახ­ლად­გა­მო­ცე­მუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რი­ე­ბი აღარ ეტე­ვა. მო­ზარ­დე­ბი ყო­ველ ახალ წიგნს ისე ელი­ან, რო­გორც დი­დე­ბი - თა­ნა­მედ­რო­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მო­რიგ სე­რი­ას. მიდი, აბა, ერთხელ თუ მო­ი­წამ­ლე, სცა­დე და აღარ უყუ­რო.

"პა­ლიტ­რის" და "ლი­ბერ­თინ­სის" წიგ­ნებს მთლად ბე­ჭე­დი­ვით არ­ტყია ყდა­ზე ყვით­ლად და მკვეთ­რად წარ­წე­რა - შენი თა­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი. თით­ქოს გე­უბ­ნე­ბა - ხო, შშ­შენნნ­ნი თა­ო­ბის.

"მო­გე­სალ­მე­ბი, სამ­ყა­როვ (ისე ხმა­მაღ­ლა და თა­მა­მად იწყე­ბა, შეხ­ტე­ბი)! გა­დავ­წყვი­ტე, ბლო­გი შე­მექ­მნა. შე­იძ­ლე­ბა მკი­თხოთ, რა­ტომ? ხომ იცით, რა მოხ­დე­ბა, თუკი "კოკა კო­ლას" შე­ან­ჯღ­რევთ და მერე გახ­სნით? ამო­იფ­რქვე­ვა და ყვე­ლა­ფერს და­ას­ვე­ლებს. სწო­რედ ასე ვგრძნობ თავს" (წერს ზოი საგი თა­ვის "ონ­ლა­ინ­გო­გო­ში").

"გა­დავ­წყვი­ტე, ბლო­გის წერა და­ვი­წყო", - წერს ნიცა თა­ვის არა­სა­ი­დუმ­ლო დღი­ურ­ში, რომ­ლის კი­თხვა ყო­ველ სა­ღა­მოს გა­მო­წე­რი­ლი გვაქვს, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კი­თხა­ვი. კარ­გად ვიცი, მკი­თხვე­ლის გა­რე­შე გავ­ქრე­ბით, ამი­ტომ ვკი­თხუ­ლობ. ორი წლის წინ რომ ვკი­თხე, რო­მე­ლი იყო მისი საყ­ვა­რე­ლი მა­ღა­ზია, თქვა, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბის და წიგ­ნე­ბის. წელს რომ კი­თხვა გა­ვუ­მე­ო­რე, თქვა, რომ კოს­მე­ტი­კის და წიგ­ნე­ბის. წიგ­ნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ვლე­ლია. იც­ვლე­ბა და ბევ­რდე­ბა მხო­ლოდ გა­მო­ცე­მე­ბი.

ერთი დაკ­ლიკ­ვა კმა­რა, "გუდ­რიდსის" ვებ­სა­იტ­ზე მო­ზარ­დე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რის (young adult book) უგ­რძე­სი სია რომ ამო­გიგ­დოს - ნაირ-ნა­ი­რი ყდე­ბი­თა და ჟან­რე­ბით: ფენ­ტე­ზი, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა, მის­ტი­კა, ის­ტო­რი­უ­ლი, ჰო­რო­რი, კლა­სი­კა. აუ აუ აუ აუ. ახლა რომ 13 და 14 და 15 და 16 წლის ვიყო! ქვეშ მოკ­ლე-მოკ­ლე ანო­ტა­ცი­ე­ბია - ზუს­ტად ისე­თი, ნიცა რო­გორც მიყ­ვე­ბა ხოლ­მე უკვე წა­კი­თხულ წიგ­ნებ­ზე: "ერთ გიკ გო­გო­ზეა რა. მთე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი აქვს. მეც ჩემს სკო­ლა­ში გიკი ვგო­ნი­ვარ ბავ­შვებს. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში არც ისე გიკი ვარ". ჰოლი სმე­ი­ლის ტრი­ლო­გი­ას გუ­ლის­ხმობს. ან: "მოკ­ლედ, ეს ბიჭი, თო­მა­სი, ლიფ­ტში გა­იღ­ვი­ძებს და თა­ვი­სი სა­ხე­ლის მეტი არა­ფე­რი ახ­სოვს. მერე სხვა ბი­ჭებს ხვდე­ბა და თავ­გა­და­სა­ვა­ლი იწყე­ბა", - ჯე­იმს დაშ­ნე­რის "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლის" სი­უ­ჟეტს მიხ­სნის.

ზოგ­ჯერ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი არც მე მეს­მის და ბე­ჯი­თად ვგუ­გ­ლავ. ეგრე ად­ვი­ლი არ არის, 12 წლის გო­გოს, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის მცოდ­ნე ჰგო­ნი­ხარ, უთხრა, რომ რა­ღაც სი­ტყვე­ბი შენც არ იცი - ასე ვმე­ცა­დი­ნე­ობ.

რა და­სა­მა­ლია და, "ლი­ბერ­თინ­სის" ბავ­შვებს რომ შევ­ხვდი, მან­დაც კარ­გად მო­ვემ­ზა­დე. "ლი­ბერ­თინ­სი" - ეს წიგ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ჯგუ­ფია, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რებს არ­ჩე­ვენ - ე.წ. მო­ზარ­დე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რას. ინ­გლი­სუ­რად კი­თხუ­ლო­ბენ და მერე ამა თუ იმ წიგნს რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ. "ლი­ბერ­თინ­სი" და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის შე­იქ­მნა. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და - ცნო­ბილ ბესთსე­ლერ­ზე სა­უ­კე­თე­სო რე­ცენ­ზი­ის ავ­ტო­რებს ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რის ბედ­ნი­ე­რი ბი­ლე­თე­ბი ერ­გე­ბო­დათ. ასე შეგ­როვ­და 15-მდე ბავ­შვი, რო­მელ­თა აზ­რსაც "პა­ლიტ­რა L" ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მი­სას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მგო­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რია. კი­ა­რა­და, გა­და­სა­რე­ვი. აი, ასე­თი:

გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე, მა­რი­ამ გა­ბე­ლა­ია, თაკო ახა­ლა­ძე - "ლი­ბერ­თინ­სი­დან", გა­ცხა­რე­ბუ­ლე­ბი იწყე­ბენ წიგ­ნე­ბის ძებ­ნას ინ­ტერ­ნეტ­ში. ამა­ზონ­ზე, გუდ­რიდ­ზე, თუ სად­მე რე­ცენ­ზია და­ი­ბეჭ­და, სად რა ბესტსე­ლე­რი გა­მო­ი­ცა, ვინ რა თქვა. მერე მი­დის ანო­ტა­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლა, წიგ­ნის გა­მო­წე­რა და წა­კი­თხვა და დიახ! ეს ისაა, რაც გვინ­და - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"რა­ღა­ცით მგო­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რულ აგენ­ტებს ვგა­ვართ, ხო? მოგ­ვწონს ეს - შე­ნი­ვე თა­ნა­ტოლს ურ­ჩიო კარ­გი წიგ­ნი და და­აკ­ვირ­დე, რო­გორ წა­ი­კი­თხავს, მო­ე­წო­ნე­ბა თუ არა, რას და­წე­რენ", - გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძის რჩე­უ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან მა­ინც ელის სი­ბოლ­დის "საყ­ვა­რე­ლი ძვლე­ბია", სხვე­ბიც, მაგ­რამ ახლა ეს გა­ახ­სენ­და.

თა­კოს თა­ვი­სი ბლო­გი აქვს და ახალ წიგნ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­საც იქ ჩა­მოყ­რის ხოლ­მე: "ესე იგი. მარ­კუს ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დი", ემი იტე­რან­ტას "წყლის სა­ი­დუმ­ლო" და... ხო, რიკ იან­სის "მე­ხუ­თე ტალ­ღა". ეს მის­თვის ამ ჟანრ­ში რჩე­უ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, თო­რემ ისე უკვე ჰერ­მან ჰე­სეს "ტრა­მა­ლის მგელს" მი­ად­გა.

და მერე ისევ ვლა­პა­რა­კობთ - არის თუ არა წიგ­ნე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის ასე­თი გა­და­ლა­გე­ბა - "მო­მა­ვა­ლი?" და ამ მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბენ თუ არა მო­ზარ­დე­ბი კი­თხვას თა­ნა­მედ­რო­ვე წიგ­ნე­ბით და არა, მა­გა­ლი­თად, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბით, რო­მელ­თა რო­მა­ნებ­ში გმი­რე­ბი ეტ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ხოლო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გუ­ლის­თვის ერ­თმა­ნეთს დუ­ელ­ში იწ­ვე­ვენ? რაც მოს­წონთ, რა­ტომ მოს­წონთ და რით ჩა­ნაც­ვლდა, თუ სა­ერ­თოდ ჩა­ნაც­ვლდა კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი?

არა­და, რა მა­მა­ცი იყო ეს დარ­ტა­ნი­ა­ნი! და ჭკვი­ა­ნი - ათო­სი, და­უ­სახ­ლე­ბელ კუნ­ძულ­ზე მოხ­ვედ­რა­სა და პა­რას­კე­ვას­ნა­ირ მე­გო­ბარ­ზე ოც­ნე­ბა, მგო­ნი დღემ­დე შე­მომ­რჩა "რო­ბინ­ზონ კრუ­ზოს" გავ­ლე­ნით. და უდედ­მა­მო რემი ჰექ­ტორ მა­ლოს "უსახ­ლკა­რო­დან"? სამ­ყა­როს უსა­მარ­თლო­ბის გამო დღემ­დე უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა მკლავს.

და იმ კუნ­ძულ­ზე აი­პე­დი მა­ინც მექ­ნე­ბა? - იკი­თხავს ხოლ­მე ნიცა, როცა "რო­ბინ­ზონ კრუ­ზოს" სი­კე­თე­ებ­ზე ვი­წყებ ლა­პა­რაკს. ის ამ დროს ჩემს სა­კი­თხავ წიგნ­ზე ვი­თომ შემ­თხვე­ვით ზე­მო­დან და­ა­დებს ხოლ­მე ჯონ გრი­ნის "ქა­ღალ­დის ქა­ლა­ქებს" და ცოტა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და ცო­ტაც ხათ­რით ვკი­თხუ­ლობ.

მე­გობ­რო­ბაც არის, გახ­სნი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც, თავ­გა­და­სავ­ლე­ბიც, ერ­თგუ­ლე­ბაც და ღა­ლა­ტიც ამ და სხვა წიგ­ნებ­ში, უბ­რა­ლოდ, ენაა თა­ნა­მედ­რო­ვე და ამ­ბე­ბიც ისე­თი, წინა დღეს მე­ზო­ბელ უბან­ში რომ მოხ­და.

ამი­ტომ ჩემს სკეპ­ტი­ციზ­მზე "ლი­ბერ­თინ­სის" ჯგუ­ფის ბავ­შვებს გამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვთ მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი - "ეს არის ვარ­ჯი­ში კი­თხვა­ში" და "კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლის სწავ­ლა".

ე.წ. იანგ ედალთ სა­კი­თხა­ვის პლუ­სად იმა­საც ასა­ხე­ლე­ბენ, რომ ხში­რად წიგ­ნე­ბი მარ­ტი­ვი ენით რთულ თე­მებ­ზე ჰყვე­ბა, მა­გა­ლი­თად, სუ­ი­ციდ­ზე.

და იქ­ნებ, პი­რი­ქით, წა­ა­ხა­ლი­სოს მო­ზარ­დე­ბი ამ თე­მამ? - მა­ინც სკეპ­ტი­კო­სის როლ­ში ვარ.

არა, პი­რი­ქით, სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბია. არა­სო­დეს მა­გის გა­კე­თე­ბა არ მო­გინ­დე­ბა, - მე­კა­მა­თე­ბი­ან გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

თინეიჯერული ლიტერატურის გემო

თინეიჯერული ლიტერატურის გემო

ჟურნალ "ინდიგოს" სტატია თინეიჯერებზე, თინეიჯერულ წიგნებზე და წიგნებზე თინეიჯერების შესახებ

"15 წლის ჰარიეტ მანერსი ნამდვილი გიკია", - ამოიკითხა მამაჩემმა წიგნის უკანა ყდაზე და სათვალიდან ამოიხედა: - ეს "გიკი" რა არის? ნიცას გაეცინა: - გიკი რა, - უპასუხა, - ყველაფერი რომ იცის, ეგეთი - გენიოსა.

- ჟიულ ვერნი წაიკითხე, ჟიულ ვერნი. და "გრაფი მონტე კრისტო", - მცირე პაუზის შემდეგ უთხრა მამაჩემმა და ოთახიდან გავიდა.

ეს "გიკი" ნაღდად არ მოეწონა. ნიცამ თვალები აატრიალა. ასე აკეთებენ 12 წლის გოგოები, როცა რაღაცას აპროტესტებენ. სოუ ბოორინგ, - გააგრძელა მერე (ანუ ისე მოსაწყენიაო) და აიპედში ჩაძვრა. იქნებ, მაინც "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" წაგეკითხხხხ... - შევთავაზესავით, მაგრამ ეგრევე მივხვდი, დამთავრებას აზრი არ ჰქონდა. ამ დროს ის უკვე ზოი საგის "ონლაინგოგოში" იყო თავით გადაშვებული და დროდადრო აღფრთოვანებული ჭყლოპინებდა. მგონი, გუშინ რაღაც მისწერა ტვიტერზე და იმან დაულაიქა. "გესმის, ხო, რა ხდება? იმაზე წერს, რაც მეც ვიცი. ტექსტში "კოკა კოლას" ახსენებს და "აიპედს" და ისეთ სიტყვებს და ნივთებს, რაც აქაც არის, ჩვენც ვიცით, ხვდები? - მიხსნის, - წარმოიდგინე, საერთოდ არ არსებობს დისტანცია".

წიგნის თაროებზე ახლადგამოცემული თინეიჯერული ლიტერატურის სერიები აღარ ეტევა. მოზარდები ყოველ ახალ წიგნს ისე ელიან, როგორც დიდები - თანამედროვე კომერციული სერიალების მორიგ სერიას. მიდი, აბა, ერთხელ თუ მოიწამლე, სცადე და აღარ უყურო.

"პალიტრის" და "ლიბერთინსის" წიგნებს მთლად ბეჭედივით არტყია ყდაზე ყვითლად და მკვეთრად წარწერა - შენი თაობის არჩევანი. თითქოს გეუბნება - ხო, შშშენნნნი თაობის.

"მოგესალმები, სამყაროვ (ისე ხმამაღლა და თამამად იწყება, შეხტები)! გადავწყვიტე, ბლოგი შემექმნა. შეიძლება მკითხოთ, რატომ? ხომ იცით, რა მოხდება, თუკი "კოკა კოლას" შეანჯღრევთ და მერე გახსნით? ამოიფრქვევა და ყველაფერს დაასველებს. სწორედ ასე ვგრძნობ თავს" (წერს ზოი საგი თავის "ონლაინგოგოში").

"გადავწყვიტე, ბლოგის წერა დავიწყო", - წერს ნიცა თავის არასაიდუმლო დღიურში, რომლის კითხვა ყოველ საღამოს გამოწერილი გვაქვს, როგორც სავალდებულო საკითხავი. კარგად ვიცი, მკითხველის გარეშე გავქრებით, ამიტომ ვკითხულობ. ორი წლის წინ რომ ვკითხე, რომელი იყო მისი საყვარელი მაღაზია, თქვა, რომ სათამაშოების და წიგნების. წელს რომ კითხვა გავუმეორე, თქვა, რომ კოსმეტიკის და წიგნების. წიგნები ჯერჯერობით უცვლელია. იცვლება და ბევრდება მხოლოდ გამოცემები.

ერთი დაკლიკვა კმარა, "გუდრიდსის" ვებსაიტზე მოზარდების ლიტერატურის (young adult book) უგრძესი სია რომ ამოგიგდოს - ნაირ-ნაირი ყდებითა და ჟანრებით: ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, მისტიკა, ისტორიული, ჰორორი, კლასიკა. აუ აუ აუ აუ. ახლა რომ 13 და 14 და 15 და 16 წლის ვიყო! ქვეშ მოკლე-მოკლე ანოტაციებია - ზუსტად ისეთი, ნიცა როგორც მიყვება ხოლმე უკვე წაკითხულ წიგნებზე: "ერთ გიკ გოგოზეა რა. მთელი თავგადასავლები აქვს. მეც ჩემს სკოლაში გიკი ვგონივარ ბავშვებს. მაგრამ სინამდვილეში არც ისე გიკი ვარ". ჰოლი სმეილის ტრილოგიას გულისხმობს. ან: "მოკლედ, ეს ბიჭი, თომასი, ლიფტში გაიღვიძებს და თავისი სახელის მეტი არაფერი ახსოვს. მერე სხვა ბიჭებს ხვდება და თავგადასავალი იწყება", - ჯეიმს დაშნერის "ლაბირინთში მორბენალის" სიუჟეტს მიხსნის.

ზოგჯერ სიტყვის მნიშვნელობები არც მე მესმის და ბეჯითად ვგუგლავ. ეგრე ადვილი არ არის, 12 წლის გოგოს, რომელსაც ყველაფრის მცოდნე ჰგონიხარ, უთხრა, რომ რაღაც სიტყვები შენც არ იცი - ასე ვმეცადინეობ.

რა დასამალია და, "ლიბერთინსის" ბავშვებს რომ შევხვდი, მანდაც კარგად მოვემზადე. "ლიბერთინსი" - ეს წიგნების მოყვარული თინეიჯერების ჯგუფია, რომლებიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ისთვის თანამედროვე ბესტსელერებს არჩევენ - ე.წ. მოზარდების ლიტერატურას. ინგლისურად კითხულობენ და მერე ამა თუ იმ წიგნს რეკომენდაციას უწევენ. "ლიბერთინსი" დაახლოებით ორი წლის შეიქმნა. გამომცემლობამ კონკურსი გამოაცხადა - ცნობილ ბესთსელერზე საუკეთესო რეცენზიის ავტორებს ჯგუფში მოხვედრის ბედნიერი ბილეთები ერგებოდათ. ასე შეგროვდა 15-მდე ბავშვი, რომელთა აზრსაც "პალიტრა L" ყოველი ახალი წიგნის გამოცემისას ითვალისწინებს.

მგონი, ჩვეულებრივი სამსახურია. კიარადა, გადასარევი. აი, ასეთი:

გიორგი კიკაბიძე, მარიამ გაბელაია, თაკო ახალაძე - "ლიბერთინსიდან", გაცხარებულები იწყებენ წიგნების ძებნას ინტერნეტში. ამაზონზე, გუდრიდზე, თუ სადმე რეცენზია დაიბეჭდა, სად რა ბესტსელერი გამოიცა, ვინ რა თქვა. მერე მიდის ანოტაციების შესწავლა, წიგნის გამოწერა და წაკითხვა და დიახ! ეს ისაა, რაც გვინდა - გადაწყვეტილება.

"რაღაცით მგონი ლიტერატურულ აგენტებს ვგავართ, ხო? მოგვწონს ეს - შენივე თანატოლს ურჩიო კარგი წიგნი და დააკვირდე, როგორ წაიკითხავს, მოეწონება თუ არა, რას დაწერენ", - გიორგი კიკაბიძის რჩეული თინეიჯერული ლიტერატურიდან მაინც ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლებია", სხვებიც, მაგრამ ახლა ეს გაახსენდა.

თაკოს თავისი ბლოგი აქვს და ახალ წიგნზე შთაბეჭდილებებსაც იქ ჩამოყრის ხოლმე: "ესე იგი. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი", ემი იტერანტას "წყლის საიდუმლო" და... ხო, რიკ იანსის "მეხუთე ტალღა". ეს მისთვის ამ ჟანრში რჩეულებს რაც შეეხება, თორემ ისე უკვე ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელს" მიადგა.

და მერე ისევ ვლაპარაკობთ - არის თუ არა წიგნებისა და ავტორების ასეთი გადალაგება - "მომავალი?" და ამ მომავალში დაიწყებენ თუ არა მოზარდები კითხვას თანამედროვე წიგნებით და არა, მაგალითად, მეოცე საუკუნის კლასიკოსი ავტორებით, რომელთა რომანებში გმირები ეტლებით გადაადგილდებიან, ხოლო საყვარელი ქალის გულისთვის ერთმანეთს დუელში იწვევენ? რაც მოსწონთ, რატომ მოსწონთ და რით ჩანაცვლდა, თუ საერთოდ ჩანაცვლდა კლასიკური ნაწარმოებები?

არადა, რა მამაცი იყო ეს დარტანიანი! და ჭკვიანი - ათოსი, დაუსახლებელ კუნძულზე მოხვედრასა და პარასკევასნაირ მეგობარზე ოცნება, მგონი დღემდე შემომრჩა "რობინზონ კრუზოს" გავლენით. და უდედმამო რემი ჰექტორ მალოს "უსახლკაროდან"? სამყაროს უსამართლობის გამო დღემდე უსუსურობის განცდა მკლავს.

და იმ კუნძულზე აიპედი მაინც მექნება? - იკითხავს ხოლმე ნიცა, როცა "რობინზონ კრუზოს" სიკეთეებზე ვიწყებ ლაპარაკს. ის ამ დროს ჩემს საკითხავ წიგნზე ვითომ შემთხვევით ზემოდან დაადებს ხოლმე ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქებს" და ცოტა ცნობისმოყვარეობით და ცოტაც ხათრით ვკითხულობ.

მეგობრობაც არის, გახსნილი სასიყვარულო ურთიერთობებიც, თავგადასავლებიც, ერთგულებაც და ღალატიც ამ და სხვა წიგნებში, უბრალოდ, ენაა თანამედროვე და ამბებიც ისეთი, წინა დღეს მეზობელ უბანში რომ მოხდა.

ამიტომ ჩემს სკეპტიციზმზე "ლიბერთინსის" ჯგუფის ბავშვებს გამზადებული აქვთ მარტივი პასუხი - "ეს არის ვარჯიში კითხვაში" და "კითხვის სიყვარულის სწავლა".

ე.წ. იანგ ედალთ საკითხავის პლუსად იმასაც ასახელებენ, რომ ხშირად წიგნები მარტივი ენით რთულ თემებზე ჰყვება, მაგალითად, სუიციდზე.

და იქნებ, პირიქით, წაახალისოს მოზარდები ამ თემამ? - მაინც სკეპტიკოსის როლში ვარ.

არა, პირიქით, სწორი აქცენტებია. არასოდეს მაგის გაკეთება არ მოგინდება, - მეკამათებიან   განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს