მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეწერა მეფეთ-მეფე თამარის ფულზე
რა ეწერა მეფეთ-მეფე თამარის ფულზე

1184 წელს გარ­და­იც­ვა­ლა გი­ორ­გი III და მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, თა­მა­რის ხელ­ში გა­და­ვი­და. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, როცა სა­მე­ფო ტახ­ტზე ქალი ავი­და. იმი­ე­რი­დან თა­მა­რი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფეთ-მე­ფი­სა და დე­დოფ­ლის ტი­ტუ­ლით. პირ­ველ მო­ნე­ტას თა­მა­რი 1187 წელს ჭრის. ავერ­სზე გან­თავ­სე­ბუ­ლია თა­მა­რის ხელრ­თვა (ფაქ­სი­მი­ლე) და ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რა. რე­ვერ­სზე არა­ბულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მე­დი­დუ­რი ზედ­წე­რი­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს არ­ნა­ხუ­ლი ძლი­ე­რე­ბის სუ­რა­თის აღ­დგე­ნა ამ მო­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სპი­ლენ­ძის მო­ნე­ტას აწე­რია: "იქნა ჭე­დაი ვერ­ცხლი­სი". ეს არის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი ფუ­ლის იძუ­ლე­ბი­თი კურ­სის და­ნერგვი­სა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში "ვერ­ცხლის კრი­ზი­სის" დროს.

თა­მა­რის ეპო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო, ფუ­ლის კურ­სიც მტკი­ცე ჰქონ­და. აქ­ტი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ტი­კა ეკო­ნო­მი­კის წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და. ყო­ვე­ლი­ვე ამას კი სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის უფრო მა­ღალ ეტაპ­ზე გა­დაჰ­ყავ­და.

სპი­ლენ­ძი. თა­მა­რი (1184-1207, 1210, 1213). 1187 წ.

Av. თა­მა­რის ხელრ­თვა: "თა­მარ" და ქარ­თუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "სა­ხე­ლი­თა ღვთი­სა­ი­თა იქნა ჭე­დაი ვერ­ცხლი­სი ამის ქო­რო­ნი­კონ­სა 407" (1187წ.).

Rv. არა­ბუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "დე­დო­ფა­ლი დი­დე­ბუ­ლი, მშვე­ნე­ბა ქვეყ­ნი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, თა­მარ, ასუ­ლი გი­ორ­გი­სა, მე­სი­ის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი. ღმერ­თის სა­ხე­ლით მო­იჭ­რა ეს დირ­ჰე­მი 583 წელს" (1187-1188).

გა­ი­გეთ მეტი "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის" შე­სა­ხებ

გა­მო­ი­წე­რეთ მო­ნე­ტე­ბის წიგ­ნი-ალ­ბო­მი

რა ეწერა მეფეთ-მეფე თამარის ფულზე

რა ეწერა მეფეთ-მეფე თამარის ფულზე

1184 წელს გარდაიცვალა გიორგი III და მთელი ძალაუფლება მისი ქალიშვილის, თამარის ხელში გადავიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოში და მთელ ახლო აღმოსავლეთში, როცა სამეფო ტახტზე ქალი ავიდა. იმიერიდან თამარი მოიხსენიება საქართველოს მეფეთ-მეფისა და დედოფლის ტიტულით. პირველ მონეტას თამარი 1187 წელს ჭრის. ავერსზე განთავსებულია თამარის ხელრთვა (ფაქსიმილე) და ასომთავრული წარწერა. რევერსზე არაბულ ენაზე შესრულებული მედიდური ზედწერილია. საქართველოს არნახული ძლიერების სურათის აღდგენა ამ მონეტის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

სპილენძის მონეტას აწერია: "იქნა ჭედაი ვერცხლისი". ეს არის კლასიკური მაგალითი ფულის იძულებითი კურსის დანერგვისა შუა საუკუნეების საქართველოში "ვერცხლის კრიზისის" დროს.

თამარის ეპოქაში საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, ფულის კურსიც მტკიცე ჰქონდა. აქტიური ფინანსური პოლიტიკა ეკონომიკის წარმატებით განვითარებას განაპირობებდა. ყოველივე ამას კი საქართველო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების უფრო მაღალ ეტაპზე გადაჰყავდა.

სპილენძი. თამარი (1184-1207, 1210, 1213). 1187 წ.

Av. თამარის ხელრთვა: "თამარ" და ქართული ზედწერილი: "სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 407" (1187წ.).

Rv. არაბული ზედწერილი: "დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი. ღმერთის სახელით მოიჭრა ეს დირჰემი 583 წელს" (1187-1188).

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს